24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - პატრიარქის მიმართვა და მეუფე პეტრეს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება

დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის ბერლინიდან ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებული სასულიერო პირი უნდა გაათავისუფლონ.

მეუფე ჟურნალისტებთან ინტრიგის შესაძლო ავტორებს ასახელებს და აცხადებს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გარდა, განვითარებული მოვლენები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგაცაა მიმართული.

ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. 

"უცნაური და არანორმალური სიტუაცია" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზის დაკავებას პირველივე კომენტარში, რომელიც მან ოპერაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სამოქალაქო სექტორი პროკურატურისაგან დაკავებული დეკანოზის უფლებების დაცვისთვის გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართვაც გაავრცელეს.

დაკავებული დეკანოზის მხარდასაჭერად მისი მოგვარეები დღეს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.

დღის ბოლოს  Facebook-ით პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 8 თებერვალს დაწერილი სტატუსის გამო არჩილ გამზარდია გამოკითხეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები