RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ სამართალდამცველებმა კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/71814

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთიდან საქართველოში შემოსვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

]]>
29-03-2017 12:42 +0400
მკვლელობა ნაფარეულში - ადგილობრივმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა http://rustavi2.com/ka/news/71735

მკვლელობა თელავის რაიონში -  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნაფარეულში ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს 1989 წელს დაბადებულმა პირმა სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

]]>
28-03-2017 12:52 +0400
მზრუნველობამოკლებული ბავშვები - მათი შემოსავლის წყარო, ყოველდღიური საქმიანობა და ცხოვრების წესი http://rustavi2.com/ka/news/71626

მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზუსტი  რაოდენობა საქართველოში არავინ იცის. ოფიციალური სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომელთა მიხედვითაც, 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში იზრდება.

მათ შემთხვევაში გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის აბსოლუტურად ყველა პუნქტი სრულად დარღვეულია - მათ არ აქვთ არც განათლების, არც ჯანდაცვის, არც საცხოვრისის უფლება. მათი ძირითადი ნაწილი, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოსთვის საერთოდ არც არსებობს, რადგან ისინი აღრიცხულები არ არიან.

ხშირად მზრუნველობამოკლებული ბავშვები სასაფლაოდან შეგროვებული ყვავილების გაყიდვით ირჩენენ თავს. ზოგიერთი მათგანი იაფად შეძენილ ხატებს ან ხელსახოცებს ყიდის. ზოგიც უბრალოდ მათხოვრობს.

როგორც წესი, ფული, რომელიც ზემოთხსენებული საქმიანობებიდან ბავშვებს უგროვდებათ, მათ არ ეკუთვნის. ისინი უფროსებთან არიან ანგარიშვალდებულნი, დარჩენილი თანხით კი საკვებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდულობენ. უსახლკარო ბავშვებში სააფთიაქო ნარკომანია ფართოდ არის გავრცელებული.

ზოგადად, მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ამასთან ერთად, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საქმიანობის კრიმინალში გადაზრდის რისკ-ფაქტორი ძალიან მაღალია.

პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტები სიუჟეტზე მუშაობისას, კიდევ ერთ მოვლენას გადააწყდნენ -ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც მათ ქუჩაში ჩაწერეს, ე.წ. სატანისტურ სექტაშია გაერთიანებულა. როგორც თავად ამბობენ დროის დიდ ნაწილს სასაფლაოზე ატარებენ არა მარტო ყვავილების შესაგროვებლად, არამედ სხვადასხვა რიტუალის ჩასატარებლადაც.

ავტორი: ანანო ბაკურაძე.

 

]]>
26-03-2017 21:54 +0400
ოჰაიოს შტატის ღამის კლუბში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა http://rustavi2.com/ka/news/71613

ოჰაიოს შტატში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, 15 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს არკვევენ. წინასწარი ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, მისი ვინაობის შესახებ ძალოვანებს ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ. ასევე უცნობია დანაშაულის მოტივი და ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველი.

]]>
26-03-2017 15:33 +0400
რუსული მხარე ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა სპორტული ფედერაციების აღიარებას მიაღწიოს http://rustavi2.com/ka/news/71517

აფსუა TV-ს სიუჟეტი ამტკიცებს, აფხაზეთის კეკუსინკაი კარატის ნაკრების ყაზახეთში გასამართ აზიის თასზე იასპარეზებს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთს ოფიციალური წერილი მიმართა და აფხაზეთის, როგორც ცალკე სუბიექტის მონაწილეობა გააპროტესტა. სამინისტროში ამბობენ რომ ამ წერილის საფუძველზე აფხაზეთი ტურნირტრიდან მოიხსნება.

2017 წელს რუსული მხარე უკვე მეოთხედ ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა სპორტული ფედერაციების აღიარებას მიაღწიოს. იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურობას სპორტის მიმართულებითაც გააძლიერებს, იციან საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ამბობს, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

საქართველოს კარატის ეროვნულ ფედერაციაში ამბობენ რომ სხვადასხვა სახით აფხაზ კარატისტებს ჰქონდათ მცდელობა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ეასპარეზათ. კახა ბასილია იმ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ერთ-ერთ ტურნირი მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის სპორტის კომიტეტში კი ამბობენ, რომ არცერთი ფედერაცია არაღიარებულ ქვეყნებს საასპარეზოდ ვერ მიიწვევს და რუსეთის განცხადებები მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის კეთდება.

ავტორი: დავით ერაძე.

 

]]>
24-03-2017 21:58 +0400
რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი - პეტრო პოროშენკო ყოფილი რუსი დეპუტატის მკვლელობას ეხმაურება http://rustavi2.com/ka/news/71430

კიევის ცენტრში ყოფილი რუსი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობას, ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. პრეზიდენტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი უწოდა.

დენის ვორონენკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და უკრაინაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ის უკრაინის ექს პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის მთავარი მოწმე იყო. უკრაინის პროკურატურის ვერსიით მომხდარი შეკვეთილი მკვლელობაა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო პრემიერ-პალასთან ყოფილი რუსი დეპუტატი დენის ვორონენკოვი ჩაცხრილეს. ის ადგილზე დაიღუპა. თუმცა, მისმა დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა თავად დაცვის წევრიც. ორივე საავადმყოფოში იმყოფება.

]]>
23-03-2017 17:41 +0400
ლონდონში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/71405

ლონდონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. ბოლო მონაცემით, თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა 40-ზე მეტი კი დაშავდა. თავდამსხმელის მთავარი იარაღი ავტომობილი იყო, რომლიც მან ქუჩაში გამვლელებს შეაჯახა. გამოძიება მის მოტივთან ერთად ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა თანამზრახველები.

ბრიტანეთის პოლიციამ პირველი სპეცოპერაცია ჩაატარა და ბირმინგემში ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 7 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით თავდამსხმელმა მანქანა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ხალხს შეაჯახა სწორედ ბირმინგემში ჰქონდა დაქირავებული. პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს მის ვინაობას და მოტივს, თუმცა მომხდარს ტერაქტად აფასებს.

თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. პარლამენტის შენობასთან თავდამსხმელმა მანქანით ხალხს გადაუარა. შემდეგ ის საკანონმდებლო ორგანოს დამცავ ღობეს შეაჯახა. რამდენიმე წუთში კი შენობაში შეჭრა სცადა. მან დანით ერთი პოლიციელი დაჭრა, რასაც სროლა მოყვა. თავდამსხმელი მეორე პოლიციელმა ადგილზე მოკლა. ინციდენტს შემთხვევით შეესწრო პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მომხდარი ტელეფონით გადაიღო.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

]]>
23-03-2017 12:43 +0400
ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/71398

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ -  ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2). 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით. 

]]>
23-03-2017 11:06 +0400
ავარია ყაზბეგის გამზირზე - მანქანა გაჩერებასა და ჯიხურებში შევარდა http://rustavi2.com/ka/news/71381

ავარია ყაზბეგის გამზირზე - სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანის მძღოლმა ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ ჯიხურებში შევარდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა. მოგვიანებით, ექიმის განმარტებით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა დატოვა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, იმის პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

]]>
23-03-2017 08:56 +0400
ორი ავარია ერთ ღამეში - დაშავებულია 3 ადამიანი http://rustavi2.com/ka/news/71380

ღამით თბილისში ორი ავარია მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი.

ერთი შემთხვევა ვახუშტის ხიდზე მოხდა, რის შედეგადაც მოპედზე მსხდომი ორი ახალგაზრდა დაშავდა. ისინი მსუბუქ აბტომობილს შეეჯახენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს.  

მეორე ავარია ჟვანიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ შემთხვევაშიც ავარიაში მოტოციკლეტი ფიგურირებს - მას მსუბუქი მანქანა შეეჯახა, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოტოციკლეტის მძღოლს ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდა.

]]>
23-03-2017 08:52 +0400
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეტანილი "იგლა" ამოიღო http://rustavi2.com/ka/news/71366

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან სომხეთში კონტრაბანდული გზით შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი იგლა ამოიღო.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია სომხეთის 3 მოქალაქე, მათ შორის თვითაღიარებული ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სომეხი ძალოვანები ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ქართველ კოლეგებს არ დაკავშირებიან.

]]>
22-03-2017 21:48 +0400
ახალი დეტალები ლონდონიდან - თავდამსხმელის მიერ დანით დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა http://rustavi2.com/ka/news/71365

2 გარდაცვლილი და სულ მცირე 10 დაშავებული - ასეთია ლონდონში მომხდარი ტერაქტის წინასწარი მონაცემები. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ბრიუსელის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.

ვესტმისტერის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანით ჯერ ხალხს გადაუარა, შემდეგ ავტომობილით ვესმისტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, პარლამენტის ეზოში შეიჭრა და პოლიციელი დანით დაჭრა, რის შემდეგაც მას სამართალდამცველებმა ესროლეს.

დაჭრილი პოლიციელი მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა, თავდამსხმელი კი სავარაუდოდ გადარჩა.

ძალოვანებმა პარლამენტარების შენობის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობის დატოვება აუკრძალეს, პრემიერმინისტრი კი ტერიტორიას გაარიდეს და დაუნინგ სთრითზე გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

თავდამსხმელი სავარაუდოდ, 40 წლამდე აზიური გარეგნობის მამაკაცია. პოლიციამ თვითმხილველებს ვიდეო და ფოტო მასალის მიწოდება სთხოვა და ქალაქის ცენტრში გადაადგილებისაგან თავის შეკავება ურჩია. ლონდონის მასშტაბით უსაფრთხოების საგანგებო ზომებია ამოქმედებული, დაიხურა მეტრო, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს BBC ავრცელებს.

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 21:38 +0400
ლონდონში თავდამსხმელი მოქალაქეებს მანქანით დაეჯახა - BBC-ს ცნობით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი http://rustavi2.com/ka/news/71354

ლონდონში, ვესტმისტერის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამნაშავემ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრის მცდელობის განხორციელებამდე, ხიდზე მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

როგროც BBC იუწყება, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დამნაშავე დაეჯახა, გარდაცვლილია, დაახლოებით 12 ადამიანი კი დაშავდა. მათ მედიკოსები ადგილზე დახმარებას უწევენ, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ მომხდარს, ამ დროისთვის, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დამნაშავე ლიკვიდირებულია, თუმცა ვიდრე სამართალდამცველების მას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდნენ, ერთ-ერთი პოლიციელი დანით დაჭრა.

მამაკაცი პარლამენტის ტერიტორიაზე შეაჩერეს. თავდასხმის დროს, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი იმყოფებოდა, რომლის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 20:21 +0400
ლონდონში შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია http://rustavi2.com/ka/news/71353

დანით შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრა სცადა, ლიკვიდირებულია, ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა, დევიდ ლივინგტონმა, პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ პოლიციამ შეიარაღებულ თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ასევე BBC-ის ცნობით, თავდამსხმელმა, სიკვდილამდე დანით ჭრილობა ერთ-ერთ პოლიციელს მიაყენა. 

სროლის დროს პარლამენტის შენობაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეიც იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.

ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 19:58 +0400
„ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი!“ – Independent-ის რედაქტორი ლონდონის მოვლენებზე http://rustavi2.com/ka/news/71347

ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი. არეულობა... შემდეგ გასროლის რამდენიმე ხმა. ყველგან შეიარაღებული პოლიციაა,“ - ეს ინფორმაცია  გამოცემა Independent-ის პოლიტიკურმა კორესპოდენტმა, ტომ პეკმა, ლონდონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ის ამბობს, რომ კოლეგების თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან დაჭრილი პოლიციელი და ასევე დაშავებული მამაკაცი დაინახეს, რომელიც სავარაუდოდ ის პიროვნებაა, რომელიც დანით ხელში შენიშნეს.

 

]]>
22-03-2017 19:22 +0400
სროლა ლონდონში პარლამენტთან - არიან დაშავებულები http://rustavi2.com/ka/news/71343

დიდი ბრიოტანეთის პარლამენტთან სროლა ისმის, ამის შესახებ BBC იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობასთან 15 დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დანით არის დაჭრილი.

პარლამენტის თანამშრომლებს სამართალდამცველები შენობაში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ხელში დანა ეჭირა.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თავდასხმა მოხდა და პოლიციელებმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ესროლეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადააგილება აკრძალულია. პოლიციელებმა ადგილზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.

 

]]>
22-03-2017 19:00 +0400
კამათი არჩევანის სტუდიაში - მხარეებმა ნარკოპოლიტიკაზე იდებატეს http://rustavi2.com/ka/news/71286

არსებულ ნარკოპოლიტკაზე და ამ პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების საკითხზე, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა იკამათეს.

ლევან სამუშიამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნარკოპოლიტიკის არამართლზომიერ გამოყენებაზე ისაუბრა, რაშიც კოტე იოსელიანი მას არ დაეთანხმა.

თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში კი არ გადახვედით, ბიძინა ივანიშვილმა გამოაგდო ირაკლი ალასანია,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

გადაცემაში ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმაც იკამათეს, მათ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხზე ისაუბრეს.

]]>
22-03-2017 00:35 +0400
ხელისუფლებას ეშინია, რომ ხალხმა ჩამოართვას ის უფლება, რომელსაც ჰქვია ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება - იაგო ხვიჩია http://rustavi2.com/ka/news/71284

„თუ გახსოვთ რაიმე, რაც 1960-იანი წლებიდან არ შეცვლილა,“ - საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის თაობაზე ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, იაგო ხვიჩიამ,არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ქართველს ხალხს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ პოლიციელები ნარკოტიკებს პატიოსან ადამიანებს უდებდნენ. მისი თქმით, ეს სამართალდამცველებისადმი უნდობლობით არის გამოწვეული. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ადამიანებიც, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება მართლაც აღმოჩნდათ, მისთვის დამნაშავეები არ არიან.

„ჩემთვის ისინი არ არიან დამნაშავეები. ჩემი პოლიტიკური ძალისთვის ადამინები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას, არ არიან კრიმინალები. ნარკოტიკის მომხმარებლის განხილვა კრიმინალად, ჩემი აზრით, არასწორია განსაკურებით ამ ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ის აღნიშნავს, რომ დღეს არჩევანის სტუდიაში მყოფ პოლიტიკოსებს შორის, მის გარდა, მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე არავინაა.

„ამ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას,  როგორც ჩანს, ხალხის გადაწყვეტილების ეშინია. ეშინია, რომ ხალხმა არ ჩამოართვას ის უფლება, რომელსაც ჰქვია ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ადამიანების შევიწროვება ჰქვია,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი აზრით, მარიხუანას ლეგალიზების საკითხი ქართველმა ხალხმა რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს. 

]]>
22-03-2017 00:24 +0400
ფარული ჩანაწერები - პრეზიდენტის შვილის მეგობრის დაკავების მოწმეების განწყობა დაკითხვამდე http://rustavi2.com/ka/news/71277

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი და ახლობლები აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის დაკავების მოწმეები შეშინებულები იყვნენ და ეს ფარულად გადაღებულ ვიდეოებშიც ჩანს.

ფარული ვიდეოჩანაწერები გადაცემა არჩევანი პირდაპირ ეთერში გავიდა.

მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე, აღნიშნავს, რომ დაკითხვაზე წასვლამდე მოწმეები ნერვიულობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი გახდებოდნენ.

]]>
21-03-2017 23:16 +0400
ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე და ვიყავით ძალიან ფრთხილად - ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებაზე http://rustavi2.com/ka/news/71269

„ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე, ინფომარცია გვქონდა და ვიყავით ძალიან ფრთხილად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვით ადრე მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის შვილს საბურთალოზე ელოდებოდა პოლიცია, რომელიც გეგმავდა მისთვის ნარკოტიკის ჩადებას, თუმცა მაშინ მან დროულად იმოქმედა და დავით ხარშილაძე გზიდან უკან მოაბრუნეს.

„ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ეს ეხება ქრონიკა პლიუსს და ეს ეხება ჩემს პოზიციას. ეს მოლაპარაკებები დაიწყო გასულ ზაფხულს, ქუთაისში ჩავიდნენ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან, ვინმე გიორგიმ მას უთხრა, რომ, თუ ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, ის თავს წააგებს, ჩემზე იყო საუბარი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, მუდმივად ხდებოდა საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის გავრცელება, რომ მისი შვილი, ელისო კილაძე თავად და მისი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებლები იყვნენ.

„ამას ყველაფერს სათავეში ედგა სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი. ეს არის მისი აგენტურული ქსელი, სააგენტოები სუს-ის, რომელიც ფინანსდება პირადად გოგაშვილის მიერ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

]]>
21-03-2017 22:32 +0400
ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება http://rustavi2.com/ka/news/71268

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის არის ბრალდებული, უდანაშაულოა.

გადაცემა არჩევანში ის მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება.

ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველები, სამოქალაქო ფორმებით, 3 ჯიპით მივიდნენ იმ სასადილოსთან, სადაც მისი მეგობრები იმყოფებოდნენ და მიხეილ თათარიშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

„ჩემი სიძე, მინდია გოგოჭური, მისი მეგობარი, ლევან მაისურაძე და მიშო (მიხეილ თათარიშვილი) მოდიოდნენ ბათუმიდან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩერდნენ რაღაც სასაუზმეში სურამთან, შევიდნენ სასაუზმოდ და 5 წუთში, დაახლოებით, შემოვარდა შავებში ჩაცმული 5 კაცი, ამოუტრიალეს ჯიბეები, გინებით და ძალის გამოყენებით გაათრიეს გარეთ. მინდიას და ლევანს აკავებდნენ და მიშოს ამოუტრიალეს ჯიბეები. მიშო ეუბნებოდა, სუფთა ვარო და არფერი არ მაქვსო, დაადეს დანა მას და ჩატენეს მანქანაში,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებს მიხეილის ნივთები, მანქანა და არც 2 თანმხლები მეგობარი არ გაუჩხრიკავთ და მიხეილ თათარიშვილი პირდაპირ თბილისის სამმართველოში წაიყვანეს.

„18 აბი სუბოტექსის ჩადება ნიშნავს, რომ მორჩა, ადამიანს წირავ, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობისთვის,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.

მისი თქმით, მოწმეები, რომლებიც მიხეილ თათარიშვილის დაკავების ფაქტს შეესწრნენ, ძალიან დაშინებულები არიან. ის აღნიშნავს, რომ სასადილოს თანამშრობლემს ჩვენების მიცემამდე ძალიან ეშინოდათ, რომ გამომძებლები მათ დაემუქრებოდნენ.

]]>
21-03-2017 22:18 +0400
ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ - ანა მარგველაშვილი http://rustavi2.com/ka/news/71266

„ეს ნაბიჯი, ალბათ, გადამადგმევინა სამწუხაროდ იმან, რომ პირადად მე შემეხო და ჩემს საახლობლო წრეს შეეხო ეს პრობლემა, რაც დღეს გვიდგას,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის შვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ანა მარგველაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ ამ საკითხზე ხმა უფრო ადრე არ ამოუღია. ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მისი მეგობრები და ახლობლები მუდმივად შიშობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ობიექტები გახდებოდნენ.

„მას აფრთხილებდნენ, რომ უპირებდნენ დაჭერას, ჩადებას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და  გვითვალთვალებენ,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ მინდია გოგოჭური, მიხეილ თათარიშვილი და თორნიკე კაჭარავა სამართალდამცველებისთვის მთავარი სამიზნეები იყვნენ.

„ემუქრებოდნენ, დატოვეთ ქვეყანა, თორემ დაგიჭერთ, ჩაგიდებთ იარაღს, ნარკოტიკს...“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.

მისი განცხადებით, დღეს ის შიშები, რომლებიც მას ჰქონდა, გამართლდა. ანა მარგველაშვილის აზრით, დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებული პრობლემა სამართალდამცველებთან უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს პრობლემა მხოლოდ მის ოჯახს არ ეხება. 

 

 

 

]]>
21-03-2017 22:05 +0400
ბათუმის საქალაქო სასამართლო ხიმშიაშვილისა და ვარშანიძის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს http://rustavi2.com/ka/news/71254

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო ასევე ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე მსჯელობდა, რომელთა დაკავებასაც ქალაქში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

დღესვე სასამარლოს ჩვენება მისცეს იმ პირებმა, რომლებიც ბათუმში ჯიმი ვარშანიძის დაკავებას ესწრებოდნენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ის სამართალდამცველი, რომელმაც 11 მარტს ჯიმი ვარშანიძე დააკავა. 

სასამართლომ დღეს რამაზ ხიმშიაშვილსაც მოუსმინა. ისიც 11 მარტს დააკავეს და მასაც პოლიციის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. ხიმშიაშვილი ერთ-ერთია, ვისი გათავისუფლების მოთხოვნითაც 11 მარტს ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო.

ხიმშიაშვილისა და ვარშანიძის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამარლომ დღეს კიდევ 3 პირის საქმე განიხილა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კახა ელიაშვილს, როინ ზაქარიაძეს და მანუჩარ დუმბაძეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმან ხულიგნობა ბრალდებათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, როინ ზაქარიაძის სასამართლო პროცესი კი, მისი გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

]]>
21-03-2017 21:45 +0400
პოლიციამ საბურთალოზე მანქანის გატაცებისთვის 2 პირი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/71252

სამართალდამცველებმა BMW-ს მარკის X5 სერიის ავტომობილის გატაცებისთვის 2 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე მამაკაცს იარაღით დაემუქრნენ და ავტომობილი მოსტაცეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ავტომობილი იპოვეს. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

]]>
21-03-2017 19:31 +0400
ყაჩაღობა საბურთალოზე - მამაკაცს იარაღის მუქარით ავტომანქანა წაართვეს http://rustavi2.com/ka/news/71244

საბურთალოს ტერიტორიაზე, იარაღის მუქარით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.  

]]>
21-03-2017 18:28 +0400
სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/71201

სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი ავტომობილით კანონსაწინააღმდეგოდ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელები აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

]]>
21-03-2017 14:32 +0400
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმე განიხილება http://rustavi2.com/ka/news/71200

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო 2 საათია განიხილავს ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს. 11 მარტს სწორედ ამ ადამიანების დაკავების შემდეგ დაიწყო არეულობა ბათუმში.

პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. პროცესზე წარმოდგენილი იქნა აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც. სამართალდამრღვევები წინააღმდეგობის გაწევას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციის მიერ იყო პროვოცირებული.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამარლომ დღეს კიდევ 3 პირის საქმე განიხილა. ორ მათგანს 250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ, ხოლო მესამე პირის სასამართლო პროცესი მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

 

 

 

]]>
21-03-2017 14:30 +0400
ხმაურიანი დაკავებები - ხელისუფლება იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტებს უარყოფს http://rustavi2.com/ka/news/71160

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ხმაურიან დაკავებებს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს პირველად გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ყველა, ვინც ხმამაღლა პოლიციის მხრიდან უფლებების გადამეტებასა და საქმეში მტკიცებულებად წამლის ან იარაღის ჩადებაზე საუბრობს, ცრუობს.

ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელშიც გამოძიებას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას ედავებიან, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის ბრალდების საქმეა.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე ძმების - გიორგი და დათო ფეიქრიშვილების და მათი მეგობრის ნოდარ ნიშნიანიძის დაკავება იყო. დაკავებულები, მათი ოჯახის წევრები და აყვანის სპეცოპერაციის თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ფეიქრიშვილების სახლში იარაღი და ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალება, პოლიციამ ჩადო.

კურიერის არქივში ხმაურიანი დაკავების და პოლიციის მხრიდან უფლებების გადამეტების თემაზე მომზადებული არაერთი რეპორტაჟი ინახება. ერთ-ერთი პირველი, ვინც პოლიციის მხრიდან ნარკოტიკებისა და წამლის ჩადებაზე საუბრობდა, გრიგოლ ხერხეულიძე იყო. სწორედ მის დაკავებას მოჰყვა ვაკეში საპროტესტო აქციები - "არა ჩადებას."

უმცირესობის დეპუტატები თვლიან, რომ პოლიციაც და პროკურატურაც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, ხოლო უმრავლესობაში გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ. დეპუტატები თვლიან, რომ საჯაროდ გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა.

მაღალჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ახალგაზრდა მამაცი, კახაბერ შპეტიშვილი, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკების ქონისთვის დააკავა და რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ მას წამალი ჩაუდეს.

]]>
20-03-2017 21:15 +0400
ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება - შოთაძე ნარკოტიკების ჩადების თემაზე http://rustavi2.com/ka/news/71115

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბოლო პერიოდში ზოგიერთი ადვოკატისა თუ ბრალდებულის მიერ სამართალდამცავების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ნარკოტიკების ჩადების ფაქტთან დაკავშირებული პრეტენზიები მისთვისაც ცნობილია და მან აღნიშნა, რომ ყველა პირს, ვინც თავს დაზარალებულად გრძნობს, შეუძლია, მიმართოს პროკურატურას.

„არსებობს დაცვის მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, არსებობს ბევრი პრეტენზიები მომისმენია ჩადებასთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისის მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არის არასწორი. ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება, როგორც პიროვნების დაკავებას სჭირდება, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, მისი დაკავებისთვის და ბრალის წარდგენისთვის არის საჭირო შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე თითოეული პოლიციელის მიმართ თუ არსებობს შესაბამისი პრეტენზიები, მათ მიმართ რომ განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი და არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი დანაშაულებრიობა,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძე. 

]]>
20-03-2017 15:12 +0400
გვიან ღამით GPC-ის აფთიაქი დააყაჩაღეს http://rustavi2.com/ka/news/71078

ყაჩაღობა დიდ დიღომში. გვიან ღამით რამდენიმე პირი მესამე მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის დეტალები არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს. 

]]>
20-03-2017 07:55 +0400
სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემენ http://rustavi2.com/ka/news/71070

საქართველოს ფარმაცევტულ ქსელებში დღეს ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენა შესაძლებელია. აქ უკვე მთავარი პრობლემა არა სახიფათო თვითმკურნალობა, არამედ სააფთიაქო ნარკომანიაა.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატის შესაძენად არა თუ რეცეპტის ქონა, წამლის სრულად დასახელებაც კი არაა საჭირო.

საჯარიმო ფულადი სანქციების, ლიცენზიების ჩამორთმევისა თუ ცალკეული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიას აქტიურ ფაზაშია გადასული.

სახელმწიფო აქაც უძლურია და ვითარებას ვერ აკონტროლებს. მეტიც, ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობის კონტროლი ევალებოდა, ამა წლის 2 მარტს თავად გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

უფლებადამცველთა აზრით, სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი სათანადო ნების შემთხვევაში არც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა იქნება ისეთი რთული, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია სადამსჯელო მანქანამ რეპრესიის ობიექტი შეცვალოს.

მალე პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომლის თანახმადაც ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ გამსაღებლები, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

]]>
19-03-2017 22:09 +0400
საფრანგეთში ორლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა - ტერმინალები გუშინ, ტერორისტის თავდასხმის გამო დაიხურა http://rustavi2.com/ka/news/71047

პარიზის ორლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ფრენების აღდგენის შემდეგ მგზავრების ნაწილმა გამგზავრება უკვე შეძლო, თუმცა ასობით ადამიანი ისევ რეისების დანიშვნას ელოდება.

ორლის ორივე ტერმინალი გუშინ მომხდარი თავდასხმის გამო დაიხურა. 39 წლის ზიედ ბენ ბელჰასემმა, იარაღის მუქარით ჯარისკაცი აიყვანა მძევლად და განაცხადა, რომ მზად იყო ალაჰის სახელისთვის მომკვდარიყო. მან სხვა ჯარისკაცებსაც მოსთხოვა იარაღის დაყრა, თუმცა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ის ადგილზე მოკლეს.

გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პროკურორის განცხადებით, თავდამსხმელი მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. სამართალდამცველებს ბელჰასემის ოჯახის წევრები - მამა და ძმა ჰყავთ დაკავებული.

]]>
19-03-2017 14:58 +0400
საფრანგეთის პროკურატურამ აეროპორტში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავე მოკლული ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა http://rustavi2.com/ka/news/71043

საფრანგეთის პროკურატურამ ორლის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მოკლული ტერორისტის ფოტო გავრცელა. ის პარიზში მცხოვრები 39 წლის ზიედ ბენ ბელჰასემი აღმოჩნდა.

პროკურორმა საზოგადოებას თავდასხმის დეტალები გააცნო. მისი თქმით, ეჭვმიტანილი, ორლის აეროპორტში შაბათს დილით ჩავიდა, ტერმინალში შეიტანა ჩანთა, რომელშიც საწვავით სავსე ბალონი ჰქონდა. ბელჰასემმა იარაღის მუქარით მძევლად ჯარისკაცი აიყვანა და განაცხადა, რომ მზად იყო ალაჰის სახელისთვის მომკვდარიყო. მან იარაღის დაყრა სხვა ჯარისკაცებსაც მოსთხოვა, თუმცა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ის ადგილზე მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელი მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. სამართალდამცველებს ბელჰასემი ოჯახის წევრები - მამა და ძმა ჰყავთ დაკავებული.

]]>
19-03-2017 12:27 +0400
ბათუმის არეულობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/71034

ბათუმის არეულობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 2 დღის წინ დაკავებულ კიდევ 8 ადამიანს, მათი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

]]>
19-03-2017 11:45 +0400
ბუპრენორფინის და მეტადონის შემცველი აბები-განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისთვის ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/71030

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - პოლიციამ 1989 წელს დაბადებული გ.ფ., თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში აიყვანა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 148 აბი და მეტადონის შემცველი 22 აბი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

]]>
19-03-2017 10:34 +0400
ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე დაკავებები გრძელდება http://rustavi2.com/ka/news/71023

ამ დროისთვის ბათუმის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში 8 პირია მოთავსებული. ყველა მათგანი დღეს სახლებიდან აიყვანეს. ადვოკატებმა ზუსტად არ იციან, თუმცა, სავარაუდოდ, მათი დაკავება იმ ვიდეოკადრების გაშიფვრის შემდეგ მოხდა, რომელიც 11 მარტს მედიასაშუალებებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დღეს დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. გარდა ვიდეომასალებისა, უცნობია, პოლიციას კიდევ რა მტკიცებულებები აქვს. დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებულებიდან მხოლოდ ერთს აქვს პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ.

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეს ჰყავს 2 არასრულწლოვანი ბრალდებული. ერთ-ერთი 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რადგან ის წარსულში ქურდობაზე იყო ნასამართლევი და პირობით მსჯავრში იმყოფებოდა.

ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 80 პირი დააკავეს. საერთო ჯამში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 41 საქმე შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე უფრო მეტი პირია დასაკავებელი. შესაბამისად, ბათუმში დაკავებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

]]>
18-03-2017 22:01 +0400
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ელისო კილაძის შვილის საქმეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მოიაზრებენ http://rustavi2.com/ka/news/70984

ელისო კილაძე პოლიტიკოსებს ხვდება. გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მისი შვილის, დავით ხარშილაძის, საქმის დეტალებს აცნობს.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, ელისო კილაძის შვილის საქმეს "პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" აფასებს. მისი თქმით, ეს საქმე ქრონიკა პლუსის რედაქტორის მიმართ ზეწოლის განსახორციელებლად სჭირდებათ.

საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ამბობს, რომ  „აბსოლუტურად უუფლებო გარემოა შექმნილი ქვეყანაში" და საზოგადოებას არსებული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით მოქმედებისკენ მოუწოდებს.  

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ხელისუფლების ქმედებებს აკრტიკებს და აცხადებს, რომ ელისო კილაძისა და პოლიტიკოსების შვილების დაკავების ფაქტებით ხელისუფლების ახალი მეთოდი ამოქმედდა. 

]]>
18-03-2017 12:09 +0400
ელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ხვდება http://rustavi2.com/ka/news/70981

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, სამართალდამცავ ორგანოებს აკრიტიკებს. მან აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს მისი შვილის, დავით ხარშილაძის, ტელეფონი არ დაულუქავთ.

„გონივრული ეჭვი მაინც ხომ უნდა გასჩენოდა საქმის გამომძიებელს, რომ იქნებადა იმ დაუდგენელ პირს ტელეფონით ეკონტაქტებოდა, მესინჯერით ეკონტაქტებოდა ან რომელიმე პროგრამის მეშვეობით სწერდა. ან დეტალური ამონაწერი არ აინტერესებთ, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ელისო კილაძე ასევე აცხადებს, რომ მისი შვილის მანქანაც არ არის დალუქული. მან აღნიშნა, რომ არც მანქანა და არც სახლი გამომძიებლებს არ გაუჩხრეკიათ. 

]]>
18-03-2017 12:02 +0400
დაკავება უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის - დაკავებულია 2 პირი http://rustavi2.com/ka/news/70978

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სიგარეტ DUBAO-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე," - ნათქვამია განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

]]>
18-03-2017 11:36 +0400
მიხეილ თათრიშვილის უფლებადამცველი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს http://rustavi2.com/ka/news/70964

მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 18 აბი ბუპრენორფინი, რომელიც ბრალდების საქმეში დევს, მას არ ეკუთვნის.

მიხეილ თათრიშვილი პოლიციამ სურამში დააკავა. ბრალდებულის დაკავების ოქმში წერია, რომ ის სურამში მარტო იმყოფებოდა, თუმცა განსხვავებულია ბრალდებულის მეგობრების პოზიცია. გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, დაკავებისას ის თათრაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ინტერესების დამცველის მტკიცებით, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ირმა ჭკადუა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

მუხლი, რომლითაც თათრიშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ თათრიშვილისა და პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის სახელი კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს უკავშირდება. ისინი 2 თვის წინ საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა მიხეილ თათრიშვილის სახლთან მოხდა. დაკავებული არავინ არ არის, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

]]>
17-03-2017 21:26 +0400
მარტვილის რაიონში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/70958

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინათ.

თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს, ერთ-ერთი ქალბატონი კი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მოხდა.

გამოძიებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

]]>
17-03-2017 19:09 +0400
იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა - ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების საქმეზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/70921

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დავით ხარშილაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. არჩილ ჩუბინიძის თქმით, მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენებაა, ასევე ჩხრეკის და დაკავების ოქმებია, რაც ადვოკატის თქმით, არის უკანონო.

„აშკარად გააყალბა ჩემ მიერ პროცესებზე გამოთქმული მოსაზრებები და პოზიციები, რაც აშკარა უხეში დარღვევაა. ჩვენ პოზიციაზე საერთოდ არ გვიმსჯელია. აქედან გამომდინარე, იძულებული ვხდებით ჩვენ, გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება და იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო გამოიჩენს უფრო მეტ კეთილგონიერებას და კანონიერებას საკითხის განსახილველად,“ - აცხადებს არჩილ ჩუბინიძე.

ელისო კილაძის თქმით, მისი შვილის დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება.

„იყო კიდევ რამდენიმე კულუარული თემა, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს მატერიალურ კეთილდღეობას. გარანტი ამისი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი და ჩემი თანხმობის შემთხვევაში იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა... მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია პირველივე ეთერიდან მოისმინეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჩემი შვილის პატიმრობის საპირწონედ, მათ დაამძიმეს მაქსიმალურად მუხლი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩემს შვილს ემუქრება პატიმრობა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა იმ ჩადებული ნარკოტიკის გამო,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

]]>
17-03-2017 15:11 +0400
გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/70898

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთერთ პირს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა.

უწყების ცნობით,  სამართალდამცველებმა ის მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

]]>
17-03-2017 09:45 +0400
ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ოფისი დააყაჩაღეს http://rustavi2.com/ka/news/70858

ციტახნის წინ ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს ოფისი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა პირმა მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 7 ათას ლარამდე გასტაცა. თვდამსხმელი მოლარეს მომხმარებლად გაეცნო, რის გამოც თანამშრომლებს განგაშის ღილაკი არ გამოუყენებიათ.

შემთხვევის ადგილიდან დამყაჩაღებელი მიიმალა და სავარაუდოდ, მას ობიექტის გარეთ თანამზრახველი ელოდებოდა.

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

]]>
16-03-2017 18:41 +0400
პარიზში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო http://rustavi2.com/ka/news/70854

პარიზში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო. აფეთქება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში მოხდა. ოფისის მისამართზე მიღებული ამანათი ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შედეგად ერთი ქალი დაშავდა, რომელსაც სახეზე ჭრილობები აღენიშნება.

მომხდარის შემდეგ შენობიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

]]>
16-03-2017 17:48 +0400
საფრანგეთის ქალაქ გრასის ლიცეუმში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა http://rustavi2.com/ka/news/70853

საფრანგეთის ქალაქ გრასის სკოლა-ლიცეუმში სროლის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის სკოლის დირექტორიც დაშავდა. ცეცხლი ორმა ახალგაზრდამ გახსნა.

პოლიციელებმა ერთი ეჭვმიტანილი, 17 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს, მეორემ კი მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენა ურჩია.

 

]]>
16-03-2017 17:41 +0400
ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/70852

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დამატებით ინფორმაციას, დაკავებულების ვინაობისა და დაკავების გარემოებების შესახებ, უწყება არ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში მომხდარზე გამოძიება, პირთა იდენტიფიცირება და მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება.


 

]]>
16-03-2017 17:28 +0400
სროლა საფრანგეთის კოლეჯში, დაშავებულია 2 ადამიანი http://rustavi2.com/ka/news/70844

სროლა იყო საფრანგეთის ერთ-ერთ კოლეჯში. ამის შესახებ, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციაზე დარყდნობით, სააგენტო Reuters წერს.

პატარა ქალაქ გრასეში მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და ერთი 17 წლის ბიჭი პოლიციამ უკვე დააკავა.

ადგილობრივი სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ სახლებში დარჩნენ, რადგან ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ქალაქ გრასეს მერიაში აცხადებენ, სროლა ტერორიზმთან კავშირში არ არის და შემთხვევა სტუდენტებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

]]>
16-03-2017 16:45 +0400
აფეთქება პარიზში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბბინაში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა http://rustavi2.com/ka/news/70840

რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ ბინაში აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრესელებს.

აფეთქების ხმა მას შემდეგ გაისმა, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიღებული კონვერტი გახსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას სახეზე ჭრილობები აქვს მიღებული. 

ოფისიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბერლინში გერმანიის ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილი ამანათი, რომელშიც ბომბი იყო, დროულად გააუვნებელყვეს.

]]>
16-03-2017 15:43 +0400
თაღლითობა მერიის მაღალჩინოსნების სახელით - დაკავებულია ორი პირი http://rustavi2.com/ka/news/70825

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. 

უწყების ცნობით, დაკავებულებმა  მოქალაქეს თაღლითურად, წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

]]>
16-03-2017 13:42 +0400
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს http://rustavi2.com/ka/news/70810

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დანაშაული გუშინ საღამოს, 11:00 საათზე, მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურის ოფისში სამი ნიღბიანი შეიჭრა.

თავდამსხმელებმა 1300 ლარი გაიტაცეს და ოპერატორს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

]]>
16-03-2017 12:18 +0400
თაღლითობა სატელეფონო ზარების მანიპულირებით http://rustavi2.com/ka/news/70808

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები გამოავლინა.

გამოძიების მტკიცებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა სიმ-ბოქსის საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

]]>
16-03-2017 12:14 +0400
დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის http://rustavi2.com/ka/news/70804

შსს-ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. კონკრეტულად, 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

]]>
16-03-2017 10:40 +0400
ყაჩაღობა კახეთში - ყაჩაღებმა, დაახლოებით, 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს http://rustavi2.com/ka/news/70790

თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში,  ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. 

ყაჩაღებმა, დაახლოებით, 400 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ნაცემია ოჯახის უფროსი.

ეჭვმიტანილები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

]]>
16-03-2017 07:56 +0400
კანდელაკის ქუჩაზე დაშავებული 53 წლის ქალბატონი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს http://rustavi2.com/ka/news/70701

კანდელაკის ქუჩაზე, ბარ-რესოტრანში მომხდარი დაპირპირების შედეგად დაშავებული 53 წლის ქალბატონი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მარცხენა ხელის ზედა არეში ქონდა ჭრილობა.

ექიმის თქმით, პაციენტს ქირურგიუალდ დაუმუშავდა ჭრილობა რის შემდეგაც გაწერეს.

ინციდენტის შედეგად ასევე დაშავებული სამი მამაკაცი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაივანეს. ისინი მსუბუქად იყვნენ დაშავებული და მალევე გაწერეს. 

]]>
15-03-2017 07:52 +0400
კანდელაკის ქუჩაზე ქალი დაჭრეს http://rustavi2.com/ka/news/70700

ერთი ქალი დაჭრეს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, კანდელაკის ქუჩის 2 ნომერში მდებარე ბარ-რესტორანში ჩხუბის დროს. ის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამავე დაწესებულების თანამშრომელია. ასევე დაშავადა სამი მამაკაცი.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შემთხვევა საღმოს 9 საათისთვის მოხდა. ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, გუშინვე დააკვეს. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კტიმინალსიტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჩხუბის ფაქტზე დაიწყო, ძალადობის მუხლით. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

]]>
15-03-2017 07:44 +0400
კახაბერ შპეტიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო - პოლიცია სომხეთის საზღვარზე მის გადაყვენას უკვე მეორედ ცდილობდა http://rustavi2.com/ka/news/70673

კახაბერ შპეტიშვილს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი აქვს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცს ვადა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე მისცეს, რომელმაც შპეტიშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში უდანაშაულოდ სცნო.

კახაბერ შპეტიშვილი სტამბოლიდან თბილისში 11 მარტს დაბრუნდა. მისი მტკიცებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის არ შემოუშვეს და პოლიციამ თვითმფრინავის ტრაპიდან ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

ადვოკატისა და შპეტიშვილის მტკიცებით, ის სომხეთი-საქართველოს საზღვრის გამშვებ პუნქტზე მას შემდეგ შემოუშვეს, როდესაც ადგილზე ვარკეთილის პოლიციის მერვე განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციის მხრიდან შპეტიშვილის საზღვარზე იძულებით გადაყვანის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

კახაბერ შპეტიშვილი დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სავარაუდოდ, იმ პოლიციელებით უნდა დაინტერესდნენ, ვინც შპეტიშვილი პასუხისგებაში მისცა. საბოლოო სიტყვაში შპეტიშვილმა მოსამართლეს პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ უამბო.

სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმას. პროკურორი აცხადებს, რომ ის შპეტიშვილის მონათხრობითაც დაინტერესდება და მოკვლევას აწარმოებს.

ბრალდებების ადრესატ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

]]>
14-03-2017 21:29 +0400
თელავში 75 წლის პენსიონერის დაყაჩაღება სცადეს http://rustavi2.com/ka/news/70647

დღეს თელავში, რუსთაველის ქუჩის კვეთაზე, ამ დრომდე უცნობმა ახალგაზრდა ქალბატონმა ლია კაკაბაძის დაყაჩაღება სცადა.

75 წლის პენსიონერი ვარაუდობს, რომ მძარცველს სწორედ პენსის სახით აღებული თანხის წაღება უნდოდა, თუმცა მოხუცებულმა მასთან გამკლავება მოახერხა.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

]]>
14-03-2017 20:10 +0400
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა ერთ კვირაში გაგრძელდება http://rustavi2.com/ka/news/70668

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა ერთ კვირაში გაგრძელდება. ბათუმში არეულობა სწორედ 11 მარტს საპატრულო პოლიციის მიერ ვარდანიძის დაჯარიმებას და დაკავებას მოჰყვა, რაც თავად დაკავებულის მტკიცებით უკანონოდ მოხდა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს წვრილმანი ხულიგნობის სხვა მუხლით შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებების წარსადგენად გონივრული ვადა მისცა. 

ვარდანიძესთან ერთად სასამართლო ხიმშიაშვილის საქმესაც განიხილავს, რომელიც მასთან ერთად დააკავეს და ბრალს ისიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

პარალელურად სასამართლომ დღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც მოუსმინა, თუმცა პოლიციამ პროცესზე ვერ შეძლო ვარდანიძეს ბრალეულობის დამდასტურებელი ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა.

 

]]>
14-03-2017 19:18 +0400
არეულობა ბათუმში - სასამართლო განჩინების საფუძველზე შესაძლოა დღეს რამდენიმე პირი დააკაონ http://rustavi2.com/ka/news/70623

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად რამდენიმე წუთის წინ ჯიმი ვარშანიძე მივიდა. ჯიმი ვარშანიძე 11 მარტს პლაზასთან დააკავეს, რის შემდეგაც დაიწყო საპროტესტო აქცია.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის ჩაინიშნება მისი სასამართლო პროცესი. მისი ადვოკატი აღნიშნავს, რომ განცხადებას ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

ბოლო 3 საათის განმავლობაში მოსამართლეებმა 8 საქმე განიხილეს, აქედან ერთ-ერთი სასამართლო სხდომა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ხვალისთვის გადაიდო.

დანარჩენმა 7-მა პირმა დანაშაული აღიარა და მათ სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლო სხდომების პარალელურად დაკითხვები პოლიციის სამმართველოში გრძელდება. როგორც რუსთავი 2-სთვის გახდა ცნობილი, დაკითხვები სისხლის სამართლებრივ დავაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პირია დაკითხული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც რამდენიმე პირის დაკავება სწორედ დღეს მოხდება.  

]]>
14-03-2017 15:18 +0400
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 240 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/70505

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით,  სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011-ის საფინანსო განყოფილების უფროსს და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერს ბრალად 243 000 ლარის მითვისება ედებათ.

დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
13-03-2017 11:26 +0400
უნდა ჩატარდეს გამოძიება შესაძლო ორგანიზებასა და პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით - გიორგი აბაშიშვილი http://rustavi2.com/ka/news/70492

ბათუმში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს და სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც კანონი დაარღვია, მათ შორის შესაძლო ორგანიზატორები და პოტენციური შემსრულებლებიც.

„ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტები და ვფიქრობ, ამ პერიოდში პოლიციის მოქმედება იყო მაქსიმალურად პროპორციული და იმ პოლიციელების მოქმედების შედეგად, რომლებზეც უშუალოდ ხდებოდა თავდასხმა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ მნიშვნელოვანი დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი მოკვლევა, სრულფასოვანი გამოძიება შესაძლო ორგანიზებასა და  პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით და ყველა დაისაჯოს უმკაცრესად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

]]>
13-03-2017 09:19 +0400
ყაჩაღობა თბილისში - სანზონაში 80 წლის ქალს თავს რამდენიმე პირი დაესხა http://rustavi2.com/ka/news/70489

ყაჩაღობა თბილისში -შემთხვევა სანზონაში, კაჭრეთის ქუჩის 22 ნომერში მოხდა.

80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა.

თავდამსხმელებმა სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს.

დაზარალებულის მეზობლების თქმით, ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები კი საზღვაგარეთ იმყოფებიან.

]]>
13-03-2017 09:06 +0400
საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე "თავისუფალი ზონის" სამი წევრი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/70488

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე, თავისუფალი ზონის სამი წევრი დააკავეს.

მიზეზი პლაკატები გახდა, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. კიდევ ერთ ტრანსფარანტზე კი რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი წარწერა იყო.

სამართალდამცველებმა მათ პლაკატების ჩამოხსნა მოსთხოვეს. ისინი მითითებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც დააკავეს.

ადვოკატის მტკიცებით, მას არ მისცეს დაკავებულებთან  გასაუბრების საშუალება. ის მუხლები კი, რაც მათ წაუყენს, გოგა ონიანის განცხადებით, არაადეკვატურია.

]]>
13-03-2017 09:03 +0400
დაპირისპირება ბათუმში - მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის პრემიერის გადადგომას ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/70487

საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც მოძრაობის დამფუძნებელი, პაატა დავითაია, განმარტავს, კვირიკაშვილმა თანამდებობა, ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო, უნდა დატოვოს.

დავითაიას თქმით, ხელისუფლებამ დააგვიანა კრიზისულ ვითარებაში მოქმედება, რამაც ქვეყანა, თითქმის, გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანა.

„ხელისუფლება იყო სრულიად უნიათო თავის მოქმედებებში. მათ დააგვიანეს კრიზისულ სიტუაციაში მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაყენებთ პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ადამიანმა, რომელმაც მიიყვანა სიტუაცია ამ მდგომარეობამდე, ადამიანი, რომელიც მინისტრებისგან ვერ ფლობდა ინფორმაციას, როგორ იძაბებოდა სიტუაცია აჭარაში, აქედან გამომდინარე მან პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს საზოგადოებრივი მოძრაობა  ახალი ერთობა საქართველოსთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ  ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე ხელისუფლების უსუსურობა და არაორგანიზებულობა გამოვლინდა. რაც შეეხება მიზეზებს, ვაშაკიძის აზრით, დაპირისპირება ქვეყანაში და რეგიონში არსებულმა კრიზისმა გამოიწვია.

]]>
13-03-2017 09:00 +0400
ოპოზიცია ბათუმში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგელობას ხელისუფლებას აკისრებს http://rustavi2.com/ka/news/70486

არასაპარლამენტო ოპოზიცია ბათუმში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგელობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი შეფასებით,  სამართალდამცავთა რეაგირება მიმდინარე ძალადობაზე დაგვიანებული იყო.

 „აქ აუცილებლად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. შეიძლებოდა, ხელისუფლებას დიალოგის ფორმით არ გადაეზარდა ეს ყველაფერი იმ ვანდალიზმში, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. საქართველოს მოქალაქეებმა გავაცნობიეროთ, რომ მსგავსი რამისგან არ ვართ დაცული არც თვითონ ბათუმში და არც საქართველოს სხვა ქალაქებში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, აუცილებელია, დადგინდეს მიზეზები, რას მოჰყვა ასეთი დაპირისპირება. ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რეალობას აცდენილია, რადგან დაპირისპირების მიზეზი რეალურად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება გახდა.

„არ მგონია, რომ ადეკვატურად მოქმედებდნენ, გამომდინარე იქედან, რომ მიზეზებს ეძებენ იქ, სადაც ეს მიზეზები არ არსებობს. მიზეზი არის ის უმძიმესი სოციალურ-სამართლებრივი სიტუაცია, რაც ქვეყანაში შექმნილი,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

ხელისუფლების მიერ მომხდარში პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულების ფაქტს ეხმაურებიან რესპუბლიკურ პარტიაში. ხათუნა სამნიძის თქმით, "მმართველი გუნდი, ნაცვლად საქმის გამოძიებისა, კვლავ მტრის ხატის შექმნით არის დაკავებული".  

„ხელისუფლება ამჯერადაც იყენებს გადაბრალებას, მტრის ხატის შექმნას და ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს ეს საკითხი და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, ის აგრძელებს ამ პოლიტიკას,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

]]>
13-03-2017 08:52 +0400
მიმდინარეობს ამოცნობები, დაკავებულია რამდენიმე პირი - კახა კალაძე ბათუმის მოვლენებზე http://rustavi2.com/ka/news/70482

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. კალაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

მისი თქმით, არეულობის ფაქტზე დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

კალაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ბათუმში არეულობის გამოწვევა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს აწყობდა.

„ეს იყო ვანდალიზმი და, ჩვენდა სამწუხაროდ, მთელი საღამოს განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხრიდან ვისმენდით სოლიდარობას და ვანდალიზმის მხარდაჭერას. გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს ამოცნობები, დაკავებულია რამდენიმე პირი. მე მინდა, გითხრათ, რომ ყველა დამნაშავე, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე აუცილებლად სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

]]>
13-03-2017 08:30 +0400
ბათუმში აქციაზე დაკავებულები გუშინ, დღის ბოლოს, გაათავისუფლეს http://rustavi2.com/ka/news/70481

ბათუმში აქციაზე დაკავებული პირები გუშინ, დღის ბოლოს, გაათავისუფლეს. მათ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ეტაპობრივად დატოვეს.

შენობასთან შეკრებილი იყვნენ მათი ახლობლებიც და ის მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებდნენ.

პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა  შინაგან საქმეთა მინისტრიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

]]>
13-03-2017 08:21 +0400
არეულობა ბათუმში-აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იწყება http://rustavi2.com/ka/news/70423

ამ წუთებში აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იწყება, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ვითარება ქალაქში დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა, მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქვებს ესროდნენ და წვავდნენ პოლიციის მანქანებს. სამართალდამცველებმა მათი ნაწილი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

]]>
12-03-2017 08:49 +0400
ბათუმში აქცია დაშლილია - არეულობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ http://rustavi2.com/ka/news/70418

ამ დროისთვის ბათუმში სიმშვიდეა - აქცია დაშლილია და მძიმე ღამის შემდეგ ზღვისპირა ქალაქში აჭარის პოლიციის მთავრი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორიაზე მიმდინარეობს მტკიცებულებების ამოღება.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ქალაქის მოწესრიგებაა. 

„მთავარი მიზანი ახლა არის, დაზიანებული რაც არის, ამ წუთებში დავიწყებთ მუშაობას, დამწვარი ტრანპოსრის გატანაზე გაოძიების მითითების შემდეგ, მთლიანად ჭავჭავაძის ეს მონაკვეთი, შარტავას ხეივნის მოვიყვანოთ სავალ მდგომარეობაში," - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. 

]]>
12-03-2017 07:53 +0400
12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ ბათუმში ვითარება განიმუხტა - არიან დაკავებულები http://rustavi2.com/ka/news/70417

ვითარება ბათუმში 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა. სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.

დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა კურიერის კამერამ აქციის 30-მდე მონაწილის აყვანა დააფიქსირა. 

]]>
12-03-2017 07:47 +0400
ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებს პოლიცია აკონტროლებს http://rustavi2.com/ka/news/70416

ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებს პოლიცია აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ იმ ჯგუფის წარმომადგენლების დაკავება დაიწყო, რომლებიც ბოლო საათების განმავლობაში აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

]]>
12-03-2017 07:18 +0400
პოლიციამ იმ ჯგუფის დაკავება დაიწყო, რომელიც ბოლო საათებში აგრესიულობით გამოირჩეოდა http://rustavi2.com/ka/news/70415

ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის სპეცრაზმები იმ ჯგუფის წარმომადგენლებს აკავებენ, რომლებიც ბოლო საათებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.  

ისინი ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას. პოლიციას კი შეურაცხყოფას აყენებდნენ.  

]]>
12-03-2017 06:09 +0400
რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - ქალაქის ცენტრში იწვის მანქანები, ხეები და ნაგებობები http://rustavi2.com/ka/news/70408

ბათუმში ვითარება ისევ დაძაბულია. ადამიანების ერთი ჯგუფი წვავს მანქანებს და აზიანებს მაგებობებს. პოლიცია მათ შესაჩერებლად ჯერჯერობით არაფერს აკეთებს.  

]]>
12-03-2017 03:46 +0400
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა http://rustavi2.com/ka/news/70235

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია.

დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 3-დან 5 წლამდე.

]]>
10-03-2017 14:07 +0400
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/70216

დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 დოლარის გადახადა მოსთხოვეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

]]>
10-03-2017 10:02 +0400
ყაჩაღობა სამეგრელოში - თავდამსხმელებმა ერთი ქალი მოკლეს ერთი კი დაჭრეს http://rustavi2.com/ka/news/70112

ყაჩაღური თავდასხმა სამეგრელოში - მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში
ჩიხლაძეების სახლში გვიან ღამით რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა. ყაჩაღობის შედეგად დამნაშავეებმა 200 დოლარის წაღება შეძლეს.

ხანდაზმული ორი ქალბატონიდან ერთ-ერთმა წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის მოკლეს.

მძიმედ არის დაჭრილი მოკლულის და, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული 76 წლის მოქმედი ჟურნალისტია.

 

 

 

]]>
09-03-2017 07:57 +0400
სროლა დიდ დიღომში - გარდაცვლილია 53 წლის მამაკაცი http://rustavi2.com/ka/news/70108

სროლა იყო ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის 22 ნომერთან. გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 53 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით შეიყვანეს.

ამ წუთას შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. 

ადგილზე ნაპოვნია დაცხრილული მანქანა. მომხდარის მოტივი და დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია. 

]]>
08-03-2017 21:21 +0400
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს http://rustavi2.com/ka/news/70041

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ლაიფციგში მოხდა. დაჭრილი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი თავში.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ კურიერს დაჭრილის ახლობელმა აცნობა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ მათ არ აქვთ ინფორმაცია დაშავებულის ოჯახის და ახლობლების შესახებ. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საქართველოს საკონსულო გერმანიაში არკვევს.  

]]>
08-03-2017 10:00 +0400
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს - ნოდარ ვაშაკიძის მეგობრები დახმარებას ითხოვენ http://rustavi2.com/ka/news/70023

გერმანიაში, სავარაუდოდ ქალაქ ლაიფციგში ერთერთი საავადმყოფოს ემერჯენსიში მოხვდა საქართველოს მოქალაქე, 1981 წლის 7 აპრილს დაბადებული, ნოდარ ვაშაკიძე.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს მისმა მეგობრებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, დაჭრილი ნოდარ ვაშაკიძე უმძიმეს მდგომარეობაშია. მას ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. მათ შორის ერთ-ერთი თავში. 

დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ, რადგან ისინი დაჭრილის ოჯახის და ახლობლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.   

"მივმართავთ მაყურებელს, ან ნებისმიერს, ვინც ლაიფციგშია და შეუძლია, იპოვოს ნოდარ ვაშაკიძე. უცნობია ისიც, თუ რომელ საავადმყოფოშია ნოდარ ვაშაკიძე გადაყვანილი. ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების შესახებ გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 599 569988," -  ნათქვამია მათ ინფორმაციაში.   

]]>
08-03-2017 00:22 +0400
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი აფხაზეთში თავისუფლად გადაადგილდება http://rustavi2.com/ka/news/69992

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი კვლავ თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ნაციონალურმა მოძრაობამ ის კადრები მიაწოდა, რომელზეც რაშიდ კანჯიოღლია ასახული.

ვიდეომასალა ერთი კვირის წინ გალის რაიონშია გადაღებული. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არაა დაკავებული და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

უსაფრთხოების სამსახურში დამატებითი განცხადება კანჯიოღლისთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კადრები, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა, რამდენიმე წლის წინანდელია. საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ იმაზეც, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის საერთაშორისო ძებნაზე გადასაცემად ძალოვანმა უწყებამ ინტერპოლს უკვე მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ოთხოზორიას მკვლელის დასაკავებლად აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს. ნაციონალურ მოძრაობაში სახელმწიფოს უმოქმედობაზე საუბრობენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან ერთად, მისი ოჯახის წევრები კანჯიოღლისთვის სასჯელი დამძიმებას ითხოვენ.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.ე. აფხაზმა მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიმ გასული წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩასთან მოკლა. მას შემდეგ კანჯიოღლის დაკავებას ოფიციალური თბილისი უშედეგოდ ითხოვს.

ავტორები: დავით კაკულია, ემა გოგოხია, ედიშერ მუშკუდიანი.

]]>
07-03-2017 22:15 +0400
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციული გარიგების ბრალდებით დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/69962

კორუფციული გარიგების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს. დაკავების მიზეზებზე საკრებულოში არ საუბრობენ. კურიერის ინფორმაციით კი, დაკავების მიზეზი ქრთამის აღება გახდა.
 
საკრებულოს შენობაში ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდნეიმე ჯგუფი მუშაობს.
 

]]>
07-03-2017 16:07 +0400
ზუგდიდში შეიარაღებული პირები ბოშების ოჯახს თავს დაესხნენ, ოჯახში ბავშვებიც იმყოფებოდნენ http://rustavi2.com/ka/news/69945

გვიან ღამით ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩაზე შეიარაღებული პირები თავს ბოშების ოჯახს დაესხნენ. თავდასხმისას ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

თავდამსხმელებმა ოჯახიდან 2000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან ოჯახის წევრები.

 

]]>
07-03-2017 15:23 +0400
ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელი აფხაზეთში ქორწილში ერთობა - კანჯიოღლის ვიდეომასალა ენმ-მ გაასაჯაროვა http://rustavi2.com/ka/news/69946

ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ბრიფინგი გამართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან თორიამ, რომელმაც ჟურნალისტებს გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელის გურამ კანჯიოღლის ვიდეო უჩვენა.

ვიდეომასალა მობილური ტელეფონით აფხაზეთში ქორწილშია გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ ცეკვავს და ერთობა გურამ კანჯიოღლი. ლევან თორიამ მასალა მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც და აღნიშნა, რომ ეს მასალა არის აფხაზეთის მხარის ცინიზმის დასტური.

კანჯიოღლი, რომელიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელი, დაახლოებთ ერთი კვირის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში ქორწილში. ამ ვიდეომასალაში არის დაფიქსირებული, როგორ ცეკვავს, როგორ ერთობა და ამ დროს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები არავითარ ზომებს არ იღებენ და ბედის ანაბარადაა მიტოვებული ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან თორიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ისინი კანჯიოღლის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვენ.

„ამ ადამიანმა გიგია ოთხოზორიას მკვლელმა აგოს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით,“ - განაცხადა ლევან თორიამ.

]]>
07-03-2017 15:22 +0400
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/69930

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

]]>
07-03-2017 14:02 +0400
შორენა თეთრუაშვილი გასაიდუმლოებულად დაკითხვა - დეკანოზის ადვოკატებს კითხვები აქვთ http://rustavi2.com/ka/news/69899

რატომ დაიკითხა შორენა თეთრუაშვილი გასაიდუმლოებულად - ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, არა ერთი კითხვა აქვს პროკურატურასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს. ადვოკატები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი მამა გიორგის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

რაც შეეხება იარაღს, დაცვის მხარის მტკიცებით, იარაღი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის და გიორგი მამალაძე მას თხოვნის საფუძველზე ინახავდა. 

"როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, ეს იარაღი ეკუთვნოდა ირაკლი მამალაძეს, რომელმაც თხოვა, რომ რამდენიმე დღე ყოფილიყო მასთან სახლში. იყო არაოფიციალური, გაუფორმებელი, რეკომენდაცია მისცა, რომ წაეღო და ჩაებარებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რაზეც ირაკლი მამალაძემ უთხრა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ წაიღებდა, მაგრამ რამდენიმე დღე შეიცვალა მერე სხვანაირად და მამა გიორგი დღეს არის ბრალდებული და დაკავებული,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ამ დრომდე გაურკვეველია დეკანოზის დაკითხვის გაგრძელების დრო.

]]>
07-03-2017 08:27 +0400
საგამოძიებო სამსახური ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებას ადასტურებს http://rustavi2.com/ka/news/69820

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. უწყების ინფორმაციით, დავით მაჭარაშვილს კონკრეტული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებენ.

რუსთავი 2-ის ცნობით, არსებობს ბრალის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც.

დავით მაჭარაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

სამივეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

]]>
06-03-2017 10:13 +0400
"მათე მოტორსის" დაკავებულ მფლობელს დღეს ადვოკატი მოინახულებს http://rustavi2.com/ka/news/69810

"მათე მოტორსის" დაკავებულ მფლობელს გლდანში მე-8 საპყრობილეში დღეს ადვოკატი მოინახულებს, რის შემდეგაც, სავარუდოდ, ცნობილი უნდა გახდეს გელა ბარკალაიას პოზიცია დაკავებასთან დაკავშირებით.

მძიმე და ხმაურიანი ბრალდებით ბიზნესმენი 2 დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანი ადამიანის მძევლად აყვანას, მეორე კი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

გელა ბარკალაია თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.

]]>
06-03-2017 08:06 +0400
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი http://rustavi2.com/ka/news/69809

კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი. ის სავარაუდოდ, საქართველოში მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ფინანსურმა პოლიციამ 2 მარტს დააკავა.

კურიერის ინფორმაციით, არსებობს ბრალის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც.

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 2 პირი. სამივეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ისინი გლდანის ციხეში არიან გადაყვანილი.

კურიერი ცდილობდა ინფორმაციის დაზუსტებას შესაბამის უწყებებში, თუმცა კომენტარს არცერთი მათგანი არ აკეთებს.

]]>
06-03-2017 08:00 +0400
ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/69758

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებული დ.ფ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

]]>
05-03-2017 10:30 +0400
მათე მოტორსის მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია, დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/69756

მძიმე და ხმაურიანი ბრალდებით მათე მოტორსის მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. მათე მოტორსის მფლობელს, გელა ბარკალაიას, ბრალი ორი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.

კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მუხლი, რასაც ბარკალაიას ედავებიან, 157-ე მუხლია, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებები და ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კურიერის ინფორმაციით კი, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც ჩვენთვის უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარკალაიას დაკავება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ბიზნესმენს ადვოკატი ორშაბათს მოინახულებს და მისი პოზიციაც ამ დღეს გახდება ცნობილი.

]]>
04-03-2017 23:03 +0400
ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/69723

სამართალდამცველებმა ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთ სამინისტრო ავრცელებს. 

დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

]]>
04-03-2017 16:00 +0400
თბილისის ცენტრში მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს http://rustavi2.com/ka/news/69506

თბილისის ცენტრში, ავლაბრის ტერიტორიაზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი ცივი აირაღით არის მოკლული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

აღნიშნულ ინფორმაციას, რუსთავი 2-თან საუბრისას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.

]]>
02-03-2017 17:51 +0400
მქონდა ახლო ურთიერთობაც, მქონდა დაძაბულობაც ჩემი მოვალეობის შესრულების პერიოდში - სოსო ოხანაშვილი შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობაზე http://rustavi2.com/ka/news/69320

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილთან მის ურთიერთობებზე საუბრობს.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„მქონდა ახლო ურთიერთობაც, მქონდა დაძაბულობაც ჩემი მოვალეობის შესრულების პერიოდში. შეიძლება ასე ითქვას, რომ ბოლო დროს არც ისე სახარბიელო,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

მან შეკითხვაზე ცდილობდა და ვერ ერეოდა, თუ არ ეროდა მის საქმიანობაში, სოსო ოხანაშვილმა პასუხისგან თავის შეკავება ამჯობინა.

მისი თქმით, საპატრიარქოდან წამოსვლის შემდეგ გაცილებით კარგად შეაფასებს მოვლენებს, რისთვისაც დრო სჭირდება. 

]]>
28-02-2017 22:27 +0400
დაკავება უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ბრალდებით http://rustavi2.com/ka/news/69261

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაკავებული სომხური წარმოშობის უაქციზო თამბაქოს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ყიდდა, პროდუქცია ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
28-02-2017 14:36 +0400
ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გამოძალვის მიზნით მამაკაცი გაიტაცეს http://rustavi2.com/ka/news/69029

დღეს სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს.

„ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დავაკავეთ. დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნაგანის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილი, ცივი იარაღი, დაზარალებულისთვის წართმეული 5 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ,“- განაცხადა სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

თვითმხილველების ინფორმაციით, დღეს 12:00 საათისთვის სროლა ისმოდა, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ და მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული. სპეცოპერაციის ფარგლებში მისი გათავისუფლება მოხდა. 

]]>
26-02-2017 18:15 +0400
რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა http://rustavi2.com/ka/news/69024

მოსკოვში ბორის ნემცოვს იხსენებენ. ოპოზიციის ლიდერის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.

კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე, სადაც ნემცოვს დაესხნენ თავს, ხალხი დილიდან მიდის და ყვავილები მიაქვს. ცოტა ხანში კი მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ლიდერის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობაც გაიმართება.

ანალოგიური აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიცაა დაგეგმილი. ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე 5 ჩეჩენია დაკავებული, მათი სასამართლო პროცესი ოქტომბერში დაიწყო.

]]>
26-02-2017 15:33 +0400
სენაკში 8 წლის ბიჭს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ http://rustavi2.com/ka/news/69018

მესამე დღეა სენაკში 8 წლის ნიკა გაბეჩავას ეძებენ. მოზარდის მამის თქმით ბიჭი რამდენიმე დღის წინ ეზოში გავიდა რის შემდეგაც ის აღარ უნახავთ.

ოჯახში აცხადებენ, რომ ბავშვი ხშირად მათ ჯართის შეგროვებაში ეხმარებოდა და შესაძლოა ამ მიზნით დაეტოვებინა ეზო, თუმცა  ნიკას მამა ვერსიას, რომ ბავშვი სადმე შორს წასულიყო გამორიცხავს.

ნიკა გაბეჩავა მამასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და ერთი წლის შემდეგ გულზე მეორე ოპერაციის გასაკეთებლად ემზადება. სწორედ ამ მიზეზით ნიკას დედა მეორე არასრულწლოვან შვილთან ერთად სამუშაოდ თურქეთში იმყოფება.

ბავშვს სამართალდამცავები ეძებენ. ნიკა გაბეჩავას მამა კი დაკითხვაზეა გადაყვანილი.

]]>
26-02-2017 14:43 +0400
სროლა სამგორის რაიონში -კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა http://rustavi2.com/ka/news/69017

სამგორის რაიონში კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გახოკიძის ქუჩაზე დღეს 12:00 საათისთვის სროლა ისმოდა.

ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ და მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული. სპეცოპერაციის ფრაგელბში გატაცებულის გათავისუფლება მოხდა. შემთხვევის შემდეგ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

ამ საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს.

]]>
26-02-2017 14:27 +0400
5 ლარისა და 20 ევროსთვის გატაცებული და ნაცემი პირი წყალტუბოს რაიონში http://rustavi2.com/ka/news/69013

წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების გადმოცემით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს. ის ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. 

ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.

შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდოგმაროების მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა. ამჯერად გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

 

]]>
26-02-2017 13:28 +0400