26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

პრეზიდენტის ვეტოს განხილვა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეიდან იწყება. ქართული ოცნება გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს არა არგუმენტირებულად მიიჩნევს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.

“ბიზნესის დაცვის კუთხით ჩვენ სპეციალური ჩანაწერები გავაკეთეთ, დაცვის გარანტიები შევუქმენით ყველა იმ ოპერატორს და კომპანიას, რომელიც პატარა ოპერატორია და სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებებით, რომ ის ვალდებულებები შესრულდეს. რაც შეეხება ამ სამსახურის ცალკე გამოტანას, პრემიერმინისტრის დაქვემდებარებას, რაც მოვისმინე პრეზიდენტის განცხადებაში, ეს არ არის მისაღები მოსაზრება. ყველა ქვეყანას, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ძალოვანი უწყებების ქვეშ არის ეს სიტემა მოქცეული, მაგრამ აქვს კარგი მაკონტროლებელი სისტემა, ისევე როგორც გავაკეთეთ ეს ჩვენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი გუნდი დროის შეზღუდულ ვადებზეც ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მათ დაჩქარებულად უწევთ. ვეტოს განხილვას კანონმდებლები სესიაზე რამდენიმე დღეში გეგმავენ.

„ნამდვილად არ არის თვითმიზანი ვეტოს დაძლევა. არ არის ნამდვილად საფუძვლიანი ის არგუმენტები, რაც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ წარმოადგინა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები