26 მარტი 2017,   03:28
ვრცლად
ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

ელისო კილაძის საგანგებო ბრიფინგი. ჟურნალისტმა მოდულთან მისი მეუღლის საგანგებო განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად მისმა მეუღლემ სახელმწიფო ჯილდოზე უარი თქვა.

პოლიციის ვიცე პოლკოვნიკს ჯილდო განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა.

„ეს ჯილდო თქვენზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რადგან დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს დავით ხარშილაძეს, ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დაკვეთები,“ - ნათქვამია შს მინისტრისადმი მიმართვაში.

დღის ამბები