26 მარტი 2017,   03:30
ვრცლად
პატიმრობა შეფარდებული კიდევ 9 პირი - მოსამართლის გადაწყვეტილებას ბათუმში ხმაური მოყვა

ხმაური მოყვა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება დაკავებულების ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს, პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და აქციებით დაიმუქრნენ. პროტესტი სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა.

"სულ მალე დავდებთ მტკიცებულებებს, სადაც აღმოჩნდება, რომ დაკავებულ პირთა ნაწილს საერთოდ არ ჩაუდენია შერაცხული ქმედება, ხოლო ნაწილმა კი სულ სხვა დანაშაული ჩაიდინა, რომელიც არ ითვალისწინებდა დღევანდელ დღეს დაპატიმრებას," - განაცხადა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. 

მომდევნო პროცესი 8 მაისს, სხვა დაკავებულებთან ერთად გაიმართება. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 15 პირია დაპატიმრებული.

დღის ამბები