26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
პოეტი და ჟურნალისტი გენო კალანდია მცხეთაში დაკრძალეს

პოეტი და ჟურნალისტი გენო კალანდია მცხეთაში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის სიონის ეკლესიაში გაიმართა. გენო კალანდია სხვადასხვა დროს საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 1994 წელს ის საქართველოს სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. პოეტი 15 მარტს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები