29 მარტი 2017,   23:05
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი

კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი. ის სავარაუდოდ, საქართველოში მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ფინანსურმა პოლიციამ 2 მარტს დააკავა.

კურიერის ინფორმაციით, არსებობს ბრალის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც.

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 2 პირი. სამივეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ისინი გლდანის ციხეში არიან გადაყვანილი.

კურიერი ცდილობდა ინფორმაციის დაზუსტებას შესაბამის უწყებებში, თუმცა კომენტარს არცერთი მათგანი არ აკეთებს.

დღის ამბები