RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ თურქმენეთიდან ქვეყანაში ნავთობის ტრანზიტი მთავრობის მიერ დაანონსებულ მოცულობას არ შეესაბამება http://rustavi2.com/ka/news/68979

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის იანვარში თურქმენეთიდან ნავთობის ტრანზიტის განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტში შემოსავლის 180 მილიონი დოლარით გაზრდა დააანონსა. შიდა წყაროების ცნობით კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ 40 ათას ტონაზე მიმდინარეობს საუბარი.

ჰაბ-ჯორჯიას ცნობით, საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში თურქმენულ ნავთობს ქართული რკინიგზა 100 ათას ტონამდე მოცულობით ატარებდა, თუმცა ამას კერძო კომპანია კასპიან ტრანზიტს ახორციელებდა, რომლის ჩანაცვლებასაც რკინიგზის ადმინისტრაცია ცდილობს.

არასამათავრობოთა კვლევით, ბოლო წლებში რკინიგზამ ათამდე საკუთარი კომპანია გააერთიანა და მათი საშუალებით გადაზიდვებში კონკურენციის სრულად აღმოფხვრას ცდილობს.

შიდა გადაზიდვებზე რკინიგზას ტარიფები არ აქვს დარეგულირებული, შედეგად კი, ეს მოცულობა რკინიგზის ნაცვლად ტრაილერებით გადააქვთ კომპანიებს, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ. მადნის გადამამუშავებელი კომპანიები იძულებულები გახდნენ გადაზიდვებისთვის საკუთარი ავტოპარკი შეექმნათ.

ექსპერტების თქმით, გლობალური კლების დაბალანსება ადგილობრივი გადაზიდვებით სრულიად იყო შესაძლებელი. ამჯერად, 33%-ით არის შემცირებული ადგილობრივი გადაზიდვები, მთლიანი ჯამური ტვირთბრუნვა კი 42%-ით.

ექსპერტები შესაძლო მიზეზად რკინიგზის გაკოტრებასა და შემდეგ მისი იაფად გაყიდვის სურვილს ასახელებენ, შესაძლო შედეგად კი რკინიგზიდან ათასობით ადამიანის დათხოვნას.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

]]>
25-02-2017 22:56 +0400
ლარი მცირედით გამყარდა http://rustavi2.com/ka/news/68932

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6014 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა. 

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ღირებულება 2.7402 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7434 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა. 

 

]]>
25-02-2017 10:22 +0400
ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნებას აფასებს http://rustavi2.com/ka/news/68722

ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნებას აფასებს. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის 2015 წლის გადაწყვეტილება გამოყოფასთან დაკავშირებით შეცდომა არ ყოფილა, თუმცა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფონზე, ახალი სტრუქტურის შემქნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„შეცდომას არ დავარქმევ. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს ყოველ დახარჯულ ლარს, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე ალბათ არ იყო სწორი და მისი, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 



]]>
22-02-2017 16:09 +0400
ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა http://rustavi2.com/ka/news/68719

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს გიორგი გახარია მინისტრის რანგში დღეს პირველად შეხვდა. ეკონომიკის მინისტრმა ასოციაციის წევრ ბიზნესმენებთან ერთად, დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საპენსიო რეფორმა, მიმდინარე სასამართლო დავები და საგადასახადო სისტემაში არსებული გამოწვევები.

კერძო სექტორის წარმომადგენლები მინისტრისგან საგადასახადო შეღავათების დაწესებას მოითხოვენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

]]>
22-02-2017 15:55 +0400
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ სებ-ს უბრუნდება - შეფასებები და კრიტიკა http://rustavi2.com/ka/news/68643

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. 2015 წელს ქართული ოცნებას, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები აფრთხილებდნენ იმ ეკონომიკურ უკუეფეტქზე, რომელიც ამ ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის ჩამორთმევას მოჰყვებოდა. კონკრეტულად რა მოვლენებმა გამოიწვია  წელიწად-ნახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, ხეისუფლებაში არ აკონკრეტებენ.

ქართული ოცნების ის დეპუტატები, რომლებმაც წინა მოწვევის პარლამნეტში ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოც კი დაძლიეს, აღიარებენ, რომ ცვლილება კონკრეტულად ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდნეტის, გიორგი ქადაგიძის, გამო მიიღეს.

ოპოზიცია მცდარი გადაწყვეტილების მიღებაში ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ აკრიტიკებდა. ოპონენტები მმართველ გუნდს ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. ბოლო წლების ეკონომიკის დაბალი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად დეპუტატები სწორედ ამ ცვლილებას ასახელებენ.

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები მაშინდელი საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის, ინიციატივით მიიღო. ცხარე კრიტიკისა და პრეზიდნეტის მიერ ვეტოს დადების მიუხედავად, კანონი ძალაში შევიდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე შექმნა გააპროტესტა. სააგენტო მუშაობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებდა.

ექსპერტების აზრით, ხელისუფლება 2015 წლის შეცდომის გამოსწორებას დღეს ცდილობს, თუმცა ზარალი, რომელიც ამ პროცესში ქვეყანამ მიიღო, მათი აზრით, ვეღარ ანაზღაურდება.

17 კანონში შესატანი ცვილელების პაკეტს მთავრობა პარლამნეტში უახლოეს პერიოდში შეიტანს. ქრთულ ოცნებას იმ რედაქციის დაცვა მოუწევს, რომელიც 2 წლის წინ თავად დაიწუნა.

 

 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

]]>
21-02-2017 21:30 +0400
ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს - ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს http://rustavi2.com/ka/news/68644

ბუნებრივი აირი შესაძლოა, გაძვირდეს - ტარიფები, რომელიც სემეკის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რეალობას არ ასახავს, უახლოეს მომავალში გადაიხედება.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის კომპანიების განაცხადების შესწავლას იწყებს. განხილვებამდე ცოტა ხნით ადრე, სემეკ-ში არ გამორიცხავენ, რომ გაზის ფასი გაიზარდოს. მითუმეტეს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი უკვე 11 წელია, არ გადაანგარიშებულა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსიც.

ტარიფის მატებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. ყოფილი ენერგეტიკოსი ამჟამად კი მმართველი გუნდის წევრი, რევაზ არველაძე, მოსალოდნელ გაძვირებას ასევე ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს. ის დარწმუნებულია, რომ ბუნებრივი აირის საფასური მოიმატებს, თუმცა რამდენით, ვერ აკონკრეტებს.

ლარის გაუფასურებაზე დოლართან მიმართებაში და ამის გამო ჯერ დენზე და ახლა უკვე გაზზე ტარიფების გაზრდაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებენ.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ მომატებული გადასახადი შესაძლოა, მომწოდებელი კომპანიის მოთხოვნა სულაც არ იყოს და ამით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ცდილობდეს.

სწორედ ექსპერტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა გაზაფხულზე ან ყველაზე შორს - ზაფხულში იგეგმება.

 

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

]]>
21-02-2017 21:26 +0400
რომან კაკულიას აზრით, 2015 წელს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა სწორი არ იყო http://rustavi2.com/ka/news/68629

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თვმჯდომარის, რომან კაკულიას, აზრით, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა „ალბათ, სწორი არ იყო“.

საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია ბანკს უნდა ჰქონდეს და აღარ ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რომან კაკულიამ არ იცის, რა მოტივი ჰქონდა 2015 წელს ეროვნული ბანკისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას. მისი აზრით, "იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო".

„მე ვთქვი, რომ ეს, ალბათ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციების უარყოფითი მხარეები ჩვენ უფრო სხვა სეგმენტებში უნდა ვეძებოთ და არა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, პარლამენტში ამ საკითხს კვლავ განიხილავენ. მისი აზრით, მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონეტარული პოლიტიკიდან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი ძლიერი უნდა იყოს.

რომან კაკულიას განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების საკითხზე უმრავლესობის შიგნით ამ წინადადების წარდგენის შემდეგ იმსჯელებენ. მისი აზრით, დეპუტატებს საკითხში გარკვევის საშუალება უნდა მიეცეთ.

„როდესაც მთავრობა რაღაცას წარმოადგენს, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ პირდაპირ რეჟიმში არ ვაკეთოთ და არ უნდა გავაკეთოთ პირდაპირ რეჟიმში განმარტებები. ჩვენ დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა ანალიზი გავაკეთოთ ამ წარმოდგენილი წინადადებების. წინა გუნდის წევრები რა პოზიციას დაიკავებენ, მართალი რომ გითხრათ, ეს მათი საქმეა, მაგრამ საერთოდ გუნდის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ არ იყოს ალტერნატიული მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე. მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება. მე შეიძლება, ზოგიერთ გადაწყვეტილებას კამათის პროცესში თანაგუნდელებთან არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩვენ მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე,“ - აცხადებს რომან კაკულია.

მისი აზრით, ძლიერი ბანკი აუცილებელია, რათა საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის ჯანსაღი კონკურენტული გარემო იყოს.

]]>
21-02-2017 18:50 +0400
ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან ახლა - რომან გოცირიძე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ისევ სებ-ში დაბრუნებაზე http://rustavi2.com/ka/news/68632

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ისევ ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ პარტია კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

რომან გოცირიძე მთავრობას მიერ საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე საუბრობს იმის გამო, რომ „მათ უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ქვეყანას“.

გოცირიძე თავის დროზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საუბრობს.

„ითამაშეს სერიოზული როლი ლარის შემდგომ გაუფასურებაში და ასევე ძალიან დიდი რაოდენობის უცხოური დახმარება და გრანტები ვერ მივიღეთ სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ  „ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან ახლა ყველანი ჩავარდნილი".

"ისტორიამ იცის ხოლმე დროდადრო ადამიანების დასჯა, დაცინვა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც კანონპროექტი დაწერა.

„ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის, რომელიც იმ დროს იყო ეკონომიკის მინისტრი, იმ ადამიანების, ვინც დაწერა ეს კანონპროექტი,“ - განაცხადა გოცირიძემ. 

]]>
21-02-2017 18:50 +0400
ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნება - ოპოზიცია და ექსპერტები დაგვიანებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ http://rustavi2.com/ka/news/68618

ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნების შესახებ ოპოზიცია და ექსპერტები ეხმაურებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას თავის დროზე ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, რადგან ქვეყანამ ფინანსურად იზარალა.

„თუ ნამუსი აქვთ, ბოდიში უნდა მოუხადონ ხალხს და თავისი ჯიბიდან უნდა დაფარონ ის ზარალი, რაც მიადგა ქვეყანას, ამ გადაწყვეტილებამ ლარის შემდგომი გაუფასურება გამოიწვია, ეს იყო პირდაპირ ბრძოლა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, მაშინ, როცა ლარის დევალვაციის პროცესი მიდიოდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა ამას და ახლა უნდათ საკუთარ თავზე მიიწერონ, რომ თითქოსდა 2 წლის შემდეგ გონს მოეგნენ, ნურასუკაცრავად, ეს არის გაჩერებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ვეტო დაადო პრეზიდენტმა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ წერილი მისწერა პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება არ გაკეთებულიყო,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით ქვეყანას ზიანი მიადგა.

„ზიანი ამით უკვე მოგვაყენეს, მაშინვე, როდესაც ამაზე დაიწყო ლაპარაკი, ეს იყო განსაკუთრებით საფინანსო სექტორში ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალი, ამას ცუდად შეხვდა ბიზნესი,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ექსპერტების აზრით, ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება აუცილებელია, თუმცა სპეციალისტების თქმით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ხელისუფლებას თავის დროზე ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.  

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

 

 

]]>
21-02-2017 15:59 +0400
ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის მიზეზი - ზაქარია ქუცნაშვილი გიორგი ქადაგიძეზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/68614

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია ბანკს უნდა ჰქონდეს და აღარ ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაშინ ხელისუფლების მხრიდან შეცდომა არ ყოფილა დაშვებული, ვინაიდან კონკრეტული მიზეზი არსებობდა თუ რატომ მოხდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ეს მიზეზი იყო მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.

