26 მარტი 2017,   03:28
ვრცლად
დაკავებები ბათუმში - ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ 3 პირის საქმე განიხილა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ 3 პირის საქმე განიხილა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი წოწორიას, მანუჩარ მამულაძეს და ზაზა ბოლქვაძეს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოსამართლე ინდირა შაშანეიშვილის გადაწყვეტილებით 2 მათგანს 250 ლარიანი, ხოლო ერთს 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო, მანუჩარ მამულაძე ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეულ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისროს ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზაზა ბოლქვაძე ცნობილი იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვეულ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისროს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით,“ - განაცხადა მოსამართლე ინდირა შაშანეიშვილმა.

დღის ამბები