26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
პროკურატურა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის ფაქტზე ჯერ ინფორმაციას აგროვებს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემულ მიწასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. საიამ მთავრ პროკურატურას ამ საქმით დაინტერესების რეკომენდაცია მისცა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს.

„ამ ფაქტზე, შესაბამისად, განცხადებით მომართეს საქართველოს პროკურატურას და ამ ფაქტზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება და მას შემდეგ, რაც მოგროვებული იქნება ინფორმაცია, რათა მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

დღის ამბები