RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ თორნიკე შენგელიას წარმატებული შეხვედრა - ქართველმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა http://rustavi2.com/ka/news/71660

ესპანური ბასკონიის ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ესტუდიანტესის წინააღმდეგ შენგელიამ 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თამაში კი ბასკონიის გამარჯვებით  76:70 დასრულდა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჩემპიონატში ბასკონიამ 17 მოგება, 7 მარცხი მოაგროვა, შედეგად ქართველის გუნდი რეალთან და ბარსელონასთან ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.  

]]>
27-03-2017 13:05 +0400
სტეპ კარი რასელ ვესტრბრუკს ფიზიკურად დაუპირისპირდა http://rustavi2.com/ka/news/71238

გოლდეს სტეიტმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ოკლაჰომას წინააღმდეგ მოიპოვა. ოქროს შტატელებმა მეტოქე 111:95 დაამარცხეს. მატჩის მეორე პერიოდის მიწურულს სტეფ კარის და რასელ ვესტრბრუკს შორის ინციდენტი მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ზაზა ფაჩულია კი სტეფ კარის დამშვიდებას ცდილობდა და სიტუაციის განმუხტვაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება შეხვედრას - ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 მოხსნა,1 პასი მიითვალა.

დასავლეთ კონფერენციას გოლდენ სტეიტი 56 გამარჯვებით ლიდერობს. ოკლანდელები მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას ყოფილი გუნდის, დალას მავერიკსის წინააღმდეგ 22 მარტს გამართავენ.

 

]]>
21-03-2017 18:00 +0400
ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გოლდენ სტეიტის მორიგი მარცხი http://rustavi2.com/ka/news/70503

12 მარტს, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და მეტოქე 107:85 დაამარცხა. მარცხის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 11 ქულა,12 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შტატელები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ - გუნდს ტრავმის გამო კევინ დურანტი აკლდა, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ანდრე იგუდალა კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ისვენებდნენ.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში პირველობას ინარჩუნებს, შემდეგ შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 15 მარტს, სტუმრად ფილადელფიასთან ჩაატარებს.

]]>
13-03-2017 10:35 +0400
გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და მანქანა მოიგო http://rustavi2.com/ka/news/70169

გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა ევან ოლმაითმა, ბოსტონ სელტიკსთან შეხვედრის შესვენების დროს 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და ახალი ავტომობილი KIA მოიგო.

ბოსტონთან ტაიმ აუტში შემთხვევით შერჩეულ გულშემატკივარს შესთავაზეს 30 წამში ზაზა ფაჩულიაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და გამარჯვების შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი გახდებოდა. ფაჩულიამ30 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო. ევანს 20 წამიც ეყო იმისთვის, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და დაწესებული პრიზის მფლობელიც გახდა.

რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 86:99 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:32 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

]]>
09-03-2017 17:15 +0400
სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას პაროდია გააკეთა http://rustavi2.com/ka/news/70064

გოლდენ სტეიტის ლიდერმა სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას პაროდია გააკეთა. მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელის ინტერვიუს დროს სტეფ კარიმ ფაჩულიას ცნობილი ფრაზა წარმოთქვა.

Nothing easy -  თქვა კარიმ და ამ ფაქტმა თანაგუნდელების გამხიარულება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ამ ფრაზით ატლანტაში პლეი ოფში თამაშის დროს გულშემატკივრებს მიმართა. 

]]>
08-03-2017 16:08 +0400
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და 5 მოხსნა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ http://rustavi2.com/ka/news/69965

ზაზა ფაჩულიას გუნდი გოლდენ სტეიტი ატლანტას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 119:111 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა  ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:51 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ოქროს შტატელების მხრიდან საუკეთესო შედეგი სტეფ კარის და ანდრე იგუდალას ჰქონდათ, რომლებმაც თანაბარი 24-24 ქულა მიითვალეს.

გოლდენ სტეიტს 52 მოგება და 11 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.

*ზაზა ფაჩულია "ატლანტაში" 2005-13 წლებში თამაშობდა.

]]>
07-03-2017 16:35 +0400
კალათბურთელი მეტოქეს ფეხებს შორის გაუძვრა http://rustavi2.com/ka/news/69371

დელავერ ეითი სევენერსის კალათბურთელი ნეიტ რობინსონი რეპტორს 905-ის ცენტრს, ედი ტავარესს საკმაოდ ორიგინალურად და კურიოზულად გასცდა. აღნიშნული ეპიზოდი ამერიკის D ლიგის გათამაშების ფარგლებში მოხდა.

რობინსონი სიმაღლეში 175 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეტოქე - 218 სანტიმეტრი. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში რობინსონს ბევრი არ უფიქრია და მეტოქეს ფეხებს შორის გაუძვრა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის რობინსონი ადრე ნიუ იორკ ნიქსში, ბოსტონ სელტიქსსა და გოლდენ სტეიტში თამაშობდა.

 

წყარო: sportall

]]>
01-03-2017 13:55 +0400
ზაზა ფაჩულიამ შემთხვევით თანაგუნდელ კევინ დურატს ტრავმა მიაყენა http://rustavi2.com/ka/news/69366

NBA-ში  ვაშინგტონვიზარდი-გოლდედენ სტეიტის შეხვედრის დროს ვაშინგტონელთაპოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა ზაზა ფაჩულიას უხეშად ჰკრა ხელი, შედეგად ქართველმა კალათბურთელმა წონასწორობა დაკარგა და დურანტის მარცხენა მუხლს დაეჯახა.

ამ დროს მატჩის საწყისი წუთები მიმდინარეობდა და დურანტმა თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. წინასწარი მონაცემებით ამერიკელ კალათბურთელს მუხლის მყესები დაეჭიმა და ტრავმის სიმძიმე დეტალური გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 108:112 დამარცხდა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულა, 8 მოხსნა მიითვალა.

]]>
01-03-2017 13:00 +0400
ჯეიმს ჰარდენი http://rustavi2.com/ka/news/69178

]]>
28-02-2017 11:23 +0400
ნიკა საბანაძე http://rustavi2.com/ka/news/69176

]]>
28-02-2017 11:22 +0400
ნიკოლოზ ცქიტიშვილი http://rustavi2.com/ka/news/69177

]]>
28-02-2017 11:22 +0400
მანუჩარ მარკოიშვილი http://rustavi2.com/ka/news/69174

]]>
28-02-2017 11:21 +0400
ვიქტორ სანიკიძე http://rustavi2.com/ka/news/69175

]]>
28-02-2017 11:21 +0400
ბექა ბურჯანაძე http://rustavi2.com/ka/news/69171

]]>
28-02-2017 11:20 +0400
თორნიკე შენგელია http://rustavi2.com/ka/news/69172

]]>
28-02-2017 11:20 +0400
ანატოლი ბოისა http://rustavi2.com/ka/news/69173

]]>
28-02-2017 11:20 +0400
გიორგი შერმადინი http://rustavi2.com/ka/news/69170

]]>
28-02-2017 11:19 +0400
მანუ ჯინობილი http://rustavi2.com/ka/news/69166

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ტონი პარკერი http://rustavi2.com/ka/news/69167

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ტიმ დანკანი http://rustavi2.com/ka/news/69168

]]>
28-02-2017 11:18 +0400
გრეგ პოპოვიჩი http://rustavi2.com/ka/news/69169

]]>
28-02-2017 11:18 +0400
ლეანდრე ჯორდანი http://rustavi2.com/ka/news/69164

]]>
28-02-2017 11:17 +0400
კავაი ლეონარდდი http://rustavi2.com/ka/news/69165

]]>
28-02-2017 11:17 +0400
ფაჩულია http://rustavi2.com/ka/news/69159

]]>
28-02-2017 11:16 +0400
სტეფ კერი http://rustavi2.com/ka/news/69160

]]>
28-02-2017 11:16 +0400
დრაიმონდ გრინი http://rustavi2.com/ka/news/69161

]]>
28-02-2017 11:16 +0400
პო გასოლი http://rustavi2.com/ka/news/69162

]]>
28-02-2017 11:16 +0400
კევინ დურანტი http://rustavi2.com/ka/news/69163

]]>
28-02-2017 11:16 +0400
ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში სარეკორდო მატჩი ჩაატარა http://rustavi2.com/ka/news/69158

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში პირადი რეკორდი დაამყარა მატჩი. ქართველმა კალათბურთელმა ფილადელფიასთან სტუმრად 119:108 მოგებულ შეხვედრაში 16 ქულა მიითვალა, რაც "მეომრებში" მისი საუკეთესო შედეგია.

ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც მან 16 ქულასთან ერთად  5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, დრეიმონ გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 11 პასი.

გოლდენ სტეიტი 50 გამარჯვებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოქროს შტატელები ვაშინგტონ ვიზარდის წინააღმდეგ 1 მარტს გამართავენ.

 

]]>
28-02-2017 11:10 +0400
ზაზა ფაჩულია პარკეტს 6 ქულით და 4 მოხსნით დაუბრუნდა http://rustavi2.com/ka/news/68869

გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და კლიპერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 ბლოკ-შოტი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩი გოლდენ სტეიტმა 123:113 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი სტეფ კარი იყო, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა.

გოლდენ სტეიტი 48 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

]]>
24-02-2017 11:30 +0400
ინციდენტი რუსთავში - საკალათბურთო მატჩის დროს ერთმანეთს მსაჯი და გულშემატკივარი დაუპირისპირდნენ http://rustavi2.com/ka/news/68635

20 თებერვალს ქალაქ რუსთავში, რუსთავი და ბათუმის შორის საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

inforustavi.ge-ს ცნობით, გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს, მაკა კუპატაძეს მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. პასუხმაც არ დააყოვნა და არბიტრმა მაყურებელს პლასტმასის მანიშნებელი ესროლა. ინციდენტის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა მწვრთნელებისა და კალათბურთელების ჩარევის შემდეგ ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.


]]>
21-02-2017 19:25 +0400
ნიუ-ორლეანში NBA-ს ყველა ვარსკვლავის შეხვედრა გაიმართა http://rustavi2.com/ka/news/68528

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ტრადიციული ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციების დაპირისპირება დასავლეთის გამარჯვებით 192: 182 დასრულდა.

შეხვედრას ნიუ-ორლეანის სმუტი კინგ-ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა და ის NBA-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე შედეგიანი, საერთო ჯამში, გუნდებმა 374 ქულის ჩაგდება მოახერხეს. ძველი რეკორდი, 369 ქულა იყო.

დასავლეთ კონფერენციის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნიუ-ორლეანის კალათბურთელი ენტონი დევისი გახდა, მის ანგარისზე 52 ქულა და 10 მოხსნაა. დევისმა ყველა ვარსკვლავის რეკორდიც მოხსნა, რომელიც უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა  - 42 ქულა. აღმოსავლეთის გუნდში 30 ქულა, მილოუკის კალათბურთელის იანის ადეტოკუნბოს ანგარიშზეა.

]]>
20-02-2017 16:59 +0400
ABC-მ ოლ სტარის ხმების სწორად დათვლაში ეჭვი შეიტანა - გამოცემა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს http://rustavi2.com/ka/news/68389

გამოცემა ABC-მ NBA-ს ყველ ვარსკვლავის გამოკითხვის შედეგებს სტატია მიუძღვნა და სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით მასში ეჭვი შეიტანა. ABC ეთანხმება საერთო აზრს, რომ პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას შედეგი ხვდება თვალს, რადგან მას არასოდეს ჰქონია სეზონი, რომელშიც საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აკეთებდა და მისი თამაში შორს არის სანახაობრივისგან.

გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები, როგორც ფაჩულიაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე. ამისთვის გამოცემა დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით. 

განსაკუთრებით ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1 დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს. მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელს, კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა.

 შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ All Star-ის გამოკითხვაში 1 528 941 ხმა მიირო, თუმცა ეს შედეგი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. 

 

წყარო: Sportall

]]>
17-02-2017 17:28 +0400
არსად მივდივარ, ივნისის მერეც გოლდენ სტეიტში ვრჩები -ზაზა ფაჩულია http://rustavi2.com/ka/news/67530

გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნანმა ზაზა ფაჩულიამSan Francisco Chronicle-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "უორიორსის" რიგებში სურს თამაში.

"არ მსურს, რომ სეზონი მალე დასრულდეს. როდესაც ხალხი მეკითხება, რას ვაპირებ ზაფხულში, როცა თავისუფალი აგენტი გავხდები, ვეუბნები, რომ არსად მივდივარ და აქ ვრჩები. ივნისის შემდეგაც აქ ვრჩები.

გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ირგვლივ საოცარი მოთამაშეები არიან, როცა დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფანებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე უდიდეს გამოცდილებას ვიღებ," - განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელს ტრავმის გამო 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწია და სავარაუდოდ არც 9 თებერვალს, ჩიკაგოს წინააღმდეგ არ ითამაშებს.

 

წყარო: sportall.ge

]]>
07-02-2017 16:50 +0400
ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მიიღო http://rustavi2.com/ka/news/67035

პორტლენდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ მარჯვენა მხარი დაიზიანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ფაჩულიას დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ქართველი კალათბურთელი შარლოტთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფაჩულიამ ტრავმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო. ზაზამ ბურთი ჩაჭრა და პარკეტზე დაეცა, ზემოდან კი ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე გუნდის კალათბურთელი დააწვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - ზაზა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. 

  

]]>
01-02-2017 16:40 +0400
ფაჩულიას 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და გოლდენ სტეიტის გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში http://rustavi2.com/ka/news/66723

ზაზა ფაჩულიას გუნდმა, გოლდენ სტეიტმა სტუმრად პორტლენდი დაძაბულ ბრძოლაში 113:11 დაამარცხა და ლიგაში ლიდერობა გაიმყარა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

მატჩი გაციების გამო გამოტოვა სტეფ კარიმ, გუნდში ფაჩულიაზე მეტი ქულა კევინ დიურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს.

41 მოგებითა და 7 მარცხით გოლდენ სტეიტი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ოქროს შტატელები მომდევლო შეხვედრას 2 თებერვალს საკუთარ მოედანზე, შარლოტ ჰორნეთსის წინააღმდეგ გამართავს.

]]>
30-01-2017 09:23 +0400
NBA-მ ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმა http://rustavi2.com/ka/news/66439

NBA-მ გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო 15 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა. ფაჩულიას მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს და მას დისკვალიფიკაცია არ ემუქრება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მაიამის კალათბურთელს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბებიტმა ფაჩულიას განზრახ მხარი გაჰკრა და ქართველის რეაქციაც ასეთი იყო.

]]>
26-01-2017 13:40 +0400
კალათბურთელები, რომლებმაც გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიას დაუჭირეს მხარი http://rustavi2.com/ka/news/66380

NBA-ს ყველა ვარსკვლავის გამოკითხვაში გულშემატკივრებთან ერთად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. გულშემატკივართა გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმით მეორე ადგილი დაიკავა. მედიის წარმომადგენლებმა ფაჩულიას მე-10 პოზიცია მიანიჭეს, ხოლო კალათბურთელთა შორის ჩატარებულ ხმის მიცემის პროცედურაში ქართველი მე-12 ადგილზე გავიდა.

NBA-მ გამოაქვეყნა კალათბურთელთა ხმის მიცემის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ზაზამ 324 გამოკითხული კალათბურთელიდან 19 ხმა მიიღო, საშუალოდ 6.5 ქულა. ცნობილი კალათბურთელებიდან ფაჩულიას მხარი რუდი გობერმა, დირკ ნოვიცკიმ, ბლეიკ გრიფინმა და პაუ გასოლმა დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია კვლავ ინარჩუნებს პრესტიჟულ შეხვედრაში მონაწილეობის შანსს. ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყველა ვარსკვლავის მატჩში.  

]]>
25-01-2017 19:26 +0400
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და 4 კვირა ვერ ითამაშებს http://rustavi2.com/ka/news/66362

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაშავებულია და მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირა ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას ესპანური ბასკონიას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქართველმა ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ევროლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები უკვე გამოტოვა, თუმცა, გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

შენგელია თავის კლუბს მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ქართველი კალათბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში, რომელსაც 16-19 თებერვალს სწორედ ბასკონიას საკუტარ მოედანზე ჩაატარებს.

 

წყარო; GBF

]]>
25-01-2017 16:57 +0400
ფაჩულიას შედეგიანი მატჩი - ქართველმა 14 ქულა მიითვალა http://rustavi2.com/ka/news/66142

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ - გოლდენ სტეიტმა სტუმრად ორლანდო მეჯიქს 118:98 მოუგო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. 20 წუთში ფაჩულიამ 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი 27 ქულით სტეფენ კარი იყო. 

44 მატჩიდან 38 მოგებით გოლდენ სტეიტს ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად მაიამი ჰითთან გამართავს.

]]>
23-01-2017 13:27 +0400
"ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - ზაზა ფაჩულია http://rustavi2.com/ka/news/66030

All Star-ის გამოკითხვის შედეგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გოლდენ სტეიტის კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ქართველმა კალათბურთელმა 1 528 941 ხმა მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა. ქართველს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს - ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია პრესტიჟულ შეხვედრაში.

]]>
21-01-2017 13:35 +0400
1 528 941 ხმა, რომელიც All Star-ში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა http://rustavi2.com/ka/news/65947

ზაზა ფაჩულია NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, არადა
ფაჩულიამ 1 528 941 ხმა (!) მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა.

ქართველს თამაშში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს. ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია პრესტიჟულ მატჩში.

გთავაზობთ, გუნდების სასტარტო ხუთეულებს, რომელიც გულშემატკივრების, კალათბურთელების და მედიის წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი;

აღმოსავლეთ კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთ კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

]]>
20-01-2017 12:05 +0400
მუქარა ზაზა ფაჩულიას და ქართველის პასუხი http://rustavi2.com/ka/news/65904

გოლდენ სტეიტი და ოკლაჰომა სიტის შეხვედრის პირველ ტაიმში ზაზა ფაჩულიამ და რასელ ვესტბრუკის წიინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც ოკლაჰომელთა ლიდერი პარკეტზე დაეცა. მსაჯებმა ფაჩულიას ტექნიკური შენიშვნა მისცეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ფაქტს ვესტბრუკი გამოეხმაურა, რომელიც ფაჩულიას დაემუქრა.

"ფაჩულიას პასუხს აუცილებლად გავცემ. როდის მოხდება ეს ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა მე მის მსგავსად ბინძურ თამაშს არ ვთამაშობ," - განაცხადა ვესტბრუკმა,

ფაჩულიას თქმით, მას განზრახ უხეშად არ უთამაშია და ის ადვილად დასაჩაგრი ნამდვილად არ არის.

"სცადოს, სამაგიეროს გადახდა. NBA–ში უკვე14 სეზონია გამოვდივარ და ადვილი დასაჩაგრი არ ვარ. ყველამ იცის, რომ პარკეტზე ჩემი ამოცანა მკაცრი, მჭიდრო და არა ბინძური და უხეში თამაშია. რაც შეეხება ეპიზოდს, უხეშობა აზრადაც არ მომსვლია, ამიტომაც მომხდარს არ განვიცდი," - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

შეხვედრა გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვებით 121:100 დასრულდა. ფაჩულიამ მოედანზე 18:56 წუთი გაატარა და 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

]]>
19-01-2017 16:30 +0400
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს http://rustavi2.com/ka/news/65712

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ ანდორას წევრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ანდორა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბეტისს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 95:69 დაამარცხა. შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და  საკუთარ გუნდს 22 ქულა, 11 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბეტისის დამარცხებით ანდორამ ჩემპიონატის პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

]]>
17-01-2017 12:34 +0400
ფაჩულიას 13 მოხსნა და გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება კლივლენდთან http://rustavi2.com/ka/news/65697

გოლდენ სტეიტმა საკუთარ მოედანზე კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და მეტოქე 126:91 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 20 წუთი გაატარა და 4 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვ. ფაჩულიას თანაგუნდელებიდან კი საუკეთესო შედეგი კევინ დურანტმა 21 ქულა, სტეფ კარიმ 20 და კლეი ტომპსონმა 19 ქულა აჩვენეს. კლივლენდის შემადგენლობაში კი 20 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო.

გოლდენ სტეიტი შემდეგ მატჩს 19 იანვარს ოკლაჰომას წინააღმდეგ ჩაატარებს.

]]>
17-01-2017 08:59 +0400
All Star-ის გამოკითხვა რამდენიმე საათში დასრულდება http://rustavi2.com/ka/news/65628

17 იანვარს თბილისის დროით დილის 08:00 საათზე All Star-ის გამოკითხვა დასრულდება. მეორე შუალედური შედეგების თანახმად, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის 823 ათას 376 ხმით მეორე ადგილზე იმყოფებოდა.

დასავლეთ კონფერენციას ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დიურანტი ლიდერობს. წელს All Star-ზე კალათბურთელთა არჩევის ახალი წესი ამოქმედდა, 50 %-ს გულშემატკივრები ირჩევენ, 25-25 პროცენტს კი ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.

ყველა ვარსკვლავის მატჩს 17-19 თებერვალს ნიუ ორლეანი უმასპინძლებს.

]]>
16-01-2017 12:43 +0400
All Star-ის გამოკითხვა - ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა http://rustavi2.com/ka/news/65436

NBA- მ ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ზაზა ფაჩულია 823 376 ხმით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. ქართველ კალათბურთელს მხოლოდ მისი თანაგუნდელი კევინ დურანტი უსწრებს, რომელსაც 987 479 ხმა აქვს. მე-3 ადგილზე კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) - 630 766 ხმა.


შეგახსენებთ, რომ ხმი"სუპერ გუნდის" სახალისო ანიმაციას მიცემა 16 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

]]>
13-01-2017 00:52 +0400
კრიტიკოსების პასუხად - ზაზა ფაჩულიას ნამდვილად შეუძლია სანახაობრივი თამაში http://rustavi2.com/ka/news/65184

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელი საკრამენტოსთან 117:106 მოგებული მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და  მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ჩაჭრით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოხსნების მხრივ კი ფაჩულიამ 5 მოხსნა მეტოქის ფართან მიითვალა, სადაც მას კონკურენციას დემარკუს კაზინსს უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად გულშემატკივრების დახმარება სჭირდება. 24 საათში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ხმის მისაცემად მიყევით ინსტრუქციას.

 

ვიდეო: Youtube

]]>
09-01-2017 15:57 +0400
ფიზიკური დაპირისპირება ქალთა კალათბურთში http://rustavi2.com/ka/news/65169

ხელჩართული ჩხუბი ქალთა კალათბურთში - ერთმანეთს ამერიკული გუნდების იუტას და ნევადას კალათბურთელები დაუპირისპირდნენ.

სტუდენტური ლიგის მატჩის მსვლელობისას კონფლიქტი მოთამაშეებს შორის მესამე მეოთხედის დასრულებისას მოხდა. იუტას კალათბურთელმა მეტოქეს ხელი ჰკრა, ამას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც სათადარიგოზე მსხდომი კალათბურთელებიც ჩაერთვნენ.

არეულობის მიუხედავად შეხვედრის დასრულება მაინც მოხერხდა. ნევადამ მეტოქე ოვერტაიმში 55:53 მოიგო.

]]>
09-01-2017 14:55 +0400
გიორგი შერმადინმა მადრიდის რეალთან 21 ქულა მოაგროვა http://rustavi2.com/ka/news/65165

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში თავისი საუკეთესო მატჩი მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარა.

შერმადინმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და 21 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი შეასრულა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც სარეკორდო 41 პროცენტი იყო.

სასტარტო ხუთეულში იყო ანდორას მეორე ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც გუნდს 6 ქულა შესძინა.

თავად შეხვედრა რეალმა ოვერტაიმში 96:92 მოიგო.

]]>
09-01-2017 14:29 +0400
ზაზა ფაჩულია საკრამენტოსთან მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს http://rustavi2.com/ka/news/65164

ზაზა ფაჩულიას გუნდმა გოლდენ სტეიტმა სტუმრად საკრამენტო 117:106 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად კი ქართველი ცენტრი აღიარეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და  მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ჩაჭრით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოხსნების მხრივ კი ფაჩულიამ 5 მოხსნა მეტოქის ფართან მიითვალა, სადაც მას კონკურენციას დემარკუს კაზინსს უწევდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა გოლდენ სტეიტის ლიდერმა სტეფ კარიმ მოაგროვა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. კევინ დურანტმა კი 28.

36 მოგებითა და 6 მარცხით გოლდენ სტეიტი NBA-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერია. ოქროს შტატელები მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე 11 იანვარს, მაიამის წინააღმდეგ გამართავენ.

 

წყარო: GBF

 

]]>
09-01-2017 14:18 +0400
ლებრონ ჯეიმსი http://rustavi2.com/ka/news/64725

]]>
31-12-2016 20:28 +0400
მანუ ჯინობილი http://rustavi2.com/ka/news/64726

]]>
31-12-2016 20:28 +0400
ტონი პარკერი http://rustavi2.com/ka/news/64727

]]>
31-12-2016 20:28 +0400
დანიელ როუზი http://rustavi2.com/ka/news/64722

]]>
31-12-2016 20:27 +0400
მაიკლ ჯორდანი http://rustavi2.com/ka/news/64723

]]>
31-12-2016 20:27 +0400
კავაი ლეონარდი http://rustavi2.com/ka/news/64724

]]>
31-12-2016 20:27 +0400
კლეი ტომპსონი http://rustavi2.com/ka/news/64719

]]>
31-12-2016 20:26 +0400
სტეფ კარი http://rustavi2.com/ka/news/64720

]]>
31-12-2016 20:26 +0400
ჯოვანი იგუდალა http://rustavi2.com/ka/news/64721

]]>
31-12-2016 20:26 +0400
დუდა სანაძე ამერიკის ლიგაში იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/64678

]]>
31-12-2016 16:41 +0400
ფაჩულია სტეიტის ერთ-ერთი ლიდერია - კარი http://rustavi2.com/ka/news/64674

]]>
31-12-2016 16:40 +0400
ფაჩულია სტეიტის ერთ-ერთი ლიდერია - კარი http://rustavi2.com/ka/news/64675

]]>
31-12-2016 16:40 +0400
თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა http://rustavi2.com/ka/news/64676

]]>
31-12-2016 16:40 +0400
მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმა მიიღო http://rustavi2.com/ka/news/64677

]]>
31-12-2016 16:40 +0400
ზაზა ფაჩულიას სიმბოლური ნაკრები http://rustavi2.com/ka/news/64670

]]>
31-12-2016 16:38 +0400
ზაზა ფაჩულია All Star-ის გამოკითხვაში - ხმის მიცემის ზუსტი წესები http://rustavi2.com/ka/news/64258

გუშინ საღამოს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. პირველი ხუთეული გულშემატკივრების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება. შარშან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას მატჩში მონაწილეობისთვის სულ ცოტა დააკლდა. ფაჩულია, მაშინ დალას მავერიქსის ღირსებას იცავდა და გამოკითხვაში კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.

წელს All Star-ის შერჩევაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - სასტარტო ხუთეულის გამოვლენაში გულშემატკივრების წილი 50 % იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანი წილი კალათბურთელებს და ჟურნალისტებს ექნებათ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შარშან ზაზას სულ ცოტა დააკლდა ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად. იმის გამო, რომ წელს შეცდომები თავიდან ავიცილოთ, გთავაზობთ ხმის მიცემის ზუსტ წესებს. შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba-com-იდან. გაითვალისწინეთ თქვენი ხმა დაფიქსირდება 24 საათში ერთხელ.

ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით;

* Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)

* Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)

* Google-ის საძიებო ველში ვწერთ: "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)

* vote.nba.com ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

 ხმის მიცემა 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

]]>
26-12-2016 10:17 +0400
კლეი ტომპსონის ისტორიული საღამო -კალათბურთელმა 60 ქულა მოაგროვა http://rustavi2.com/ka/news/62862

]]>
06-12-2016 18:20 +0400
გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერნციის ლიდერია http://rustavi2.com/ka/news/62458

]]>
30-11-2016 14:01 +0400
სტეფ კარიმ ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო http://rustavi2.com/ka/news/62453

]]>
30-11-2016 13:55 +0400
ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი და გრინის ჩატენვა http://rustavi2.com/ka/news/62444

]]>
30-11-2016 13:42 +0400
დურანტი მიმდინარე სეზონის ლიდერია http://rustavi2.com/ka/news/62443

]]>
30-11-2016 13:41 +0400
კლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა http://rustavi2.com/ka/news/62407

]]>
30-11-2016 08:29 +0400
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტში http://rustavi2.com/ka/news/62400

]]>
30-11-2016 08:24 +0400
ზაზა ფაჩულია http://rustavi2.com/ka/news/62388

]]>
30-11-2016 08:20 +0400
სტეფ კარი http://rustavi2.com/ka/news/62389

]]>
30-11-2016 08:20 +0400
მაიკლ ჯორდანი http://rustavi2.com/ka/news/62390

]]>
30-11-2016 08:20 +0400
გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/62319

გოლდენ სტეიტმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში ატლანტას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 105:100 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 16:14 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ორიდან ორივე ორქულიანი ჩააგდო. გოლდენ სტეიტის რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები 25-25 ქულით სტეფ კარი და კევინ დურანტი იყვნენ. დურანტმა 14 მოხსნაც მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ატლანტელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო შროდერი, ხოლო დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზე 14 ქულა და 16 მოხსნა იყო.

გამარჯვების შემდეგ გოლდენ სტეიტს 16 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. ოქროს შტატელები მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ჰიუსტონის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

]]>
29-11-2016 13:45 +0400
ევრობასკეტი 2017-ის კენჭისყრის შედეგები - საქართველო B ჯგუფში იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/61882

დღეს თურქეთში ევრობასკეტი 2017-ის წილისყრა გაიმართა. 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მეოთხე ნომრად განითესა.

ჯგუფურ ეტაპზე ეროვნული ნაკრების მეტოქეები იქნებიან;

უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია, გერმანია.

მერვედფინალში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში ჩატარდება -  ფინეთში, ისრაელში, რუმინეთში და თურქეთში.

იხილეთ კენჭისყრის სრული ვიდეო ჩანაწერი.

]]>
22-11-2016 19:27 +0400
"ზაზა ის არის, ვინც გოლდენ სტეიტს სურდა" - ამერიკული მედიის გამოხმაურება http://rustavi2.com/ka/news/61860

გოლდენ სტეიტ უორიორსმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში მოიპოვა გამარჯვება, სადაც ადგილობრივი პეიზერსი 37 ქულის სხვაობით -120:83 გაანადგურა. ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე წარმატებით დაასრულეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა პეიზერსის წინააღმდეგ 6 ქულა, 7 მოხსნა 1 პასი მიითვალა.

ფაჩულიას თამაშს საგარეო ტურნეს შემდეგ ამერიკული გამოცემა knbr.com გამოეხმაურა, რომელმაც ქართველი კალათბურთელი გუნდის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელა. 

"ზაზა ფაჩულიას რთული სტარტი ჰქონდა სეზონშიც და ამ საგარეო ტურნეშიც, როცა ახლო მანძილიდან სამი იოლი სროლა ააცილა, მაგრამ ზაზას ასპარეზობა მომდევნო სამ თამაშში გაცილებით კომფორტული იყო გოლდენ სტეიტის ფორმით. ვიხილეთ მისი ცნობილი და გამორჩეული პასები, განსაკუთრებით, მილუოკის წინააღმდეგ, როცა მხოლოდ პირველ მეოთხედში 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ცხადია, რომ ამ სეზონში ზაზას ბევრი სათამაშო წუთი არ ექნება, რადგან გოლდენ სტეიტი ხშირად ითამაშებს "დაბალი" შემადგენლობით. ფაჩულიამ კარგად იცის, რა სჭირდება გუნდს შეტევაში, როგორ ეხმარებოდა ბოგუტი გუნდს. საგარეო ტურნემ აჩვენა, რომ ზაზას ამ ტვირთის ტარება შეუძლია. მოკლედ, ზაზა ის არის, ვინც უორიორს სურდა", - წერს ვებგვერდი.

12 მოგებითა და 2 მაცხით გოლდენ სტეიტი კლიპერსთან ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლებენ.

 

წყარო: knbr.com, sportall.ge

]]>
22-11-2016 17:06 +0400
ევრობასკეტი 2017 კენჭისყრა - საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იქნება http://rustavi2.com/ka/news/61770

ხვალ, თბილისის დროით 19:00-ზე თურქეთში ევრობასკეტი 2017-ის წილისყრა გაიმართება. 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდება.

დღეს FIBA-მ ოფიციალურად გამოაცხადა და ნაკრებები შესაბამის კალათებში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული გუნდი კი მეოთხე კალათში იმყოფება. 

I კალათა: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი.
II კალათა: საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია.
III კალათა: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი.
IV კალათა: რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო.
V კალათა: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო.
VI კალათა: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი.

ევრობასკეტ 2017-ს 4 ქვეყანა უმასპინძლებს და აქედან გამომდინარე ჯგუფის მასპინძელ ფედერაციას შეეძლო ამოერჩია ერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ავტომატურად ამ მასპინძელი ქვეყნის ჯგუფში ითამაშებს. პარტნიორები ასე დაწყვილდნენ:

ფინეთი-ისლანდია
ისრაელი-ლიტვა
რუმინეთი-უნგრეთი
თურქეთი-რუსეთი.

საქართველოს ნაკრები ან კენჭისყრაზე ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება ან ფინეთის. კენჭისყრის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში ჩატარდება -  ფინეთში, ისრაელში, რუმინეთში და თურქეთში.

 

მომზადებულია Sportall.ge-ს მიხედვით.

]]>
21-11-2016 17:23 +0400
ზაზა ფაჩულიამ ბურთის ჩაგდების შემდეგ მოედანზე იცეკვა http://rustavi2.com/ka/news/61768

საქართველოს ნაკრების და გოლდენ სტეიტის კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ბოსტონში სელტიკსის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გულშემატკივრებს თავიკარგი თამაშის გარდა სახალისო ეპიზოდითაც დაამახსოვრა.

ფაჩულიამ ჩაგდებული 2-ქულიანის შემდეგ იცეკვა. ზაზას მოძრაობები ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

შეგახსენებთ, რომ სელტიკსთან 104:88 მოგებული შეხვედრა ფაჩულიასთვის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა - 12, 4 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჩაჭრების მხრივ ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

]]>
21-11-2016 16:37 +0400
სტეფ კარის გამხნევება ფაჩულიას - ზაზა კი გამორჩეული ლეგიონერების ჩამონათვალში http://rustavi2.com/ka/news/61516

NBA-ს ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმ თანაგუნდელი ზაზა ფაჩულია გაამხნევა. ამერიკული მედია ქართველ კალათბურთელს არაეფექტური თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებს, კარიმ კი ფაჩულია გაამხნევა.

"ფაჩულიამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ფარქვეშ მის თამაშს ახლაც არაფერი დაეწუნება, თუმცა, რაც დრო გავა, ზაზა უკეთესად ათამაშდება," - განაცხადა ამერიკელმა კალათბურთელმა.

პარალერულად კი ზაზა ფაჩულია ESPN-მა NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების TOP 50-ში შეიყვანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 48-ე ადგილს იკავებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე სეზონში ამერიკაში უცხოელი კალათბურთელების სარეკორდო რაოდენობა - 113 მოთამაშეა, ფაჩულიას ჩამონათვალში შეყვანა ნამდვილად პოზიტიური სიახლეა. შეგახსენებთ, რომ გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო ლეგიონერთა სიას.

დღეს გამთენიისას კი გოლდენ სტეიტმა სტუმრად ტორონტო რეპოტორსი 127:121 დაამარცხა. ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.  სტეფ კარიმ 35, კევინ დურანტმა კი 30 ქულა მოაგროვა.

9 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას კლიპერსი იკავებს.

 

]]>
17-11-2016 19:20 +0400
გოლდენ სტეიტის იოლი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას პირადი რეკორდი ახალ გუნდში http://rustavi2.com/ka/news/61099

დღეს გამთენიისას გოლდენ სტეიტმა სტუმრად დენვერ ნეგეტსი 125:101 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ კი ჩაჭრების მხრივ მატჩის საუკეთესო და პირადსარეკორდო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა მიითვალა. მას შემდეგ, რაც ფაჩულია ახალ გუნდში გადავიდა, 7 საგამფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში ზაზას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია - დღეს კი დენვერში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა დაცვაში შესანიშნავად იასპარეზა.

ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა პერსპექტიული ცენტრი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. სტეფ კარიმ 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა კი 18 ქულა მოაგროვა.

7 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ოქროს შტატელები 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ფინიქსის წინააღმდეგ გამართავენ.

]]>
11-11-2016 09:40 +0400
სტეფ კარიმ NBA-ს რეკორდი დაამყარა http://rustavi2.com/ka/news/60915

გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეან პელიკანზის შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. გოლდენის კალათბურთელმა სტეფ კარიმ NBA-ს რეკორდი დაამყარა. კარიმ ზუსტად ჩააგდო 13 სამქულიანი, რაც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში კარიმ 46 ქულა მოაგროვა.

გოლდენ სტეიტმა კი მეტოქე 116:106 დაამარცხა. მატჩი მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 11 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა თავის გუნდს. სტეფ კარის შემდეგ საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, კევინ დურანტმა კი 22.

გოლდენ სტეიტს მიმდინარე სეზონში გამართული 7 შეხვედრიდან 5 მოგებული აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.

]]>
08-11-2016 13:40 +0400
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო შეხვედრა გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში http://rustavi2.com/ka/news/60679

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და გოლდენ სტეიტის ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში ახალი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ოკლაჰომასთან დაპირისპირებაში ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ შეხვედრა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - ანუ 4-დან ოთხივე ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა. 

გოლდენ სტეიტმა კი დასავლეთ კონფერენციაში აქამდე წაუგებელი ოკლაჰომა 122:96 დაამარცხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ოკლანდელების ფორვარდი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც ყოფილ კლუბთან 39 ქულა მოაგროვა. 21 ქულით და 7 პასით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ, ხოლო კლეი ტომპსონმა 18 ქულა მიითვალა.

4 მოგებითა და 1 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის პირველ სამეულში იმყოფება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები ლეიკერსის წინააღმდეგ გამართავენ.

]]>
04-11-2016 12:44 +0400
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მესამე გამარჯვება და ფაჩულიას 19 წუთი http://rustavi2.com/ka/news/60538

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ოქროს შტატელებმა სტუმრად თრეილ ბლეიზერსი 127:104 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ოკლანდელების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც 30 წუთში 28 ქულა მოაგროვა, კევინ დიურანტმა კი 20.

3 მოგებითა და 1 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პირველ-მეორეზე პოზიციებს წაუგებელი კლიპერსი და ოკლაჰომა იყოფენ, მესამეზე კი 4 მოგებითა და 1 მარცხით სან ანტონიოა.

მომდევნო შეხვედრას გოლდენ სტეიტი საკუთარ მოედანზე ოკლაჰომას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 4 ნოემბერს გაიმართება.

]]>
02-11-2016 13:30 +0400
ფაჩულიას ეფექტური ფასი, რომელიც NBA-მ შეხვედრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდად მიიჩნია http://rustavi2.com/ka/news/60350

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიას გუნდმა გოლდენ სტეიტმა სტუმრად ფინიქსი 100:106 დაამარცხა. ფაჩულიამ მოედანზე 22:13 წუთი გაატარა და 5 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველის მიერ გაკეთებული შედეგიანი გადაცემა შეხვედრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდად მიიჩნია. ფაჩულიამ ფეხებქვეშ გაიტარა ბურთი და ისე გადააწოდა მის ზურგსუკან მდგომ კევი დიურანტს, რომ მისკენ არც კი გაუხედავს.

მომდევნო შეხვედრა გოლდენ სტეიტი 2 ნოემბერს სტუმრად პორტლენდში, თრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ გამართავს. 

 

წყარო: NBA

 

 

  

]]>
31-10-2016 11:47 +0400
გოლდენ სტეიტმა სტუმრად ფინიქსი დაამარცა http://rustavi2.com/ka/news/60342

გოლდენ სტეიტმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მესამე შეხვედრა ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ოკლანდელებმა სტუმრად ფინიქსი 100:106 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 22:13 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გოლდენ სტეიტიდან ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა. 28 ქულა ჰქონდა სტეფ კარის, კლეი ტომპსონს კი 14.

მომდევნო შეხვედრა გოლდენ სტეიტი 2 ნოემბერს სტუმრად პორტლენდში, თრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ გამართავს. 

]]>
31-10-2016 08:57 +0400
"სუპერ გუნდის" სახალისო ანიმაცია http://rustavi2.com/ka/news/59939

Bleacher Report-მა გოლდენ სტეიტის შესახებ ახალი ანიმაციური ფილმი შექმნა. სახალისო ანიმაციაში გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

გამოცემა "ოქროს შტატელებს" სუპერ გუნდს უწოდებს და მიმდინარე სეზონში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.

შეგახსნებთ, რომ ფაჩულიამ და მისმა გუნდმა გუშინ NBA-ში სეზონის პირველი შეხვედრა სან ანტონიოს წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქესთან დიდი ანგარიშით 100:129 დამარცხდნენ. ფაჩულიამ მოედანზე 20 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

 

]]>
26-10-2016 17:40 +0400
"კალათბურთი, როგორც ხელოვნება," - ფაჩულიას და მისი თანაგუნდელების საუკეთესო მომენტები http://rustavi2.com/ka/news/59495

გოლდენ სტეიტმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, მორიგი საგამოფენო მატჩი კვლავ ლეიკერსის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 123:112 დაამარცხა.

შეხვედრის განმავლობაში უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. რამდენიმე გამორჩეულ კომბინაციაში ზაზა ფაჩულიამაც მიიღო მონაწილეობა. ამერიკულმა მედიამ კი ქართველის ეფექტური ფასები გამოარჩია. 

22 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი მორიგ საგამოფენო მატჩში პორტლენდს დაუპირისპირდება და ამით წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში მეომრები სან ანტონიოს შეხვდებიან. 

 

ვიდეო: NBA.com

]]>
20-10-2016 19:30 +0400
ამერიკული მედიის პოზიტიური გამოხმაურება და ფაჩულიას სეზონის მიზანი http://rustavi2.com/ka/news/59493

ზაზა ფაჩულიამ ლეიკერსთან  საგამოფენო მატჩში 4 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოლდენ სტეიტმა კი მეტოქე 123:112 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა მედიამ ფაჩულიას თამაშს პოზიტურად გამოეხმაურა და ქართველი კალათბურთელი კარგი პასებისთვის შეაქო.

"გუნდმა პირველივე ქულები ზაზა ფაჩულიას მშვენიერი პასით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა საუკეთესო დრიბლიორი არ არის, მან ყოველ ჯერზე ჭკვიანური პასი გააკეთა. ამ თამაშში ზაზამ მართლაც კარგი პასები აკეთა და ზოგადადაც მრავალმხრივი კუთხით გამოირჩა, რასაც ენდრიუ ბოგუტისგან ვართ მიჩვეული, - წერს goldenstateofmind.com.

"ზედიზედ მესამე თამაშია, ზაზა ფაჩულია მართლაც კარგია." ეს mercurynews.com-ის შეფასებაა.

"ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავებთან ერთად თამაში უფრო იოლია. ეს ასე არ არის. მათთან ერთად თამაში ის უპირატესობაა, რომელიც უნდა გამოიყენო და ყოველდღიურად უკეთესი გახდე. უნდა კარგად გაისარჯო დაცვაშიც და შეტევაში, დაეხმარო თანაგუნდელებს, აირჩიო სწორი პოზიცია, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. უამრავი დეტალია. რაც უფრო დრო გადის, გუნდში სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. კომუნიკაცია ბევრს ნიშნავს, მწვრთნელებთან, თანაგუნდელებთან. ეს ჩვეულებრივი პროცესია. და გუნდისთვისაც ასეა, რაც დრო გავა კიდევ უფრო ავთამაშდებით და უკეთეს კალათბურთს ვაჩვენებთ. 

ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ, კალათბურთი გუნდური თამაშია. ყველას თავისი როლი აქვს განაწილებული გუნდში, მე რომ დამავალონ, სამქულიანების სროლა, ეს ნაკლებად წაადგება გუნდს. თუმცა ჩემი მიზანია, ამ სეზონში ერთი სამქულიანი მაინც ჩავაგდო", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ ლეიკერსთან შეხვედრის შემდეგ.

22 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი მორიგ საგამოფენო მატჩში პორტლენდს დაუპირისპირდება და ამით წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში მეომრები სან ანტონიოს შეხვდებიან. 

 

მომზადებულია sportall-ის მასალების მიხედვით.

]]>
20-10-2016 17:42 +0400
ამერიკული მედია ზაზა ფაჩულიას თამაშს გამოეხმაურა http://rustavi2.com/ka/news/59317

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია თანდათან უფრო უკეთესად ეწყობა თავის ახალ გუნდს და უკეთესი შედეგებიც აქვს. ლეიკერსის წინააღმდეგ ჩატარებულ საგამოფენო მატჩში ფაჩულიამ გოლდენ სტეიტს 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი მოუტანა და სულ ცოტა დააკლდა ორმაგი დუბლის შესრულებამდე.

ქართველი კალათბურთელის თამაშს ამერიკული გამოცემა Santa Cruz Sentinel გამოეხმაურა.

"ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი აღნიშვნის ღირსია. მართალია, ქართველი დაფარებების ოსტატი არ არის და ფარზემოთ თამაშშიც მოიკოჭლებს, მაგრამ ფაჩულია უკვე აჩვენებს, რომ გუნდს კარგად შეეწყობა. ლეიკერსთან ის ძალიან აქტიური იყო, ფარქვეშ კარგად ითამაშა, ის ასევე კარგად ამჩნევდა თავისუფალ პარტნიორებს. მოკლედ, მას ნაყოფიერი საღამო ჰქონდა, მაგრამ ზაზა ეთამაშა გუნდს, რომელსაც გამორჩეული "დიდი" ცენტრი არ ჰყავს (არა გვგონია, "დოლარ მენი" ტიმოფეი მოზგოვი ასეთად ითვლებოდეს). კითხვა რჩება, რამდენად კარგად ითამაშებს ფაჩულია უკეთესი გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც ათლეტური ცენტრები ჰყავთ," -წერს გამოცემა.

20 ოქტომბერს გოლდენ სტეიტი კვლავ ლეიკერსს ეთამაშება, 22-ში პორტლენდს და ამით გუნდი წინასასეზონო მომზადებას დასსრულებს. 26 ოქტომბერს NBA-ს სეზონის პირველ მატჩში გოლდენ სტეიტი სან ანტონიოს შეხვდება.

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.

]]>
18-10-2016 13:29 +0400
ქართული დერბი ესპანურ ლიგაში - შენგელია VS შერმადინი და ბურჯანაძე http://rustavi2.com/ka/news/59262

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა. თორნიკე შენგელიას ბასკონიამ გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ანდორას უმასპინძლა და შეხვედრის გამორჩეული მოთამაშეებიც სწორედ ქართველები იყვნენ. თამაში ბასკონიას გამარჯვებით 95:77 დასრულდა.

ვიტორიული გუნდის ქართველმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ, არასრული 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.  ამ მაჩვენებლებით მან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ამდე გაზარდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ შედეგით შენგელიას ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის მოპოვების შანსიც აქვს.

ანდორას რიგებშიც საუკეთესოები ქართველები იყვნენ. გიორგი შერმადინმა  22:27 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა და ამ მაჩვენებლით გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ბექა ბურჯანაძემ კი 21:18 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა.

3 მოგებითა და 1 მარცხით შენგელიას გუნდი მე-4 ადგილზეა, ხოლო შერმადინი-ბურჯანაძის ანდორას 3-დან 2 მოგება აქვს და მე-5 პოზიცია უკავია.

 

წყარო: GBF.ge

]]>
17-10-2016 18:10 +0400
პირველი ორმაგი დუბლის მოლოდინში - ფაჩულიას 11 ქულა და 8 მოხსნა http://rustavi2.com/ka/news/59224

გოლდენ სტეიტ ვორიორზის რიგებში ზაზა ფაჩულიამ მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ფაჩულია თანდათან გუნდს ეგუება და ყოველ მომდევნო მატჩში უკეთესს შედეგს აჩვენებს. მე-5 საგამოფენო თამაშში გოლდენ სტეიტი ლეიკერსს დაუპირისპირდა და მეტოქე 112:107 დაამარცხა.

ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი ორმაგი დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა.

გოლდენ სტეიტის სხვა ლიდერების შედეგი ასეთი იყო: კლეი ტომპსონი 24, 17 ქულა ჰქონდა კევინ დიურანტს, სტეფ კარიმ კი ზაზაზე ნაკლები - 18 წუთი ითამაშა და 14 ქულა მიითვალა.

მომდევნო საგამოფენო შეხვედრაში ოკლანდელები კვლავ ლეიკერსს დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 ოქტომბერს გაიუმართება. 

]]>
17-10-2016 13:43 +0400
ვიქტორ სანიკიძეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა http://rustavi2.com/ka/news/58748

საქართველოს ნაკრებისა და საბერძნეთის არისის კალათბურთელს, ვიქტორ სანიკიძეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ცნობილი გახდა დაზიანების სიმძიმე – ზუსტად რა პერიოდი გაუცდება ახლა ამის თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდი ალბათობით, მოედანზე 6-დან 10 თვემდე ვერ გავა. ყველაფერი უკვე აღდგენით პროცესესზეა დამოკიდებული”, - თქვა ექიმმა.

შეგახსენებეთ, ვიქტორ სანიკიძემ მძიმე ტრავმა საბერძნეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში, ტრიკალას წინააღმდეგ მიიღო. ახლა, მთავარია, რომ სანიკიძემ ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. ევრობასკეტი 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

]]>
10-10-2016 14:23 +0400
ამერიკულმა მედიამ ზაზა ფაჩულია გააკრიტიკა http://rustavi2.com/ka/news/58093

cbssports.com-მა გოლდენ სტეიტის პირველ საგამოფენო მატჩში ტორონტოსთან მარცხის შემდეგ, ხუთ პუნქტად ჩამოწერა დასკვნები, რომელიც ორივე გუნდს ეხება. მესამე პუნქტში გამოცემა ზაზაფაჩულიას თამაშს აფასებს.

"ზაზა ფაჩულია უფრო დალასის ფაჩულიას ჰგავდა, ვიდრე მილუოკის ფაჩულიას. ზაზას პრობლემები ჰქონდა კომბინაციების გათამაშებისას, დასრულების სტადიაში, აგებდა ბრძოლას ფარისთვის. თითქოს, დრეიმონდ გრინიც არ იყო დაინტერესებული მოხსნებისთვის ბრძოლით. შედარებისთვის, ტორონტომ თავისი აცილებული ტყორცნების 33 პროცენტი მოიპოვა, მ გოლდენ სტეიტმა კი მხოლოდ 18. ეს შესაძლოა, სერიოზული მიზეზი იყოს შეშფოთებისთვის - უორიორსი ამ სეზონში ფარქვეშ ალბათ, ვერ იქნება ძლიერი. 

ფაჩულიას უკეთ თამაში შეუძლია. გრინიც აუცილებლად ითამაშებს უკეთ, მაგრამ გუნდმა დაკარგა ფასტუს ეზელი და სავარაუდოდ, ფაჩულია მთლიანობაში ვერ არის ისეთი კარგი, როგორც ბოგუტი იყო. თუნდაც, საჯარიმოების ტყორცნის გაუმჯობესებული პროცენტით. მეომრებს ფარქვეშ პრობლემები უჩანთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდი პერიმეტრზე დიდებული უნდა იყოს," - ასეთია CBS-ის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.

]]>
04-10-2016 11:47 +0400
თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში - 19 ქულა 20 წუთში http://rustavi2.com/ka/news/58016

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ლაბორალ კუჩას შემადგენლობაში შენგელიამ 20 წუთში 19 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად მონბუსთან გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მეტოქეს დიდი პრობლემები შუქმნა. შენგელიამ 19 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ლაბორალ კუჩამ კი მეტოქე 92:76 დაამარცხა.

მომდევნო ტურში ლაბორალ კუჩა საკუთარ მოედანზე მურსიას უმასპინძლებს. შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება. 

 

წყარო; GBF.ge

]]>
03-10-2016 14:14 +0400
ფაჩულიას დებიუტი გოლდენ სტეიტში - ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო http://rustavi2.com/ka/news/58014

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო, საგამოფენოდ წოდებულ მატჩში ქართველი ცენტრი ტორონტოს წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა ისეთ ვარსკვლავების გვერდით ითამაშა, როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი და დრეიმონდ გრინი.

გოლდენ სტეიტმა შეხვედრა 93:97 წააგო. ოკლენდელთა მწვრთნელმა სტივ კერიმ არც ერთი სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კალათბურთელი მეორე ტაიმში არ ათამაშა. ფაჩულიამ მოედანზე 8 წუთი გაატარა და 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ოკლანდელებიდან თავი კლეი ტომპსონმა გამოიჩინა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.  9 ქულა ჰქონდა დიურანტს, 8 - კარის, 2 - გრინს.

მომდევნო საგამოფენო მატჩს გოლდენ სტეიტი 5 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

წყარო: GBF.ge

]]>
03-10-2016 13:28 +0400
მანუჩარ მარკოიშვილს იტალიაში ვარსკვლავი გაუხსნეს http://rustavi2.com/ka/news/57501

იტალიის საკალათბურთო კლუბმა კანტუმ მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწეული ღვაწლი დააფასა და ქართველ კალათბურთელს საკუთარი არენის შესასვლელათან ვარსკვლავი გაუხსნა.

მარკოიშვილი იტალიური კლუბის ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა. ქართველი კალათბურთელი ამჟამად თურქული დარუშაფაკას შემადგენლობაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ  მარკოიშვილი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებ სტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

]]>
26-09-2016 17:13 +0400