26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე დაადო ვეტო და ამის მიზეზად ორი ძირითადი ხარვეზი დაასახელა.

მისი მტკიცებით, კანონპრეოქტის არსებული ვესიით საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა არ სრულდება და ახალი სააგენტო ე.წ. სუს-ისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. მეორე შენიშვნა კი ბაზარზე მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას უკავშირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებისთვის მზად არის.

"პრეზიდენტი უკვე მესამე ვეტოს იყენებს, კონკრეტულად მოსმენების თემაზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჯერ ჩვენ ვერ შევქმენით ის სისტემა, რომელიც შეიძლება აკმაყოფილებდეს ჩვენს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები