26 მარტი 2017,   03:30
ვრცლად
ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება - შოთაძე ნარკოტიკების ჩადების თემაზე

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბოლო პერიოდში ზოგიერთი ადვოკატისა თუ ბრალდებულის მიერ სამართალდამცავების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ნარკოტიკების ჩადების ფაქტთან დაკავშირებული პრეტენზიები მისთვისაც ცნობილია და მან აღნიშნა, რომ ყველა პირს, ვინც თავს დაზარალებულად გრძნობს, შეუძლია, მიმართოს პროკურატურას.

„არსებობს დაცვის მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, არსებობს ბევრი პრეტენზიები მომისმენია ჩადებასთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისის მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არის არასწორი. ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება, როგორც პიროვნების დაკავებას სჭირდება, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, მისი დაკავებისთვის და ბრალის წარდგენისთვის არის საჭირო შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე თითოეული პოლიციელის მიმართ თუ არსებობს შესაბამისი პრეტენზიები, მათ მიმართ რომ განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი და არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი დანაშაულებრიობა,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძე. 

დღის ამბები