26 მარტი 2017,   03:26
ვრცლად
ჩვენ ამ კანონს მივიღებთ - ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებას აფასებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებას აფასებს. ეკა ბესელიას განცხადებით, ის გიორგი მარგველაშვილისგან ამ გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა ახლა პარლამენტს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოუწევს.

„ახლა მოგვიწევს, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს იმ შენიშვნებში, დისკუსიის დროც კი არ დატოვა პრეზიდენტმა. რასაკვირველია, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ქვეყანას არ დავტოვებთ და ჩვენს მოსახლეობას საფრთხეების წინაშე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.

დღის ამბები