26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლას გეგმავენ

ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლას აპირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის, მოვაჭრეებმა გუშინ მერიისგან ოფიციალური წერილობითი დასტურის მიღება მაინც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები თითქმის ორი კვირა ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობენ.

ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ფულად კომპენსაციას, ალტერნატიულ სავაჭრო ფართს და ბანკში გადასახდელი პროცენტების შეჩერებას ითხოვენ.

დღის ამბები