31 მარტი 2017,   04:26
ვრცლად
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეში ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ირაკლი აბესაძემ კიდევ ერთი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ზვიად ნაზღაიძეს ვერეს ხეობაში ცარიელი მიწის ნაკვეთი ჰქონდა, თუმცა კომპენსაცია საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის მიიღო. თბილისის მთავრობას და საკრებულოს უმრავლესობას ნაზღაიძის სკანდალზე საუბარი უკვე აღარ სურს და არც ოპოზიციის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც ამ თემაზე სხდომის მოწვევას ითხოვს.

ამავე დოკუმენტით ოპოზიცია მერიის იმ არგუმენტის გაბათილებასაც ცდილობს, რომლის მიხედვითაც ნაზღაიძეს ნაკვეთი თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩამოერთვა. სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა მოსამართლის ოჯახს ახალი ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და ფულადი კომპენსაცია მისცა. ოპონენტები მთავრობას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ, საკრებულოსგან კი საკითხის შესახებ მსჯელობის დროულად განხილვის დაწყებას მოითხოვენ.

მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საკრებულოში მსჯელობა მომავალ კვირას გაგრძელდება. ოპოზიციის სრულ შემადგენლობას გაერთიანებულ სხდომაზე მერის ორი მოადგილე ჰყავს დაბარებული. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ირაკლი ლექვინაძე და ოპონენტების შეთავაზებას და უპასუხებენ თუ არა შეკითხვებს ბოლოდ დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილების შესახებ.

ავტორი: ეკო მაღრაძე, მარიამ შანშიაშვილი.

 

დღის ამბები