26 მარტი 2017,   03:36
ვრცლად
ძლიერი ქარი თბილისში - 112-ში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა თბილისის მერიის ყველა საგანგებო სამსახური. 112-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

ქარმა დედაქალაქში ძირითადად ხეები და შენობის სახურავები დააზიანა, რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა სარეკლამო ბანერები. ძლიერმა ქარმა სანზონაში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში ხე დააზიანა, უსაფრთხოებისთვის საჭირო გახდა მისი მთლიანად მოჭრა.

დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე კი ქარმა რამდენიმე ობიექტს, სადაც ავტომობილების ტექნიკური მომსახურება ხდება - სახურავი ახადა.

დღის ამბები