26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილია რეალობა, რომელიც მიდრეკილია ერთპარტიული მმართველობისკენ - ფიქრია ჩიხრაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს პრეზინდეტი. კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი დღეს ახალგაზრდებს ხვდება.

პრეზინდეტის მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის მცდელობა შეიცვალოს პრეზინდეტის პირდაპირი არჩევის წესი, მიზანმიმართულად გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

"არის რეალობა პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილი, რომელიც მიდრეკილია ერთპარტიული მმართველობისკენ და ერთპარტიული მმართველობა არასოდეს კარგის მომტანი ქვეყნისთვის არ არის," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი კამპანია ერთი კვირის წინ, თელავში შეხვედრით დაიწყო.

დღის ამბები