„ბატონი ქადაგიძე არ ახდენდა მაშინ ვთქვათ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების აქტიურ გამოყენებას და კანონპროექტის ავტორებმა ამ მოსაზრებით შექმნეს პროექტი, რომლის მიხედვით, სხვა მოთამაშეებზე სხვანაირი წესით უნდა განხორციელებულიყო ზედამხედველობა,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

 

]]>
21-02-2017 15:48 +0400
ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს http://rustavi2.com/ka/news/68603

ზაფხულიდან შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეს. ამის შესახებ უკვე ისმის ღია განცხადებები, როგორც ექსპერტების, ასევე შესაბამისი კომპანიების და უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. პარალელურად, სემეკში ახალი სატარიფო განაცხადების განხილვა იწყება.

„კომისია იწყებს ბუნებრივი გაზის სექტორის სატარიფო რეგულირებას. ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები 2005 წლის შემდეგ არ გადათვლილა, ეს დიდი პერიოდია, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება ამ სექტორში, შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, განხორციელდა ახალი ინვესტიციები, მოხდა კომპანიების გამსხვილება, შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია პროცესების, გარემოებების გათვალისწინებით სატარიფო რეგულირებას იწყებს ამ სექტორში,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ, რომლის თქმითვე, ვალუტის კურსის ცვლილება ტარიფებზეც ისახება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ფასების მომატებას ვარაუდობენ.

„ჩემი შეფასებით, ტარიფების ზრდა გარდუვალი იქნება, ეს არის იმის პირდაპირი შედეგი, რაც დღეს ქართულ ეკონომიკას ემართება, რაც ემართება ლარს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ტარიფების გაზრდა ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ბუნებრივ აირზე, გაზზე ფასის მომატების შესაძლებლობა, რომელიც დღეს მარეგულირებელმა კომისიამ დააანონსა, არის პირდაპირი შედეგი იმ მავნებლურ-ეკონომიკური პოლიტიკისა, რასაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ატარებს და იმ ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო ხელშეკრულებისა, რომელსაც ბატონმა კალაძემ, ბატონმა კვირიკაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, მას ინფორმაცია აქვს ყაზტრანსგაზის თანამშრომლებისგან, რომ გაზაფხულზე ფასები მოიმატებს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა აზერბაიჯანში დაიბადა, რადგან ისეთი აქტიური ძებნა რაიმე შემოსავლისა ბიუჯეტში, შეიძლება არც მივიდეს ეს მომატებული თანხა გამყიდველისთვის აზერბაიჯანში. ხელისუფლების გარეშე ასეთ ინიციატივას ვერავინ განახორციელებს,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ავტორი: ეკა გაგუა.

 

]]>
21-02-2017 15:14 +0400
საფინანსო სექტორის ზედამხედველობა შესაძლოა ეროვნულ ბანკს დაუბრუნდეს http://rustavi2.com/ka/news/68582

„საქართველოს მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას ითვალისწინებს,“- ეს განცხადება ფინანასთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენენ, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება.

„ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ რომ, ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ავტორი: ანა წერეთელი. 

]]>
21-02-2017 12:05 +0400
საგადასახადო სისტემის რეფორმირება - სავალუტო ფონდი საქართველოსთან სამწლიან პროგრამას იწყებს http://rustavi2.com/ka/news/68565

საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიზნით, სავალუტო ფონდი საქართველოსთან სამწლიან პროგრამას იწყებს. ეს საკითხი განიხილეს შეხვედრაზე პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.

სამწლიანი პროგრამა საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ურთიერთობა მოიცავს საგადასახადო პოლიტიკას, შემოსავლების ადმინისტრირებას და საზოგადოებრივი ფინანსების მენეჯმენტს. საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობით კმაყოფილი ვართ. რაც შეეხება სამწლიან პროგრამას, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რათა მან უკეთ შეძლოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების გეგმების განხორციელება," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთან დეპარტამენტის დირექტორმა ვიტორ გასპარიმ. 

]]>
21-02-2017 08:16 +0400
უმრავლესობა ოპოზიციას, გაზპრომის საკითხზე "კომედი შოუს" მოწყობაში ადანაშაულებს http://rustavi2.com/ka/news/68541

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება გაზპრომის თემაზე საუბარს გაურბის. იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობის რეზოლუცია დარგობრივმა კომიტეტმა უარყო, ისინი პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„შევისწავლოთ ის მოტივები, თუ რატომ იქნა ხელისუფლების მიერ დადებული ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, ის არის წამგებიანი როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამ ხელშეკრულების მიღმა შესაძლოა კერძო ინტერესებიც იმალებოდეს.

უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება და მათ პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს.

„რაღაც პოლიტიკური კომედი შოუს მოწყობა უნდათ ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია, ეს არის მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

]]>
20-02-2017 18:47 +0400
საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძისგან პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების დაცვას ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/68540

გაზპრომთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა კახი კალაძისგან და მთავრობისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, კერძოდ რატომ არ აკეთებენ ისინი კომენტარს ამ საკითხზე. კალაძის დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ პარლამენტს ორჯერ მიმართა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. ამ საკითხზე დღეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის, ქვეყნისა და კანონმდებლობის წინაშე ანგარიშვალდებულია.

„რაღაც ფორმით რეაგირება რომ მოვახერხოთ ამ საკითხზე, ეს არის ჩემი დაბეჯითებული თხოვნა ეს რეაგირება შეიძლება იყოს, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერთოთ საკითხში, რომ უზრუნველეყოთ მისი მოსვლა, ან რეგლამენტის დარღვევისთვის არსებობს შესაბამისი პასუხისმგებლობა და მაშინ მივწეროთ პრემიერმინისტრს და ვთხოვოთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და როგორმე საპარლამენტო ანგარიშვალდებულებაც იქნას დაცული მთავრობის წევრის მხრიდან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხის დღესვე გარკვევას დაჰპირდა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის აზრით კი უმრაიცრესობა ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც სასურველი არ არის.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

]]>
20-02-2017 18:37 +0400
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა http://rustavi2.com/ka/news/68525

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს ამ რანგში პირველად ეწვია.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.

„ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, როგორც სტრუქტურული რეფორმები, ასევე ფისკალური მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და შევთანხმდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია და გატარება, იმისთვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

]]>
20-02-2017 15:46 +0400
"ენმ" ბოლო სამ თვეში საწვავის 50 თეთრით გაძვირებას ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს http://rustavi2.com/ka/news/68510

ბოლო სამ თვეში საწვავის 50 თეთრით გაძვირებას ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ბენზინის გაძვირებას ხელი აქციზის ზრდასთან ერთად, ლარიზაციის გეგმამაც შეუწყო.

„სასწრაფოდ გადასადგმელია შემდეგი ნაბიჯები. შესამცირებელია აქციზის გადასახადი, რომ ამან შეამციროს ფასის ტვირთი საწვავზე. პარალელურად, ხარჯვითი ნაწილი არის შესამცირებელი ბიუჯეტის, დაახლოებით ერთი მილიარდით,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

]]>
20-02-2017 15:13 +0400
"გაზპრომის" საკითხს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი მოყვა http://rustavi2.com/ka/news/68296

გაზპრომთან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. ოპოზიცია რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას და კახი კალაძის პარლამენტში დაბარებას ითხოვდა.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, ქართული მხარე ამ პროცესში რამდენიმე მილიონი ლარით იზარალებს და ეს თანხა შესაძლოა ყოველწლიურად გაიზარდოს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. მხარეებმა გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზეც იკამათეს.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ კახა კალაძისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაიხსენა, მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება, რუსული მხარის ყველა მოთხოვნას ასრულებს. უმრავლესობამ ოპოზიცია წარმოდგენების მოწყობაში დაადანაშაულა.

„თუ შეიძლება, რომ მოვთხოვოთ უმცირესობას, დამსწრე საზოგადოებას, უზრუნველყონ ხოლმე ესეთი წარმოდგენები... პოპკორნი აუცილებლად მოიტანონ ხოლმე და აუცილებლად დაგვირიგონ ხოლმე, ეს ჩემი წინადადება იქნება,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობა წინა ხელისუფლების დროს, არასწორი ენერგოპოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ხელისუფლება გაზპრომთან "ჩახუტებული" იყო.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა სხდომაზე განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრები თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდნენ, რადგან ენერგეტიკის მინისტრი ამ საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში მისვლას არ აპირებს. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

]]>
16-02-2017 15:49 +0400
საკრებულოში ყოველ მეორე სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ყოველთვის არის მიწის უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის - ხათუნა სამნიძე http://rustavi2.com/ka/news/68243

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში ეკლესიას პირდაპირი დაფინანსება აქვს ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე, რაც გაუმჭვირვალე სიტუაციას ქმნის.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

„მე ვარ თბილისის საკრებულოს წევრი და ყოველ მეორე სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ყოველთვის არის მიწის უსასყიდლოდ გადაცემა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ის ამბობს, რომ მსგავსი საკითხები საკრებულოს სხდომაზე არ იხილება და თითოეული პრეტენზია აღიქმება, როგორც „მკრეხელობა“ და „ურჯულოება“.

რესპუბლიკური პარტია ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის მომხრეა, რის გამოც, ხათუნა სამნიძის განმარტებით, პარტია არა ერთხელ გამხდარა ცილისწამების ობიექტი.

„გამოხეთქა ამ პრობლემამ და ძალიან ღრმა კრიზისმა ეკლესიიდან, ეს კრიზისი ხომ ჩვენმა საუბარმა არ გამოიწვია, ამან თავად ეკლესიიდან გამოხეთქა და ბუნებრივია, ეს მივიდა ამ კონდიციამდე იმის გამო, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის ეკლესიაში, სადაც ძალიან სერიოზული ბიზნესინტერესბია, სამწუხაროდ. შერწყმულია საერო და სასულიერო პირების ინტერესები და ეს ჩანს სტატისტიკაში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

]]>
16-02-2017 00:28 +0400
ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი - მომხრეები და მოწინააღმდეგეები http://rustavi2.com/ka/news/68225

რესპუბლიკური პარტია ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებისა და საპატრიარქოს კავშირები არაჯანსაღ ფორმას იძენს და სულ უფრო ბუნდოვანია, რა მიზნით გადაეცემა მილიონობით ლარი თუ ქონება ეკლესიას.

ოპოზიცია ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნას და საფინანსო საკითხების მხოლოდ კონკორდატით გათვალისწინებული კომპენსაციით დარეგულირებას მოითხოვს.

რეპუბლიკელებმა დღეს რიცხვები დაასახელეს, რომლებიც არა მხოლოდ რეესტრის, არამედ ორგანიზაცია EMC-ს კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც 2002 წლიდან დღემდე პირდაპირი სუბსიდიის სახით, ბიუჯეტიდან ეკლესიამ 250 მილიონი ლარი და მილიონ-ნახევარ ჰექტარზე მეტი მიწა მიიღო.

ურთიერთობის ეს ფორმა სპეციალისტების თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებიდან გადის და ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ეჭვებს აღრმავებს.

ეკლესიისა და ხელისუფლების არაჯანსაღ ურთიერთობაზე რესპუბლიკელების თქმით, პრემიერის განცხადებაც მეტყველებს, რომელიც მან დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ გააკეთა. ოპოზიცია მთავრობის მეთაურისა და მეუფე იაკობის კავშირებზეც მიუთითებს.

მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს გავლენებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე და პრემიერის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასაც. უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტიის პოზიცია მიუღებელია.

საპატრიარქოს აუდიტის სამსახურისთვის არ მიუმართავს. კომენტარი ოფიციალურად ეკლესიის სახელით, დღეს არც რესპუბლიკელების მოთხოვნაზე გაკეთებულა.

]]>
15-02-2017 21:46 +0400
უმრავლესობის ნაწილის აზრით, მთავრობას და ეკლესიას შორის ფინანსური ურთიერთობა ჩარჩოშია ჩასასმელი http://rustavi2.com/ka/news/68187

პარლამენტის უმრავლესობის ნაწილი მზად არის საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდოს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ფინანსური ურთიერთობის ჩარჩოებში ჩასმა აუცილებელია.

მათი აზრით, მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ კომპენსაციის ოდენობა, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ, კონკორდატით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს.

„კეთილ საქმეს ეკლესია და სახელმწიფო ერთად გააკეთებს, მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობს, იგივე თავშესაფრებს, უფასო სასადილოებს, სოციალურ პროექტებს, სადაც ეკლესია და სახელმწიფო შეიძლება ძალიან კარგი მოკავშირეები და პარტნიორები იყვნენ. ეს ფორმა თუ დაიხვეწება და პროექტები წინა პლანზე წამოვა და მერე უკვე მიზნობრიობა, პირველ ეტაპზე, შესაბამისად იქნება განსაზღვრული, შესაბამისად, კონტროლის მექანიზმებიც უფრო მაღალ დონეზე იქნება და არც ეკლესიისთვის არ უნდა იყოს ეს ალბათ რაიმე უხერხულობის მატარებელი,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.

ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა წინა ხელისულების მხრიდან უფრო ხშირი იყო. 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

]]>
15-02-2017 15:51 +0400
საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ვატიკანის ფართობს 36-ჯერ აღემატება - EMC http://rustavi2.com/ka/news/68183

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საპატრიარქოს დაფინანსების საკითხს წლების განმავლობაში სწავლობდა. ორგანიზაციის კვლევიდან გამომდინარე, კონკორდატის გაფორმების დღიდან, საპატრიარქოს 250 მილიონი ლარი აქვს მიღებული და ამ თანხაში პრეზიდენტისა და პარლამენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი ფული არ არის გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეკლესიისთვის ამ თანხისა და ტერიტორიის გადაცემა სცდება იმ ჩარჩოებს, რომელიც განსაზღვრულია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციით გაფორმებული შეთანხმებით.

ორგანიზაციის გამოთვლებით, დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 36-ჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად ვატიკანის ტერიტორია. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

]]>
15-02-2017 15:41 +0400
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა http://rustavi2.com/ka/news/68105

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ახალი ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ლარი დოლართან მიმართებით 0.0179 ლარით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6467 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და 1 ევრო ამჟამად 2.8100 ლარს უტოლდება, რაც წინა დღის მონაცემთან შედარებით, 0.0143 პუნქტით მეტია.

ლარმა გაუფასურება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ყველა ვალუტის მიმართ განიცადა.

 

]]>
14-02-2017 17:09 +0400
7 მილიონი საყდრისის მუზეუმის ასაშენებლად, სადაც აფეთქებული ძეგლის არტეფაქტებს შეინახავენ http://rustavi2.com/ka/news/67963

ოქროს მომპოვებელი კომპანია არ-ემ-ჯი საყდრისის მუზეუმის ასაშენებლად შვიდ მილიონს დახარჯავს.

ისტორიულ ოქროს მაღაროს ხელისუფლებამ ჯერ კულტურული ძეგლის სტატუსი შეუჩერა და რიგით ობიექტად აქცია, ბოლოს კი მისი აფეთქების ნებართვა გასცა. 

პროექტის ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ მუზეუმში აღადგინონ მაღაროს განადგურებული სივრცე, ააგონ საყდრისის ბორცვის მოდელი, საგამოფენო დარბაზებში ააშენონ მაღაროს გვირაბების ასლები რეალურ მასშტაბებში და ა.შ.

მეცნიერები იძულებულნი არიან საყდრისის სიმულაცია შექმნან - ხოლო კომპანია არ-ემ-ჯი, რომელმაც ნამდვილი ბორცვი თვითონვე ააფეთქა, ახლა მისი მოდელების შექმნაში იხდის მილიონებს, რაც მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ უზარმაზარი მოგებისა, რომელიც კომპანიამ სწორედ ამ ვანდალური აფეთქების შედეგად მიიღო.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

]]>
12-02-2017 21:44 +0400
წამების ფაქტები საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის საქმეში და პროკურატურის არგუმენტები http://rustavi2.com/ka/news/67958

საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, დიმიტრი ჯავახიშვილი, რომელიც მოჭიდავის კარიერას ტრავმის გამო ჩამოშორდა ბიზნესში იყო ჩართული, რომელიც კახეთში გლეხებისგან ღვინის მასალის ჩაბარებას და გადამუშავებას ითვალისწინებდა. მან მუშაობა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე დღეში, კომპანია ახაშენის შვიდივე თანამშრომელი დააკავეს და თელავის პოლიციაში გადაიყვანეს.

დაკავება ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა, რომ ეს ჯგუფი გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებას, დაწურვას, გაყიდვას და შემდეგ მიმალვას აპირებდა. წინა წელს კახეთში მსგავსი ფაქტი მართლაც მოხდა, თუმცა დამნაშავეების დაკავება ვერ მოახერხეს.

დაკავებულების თქმით, იყო წამებისა და მუქარის ფაქტები სასურველი აღიარებითი ჩვენებების მისაღებად, რასაც მოჰყვა სასამართლო სხდომა და ყველა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

პატიმრობას თავი მხოლოდ დიმიტრი ჯავახიშვილმა დააღწია, რომელიც მეორედ დაკავების დროსაც აწამეს და ეს ფაქტი სასამართლო ექსპერტმაც დაადასტურა.

ოპერატიული ინფორმაციის გარდა, საქმეში თაღლითობის ან თუნდაც განზრახვის არანაირი საბუთი არ დევს, პროკურატურას მხოლოდ ორი არგუმენტი აქვს, ერთი რომ კომპანიის დირექტორი გლეხებს რუსულად ელაპარაკებოდა, რაც მათ თვალში თითქოს უფრო სანდოს ხდიდა, და მეორეც, რომ დაწურული ყურძნის პირველი პარტია იაფად ადგილზე გაყიდეს.

სასამართლოს ბოლო სხდომა ამ საქმეზე 3 დღის წინ გაიმართა, მოსამართლემ, ადვოკატებს, დაყადაღებული ყურძნის წვენის ექსპერტიზის უფლება მისცა.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

]]>
12-02-2017 21:38 +0400
ბათუმის მერიის დაფინანსება 2015 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, 28%-ით არის გაზრდილი http://rustavi2.com/ka/news/67903

როგორ მუშაობენ ჩინოვნიკები - სახელმწიფო აუდიტმა ეს ბათუმის მერიის მაგალითზე შეამოწმა და გაირკვა, რომ 2015 წელს მისი დაფინანსება წინა წელთან შედარებით, თითქმის, 28%-ით, 2013 წელთან შედარებით კი 54%-ით არის გაზრდილი.

წინა წელთან შედარებით 160%-ით აღმოჩნდა გაზრდილი შრომის ანაზღაურებაც, ხოლო 2013 წელთან შედარებით 240%-ით და 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან უშუალოდ ხელფასად 2 მილიონ 800 ათას ლარი დარიგდა, პრემია - 887 ათასი, ხოლო დანამატი 671 ათასი ლარი იყო

2015 წელს ბათუმის მერიაში 28 500 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა, რომელიც 28 ავტომობილში ჩაასხეს, არცერთი მათგანი მერიის ბალანსზე არ აღმოჩნდა და თანამშრომლების პირადი მანქანები იყო.

ექსპერტთა შეფასებით, ასეთი მმართველობის ერთი შედეგია ისიც, რომ ლარი დაეცა, ბენზინი კი გაძვირდა, მათ შორის მხოლოდ ამ კვირაში ზედიზედ ორჯერ და შედეგად, საშუალო ფასი 2 ლარი და 2 თეთრიდან 2 ლარსა და 13 თეთრამდე გაიზარდა.

ანალიტიკოსები ჩინოვნიკებისთვის პრემია-დანამატების გაცემის უკანონობაზეც საუბრობენ. ეს საკითხი წელს ევრორეგულაციით უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ გრანტი მიიღო, დანაპირები კი არ შეასრულა.

 

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

]]>
11-02-2017 22:57 +0400
ლარი მცირედით გამყარდა http://rustavi2.com/ka/news/67852

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6454 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0231 ლარი შეადგინა. 

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ღირებულება 2.7907 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0383 ლარი შეადგინა. 

 

 

]]>
11-02-2017 10:02 +0400
პრემია-დანამატის ზუსტი რაოდენობა - მესამე სექტორი მერიიდან დამატებით დოკუმენტაციას ელოდება http://rustavi2.com/ka/news/67559

არასამთავრობო სექტორი თბილისის მერიის დაქვემდებარებული უწყებებიდან პრემია-დანამატების სახით გაცემულ 1 600 000 ლარზე ინფორმაციის მიღებას ელოდება. აღნიშნული თანხა მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების თანამშრომლებმა მხოლოდ დეკემბერში აიღეს.

თბილისის მერიაში წინასაახალწლო პრემიების გაცემას მხოლოდ რიგითი თანამშრომლების შემთხვევაში ადასტურებენ, თუმცა დოკუმენტებით ირკვევა, რომ დანამატები ვიცე მერებმა და სხვა მაღალჩინოსნებმაც მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მაღალი პრემიები და დანამატები აქვთ მიღებული მერიის, როგორც შტატიან, ასევე უშტატო თანამშრომლებსაც. თუმცა, პრემია და დანამატი თბილისის მერს არა აქვს მიღებული.

მერიაში წინასაახალწლოდ დარიგებული თანხების გაცემა საკრებულოს ოპოზიციის წევრებისთვის მიუღებელია და ხელისუფლებას ქამრების შემოჭრის პოლიტიკას ახსენებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია დამატებით დოკუმენტაციას გამგეობებიდან და სხვა საქალაქო სამსახურებიდან უახლოეს დღეებში ელოდება, რის შემდეგაც ზუსტად გახდება ცნობილი, მუნიციპალიტეტისა და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების საახალწლო დანამატმა რამდენი მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

]]>
07-02-2017 21:41 +0400
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა http://rustavi2.com/ka/news/67533

ლარი  აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით,  1 აშშ დოლარის ღირებულება ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 2.6656 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა. 

1 ევროს ღირებულება კი 2.8439 ლარია მაშინ, როცა აქმდე მოქმედი კურსი 2.8770 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0331 ლარი შეადგინა. 


]]>
07-02-2017 16:53 +0400
"რუსთავის აზოტის" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა http://rustavi2.com/ka/news/67501

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე რუსთავის აზოტის გათავისუფლებული თანამშრომლების სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირიპირება მოხდა.

აქციას აუდიტორია 115 და პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეურთდნენ. აქტივისტები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებასა და კომპანიაში მომუშავე ადამიანებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლას მოითხოვენ.

 

]]>
07-02-2017 13:15 +0400
ოპოზიცია კახა კალაძეს პარლამენტში მისვლის თარიღის დასახელებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს http://rustavi2.com/ka/news/67495

ევროპული საქართველოს წევრები ენერგეტიკის მინისტრს 2 კვირიან ვადას აძლევენ იმისთვის, რათა მან განსაზღვროს ზუსტი თარიღი, თუ როდის მივა ის პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ და განსაკუთრებით გაზპრომთან ხელშეკრულების განსახილველად.

უმცირესობაში ასევე მოითხოვენ, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი, სადაც გაზპრომთან ხელშეკრულების პირობებს დეტალურად გაეცნობიან.

„წინა ჯერზე მან მოიმიზეზა მოუცლელობა, ამჯერად ჩვენ ვაძლევთ მას 2 კვირის ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა დაასახელოს თარიღი, როდესაც მას შეეძება მოსვლა და შეხვედრა. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, რადგან გაზპრომის საკითხი ეხება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკურ პრობლემებს. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ დეპატებს, რათა უმრავლესობამ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, თუ რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ფრაქცია ევროპული საქართველოს ინიციატივას ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს. სალომე სამადაშვილის აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორიც გაზპრომთან ხელშეკრულებაა, თემის პარლამენტში განხილვა აუცილებელია.

უმრავლესობაში კი კახა კალაძის პარლამენტში მოსვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ და ოპოზიციას გაზპრომის თემით სპეკულირებაში ადანაშაულებენ. გია ვოლსკის აზრით, უმცირესობის მოთხოვნები მხოლოდ „სკანდალის შემქნის“ სურვილია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის საკითხზე დეპატების გამართვა საინტერესო იქნება. 

ავტორი: ნატა მახვილაძე.

]]>
07-02-2017 12:37 +0400
აუდიტის დასკვნა - როგორ ხდება სახელმწიფო უწყებებში ბიუჯეტიდან ასობით მილიონის მითვისება http://rustavi2.com/ka/news/67365

როგორ ხდება სახელმწიფო უწყებებში ბიუჯეტიდან ასობით მილიონის მითვისება, იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა შიმშილობს და მათ გამოსაკვებად ქვეყანას ფული არ აქვს.

რა სქემით იღებს მთავრობა ფულს ბიუჯეტიდან - ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი აჩვენებს, რომ სქემა არის შტატების გაბერვა. ამაზე წლიდან წლამდე მიუთითებს მთავრობას აუდიტი, თუმცა უშედეგოდ, რაზეც პასუხისმგებლობას ექსპერტები უშუალოდ პრემიერ-მინისტრს აკისრებენ.

„სამინისტროები, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, არ ითვალისწინებენ წინა წლების გამოცდილებას დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობის შესახებ და ჩნდება ვაკანსიები. აღნიშნული ვაკანსიების გამო გამოწვეული ეკონომიები, შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მუხლებში, მათ შორის პრემიების და დანამატების გასაცემად,“ - განაცხადა ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო აუდიტმა თორნიკე შერმადინმა.

გასულ წელს, არასამთავრობო სექტორმა დააჯამა მთლიანობაში, პრემიებსა და დანამატებზე რამდენი გაიცემა  მთელი სამთავრობო სტრუქტურების მასშტაბით და აღმოჩნდა რომ ეს ციფრი შეადგენს წელიწადში 200 მილიონ ლარს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

]]>
05-02-2017 22:48 +0400
მთავრობამ თბილისის "ბალნეოლოგიური კურორტი" გაყიდა http://rustavi2.com/ka/news/67303

მთავრობამ თბილისში ბალნეოლოგიური კურორტი გაყიდა. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომლები ახალი მფლობელის ვინაობას არკვევენ. ამბობენ, რომ ობიექტი, სადაც წლებია, მუშაობენ, მათგან ფარულად გაიყიდა. ფიქრობენ, რომ ინვესტორი ტერიტორიაზე სასტუმროს გახსნის, თავად კი უმუშევრად დარჩებიან.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი 30 დეკემბერს მთავრობის დადგენილებით კომპანია იალონს გადაეცა. სახელმწიფომ კულტურის ძეგლი მიწის 3 ნაკვეთში გაცვალა, რომელთაგან ერთი - სოფელ დიღომში, ორი კი დიდ დიღომში მდებარეობს.

ქონების მართვის სააგენტო გარიგებას რუსთავი2-თან წერილობით ადასტურებს, სადაც ჩანს, რომ გაცვლილ ქონებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარია და ამ თანხას კომპანია სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაიხდის.

ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენელი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ქონება არაეფექტურად განკარგა.

კომპანია იალონი ძველ თბილისში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული. მის 50% სადისტრიბუციო კომპანია შარმ ტრეიდინგი, დარჩენილ 50%-ს კი მეიდან ჯგუფი ფლობს.

 

 

ავტორი: კახა ნოზაძე 

]]>
04-02-2017 22:37 +0400
ეკონომიკური კრიზისი - "ფურშეტი" სასამართლოს გაკოტრების პროცესის დასაწყებად მიმართავს http://rustavi2.com/ka/news/67298

ეკონომიკურმა კრიზისმა თბილისში კიდევ ერთი მსხვილი მოვაჭრე ფურშეტი დააზარალა, სავაჭრო ქსელი დაიხურა და პროდუქციის ათობით მიმწოდებელი კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დატოვა. კომპანია სასამართლოს გაკოტრების პროცესის დასაწყებად მიმართავს, თუმცა დისტრიბუტორები შიშობენ, რომ ეს მათ გაკოტრებასაც ნიშნავს. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ივა ჭყონიას, თქმით, „თაღლითური სქემების ავტორები უნდა დაისაჯონ".

„თუ არ იქნებიან შესაბამისი მავანნი დასჯილნი, რომლებმაც ჩაუყარეს ასე მავნებლურ სქემებს საფუძველი, დამერწმუნეთ, რომ ამას შეუქცევადი ხასიათი მიეცემა და ეს იქნება დამანგრეველი,“ - აცხადებს ივა ჭყონია.

აი პროდაქტსის წარმომადგენელი, ზაალ ბახუტაშვილი, აღნიშნავს, რომ კომპანიას ეკონომიკური ზარალი მიადგა და თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლებას არ გამორიცხავს.

„ჩვენზე ძალიან იმოქმედებს ეს ყველაფერი, პირდაპირადაც და არაპირდაპირადაც. მაგალითად, შეიძლება, მომიწიოს თანამშრომლების შემცირება, ზოგადად,“ - განაცხადა ზაალ ბახუტაშვილმა.

]]>
04-02-2017 22:33 +0400
ბავშვთა სამყაროს აქციონერები ხელმძღვანელებთან შეხვედრას ელოდებიან http://rustavi2.com/ka/news/67294

ბავშვთა სამყაროს აქციონერები ისევ დამწვარი შენობის წინ დგანან და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ელოდებიან. ისინი ხელისუფლებას გამოძიების დაწყებას, ხელმძღვანელობისგან კი აქციების შესაბამისი თანხით ანაზღაურებას ითხოვენ.

ბავშვთა სამყაროს აქციათა 5-5%-ის მფლობელები, თენგიზ ლოლაძე და მაყვალა ომაძე, ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელობას შემოსავლების დამალვაში ადანაშაულებენ. სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს სულ 90-მდე აქციონერი ჰყავს. ყველაზე მეტს, აქციათა 41%-ს, ბოლო მონაცემებით, დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს. 

ახალ და ძველ ყველაზე დიდ აქციონერს შორის კავშირი ჩანს საჯარო რეესტრის მონაცემებიდან. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დიმიტრი აბდუშელიშვილის ძმა, ზურაბ აბდუშელიშვილი და კომპანია ლაუფერტი წლებია, შპს ზიდის მეწილეები არიან.

აქციონერები ეჭვობენ, რომ გარიგებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ის აქციის ფასის შესამცირებლად სჭირდებოდათ. ბავშვთა სამყაროს ერთი აქციის ფასი, რომელიც საფონდო ბირჟაზე 2013 წელს 3 ათას ლარს აღემატებოდა, ამ გარიგების შედეგად, 1200 ლარამდე შემცირდა.

30 იანვრის ღამეს გაჩენილმა ხანძარმა აქციონერების ქონების ღირებულება საბოლოოდ მინიმუმზე ჩამოიყვანა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მაჭავარიანი შესაძლოა, აქციების სხვა პირებზე გადაფორმებას ცდილობდეს.

 

 

ავტორები: ნონა ქვლივიძე, ირაკლი ფოცხიშვილი.

]]>
04-02-2017 22:31 +0400
გადახდისუუნარობა გამოწვეულია მოვალის არაკეთილსინდისიერებით - ირაკლი გაფრინდაშვილი კომპანიების ხელოვნურად გაკოტრების საკითხზე http://rustavi2.com/ka/news/67300

დისტრიბუტორების და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები სავაჭრო კომპანიებს ხელოვნურად გაკოტრების შედეგად ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ. გადახდისუუნარობის პროცესის დროს, რომელიც სასამართლოების მოუცლელობის გამო, წლობით გრძელდება, ხშირად მევალეებს პროცესის თანადაფინანსება თავად უწევთ.

იურიდიული კომპანია GLCC-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი გაფრინდაშვილი, აღნიშნავს, რომ გადახდისუუნარობის საკითხზე დაწყებული პროცესი თავად მოვალესაც აზარალებს.

„არის ძალიან ხშირად ისეთი სიტუაცია, როდესაც, რეალურად, გადახდისუუნარობა გამოწვეულია მოვალის არაკეთილსინდისიერებით. ყველა შემთხვევაში, იმდენად გრძელვადიან პროცესთან გვაქვს საქმე, რომ მოვალისთვისაც არანაკლებ მტკივნეული არის იმიტომ, რომ ის ვეღარ აგრძელებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას,“ - განაცხადა ირაკლი გაფრინდაშვილმა. 

]]>
04-02-2017 22:31 +0400
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა http://rustavi2.com/ka/news/67260

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0236 ლარი შეადგინა. 

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ღირებულება 2.8806 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0437 ლარი შეადგინა. 

 

]]>
04-02-2017 11:19 +0400
დაბეგვრა ავანსის მიღებისთანავე - ბიზნესს ხარჯი გაეზარდა http://rustavi2.com/ka/news/67159

ფინანსთა სამინისტრომ ბიზნეს და ნავთობ იმპორტიორთა ასოციაციებს ინსტრუქცია, რომელიც კომპანიებს ავანსის დამატებული ღირებულებით დაბეგვრისთვის სჭირდებათ, დღეს გააცნო. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერთი კვირის ვადაში მოისმენს მოსაზრებებს და საბოლოო ვერსიას შეიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება ავანსის დღგ-თი დაბეგვრასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ შევიდა და პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ბიზნეს სექტორს ჯერ კიდევ ბევრი შეკითხვა აქვს.

თუ სამინისტრო არსებულ რედაქციაში ცვლილებებს არ შეიტანს, კომპანიების ნაწილი კონკრეტული მომსახურებების გაწევას ვერ შეძლებს. ნავთობ იმპორტიორებს სამინისტრო დაპირდა, რომ მათთვის აუცილებელი ცვლილების შესახებ ნორმატიულ აქტს მინისტრი უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს.

დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ახალი სისტემა უკვე ამოქმედებულია. თუ აქამდე დამატებითი ღირებულების გადასახადს კომპანიები მომსახურების გაწევის შემდეგ იხდიდნენ, ისინი უკვე ავანსის მიღებისთანავე იბეგრებიან. კერძო სექტორში ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ შექმნილ სირთულეებზე საუბრობენ.

რატომ იჩქარა სამინისტრომ და არ მოხდა ბიზნესთან კომუნიკაცია კანონმდებლობის შეცვლამდე, გაუგებარია სპეციალისტებისთვის. ფინანსთა სამინისტროს მიმართ, გადასახადის გადამხდელთა კავშირის მთავარი პრეტენზია სწორედ ვადებს უკავშირდება.

დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემა ძირითადად გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის არის შემოღებული. კომპანიებს, რომლებიც თვეში რამდენიმე ასეულ ფინანსურ ოპერაციას ახორციელებენ, ადმინისტრირების ხარჯი გაეზარდათ. პირველი დეკლარირება 15 დეკემბერს მოხდება.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

]]>
02-02-2017 22:01 +0400
გია ჟორჟოლიანის ინიციატივა - მთავრობა თავისუფლების ქარტიის გადახედვას არ გეგმავს http://rustavi2.com/ka/news/67131

უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივას, კონსტიტუციიდან იმ აქტის ამოღების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მთავრობას გადასახადების გაზრდის უფლება რეფერენდუმის გარეშე არ აქვს, არც მთავრობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალ-დემოკრატების თავისუფლების ქარტიის გადახედვის შესახებ, წინადადების განხილვას არ გეგმავს.

„მთავრობაში მსგავსი თემა არ განიხილება, ეს ერთი. მეორე - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციის იმ ნორმებთან, რომლებიც დღეს მოქმედებს. მესამე გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში, სტაბილურობის შეგრძნებას ინვესტიციებისთვის და განსაკუთრებით პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

]]>
02-02-2017 16:14 +0400
როგორც პოლიტიკურად, ასე ეკონომიკურად ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა - გიორგი გახარია ვიზალიბერალიზაციაზე http://rustavi2.com/ka/news/67121

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ ეკონომიკურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს როგორც პოლიტიკურად, ასე ეკონომიკურად არის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკურ, ასევე პირველ რიგში ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

]]>
02-02-2017 15:37 +0400
ეკონომიკური თავისუფლების აქტი - "სოციალ-დემოკრატების" ინიციატივის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს http://rustavi2.com/ka/news/67062

სოციალ-დემოკრატების ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმით არის სავალდებულო, არ არის გამორიცხული, ინიციატივად დარჩეს.

უმრავლესობას ჯერ ერთიანი პოზიცია თანაგუნდელების საკანონმდებლო წინადადებაზე არ დაუფიქსირებია, თუმცა მთავრობამ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. აღმასრულებელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ გადასახადების გაზრდა დღის წესრიგში არ დგას.

მთავრობისგან განსხვავებით, საკითხის განხილვაზე კატეგორიული უარი არ უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს.

„არცერთ ნორმასთან დაკავშირებით არ გვაქვს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. დისკუსიები გრძელდება ყველა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსულტაციები ჟორჟოლიანის ინიციატივაზე კომისიაში სავარაუდოდ, ამ დრომდე მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც.

ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმების მცდელობად აფასებს. თავისუფლების აქტი გაზრდისგან ძირთადად 3 გადასახადს იცავს -საშემოსავლო, მოგების და დამატებითი ღირებულების. ოპოზიციაში ფიქრობენ არიან, რომ თუ კონსტიტუციაში ცვლილება შევა, გადასახადების გაზრდა მოხდება.

