26 მარტი 2017,   03:36
ვრცლად
ლარი 2 თეთრით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი გახდა. კურსი, რომელიც ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობამდე  მოქმედებდა, 2.5039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ღირებულება 2.6720 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა. 

დღის ამბები