26 მარტი 2017,   03:25
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის მესამე ვეტო ე.წ. მოსმენების კანონზე და პოლიტიკური შეფასებები

ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში ვეტო უკვე მესამედ დაადო. მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის ამ ვერსიის უკან დაბრუნება გიორგი მარგველაშვილმა 2 ხარვეზით ახსნა. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ახალი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა არ სრულდება. მეორე შენიშვნა ბაზარზე მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ფინანსური პრობლემებს შექმნას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ კიდევ არ გაცნობიან, უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აანონსებს. არგუმენტად მმართველი პარტია უსაფრთხოების საკითხებს იშველიებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეთავაზებული ვარიანტით უსაფრთხოების ნაწილში არაერთი კითხვა ჩნდება.

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს. პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარებაა. ევროპული საქართველო კი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს და ე.წ. მოსმენების კანონიდან გარკვეული მუხლების გასაჩივრებას გეგმავს.

კამპანია ეს შენ გეხება ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შესახებ, ვეტოს დაძლევის შემდეგ ისაუბრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან.

პრეზიდენტის ვეტოს განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალიდან დაიწყება.

დღის ამბები