26 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
"აკრძალული მედიკამენტები" - ძლიერმოქმედი წამლის ყიდვა რეცეპტის გარეშე კვლავ შესაძლებელია

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების რეალიზაციის გამკაცრებული წესები მოქმედებს. ძლიერმოქმედი წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა დღეს ეს აკრძალვა, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. საქართველოში ძლიერმოქმედი წამლის ყიდვა რეცეპტის გარეშე კვლავ შესაძლებელია.

პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტებმა თბილისის ცენტრში სხვადასხვა ქსელის აფთიაქებში, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა სცადეს, ფარმაცევტები მათ რეცეპტს ადგილზე აძლევდნენ და არც მედიკამენტების რაოდენობაში ზღუდავდნენ. დღეს რეცეპტი ფორმალობად გადაიქცა.

2014 წელს კი როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ ეს რეფორმა დანერგა, მოტივად თვითმკურნალობის და ფარმაცევტული პროდუქტის არარაციონალურად გამოყენების თავიდან აცილება დაასახელეს. ამ წამოწყების ნაკლოვანებებზე ექსპერტებიც და ოპოზიციაც მიუთითებდა, თუმცა კანონი ძალაში შევიდა. თავიდან ნამდვილად ითხოვდნენ რეცეპტებს, შემდეგ ნელ-ნელა გაჩნდა აფთიაქების გვერდით მცირე კაბინეტები სადაც გასაუბრების შემდეგ წერდნენ მედიკამენტებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 5000-მდე აფთიაქია და ყველა შემთხვევაზე რეაგირება შეუძლებელია. უწყებაში ფიქრობენ, რომ ელექტრონული რეცეპტების ახალი სისტემა მსგავს კანონდარღვევებს მინიმუმამდე შეამცირებს. რამდენად გამართული იქნება შემდეგი ეტაპები ამას დრო აჩვენებს. 

ავტორი: გვანცა სუთიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები