26 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
"ეს არ არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებს“ - თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე საუბრობს

დახურული შეხვედრა პარლამენტის უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის დასრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხის განხილვა არ ყოფილა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე "იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით," ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ "ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებს.“

რაც შეეხება ქვეყნის მთავარსარდლის არჩევის წესს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წარმომადგენლის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შემოთავაზებას აქტიურად განიხილავს. ინიციატივა არაპირდაპირი არჩევის პროცესში არა მხოლოდ პარლამენტის წევრების ჩართვას ითვალისწინებს.

„დღეს იყო საქართველო პარლამენტის უმრავლესობის და ასევე მთავრობის წევრების შეხვედრა. რამდენიმე მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხს ეხებოდა. ბევრი მნიშვნელოვანი თემატიკა განვიხილეთ. დეტალებისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის დროს, მმართველ გუნდს პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს საკითხზე არ უსაუბრიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები