26 მარტი 2017,   03:28
ვრცლად
გია ჭირაქაძე - ქართველი შოუმენის და მუსიკოსის ცხოვრება

79 წლის ასაკში პირველი ქართველი შოუმენი და მუსიკოსი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა. ანსამბლ ქართული ხმების ერთ-ერთ დამფუძნებელს საზოგადოების დიდი სიყვარულის გარდა სიცოცხლეშივე მრავალი ჯილდო მიენიჭა - იყო დამსახურებული სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და საპატიო თბილისელი.

გია ჭირაქაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ მისი ახალგაზრდობის დროს, სტუდენტური ორკესტრიდან გაიცნო და შეიყვარა. მუსიკა ბავშვობაში შეუყვარდა და სკოლიდანვე მომღერლობაზე ოცნებობდა.

გია ჭირაქაძე 18 წელი ტელევიზიაში მუშაობდა. სწორედ ტელევიზიას უკავშირებდა ქართულ ხმებში მოღვაწეობას. წლების განმავლობაში მუსიკოსი ანსამბლ დიელოშიც მღეროდა.

 

 

დღის ამბები