26 მარტი 2017,   03:36
ვრცლად
ძლიერმა ქარმა რუსთავი დააზარალა

ძლიერმა ქარმა დააზარალა რუსთავიც. სპორტის ქუჩაზე ორი ფიჭვის ხე მოგლიჯა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელ კორპუსებშიც, რამდენიმე მისამართზე სახურავია დაზიანებული.

სტიქიის მიერ მაიაკოვსკის ქუჩაზე გადახდილი სახურავი საკუთარი თვალით ნახა რუსთავის მერმა და შესაბამის სამსახურებს განკარგულებები მისცა.

ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე, რის გამოც დენი ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა. 

დღის ამბები