26 მარტი 2017,   03:25
ვრცლად
მიხეილ თათრიშვილის საქმე და პრეზიდენტისა და მისი შვილის განცხადებები

"თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის" - ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს პრეზიდენტი შვილის იმ საჯარო პროტესტს, რომელიც მეგობრის დაკავებას მოჰყვა. ანა მარგველაშვილი ამ ფაქტს უშუალოდ პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებს. მიხელ თათარიშვილის დაკავება სურამში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით მოხდა, თუმცა დღეს რესტორნის თანამშრომლები უკვე კამერებს გაურბიან.

დაკავებული მიხეილ თათრიშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ რესტორნის თანამშრომლებზე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. ბრალდებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მოგვიანებით ჩაუდეს.

ვიდეომიმართვა მიხეილ თათრიშვილმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიღო. ვიდეოში ბრალდებული აჩვენებს, რომ ჯიბეებში არაფერი უდევს და სახლიდან ისე გადის. მსგავსი ვიდეოების გადაღების აუცილებლობა როგორც თავად ამბობდა სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული, დაკავებასთან დაკავშირებული მუქარები იყო.

პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ განცხადებების კეთება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ბოლო დროს ნარკოდანაშაულის გამო გახშირებულ დაკავებებზე საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად სწორედ ნარკოტიკების ჩადების გზას იყენებს. 

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარს, გამოძიების ინფორმაციით, 18 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. მიხელ თათარიშვილს ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები