24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
მზადება აქციისთვის - "რუსთავი 2-ის" სახეებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს

სამართლიანობისა და თავისუფლების მხარდასაჭერი აქციისთვის მზადება - დღეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე პარლამენტის გარეთ და შიგნით საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

ქუჩაში შემთხვევით გაჩერებული 100-ობით ადამიანი ბოლო დროს რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უსამართლობად მიიჩნევს.

რუსთავი 2-ში მუშაობის მსურველებს კი დღეს ნანუკა შოუს ავტორი თავად შეხვდა. 

სამართლიანობისა და თავისუფლების მხარდასაჭერად კრიტიკულ და ერთგულ მაყურებელს რუსთავი 2 პარლამენტის წინ კვირას 14:30 საათზე ელოდება.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები