26 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
"ჩემი ვალი ჰქონდა ჩოხელს"-მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის განმარტებები მილიონიან კომპენსაციაზე 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გასაჯაროებულ კვლევას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ზვიად ნაზღაიძისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეზე საუბრობს, ზვიად ნაზღაიძე ეხმაურება.

კომენტარს ნაზღაიძე კურიერთან სატელეფონო საუბრისას აკეთებს.

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა განმარტავს მიზეზებს, როგორ მოხდა მერიის მიერ მისთვის იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც მის მფლობელობაში არ იყო.

ნაზღაიძე აცხადებს, რომ  ზვიად ჩოხელს მისი ვალი ჰქონდა და მან კუთვნილებაზე უარი ოფიციალურად ჯერ კიდევ 2015 წლის 1 სექტემბერს თქვა და მიწა სწორედ არსებულის საფასური იყო. 

„ჩემი ვალი ჰქონდა ჩოხელს, 2013 წელში აღიარებული, 2015-ში თქვენი სასამართლო პროცესები საერთოდ რომ არ იყო, 1 სექტემბერს ჩოხელი მიმართავს მერიას და ეუბნება ჩვენი ხელშეკრულების საფუძველზე, რომ ზვიად ნაზღაიძე არ არის ამის მფლობელი. ეგეც ნახეთ და გაასაჯაროეთ.

„ჩოხელს ხომ ჩემი ვალი ჰქონდა, ის მიწა დარჩა ჩემს სახელზე,“ - აცხადებს ნაზღაიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა შესაძლოა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხრიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

საია-ში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მერიის პოზიცია, რომ ნაზღაიძეს გადაუდებელი საჭიროების მიზეზით ჩამოერთვა ქონება, რადგან იმ დროისთვის ქონების მესაკუთრე არა ზვიად ნაზღაიძე, არამედ საქართველოს ბანკი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები