26 მარტი 2017,   03:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატები ბათუმის დაპირისპირებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატები ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. სახალხო დამცველის აჭარის ოფისში გამართულმა შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

დაკავებულთა ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ დაპატიმრებულები აქციაში მონაწილეობდნენ, თუმცა მათ სისხლის სამართლის დანაშული არ ჩაუდენიათ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ქართული ოცნების დეპუტატები გამოძიების ობიექტურად ჩატარებაში დარწმუნებული არიან. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 15 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები