26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობს.

მინისტერიალს დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. კონფერენცია ხვალ იხსნება.

მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივი შეხვედრები ექნება სენატსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ქართველი დიპლომატები ვაშინგტონში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტზეც მუშაობენ, რომელიც სავარაუდოდ აპრილში უნდა შედგეს.

დღის ამბები