26 მარტი 2017,   03:28
ვრცლად
ასე მარტივად და უხეშად გაკეთებული კორუფციული სქემა მე თითქმის არ მახსოვს - ალეკო ელისაშვილი მერიის კორუფციულ სქემაზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილსის მერიას კორუფციულ გარიგებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

საკრებულოს წევრი პროკურატურას აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რაც დღეს ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით მასალებს აგროვებს.

„ასე მარტივად და უხეშად გაკეთებული კორუფციული სქემა მე თითქმის არ მახსოვს. პირდაპირ ხელისგულზე, რომ არის დღევანდელი დასკვნის შედეგადაც კონკრეტული ადამიანებისთვის ბრალის წაყენებაა საჭირო,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები