26 მარტი 2017,   03:35
ვრცლად
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. კომპანია გელაპის მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლეობის მხოლოდ 37 პროცენტი უჭერს მხრას, 58 პროცენტი კი უკმაყოფილოა.  

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი 45 პროცენტი იყო. ექსპერტების აზრით, ამ მაჩვენებლის ვარდნაზე გავლენა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებიით დონალდ ტრამპის განცხადებებმა, ასევე ვლადიმერ პუტინის ქებამ და ბარაკ ობამას კრიტიკამ იქონია.

დღის ამბები