29 მარტი 2017,   22:59
ვრცლად
ანალიზში დაახლოებით ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამოტოვებული - სამუშაია "საია"-ს პასუხობს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, საია-ს მიერ, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის კომპენსაციის გადაცემის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

სამუშია ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოტოვა.

„დაახლოებით ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამოტოვებული ანალიზში. პირველი, ეს გახლავთ 2015 წლის მაისში ჩოხელ-ნაზღაიძესა და ბანკს შორის მიმოწერა, რომელიც ეხება ოფციის საკითხს, მეორე, ეს არის 2015 წლის ივნისის დასაწყისში გაფორმებული მემორანდუმი, მესამე, ეს არის საჯარო რეესტრის ჩანაწერი და მეოთხე, ეს არის საკუთრივ საჯარო რეესტრში ბანკის მიერ წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 2015 წლის 21 ოქტომბრით, სადაც უკვე ბანკი ითხოვს საჯარო რეესტრისგან ოფციის გაუქმებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები