26 მარტი 2017,   03:33
ვრცლად
ანტირუსული რეზოლუცია - საპარლამენტო უმცირესობა დოკუმენტს გაასაჯაროებს 

საპარლამენტო უმცირესობის მიერ შემუშავებული ანტირუსული რეზოლუციის ტექსტი დღეს გახდება ცნობილი. ევროპული საქართველო დოკუმენტს ფრაქციებს გადაუგზავნის. 

რეზოლუციაში რუსული აგრესიის მიმართ საქართველოს პოზიცია მკაცრად არის გამოხატული.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არასაკმარისია და საერთშორისო საზოგადოებისგან დამატებითი სადამსჯელო მექანიზმების შემოღების საჭიროებაზეა საუბარი.

რეზოლუციის პროექტი გუშინ ბიუროზე დარეგისტრირდა.  

დღის ამბები