26 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
მმართველი გუნდის შეხვედრა კაჭრეთში - უმრავლესობა 3 საათზე მეტია დახურულ კარს მიღმა მსჯელობს

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებს ხვდება. გასვლითი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, კაჭრეთში მიმდინარეობს.

კონკრეტულად რა საკითხებზე საუბრობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები 3 საათის განმავლობაში, უცნობია, რადგან ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს და კომენტარი არავის გაუკეთებია.

ეს პარტიის შიდა საკოორდინაციო შეხვედრაა, რომელიც სისტემატურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ამჟამად შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. ისინი პარტიის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრის დეტალებზე ისაუბრებენ.

დღის ამბები