26 მარტი 2017,   03:35
ვრცლად
ივანიშვილისთვის ხეების გადატანა გრძელდება - ჩაქვთან ტრანსპროტის მოძრაობა შეფერხდა

შეფერხებული იყო გარკვეული პერიოდი ტრანსპროტის მოძრაობა ჩაქვთან. მიზეზი კვლავ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანაა. ასწლოვანი ტიტას ხის ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით შუაღამისას ტრანსპორტირების დროს დაზიანდა კონტეინერი და ამჟამად მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ხის გატანის შედეგად ციხისძირთან ევკალიპტის ასწლოვანი ხე წაიქცა.

ბათუმი-ქობულეთის გზის ბუკნარის მონაკვეთზე კურიერის კამერამ კიდევ რამდნეიმე ახლად მოჭრილი ხე დააფიქსირა, თუმცა ციხისძირის გამგებელის მტკიცებით, ეს ფაქტი ტიტას ტრანსპორტირებას არ უკავშირდება და ხეები დიდთოვლობის გამო მოჭრეს. 

დღის ამბები