26 მარტი 2017,   03:34
ვრცლად
1983 წელს დაგებული პარკეტის გამო მოხსნილი სოციალური დახმარება - ტატალაშილების ოჯახი დახმარებას ითხოვს

გორში მცხოვრები ტატალაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს. სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი, სახლში, ერთ ოთახში, იატაკის დაგება გახდა.

დედა-შვილი, გოჩა და ლენა ტატალაშვილები, ორივე მძიმე ავადმყოფია, მათი ერთადერთი შემოსავალი დედის პენსიაა, რაც ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით, ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების შეძენასაც.

ევროპული საქართველოს ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარში დედა-შვილი ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართეს სააგენტოს სტატუსის აღდგენაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე უარის მიზეზად ისევ ერთ ოთახში დაგებული იატაკი გახდა.

„ეს ოჯახი არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოუხსნეს სოციალური დახმარება და მიზეზად მოიყვანეს ის, რომ თურმე ერთ-ერთ ოთახში, მის ბინაში არის პარკეტი, რომელიც დაგებულია 1983 წელს, ანუ 35 წლის წინ,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები