26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
ახალი პანთეონი თბილისში - საზოგადო მოღვაწეების ნაწილისთვის მახათას მთაზე განსასვენებლის მოწყობა მიუღებელია 

სწორედ მახათას მთის ფერდობზე, სადაც დღეს სამშენებლო ნაგავია დასაწყობებული, 6 თვეში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი უნდა მოეწყოს. 

თუმცა, საზოგადო მოღვაწეების ერთი ნაწილისთვის, მახათას მთაზე პანთეონის მოწყობა მიუღებელი სწორედ მისი ადგილმდებარეობის გამო აღმოჩნდა.

პრობლემა ის არის, რომ ამ პანთეონში მოხვედრა თვითონ გამოჩენილ ადამიანებსაც არ უნდათ - თბილისის მერიამ მილიონ-ნახევარი ლარი გამოყო მახათას მთაზე ახალი განსასვენებლის მოსაწყობად და ამ დროს იქ დაკრძალვის ბევრი პრეტენდენტი აცხადებს, რომ სულაც არ უნდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სადღაც მიყრუებულ ადგილზე დამარხონ.

იმ საზოგადო მოღვაწეებმა, ვისთვისაც მახათას მთაზე პანთეონის მოწყობა მიუღებელია, თბილისის მერიას სპეციალური პეტიციით მიმართეს და სანაცვლოდ დიდუბის პანთეონის გაფართოება მოითხოვეს.

მახათას ეკლესიის გვერდით პანთეონის მშენებლობა ყველაზე გვიან, წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც იქ იმ საზოგადო მოღვაწეებს გაადასვენებენ, როლებიც დღევანდელ დღემდე თბილისის სხვადასხვა სასაფლაოებზე, დროებით არიან დაკრძალული.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

 

დღის ამბები