26 მარტი 2017,   03:29
ვრცლად
სულხან სალაძის თქმით, ნაზღაიძემ ქონება ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სულხან სალაძე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს.

კურიერის პირდაპირ ეთერში სულხან სალაძე საკრებულოს მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტები და ამის შემდეგ ხელშეკრულების განხილვა დაიწყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დოკუმენტებში ეს აუცილებლად იქნებოდა ასახული.

სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საია-ს მიერ გამოქვეყნებული დასკნა შესაძლოა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედოს.

„თუკი პროკურატურას მართლაც სურს, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული და შესწავლილი, მიუხედავად იმისა, კონკრეტული დამნაშავეები გამოვლინდებიან თუ არა ამ პროცესში, ეს უფრო მნიშვნელოვანია ბენებრივია, რეალური საჭიროება და ობიექტური მზაობა, ვიდრე ისინი დაკავებულები არიან ინფორმაციის შეგროვებით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძე საკრებულოს წევრის, ჯაბა სამუშიას, განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საია-ს კვლევას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  კვლევა სიმართლეს არ შეესაბამება. სულხან სალაძის თქმით, სწორედ ჯაბა სამუშიას განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

„ხელშეკრულებაში შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ ოფციის მოქმედება ვრცელდებოდა 2014 წლის პირველ ივლისამდე ანუ როდესაც დადგა პირველი ივლისი და ნაზღაიძემ არ გამოიყენა ან ვერ გამოიყენა ოფციის უფლება, ამის შემდეგ რა მემორანდუმი გაფორმდა, რა მიმოწერა ჰქონდა ბანკსა და ნაზღაიძეს ან ჩოხელს ამას სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის თქმით, ნაზღაიძემ ქონება ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა. 

დღის ამბები