26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
"პარლამენტი მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ" - ოპოზიცია ე.წ. მოსმენების კანონზე

პრეზიდენტის შენიშვნებს და მოსაზრებას ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით იზიარებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები მიუღებლად თვლიან, რომ მოსმენების მთავარი გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში იყოს.

„ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგებით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირღვევა და პარლამენტი მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სისტემის სრულად გასაკონტროლებლად ყველაფერს გააკეთებს, შესაბამისად პრეზიდენტის ვეტოც დაიძლევა.  

„დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის ვეტოს და კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ პარლამენტს, რომ ისევ მესამედ არ მოუწიოთ ამ კანონზე მსჯელობა და თუკი რაიმე პასუხისმგებლობა აქვთ კანონისა და საზოგადოების წინაშე, უბრალოდ უნდა შერცხვეთ,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები