27 მარტი 2017,   08:51
ვრცლად
ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის დაპატიმრებას პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

ამ თემაზე ანა მარგველაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სურამში, იმ ადგილას ისაუბრა, სადაც 2 დღის წინ მისი მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

თავად ბრალდებულიც და მისი თანმხლები პირებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბ სუბოტექსი... მაგრამ იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ასეთ თემაზე, არასდროს ყოფილა ამაზე არც გაჩერებული და არც დაჯარიმებული, რომ ვერც წარმოვიდგენდით ეგეთ რაღაცას. აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა. 

ანა მარგველაშვილმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც დაკავებული მიხეილ თათრიშვილი და მინდია გოგოჭური ჩანან. ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრეა გადაღებული. კადრებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ინფორმირებული იყვნენ შესაძლო დაკავების შესახებ. 

ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული

 

ამავე თემაზე
დღის ამბები