26 მარტი 2017,   03:29
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემენ

საქართველოს ფარმაცევტულ ქსელებში დღეს ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენა შესაძლებელია. აქ უკვე მთავარი პრობლემა არა სახიფათო თვითმკურნალობა, არამედ სააფთიაქო ნარკომანიაა.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატის შესაძენად არა თუ რეცეპტის ქონა, წამლის სრულად დასახელებაც კი არაა საჭირო.

საჯარიმო ფულადი სანქციების, ლიცენზიების ჩამორთმევისა თუ ცალკეული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიას აქტიურ ფაზაშია გადასული.

სახელმწიფო აქაც უძლურია და ვითარებას ვერ აკონტროლებს. მეტიც, ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობის კონტროლი ევალებოდა, ამა წლის 2 მარტს თავად გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

უფლებადამცველთა აზრით, სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი სათანადო ნების შემთხვევაში არც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა იქნება ისეთი რთული, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია სადამსჯელო მანქანამ რეპრესიის ობიექტი შეცვალოს.

მალე პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომლის თანახმადაც ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ გამსაღებლები, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები