26 მარტი 2017,   03:37
ვრცლად
"ნარმანიასთვის ცა ბიძინა ივანიშვილის სილუეტით შემოიფარგლება" - ოპოზიცია ნაზღაიძის საქმის გამოძებას ითხოვს

ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები თბილისი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს აცნობენ. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ, როგორც საკრებულოს უმრავლესობა, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლები, თუმცა არცერთი მათგანი კვლევის პრეზენტაციაზე არ მისულა.

რაც შეეხება ოპოზიციის შეხედულებებს, მათი აზრით, საიას მიერ გამოქვეყნებული კვლევა არის საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ გამოძიება დააჩქაროს.

„იმედი მაქვს, ამის შემდეგ ხელისუფლება და პროკურატურა დააჩქარებს ამ საქმის გამოძიებას,“-განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თბილისის მერმა დავალება მოსამართლე ნაზღაიძისთვის ქრთამის გადაცემის თაობაზე, პირადად ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

„სუს-მა ნარმანიასთან ტანდემში თეთრი ძაფით გაკერა ეს საქმე და დანაშაული სახეზეა, ქრთამის გადაცემა მოსამართლის ოჯახისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა. დავით ნარმანია იძახის, რომ ის ცამდე მართალია, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის ცა ბიძინა ივანიშვილის სილუეტით შემოიფარგლება,“ - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები