26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
არანაირ დირექტივებს პროკურატურა არ იღებდა - ირაკლი შოთაძე მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზე

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მთავრობის წევრებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე საუბრობს. ირაკლი შოთაძის თქმით, მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე არაფერი იცის. მისი განცხადებით, პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით არავისგან მესიჯებს არ იღებს.

„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ, ჩვენ თითოეულ ჩვენს სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და არანაირ მესიჯებს პროკურატურა მის საქმესთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ერთადერთი ჩვენთვის დირექტივა არსებობს საქართველოს კონსტიტუცია და კანონები,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძე. 

დღის ამბები