ავტორი: ნატა მახვილაძე

]]>
01-02-2017 21:18 +0400
ხელისუფლებას აქვს სურვილი გაზარდოს გადასახადები ხალხის დაუკითხავად - რომან გოცირიძე http://rustavi2.com/ka/news/67045

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი თავის დროზე იმის გამო იყო მიღებული, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ბედი დაზღვეული ყოფილიყო „ცუდი ხელისუფლებისაგან“.

ახალი ინიციატივის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც მთავრობას საბიუჯეტო ხარჯვებთან დაკავშირებით შეზღუდვები მოიხსნება, რომან გოცირიძის აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

„უნდა მიგვეღო ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ იქნებოდა ადვილი შესაცვლელი, კანონი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეს ნორმა ყოფილიყო სტაბილური, ეს ყოფილიყო ბარიერი, ზღუდე, რომლის გადალახვის შესაძლებლობა არ ექნებოდა პოპულისტ, არაკვალიფიციურ, ან პოლიტიკური მიზნებისთვის საგადასახადო თუ ეკონომიკური სისტემის თავის სასარგებლოდ გამოყენების მსურველ მთავრობას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა ის რეალობა, რომელშიც ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მათ ყველაფრის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. გოცირიძის განმარტებით, თავის დროზე აქტი ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყო მიღებული, რათა ბიუჯეტის ხარჯები არ ყოფილიყო გაუაზრებელი.

„ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ლარი და არ მოიმატოს ფასებმა, ადგნენ და 50 გვირაბისა და 1000 კილომეტრი მაგისტრალის აშენების გეგმა ჩადეს, ამას სჭირდება ფული, ამისთვის გაზარდეს ბიუჯეტში შემოსავლის მობილიზებისათვის აქციზების გადასახადი, 600 მილიონით მეტი და ამას ხსნიან რაღაც, ასე ვთქვათ, კეთილი საქმეებით,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი აზრით, ხელისუფლებას აქვს სურვილი გაზარდოს გადასახადები ხალხის დაუკითხავად. გოცირიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას კონტროლის მეტი ბერკეტი შეიქმნას, უმრავლესობა იმ აქტის ლიკვიდაციას აპირებს, რომელიც ხელისუფლებას ფულის გასაფლანგად ხელ-ფეხს უხსნის.

]]>
01-02-2017 18:15 +0400
ლარი გაუფასურებას განაგრძობს http://rustavi2.com/ka/news/67037

ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7090 ლარი იქნება, სხვაობამ 0.0013 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალიდან ერთი ევროს ღირებულება 2.9227 ლარი იქნება, ცვლილებამ 0.0241ლარი შეადგინა. 

]]>
01-02-2017 17:03 +0400
„ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რაზეა აგებული მისი ეკონომიკური პოლიტიკა" - გია ხუხაშვილი http://rustavi2.com/ka/news/67027

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური ხედვა არ აქვს. ანალიტიკოსები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ. 

„ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რაზეა აგებული მისი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიუჯეტზე  - ანუ სახელისუფლებო ინვესტიციებზე თუ თავისუფალ ბაზარზე. ეს კონცეპტუალური გადაწყევტილება მათ არ აქვთ მიღებული. შიგნით პრემიერმინისტრი დაიყვირებს მემარჯვენეს, ვიღაც გამოჩნდება ჟორჟოლიანისნაირი მემარცხენე და იმის საწინააღმდეგოს დაიყვირებს, ასე არ იმართება ქვეყანა,“- განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გია ჟორჟოლიანის ინიციატივა ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმების შესახებ ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„თავისუფლების აქტის გადახედვის ერთადერთი მიზანი არის უფრო მეტი დაბეგვრის შემოტანა და ჩვენი ფულის მითვისება მთავრობის მიერ,“ - განაცხადა ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე. 

]]>
01-02-2017 15:38 +0400
შალვა ნათელაშვილი "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს http://rustavi2.com/ka/news/67017

შალვა ნათელაშვილი ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ლეიბორისტების ლიდერის აზრით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ყოფილ პრემიერს ეკისრება, ვინაიდან ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი ამ საწარმოს აქციონერია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალიც სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უნდა აუნაზღაუროს.

„ბავშვთა სამყაროს დაწვასა და იქ დატრიალებულ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა ამ ობიექტის მფლობელ, აქციონერ ბიძინა ივანიშვილს. ისევე, როგორც ანალოგიურად მის სინდისზეა საყდრისის აფეთქება, იპოდრომის, ბოტანიკური ბაღის, თბილისის ცენტრის, ლაგუნა ვერეს განადგურება და მითვისება, რაზეც ის აუცილებლად აგებს პასუხს,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

]]>
01-02-2017 15:13 +0400
მივმართავთ დავით ნარმანიას გამოვიდეს სირაქლემის პოზიდან და ფინანსური დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ადამიანებს - თემურ გრიგალაშვილი http://rustavi2.com/ka/news/67015

საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერიას ხანძრით დაზარალებულების ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით დედაქალაქის სარეზერვო ფონდის გამოყენების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიას დაზარალებულთა დასახმარებლად ტენდერებიდან დაზოგილი თანხების გამოყენებაც შეუძლია. მათი განმარტებით მხოლოდ ბოლო სამ ტენდერში თბილისის მერიამ 900 000 ლარის ეკონომია გააკეთა და ეს თანხა დაზარალებულების დასახმარებლად უნდა იქნას მიმართული.

„ჩვენ მივმართავთ დავით ნარმანიას გამოვიდეს სირაქლემის პოზიდან და ფინანსური დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ადამიანებს. ჩვენ მოვიძიეთ ამის რესურსი, კერძოდ, ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ 3 საგზაო ტენდერში ეკონომიამ შეადგინა დაახლოებით 900 000 ლარი. მე ვფიქრობ, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისია, რომ გარკვეულწილად დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ გრიგალაშვილი.

]]>
01-02-2017 15:07 +0400
ისინი დგამენ შეგნებულად მოღალატეობრივ ნაბიჯებს - გიორგი გუგავა ხელისუფლების საგარეო კურსზე http://rustavi2.com/ka/news/66977

„ისინი დგამენ შეგნებულად მოღალატეობრივ ნაბიჯებს. აქ საუბარი იყო გარკვეულ სიმპტომებზე, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო ღალატს წარმოადგენს,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავავამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა. 

„საიდუმლო ინფორმაცია გასული არის საქართველოს ხელისუფლებიდან. ბუნებრივია, ამას ერთ-ერთი ვინმე ჯაშუში ამას ვერ გააკეთებდა. ეს შეგნებულად, მიზანმიმართულად მტრული, მოღალატეობრივი ნაბიჯი არის გადადგმული და ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მკაცრად დაცული ინფორმაცია არის გატანილი, რათა ნადირობა გამოცხადდეს ამ ბიჭებზე,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გაზპრომთან დაკავშირებულ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას, რადგან უცნობია, ამ ხელშეკრულების უკან რა დგას. მისი თქმით, "პუტინის მეფისნაცვალი ზის საქართველოში ივანიშვილის სახით".

]]>
01-02-2017 00:02 +0400
მგონია, რომ არაპროფესიონალურობასთან ერთად, დათმობის პოლიტიკა მიდის რუსეთთან - პუბლიცისტი თამარ ჩარკვიანი http://rustavi2.com/ka/news/66972

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან ათწლეულებია, საუბრობს, თუმცა საპასუხოდ აგრესიას იღებს. 

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ „ზოგადად არავინ რუსეთთან საუბრის წინააღმდეგი არ არის, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ 21 წლიდან საქართველო აკეთებს მხოლოდ იმას, რომ ესაუბრება რუსეთს და ჩვენ იქიდან ვიღებთ მათრახს, თავში უროს და ტერიტორიების წართმევას“.

მისი აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები კი არ მიმდინარეობს, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ქართული მხარე დათმობაზე მიდის.  

„მგონია, რომ არაპროფესიონალურობასთან ერთად დათმობის პოლიტიკა მიდის რუსეთთან,“ - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.

მისი აზრით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ძველი მთავრობის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. ის ამბობს, რომ ქვეყანა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის "ომს და ჩხუბს არ უნდა შეეწიროს".

კონსტიტუციაში ქვეყნის კურსთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთების საკითხზე თამარ ჩარკვიანსა და გიორგი ახვლედიანს შორის კამათი გაიმართა. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, საქართველოს უბლოკო სტატუსზე ჩანაწერის გაკეთების საკითხზე ისაუბრა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. 

]]>
31-01-2017 23:27 +0400
კალაძეს გაუჩნდა ილუზია, რომ მას შეეძლო, თანაბრად ელაპარაკა გაზპრომთან - გია ხუხაშვილი გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებას აფასებს http://rustavi2.com/ka/news/66971

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, მიზნები და ამოცანები ხელისუფლებას წინას და ახალს მსგავსი აქვს,  განსხვავება კი ტაქტიკაშია.

გია ხუხაშვილმა არჩევანის ეთერში გაზპრომის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით ან მონეტიზაციასთან ვერ ხედავს.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით მე აქ ზარალს ვერ ვხედავ. მე კარგად ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია, იგივე რაოდენობის გაზი წამოვიღოთ აზერბაიჯანიდან ანუ კიდევ უფრო დასუსტდეს რუსული გაზი,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა რუსეთისთვის სიგნალი იქნება, რომ არ სჭირდება ქვეყანას მისგან ნაყიდი გაზი.

გია ხუხაშვილის განმარტებით, კალაძეს გაუჩნდა ილუზია, რომ მას შეეძლო თანაბრად ელაპარაკა გაზპრომთან და მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უხარისხოდ აწარმოეს ხელშეკრულება.

]]>
31-01-2017 23:19 +0400
ივანიშვილი პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება - თამარ ჩერგოლეიშვილი http://rustavi2.com/ka/news/66970

ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აცხადებს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისი კურსი დააფიქსირა. 

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

„ამ ადამიანმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას არ უნდა საქართველოს გამო დასავლეთი უპირისპირდებოდეს რუსეთს. განსაკუთრებული პოლიტიკური გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ პატარა საქართველოს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად სჭირდება ზურგი ძლიერი დასავლეთის სახით. როდესაც ამაზე ამბობ უარს, ფაქტია, საითაც წახვალ,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკის შემდეგ გამოაფხიზლა და ის 2-წლიანი ფანჯარა, რომლის გამოყენებაც ხელისუფლებას საქართველოს კეთილდღეობისთვის საერთაშორისო არენაზე შეეძლო, არ გამოიყენა.

გადაცემა არჩევანში თამარ ჩერგოლეიშვილმა ხელისუფლების მიერ გაზპრომთან დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პროდასავლურ კურსზე უარს ღიად ვერ ამბობს იმიტომ, რომ ეს საქართველოს ინტერესების ეწინააღმდეგება. მისი აზრით, ხელისუფლება რუსული ნარატივის გავრცელებას საქართველოში არ ეწინააღმდეგება.

„ხელისუფლება ამას არა თუ არ ეწინააღმდეგება, არამედ ყველანაირად ხელს უწყობს. თქვენც ჩამოთვალეთ დასაწყისში. პრორუსული პარტიების და ანტიდასავლური პარტიების ხელშეწყობით, პრორუსული და ანტიდასავლური პრესის დაფინანსებით, პროდასავლური პარტიებისა და პროდასავლური პრესის დევნით, პროდასავლური მედიის დევნით, ერთ-ერთი მაგალითი თქვენ ხართ. ამიტომ საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც დღეს ხდება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობისა და გაზპრომთან მოლაპარაკებების საკითხზე თამარ ჩერგოლეიშვილმა და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, იკამათეს.

]]>
31-01-2017 23:09 +0400
პრეზიდენტის აზრით, გაზპრომთან ახალი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება ძველზე უარესია http://rustavi2.com/ka/news/66930

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენოს და გაზპრომთან ხელშეკრულების საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე, აცხადებს, რომ გაზპრომთან ახალი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება ძველზე უარესია.

„პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ასეთ რთულ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს ისეთი სერიოზული სტრუქტურის პირისპირ, როგორიც არის გაზპრომი. პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზება შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მიზეზები კი აუცილებლად დასადგენია, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს და მათ შორის ყველაზე მთავარს, - რატომ მოხდა, რომ ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციები შესუსტდა. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

]]>
31-01-2017 17:18 +0400
ლარის ყოველდღიური გაუფასურება გრძელდება http://rustavi2.com/ka/news/66927

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 2.7061 ლარი იყო.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2.8986 ლარი გახდა მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი კურსით, 1 ევრო 2.8947 ლარი ღირდა. 

  

]]>
31-01-2017 16:50 +0400
გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებელი - ოპოზიცია ხელისუფლებას გადასახადების დაწევისა და ხარჯების შეკვეცისკენ მოუწოდებს http://rustavi2.com/ka/news/66831

გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებელი და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. რთული ვითარების მიუხედავად, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მდგომარეობის დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს ეკონომიკური გეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

„მაჩვენებლები არ არის ისეთი, აღფრთოვანებას რომ იწვევს, მაგრამ იმედის მომცემი არის ნამდვილად ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ციფრი არ არის შთამბეჭდავი, ძირითადი ტენდენციები ყველა იმ პროდუქციაში, რომელსაც საექსპორტო პროდუქცია ჰქვია და რომელმაც საბოლოო ჯამში ეკონომიკა უნდა დაასტაბილუროს, არის მზარდი,“ - აცხადებს რომან კაკულია.

ეკონომიკური ვითარების შეფასებისას, პესიმისტურია ოპოზიციის მოლოდინები. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და გადასახადების დაწევას ურჩევს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ადეკვატურ გეგმას მთავრობის მხრიდან, რომელმაც შეიძლება მდგომარეობა გამოასწოროს. ასეთ დროს მთავრობამ უნდა შეკვეცოს ხარჯები და დაწიოს გადასახადები, რომ ბიზნესმა წელი მოიდგას. ამის ნაცვლად, გააძვირეს ბენზინი, დიზელი და ეს გადაეცა ისევ ფასების გაძვირებას და ამას ადამიანები ვერ გაუძლებენ. 2017 სამწუხაროდ, კიდევ უფრო რთული წელი იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, დასტურდება, რომ ხელისუფლებას ეფექტური სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.

„ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯები, რომელიც არის გადადგმული, ყოველდღიურად, ყოველწლიურად ასვამს უარყოფით დაღს და ეს შემდეგ უკვე ასახვას პოვებს, როგორც მოსახლეობის ყოველდღიურ შემოსავალზე, ამავდროულად გამოისახება იმ ციფრებში, რომელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იანგარიშება,“ -ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.  

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო შვიდ წელიწადში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

]]>
31-01-2017 10:22 +0400
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები გადაშენების პირას მყოფი კალმახის გადასარჩენად თანხების შეგროვებას იწყებენ http://rustavi2.com/ka/news/66801

ახალი საკალმახე მეურნეობის ფარგლებში თევზსაშენში გადაშენების პირას მყოფი კალმახის გამრავლება დაიწყება. წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობის გადასარჩენად გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდნენ.

არბი გრუპთან ერთად თანხის შეგროვებაში მონაწილეობა კიდევ ქვეყნის 20-მდე ენერგოკომპანიამ მიიღო. მათ შორისაა, ენერგო-პრო ჯორჯია-25 ათასი ლარი, თელასი ასევე 25 000. ამავე რაოდენობის თანხა გაიღო ჰიდროელექტროსადგურმა ნესკრამ. ამ გადაწყვეტილებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე კი შემომწირველებს ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა. სწორედ კახი კალაძიდან მიიღეს მათ შეთავაზება, რომ თანხა, მათივე თქმით, ქველმოქმედებისკენ მიემართათ.

თანხის შეგროვების შემდეგ, მთავრობა მდინარეებში ლიფსიტების საზეიმოდ გაშვებისთვის ემზადება, მანამდე კი წითელ წიგნში შეტანილი ნაკადულის კალმახი სპეციალურ საშენში უნდა გამრავლდეს.

ორი სამინისტროს ერთობლივი პროექტისთვის შეგროვებული თანხა საბოლოო დასრულებისთვის საკმარისი არ იქნება. რომელ კომპანიებთან გაიმართება მოლაპარაკება დამატებითი შემოწირულობის მიზნით ჯერ უცნობია. 

ავტორი: ეკო მაღრაძე.

]]>
30-01-2017 21:34 +0400
დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - ხელისუფლება მიზეზებს ასახელებს ოპოზიცია კი მას აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/66799

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის შარშანდელი ზრდის ტემპი თითქმის ისეთივე ცუდია, როგორიც 2008 წლის ომის შემდეგ და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიკში იყო. ამჯერად მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყველაფერს სეზონურ ჩავარდნებს უკავშირებენ. ოპოზიცია კი კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო ღრმა კრიზისს მოელის.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გასული წლისთვის საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე შეცვალა. წლის ბოლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტის წარდგენისას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.7 %-ით განისაზღვრა.

ეს მონაცემი არც საპარლამენტო უმრავლესობაში მოსწონთ და ყურადღებას მოსახლეობის გაღარიბების შეუქცევად პროცესზე ამახვილებენ. მმართველ გუნდში ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე გასულ წელს მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმის გავლენას არ ადასტურებენ.

ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებას მთავრობის ეკონომიკური გეგმაზე, ლარიზაციასა და გადასახადების ზრდაზე გეგმებზე უარის თქმას ურჩევს.

2016 წლის და მიმდინარე კვარტალის შესახებ ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ საბოლოო ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური მარტში გამოაქვეყნებს.

ავტორი: ანა წერეთელი

]]>
30-01-2017 21:27 +0400
„ეს არ არის ის ციფრი, რომელითაც სრულიად სიამაყეში ვართ მთელი მთავრობა,“ - რომან კაკულია ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/66792

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკური მაჩვენებლის კლებაზე საუბრობს.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელითაც სრულიად სიამაყეში ვართ მთელი მთავრობა,“ - აღნიშნა კაკულიამ.

რომან კაკულია ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნის ერთ-ერთ ფაქტორად, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - ჩვენ რამდენიმე წელი, ისეთია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, მოგვიწევს სტატისტიკაშიც, ცხოვრებაშიც, ბევრი არასასურველი ინფორმაციის მოსმენა, მაგრამ მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა შეეცადოს, რომ დაინახოს, ეს არის ტენდენციები და შეაფასოს, რამდენად სწორია ეს ტენდენციები და ასევე ისიც უნდა გაიგოს, ამ ტენდენციებზე უკეთესი ტენდენციების შემოთავაზება შეუძლია თუ არა ვინმე სხვას, არსებულ მდგომარეობაში,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულია დღევანდელ ვითარებას საგანგაშოდ არ აფასებს.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ტენდენციები, ტენდენცია არის ის, რომ წარმოების მიმართულებით, საწარმოების ზრდის მიმართულებით, გვაქვს ჩვენ ზრდა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდა ბოლო 7 წლის ყველაზე უარეს მაჩვენებელზეა - საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.2%ით გაიზარდა. 

]]>
30-01-2017 18:47 +0400
"ქართული ოცნების" თითოეული დღე ხელისუფლებაში გამოირჩევა უპერსპექტივობით - ზურაბ მელიქიშვილი http://rustavi2.com/ka/news/66791

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის მიზეზი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.

„დაახლოებით 1600 დღეა რაც ივანიშვილის ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და თითოეული დღე გამოირჩევა უპერსპექტივობით, უიმედობით უფრო მეტად ეკონომიკის გაჩანაგებით და იმით, რომ ხვალინდელი დღის უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეშინია საქართველოში," - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

ის ამბობს, რომ მთავრობის პროგნოზსა და რეალურ შედეგს შორის სხვაობა მცირე არ არის და დაახლოებით 300 მილიონს შეადგენს.

ქართული ოცნების თითოეული დღე არის დამატებითი პრობლემის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის, მათი მოქმედება, ხშირ შემთხვევაში არის დანაშაული და ასევე, დანაშაულებრივია მათი უმოქმედობა,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მისი აზრით, ხელისუფლებამ უცხოელი ინვესტორების მიმართ „ფსევდოპატრიოტული დამოკიდებულება“ უნდა შეცვალოს და კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადადგას. 

]]>
30-01-2017 18:38 +0400
დედაქალაქის გარეთ, არის ეკონომიკური ვარდნა და გაღარიბება ადამიანების და ეს არის ძალიან ცუდი - ზურაბ ჭიაბერაშვილი http://rustavi2.com/ka/news/66790

„0,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დეკემბერში ეს არის ის, რომ ზრდა საერთოდ არ არის“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის დღევანდელ შედეგებს.

„საქართველოს უმეტეს ნაწილში, დედაქალაქის გარეთ, არის ეკონომიკური ვარდნა და გაღარიბება ადამიანების და ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისის მომასწავლებელი,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ეს ბიუჯეტი, გადასახადების ზრდა ქვეყანას დაღუპავს და 2017 წელი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე 2016. ჭიაბერაშვილი ასევე აცხადებს, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების „მავნებლური ქმედებებია,“ რასაც თან ერთვის ლარიზაციის გეგმა. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის თქმით, მათ ალტერნატიული ბიუჯეტი პარლამენტში წარადგინეს და  მმართველ გუნდს უსარგებლო პროგრამების ამოღება შეთავაზეს.

„ძალიან დიდი რესურსია ბიუჯეტში, თუკი ამაში მთავრობა იტყოდა, პოლიტიკურ ნებას გამოიჩენდა და იტყოდა უარს, ეს არ გააკეთეს, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. სამაგიეროდ ეკონომიკა გაჩერებულია, სამუშაო ადგილები იკარგება, ადამიანებს აქვთ ნაკლები შემოსავალი, ფასები კი იზრდება,"-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

]]>
30-01-2017 18:31 +0400
ენერგეტიკის სამინისტრო აბსოლუტურად არ გრძნობს თავს ანგარიშვლადებულად მოქალაქეების წინაშე - თამარ კორძაია http://rustavi2.com/ka/news/66785

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს უფრო ანგარიშვალდებული იყოს ამომრჩევლების წინაშე და გაზპრომთან ხელშეკრულება გაასაჯაროვოს. რესპუბლიკელი თამარ კორძაია ხელისუფლებას ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულებას ახსენებს.

„განგაში იმიტომ ატყდა, რომ ქართულ მხარეს დაეცვა საკუთარი ინტერესები და ხელშეკრულების სრულად გასაიდუმლოების შესახებ შეთანხმება არ მოეხდინა მეორე მხარესთან. კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს განცხადება იმას, რომ დღევანდელი მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო აბსოლუტურად არ გრძნობს თავს ანგარიშვლადებულად იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც ის აირჩიეს,“-აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.

ავტორი: ეკა გაგუა.

]]>
30-01-2017 18:14 +0400
ხელისუფლებამ დათმო ნაციონალური ინტერესები - სერგო რატიანი "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებს http://rustavi2.com/ka/news/66783

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება აუცილებელია. ევროპული საქართველოს წევრების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამ ხელშეკრულებით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„საქართველოს ხელისუფლებამ დათმო საქართველოს ნაციონალური ინტერესები და საფრთხე შეუქმნა როგორც ენერგოუსაფრთხოებას, ისე ეკონომიკას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება ვნახოთ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს  წევრმა, სერგო რატიანმა.

ავტორი: ეკა გაგუა.

]]>
30-01-2017 18:08 +0400
ეს ხელისუფლება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის არ ზრუნავს - ბეჟაშვილი "გაზპრომის" ხელშეკრულებაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/66781

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის აზრით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ გაიგონ, თუ რის საფუძველზე მოხდა ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმება გაზპრომთან. მისი აზრით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებზე არ ზრუნავს.

„ეს ხელისუფლება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის არ ზრუნავს. აშკარად გარიგებული არის რუსეთის ხელისუფლებასთან. ამიტომაც მოვითხოვთ ჩვენ სასწრაფოდ ამ ხელშეკრულების პირობების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია რის საფუძველზე მოხდა ქვეყნისათვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმება,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ავტორი: ეკა გაგუა.

]]>
30-01-2017 18:03 +0400
ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ - გიორგი კვირიკაშვილი http://rustavi2.com/ka/news/66778

ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საქართველოს ეროვნული ბანკი კი მათ ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს.

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბავშვთა სამყაროს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად, შემოსავლების სამსახურის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს.

ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

]]>
30-01-2017 17:34 +0400
რომან კაკულიას აზრით, ეკონომიკის ზრდაზე ხელისუფლების პროგნოზსა და შედეგს შორის ძალიან დიდი ცვლილება არ არის http://rustavi2.com/ka/news/66763

საქართველოს მთავრობა 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპით აღფრთოვანებული არ არის. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ ხელისუფლების პროგნოზსა და შედეგს შორის ძალიან დიდი ცვლილება არ არის.

„ეს არ არის მონაცემები, რომლებითაც სრულიად საქართველოს მთავრობა აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ცვლილებაა იმ პროგნოზთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვქონდა. ძირითადად დეკემბერს რაც შეეხება, მე მაინც მშენებლობას ვუკავშირებ ამას სეზონურობიდან გამომდინარე. თუმცა, ტენდენციები უნდა ვნახოთ ალბათ ჩვენ და აუცილებლად უნდა შევხედოთ დადებითად, თუ რითი შეიძლება ავხსნათ ჩვენ ეს ყველაფერი.

"ტენდენციებს რაც შეეხება, ყველა პროდუქციის იმ ნაწილში, რომელთანაც ჩვენ ზრდა გვაქვს, თითქმის ყველგან, სადაც კი ექსპორტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და თვითონ ის, რომ ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობდით საგარეო ფაქტორების ზეგავლენაზე, ესეც მონაწილეობს ამაში, რა თქმა უნდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ისეთი რაღაცების ჩანაცვლება, სადაც ჩვენი პოტენციალი არსებობს. ასევე ინვესტიციების მოზიდვაზეც ძალიან სერიოზული გეგმებია,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ავტორი: ანა წერეთელი.

]]>
30-01-2017 15:31 +0400
ჩვენ ახლაც თავისუფალ ვარდნაში ვართ და კიდევ ქვევით მივდივართ - ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკის ზრდის ტემპს აფასებს http://rustavi2.com/ka/news/66758

2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 2.2%-ით გაზრდაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისი კომპეტენციაც არ აქვს და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მთავრობის ცვლილების შედეგად იქნება შესაძლებელი.

„თბილისში ეკონომიკა დგას და რეგიონებში პირიქით, ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. სრული გაღარიბება არის და მთელი უბედურება არის იმაში, რომ არ გვაქვს შეგრძნება, რომ ეს არის ფსკერი, ანუ ჩვენ ახლაც თავისუფალ ვარდნაში ვართ და კიდევ ქვევით მივდივართ. ბიძინა ივანიშვილის ამ მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. მინდა გითხრათ, რომ ამ მთავრობას, რომც მოინდომოს, არც კომპეტენცია აქვს და არც შესაძლებლობა, რომ რაიმე გააკეთოს და სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება, სამწუხაროდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გაღარიბება, მოქალაქეებისაც და ქვეყნისაც, ასე შეუქცევადად გაგრძელდება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ავტორი: ანა წერეთელი.

]]>
30-01-2017 15:18 +0400
"საქართველოს ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში" - ზურაბ მელიქიშვილი ეკონომიკის ზრდას აფასებს http://rustavi2.com/ka/news/66755

ეკონომიკური ზრდა ბოლო 7 წლის ყველაზე უარეს მაჩვენებელზეა - საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა. ზრდის ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, როცა ომისა და მსოფლიო კრიზისის შედეგად ეკონომიკა 3.7 პროცენტით შემცირდა. 2016 წლის დეკემბერში ზრდა 0.3%-ს არ ასცილებია.

„ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება ბევრს იქადნებოდა, რომ არათუ დაგეგმილ 3%-ზე გავიდოდა ეკონომიკური ზრდა, არამედ უფრო მეტიც იქნებოდა, მიუხედავად ამისა, შედეგი არის სახეზე, 2.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

მისი აზრით, ეკონომიკის ამ მდგომარეობაში აღმოჩენა ლარის გაუფასურების, სამუშაო ადგილების შემცირების და საერთო ჯამში, საქართველოს ხელისუფლების ბრალია.

ავტორი: ანა წერეთელი

]]>
30-01-2017 15:06 +0400
გიორგი კვირიკაშვილის დეკლარაციაში „გამორჩენილი“ კომპანია - პრემიერის ყოფილი ბიზნესპარტნიორების სახელმწიფო ვალები http://rustavi2.com/ka/news/66701

გიორგი კვირიკაშვილი, პარტნიორებთან ერთად, ფლობს კომპანიას, რომელიც ფიქსირდება საჯარო რეესტრში, მაგრამ დეკლარაციაში პრემიერს ის მითითებული არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ შპს იბერ კონსალტინგი არის ძველი და უკვე უმოქმედო ბიზნესი, საყურადღებო ის არის, რომ ამ კომპანიის თანამფლობელები და პრემიერმინისტრის ბიზნეს-პარტნიორები სულაც არ არიან უმოქმედოები და დღესაც აგრძელებენ აქტიურ საქმიანობას.

პრემიერმინისტრმა კომპანია 2004 წელს რაფიელ სურამელაშვილთან და ლევან ნოზაძესან ერთად დააფუძნა.

რაფიელ სურამელაშვილი დღეს 15 კომპანიის მფლობელია და ერთი კომპანიის დირექტორი. ხოლო ლევან ნოზაძე კი 8 კომპანიის მეწილე და 9 კომპანიის დირექტორი. პრემიერმინისტრის მეწილეებმა პოსტსკიპტუმთან კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ირკვევა, რომ ლევან ნოზაძის კომპანიამ შპს ქართული ხილი, რომლის გახსნასაც მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ, სახელმწიფოს დახმარებით შეღავათიანი აგროსესხი, 600 000 ლარი მიიღო და გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

რაც შეეხება რაფიელ სურამელშვილს, მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ნიუ ქონსთრაქშენმა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი მოიგო. მეტიც, 2016 წელს დევნილთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო თანხები გაფლანგა.

რაფიელ სურამელშვილის კომპანიას მსგავსი პრობლემა სხვა სახლემწიფო ტენდერებში მონაწილეობის დროსაც ჰქონდა.

რა ურთიერთობა აქვს პრემიერმინისტრს თავისი სტატუსშეჩერებული კომპანიის ბიზნესპარტნიორთან, რომლის ყოფილ კომპანიასაც სახელმწიფო ფულის გაფლანგვას ედავება, უპასუხოდ რჩება.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

]]>
29-01-2017 22:14 +0400
ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზები http://rustavi2.com/ka/news/66643

ბენზინის საშუალო ფასი შარშან იანვარში 1.66 ლარი იყო, დღეს 2.14 ლარია, სხვაობა 48 თეთრი გამოდის, რაც 23%-იან გაძვირებას ნიშნავს. ავტოგაზი 1.28 ლარი ღირდა, დღეს კი ფასი 17 თეთრით მეტი - 1.45 ლარია, ანუ 13%-ით არის გაძვირებული. არ არის გამორიცხული, ბენზინის ფასი კიდევ გაიზარდოს.

ამ კვირაში ეროვნულმა ბანკმა ლარის სესხებზე ბანკებს განაკვეთი 6.75%-მდე გაუზარდა, ეს კი სესხს მომხმარებელსაც გაუძვირებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს ლარის შემდგომი გაუფასურების მოლოდინი აქვს და ლარში სესხის გაძვირებით, ამის დაბალანსებას ცდილობს, თუმცა ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მოლოდინი მხოლოდ ფასების ზრდის აქვთ და ამ ნაბიჯით არა ლარის კურსის, არამედ, ფასების დონის დაჭერას ცდილობენ.

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში წელს 10%-ით შეამცირებდა ადმინისტრაციულ ხარჯს, თუმცა დამტკიცებული ბიუჯეტიდან ჩანს, რომ ბიუროკრატთა რიცხვი წელს 1001 მოხელით იზრდება და 116 757 შეადგენს, მათი ხელფასების დაპირებული 10%-ით შემცირების ნაცვლად, მხოლოდ 3.5%-იანი კლებაა დაგეგმილი.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

]]>
28-01-2017 21:14 +0400
გაძვირებული ბენზინი და მედიკამენტები - მეპურეები პურზე ფასის გაზრდას ვარაუდობენ http://rustavi2.com/ka/news/66640

დღეს დილით ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ მძღოლებს საწვავი გაძვირებული დახვდათ. ერთი ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულება 9-11 თეთრით გაიზარდა. მომხმარებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საწვავის ფასი სხვა პროდუქტებსა და მომსახურებასაც გააძვირებს.

საწვავის ფასი დღეს მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გაზარდა. ნავთობპროდუქტების სააგენტოში ერთი ლიტრი საწვავის ფასის ზრდას კიდევ 20-25 თეთრით ვარაუდობენ.

ფასის გაძვირებას ვარაუდობენ მეპურეებიც. მათ ვარაუდით, ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, ფქვილზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება. 

მოსახლეობა მედიკამენტების ფასის ზრდაზეც საუბრობს.

ექსპერტები ფასების მატებაზე პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აკისრებენ.

 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

]]>
28-01-2017 21:06 +0400
ლევან ალაფიშვილი მთავრობის მიერ ბიუჯეტის პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხარჯვაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/66618

იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც აუდიტის სამსახურში საბიუჯეტო თანხის ხარჯვას სწავლობდა, ამბობს, რომ მთავრობამ, ქამრების შემოჭერის ნაცვლად, დაგეგმილ ხარჯებს მილიონობით გადააჭარბა.  

ამის შესახებ მან გადაცემა ბიზნეს-კურიერში ისაუბრა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თანხა 2016 წელს უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე  2015 წელს.

რაც მთავარია, ის ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა, ეს თანხა რაში დაიხარჯა. ამასთან, მისი თქმით,  მთავრობამ მიზანმიმართულად არ გაითვალისიწნა 

"იცოდა მთავრობამ, რა იქნებოდა, მაგრამ კანონში არ გაითვალისწინა.  რატომ არ გაითვალისწინა? პირველი იმიტომ, რომ სარეზერვო ფონდიდან ხარჯვა არის გაუმჭვირვალე და ეს არის საშუალება მთავრობისთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობის კვალობაზე მიიღოს ან დააკორექტიროს გადაწყვეტილებები, ოღონდ ხალხის ხარჯზე," - ამბობს ლევან ალაფიშვილი.        

მთავრობა ლარის გამყარების საკუთარ პროგრამას თავად აყენებს დარტყმას. მთავრობის დაპირება იყო, რომ ლარის გასამყარებლად ანაზღაურებას შეიმცირებდა, რეალურად კი, 2016 წლის სახელფასო ბიუჯეტს 11 მილიონით გადააჭარბა. დადგენილი გეგმით 1 443 600 000 ლარი უნდა დაერიგებინა ხელფასად, რეალურად კი 1 454 000 000 ლარი დაარიგა.

ასევე გადააჭარბა ხარჯების გეგმას პრემიერმა კვირიკაშვილმა, სარეზერვო ფონდიდან მან დადგენილზე სამჯერ მეტი - 173 მილიონი ლარი დახარჯა.  

გადახარჯვაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაშიც. კერძოდ, 29 მოლიონი ლარი და ასეთი ხელგაშლილობა იმ ფონზე, რომ დაგეგმილი გადასახადებიდან 625 მილიონი ლარი არ შევიდა ბიუჯეტში. კერძოდ, 108 მილიონი დააკლდა საშემოსავლოს ნაწილში და 516 მილიონი დღგ-ის ნაწილში.

4-პუნქტიან გეგმაში პრემიერმა განაცხადა, რომ წელს 10%-ით შეამცირებდა ადმინისტრაციულ ხარჯს, თუმცა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან ჩანს, რომ ბიუროკრატთა არმიაც წელს 1001-ით მოხელით იზრდება და 116 757-ს შეადგენს და მათი ხელფასების დაპირებული 10%-ით შემცირების ნაცვლად, მხოლოდ 3.5%-იანი კლებაა დაგეგმილი.  



]]>
28-01-2017 14:27 +0400
რეფინანსირების სესხებს არ აქვს კავშირი ლარის კურსთან - გიორგი ბაქრაძე რეფინანსირებულ სესხებზე http://rustavi2.com/ka/news/66617

„რეფინანსირების სესხებს არ აქვს კავშირი ლარის კურსთან,“ - აცხადებს ეროვნული ბანკის სპიკერი, გიორგი ბაქრაძე, რეფინანსირებული სესხების ლარის კურსთან კორელაციასთან დაკავშირებით.

ბაქრაძე დავით ასლანიშვილის მოსაზრებას რეფინანსირების სესხების მონაცემების გაზრდის კავშირს ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და ამბობს, რომ  „ჩვენ თუ შევხედავთ რეფინანსირების სესხების ცვლილების კორელაციას კურსის ცვლილებასთან, ვნახავთ, რომ კორელაცია არის ძალიან დაბალი. ეს რაღაც 18 პროცენტამდე, რაც არაფერი არ არის".

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ჩვენი ფუნქცია არის ეს მოლოდინები შევბოჭოთ იმისთვის, რომ ინფლაცია იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი. ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენ, უზრუნველყოს იმას, რომ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები იყოს დაბალი,“ - აცხადებს გიორგი ბაქრაძე. 

]]>
28-01-2017 14:10 +0400
რეფინანსირებული სესხების მოცულობის გაზრდა ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს - დავით ასლანიშვილი http://rustavi2.com/ka/news/66616

საინვესტიციო კომპანია GIG+-ის დამფუძნებელი, დავით ასლანიშვილი, ვარაუდობს, რომ რეფინანსირებული სესხების მოცულობის გაზრდა ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს.

ამის შესახებ დავით ასლანიშვილმა გადაცემა ბიზნეს-კურიერში ისაუბრა და განაცხადა, რომ  აუცილებელია, ამასთამ დაკავშირებით განმარტება ეროვნულმა ბანკმა გააკეთოს.    

მისი განმარტებით, რეფინანსირების სესხი არის ინსტრუმენტი, რომელიც პრობლემის მოკლევადიანი  გადაჭრისთვის გამოიყენება. 

"კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში მოზიდული რესურსი  2016 წლის ჩათვლით გააჩნიათ 250-350 მილიონი ლარი და ჩნდება კითხვა, ეროვნული ბანკი როგორ გასცემს მოკლევადიან რესურსს 1 მილიარდ 350 მილიონ ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებზე. რა იწვევს ასეთ მრავალჯერად მოთხოვნას?" - ამბობს ასლანიშვილი და ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ამაზე პასუხი ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს. 

მისი თქმით, შესაძლოა,  ეს იმიტომ ხდება, რომ ამით ბიუჯეტის მონეტარული დაფინანსება იზრდება და შესაბამისად, ხელს აძლევს მთავრობას, რათა ხაზინაში თანხის შესვლის და ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ დადგეს. თუმცა, მისივე თქმით, ეს ნეგატიურ გაველნას ახდენს ლარის კურსზე.          

მისი თქმით, ეროვნული ბანკის წინა ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირების სესხების მოცულობა 250 მილიონ ლარამდე დაიყვანა, რაც რეალურად აქვთ კომერციულ ბანკებს გადარიცხული და შესაბამისად, ლარის კურის 2.5-დან 2.1-მდე დავიდა. ეს კი, მისივე თქმით, აჩვენებს, რომ რეფინანსირების სესხები მკვეთრ გავლენას ახდენს ლარის კურსზე და შიშობს, რომ  ბოლო პერიოდში რეფინანსირებული სესხების გაზრდილი მოცულობა კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე.     

]]>
28-01-2017 13:40 +0400
ლარი გაუფასურებას განაგრძობს http://rustavi2.com/ka/news/66596

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. პარასკევს საღამოს ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე 1 აშშ-ის ოფიციალური  ღირებულება 2.7021 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება კი 2.8869 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8917 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

 

]]>
28-01-2017 09:57 +0400
"როცა ამ დოზით იმასხარავებ თავს, კითხვები გაცილებით მეტი რჩება,“-ხიდაშელი კალაძეზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/66572

თინა ხიდაშელმა გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ხიდაშელმა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ საია-სთვის გაგზავნილ წერილზე გააკეთა აქცენტი. 

„ძალიან სასაცილოა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი, სამინისტრო, რომელსაც ხელი აქვს დოკუმენტზე მოწერილი, ამბობს, რომ მას ამ დოკუმენტის ასლი არ აქვს... როცა ამ დოზით იმასხარავებ თავს, კითხვები გაცილებით მეტი რჩება,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს არ არის ეკონომიკური ხელშეკრულება.

"დოლარებში არ ანგარიშობენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს,"-აღნიშნა ხიდაშელმა. 

ხიდაშელის თქმით, ტექნიკურად რომელმა მინისტრმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, არ არის მთავარია, რადგან ეს არის მთლიანი მთავრობის გადაწყვეტილება.

„ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელსაც ან მართლა არ ესმის, რაშია საქმე, როდესაც გაზპრომზე ლაპარაკობს, ან იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნია ეს ამბავი, რომ ბედავს და დასცინის ქვეყნის მოსახლეობას ამ თემაზე საუბრის  დროს,“- განაცხადა ხიდაშელმა.  

 

 

]]>
27-01-2017 18:32 +0400
დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემა და ექსპერტებისა და ოპოზიციის უარყოფითი პროგნოზები http://rustavi2.com/ka/news/66493

მთავრობის ეკონომიკური რეფორმა ექსპერტების აზრით, ბიზნესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. დაბეგვრის ახალი სისტემა უკვე ამოქმედდა. თუ აქამდე დამატებითი ღირებულების გადასახადს კომპანიები მომსახურების გაწევის შემდეგ იხდიდნენ, ისინი უკვე ავანსის მიღებისთანავე დაიბეგრებიან. კერძო სექტორში ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ შექმნილ სირთულეებზე საუბრობენ.

მთავრობას კანონის ამოქმედების გადავადების თხოვნით ბიზნესმენთა ასოციაციამაც მიმართა, თუმცა კერძო სექტორის მიერ დასახელებული არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემა ძირითადად გრძელვადიანი კონტრაქტებისათვის შემოიღეს. ბიზნესმენებს, რომლებიც თვეში რამდენიმე ასეულ ფინანსურ ოპერაციას ახორციელებენ, დაბეგვრასთან ერთად ადმინისტრირების ხარჯიც გაეზარდა.

მთავრობაში ადასტურებენ, რომ კომპანიების ნაწილზე ცვლილება ნეგატიურად აისახება, თუმცა საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევებითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ხსნიან. 

ახალი რეგულაციით ბიზნესს წლის განმავლობაში განკარგვადი ფინანსები შეუმცირდება, რაც ოპოზიციის აზრით, ეკონომიკის ზრდას კიდევ უფრო შეაფერხებს, ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველო გუნდში. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

]]>
26-01-2017 21:53 +0400
ხელშეკრულება "გაზპრომთან" - ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ http://rustavi2.com/ka/news/66484

მმართველ გუნდის წარმომადგენლების განცხადებით გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები 3 კვირაში დასრულდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას რუსული მხარის თანხმობა სჭირდება. 

ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება ქართული მხარისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს პარლამენტში ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნასაც სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა კომერციულ საიდუმლოებას ფართო საზოგადოებას ვერ აცნობს.

ქართულ-რუსული ხელშეკრულების პირობების საჯარო და საპარლამენტო ფორმატში განხილვას ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის დეპუტატები და მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ენერგეტიკის სამინისტროდან გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე უპასუხეს, რომ უწყებას ეს დოკუმენტები არ აქვს. იგივე პასუხი მიიღეს ოფიციალურ წერილზე ენერგეტიკის სამინისტროსგან დღეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმაც.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის მიმართვის შემთხვევაშიც, დაინტერესებული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურ დოკუმენტაციას ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა საჯაროობის ნებართვას რუსული მხარისგან არ მიიღებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

]]>
26-01-2017 21:27 +0400
ოპოზიცია ლარის გაუფასურებასა და ფასების მატების შესაძლებლობაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/66414

ლარიზაციის გეგმის ამოქმედებისა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ფონზე, ლარის გაუფასურებასა და ფასების მატების შესაძლებლობაზე საუბრობს ოპოზიცია.

მათი შეფასებით, მომხმარებელი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გამო გალარებაზე აღარ დათანხმდება.

„ნახევარი პროცენტით გაუძვირდებათ იმ ადამიანებს სესხი, რომლებსაც დოლარიდან ლარში უნდა გადაეყვანათ. ლარის გაუფასურების შედეგად, რაც ახლა მოხდა, აგრეთვე აქციზებზე ფასების მატების და ეკონომიკის ზრდის გამო, ბუნებრივია, რომ ფასების მატება სამწუხაროდ იქნება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.

ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ლარის გაუფასურების შეუქცევადობას, ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებენ ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრები.

„ბლუმბერგის მიერ ქვეყნის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შეყვანა ინვესტორებისთვის, ეროვნული ბანკის წინასწარი განაცხადი, რომ 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი, ეს ყველაფერი არის ერთით განპირობებული, ეს არის როგორც 4 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე სამომავლო გეგმების არარსებობა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

უმრავლესობაში კი არ კარგავენ იმედს, რომ მთავრობა ვითარების გაუმჯობესებას შეძლებს. ბლუმბერგის ბოლო რეიტინგის მიუხედავად, მათი აზრით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით კვლავ რჩება რეგიონში მიმზიდველ ქვეყნად.

„ინფლაცია არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ ის იყო სტაბილური, გასაგები და პროგნოზირებადი, რომელზეც ეკონომიკა შემდგომ თავის გათვლებს აკეთებს. ლარიზაციის გეგმის დროს ეს რისკები თავისთავად თეორიულად არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე მე არ მგონია, რომ ის მომხიბვლელობა რაც უნდა ჰქონოდა ამ გეგმას, საერთოდ არ არსებობდეს მოსახლეობისთვის. ამას აზრი ჰქონდა თუ არა? ამას აზრი აქვს კვლავაც რა თქმა უნდა, თუ არ არის სასიამოვნო მესიჯი ცხადია,“ - აცხადებს რომან კაკულია.

]]>
26-01-2017 09:26 +0400
"კაპიტულანტური შეთანხმება" - ოპოზიცია კვლავ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/66413

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებას, რომ გაზპრომთან მიმდინარე კონტრაქტის გასაჯაროება რუსულ მხარესთან უნდა შეთანხმდეს, იზიარებენ უმრავლესობაში.

მათი განცხადებით, კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებით შესაძლოა საფრთხე შეექმნას კონტრაქტს.

„შეგიძლია გამოხვიდე და გაასაჯაროვო, მაგრამ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი აღარ შედგება და აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური მოვლენისთვისაც მზად უნდა იყო. რადგან არ შევაფასეთ დადებითად სცენარის ასე განვითარება, ამიტომ არის კონსულტაციები და არა რაიმე სხვა მიზეზის გამო,“ - განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა რომან კაკულიამ.

რუსულ კომპანიასთან შეთანხმებას კაპიტულანტურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინტერესების გაყიდვასთან.

„მთავრობას რომ არ ჰქონდეს რაიმე დასამალი, ამას უმარტივესად გააკეთებდა, თუმცა საქმე გვაქვს კიდევ ერთხელ სახელმწიფო ინტერესების გაყიდვასთან. კალაძეს უკვე რამდენიმე წელია აქვს მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან ასეთი მოღალატეობრივი ხელშეკრულება გააფორმოს, რამდეჯერმე მან ეს ვერ შეძლო, თუმცა ახლა როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას შემდეგ, რაც მეორედ მოპარა ქართველ ხალხს არჩევნები, იყო ოპტიმალური დრო ამისთვის,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნას და ამ ჯგუფის ფორმატში ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს საპარლამენტო უმცირესობა.

„ხელისუფლება რაც უფრო მეტს ლაპარაკობს გაზპრომის ხელშეკრულებაზე, მით უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ეს არის კაპიტულანტური შეთანხმება. უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი და ამ ჯგუფის ფარგლებში უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

გაზპრომთან მოლაპარაკებების წარმოება და დოკუმენტზე საიდუმლო გრიფის დადება, მიუღებლად მიიჩნია ექსპერტთა ნაწილსაც.

]]>
26-01-2017 09:14 +0400
"ხელისუფლების რეფორმები საინვესტიციო მიმზიდველობას უკლავს ქვეყანას" - ირაკლი ყიფიანი http://rustavi2.com/ka/news/66410

ბლუმბერგის რეიტინგების მიხედვით, რომლებიც ქვეყნების საინვესტიციო გარემოს აფასებს, საქართველო ე.წ. წითელ ზონაში, აფრიკული სახელმწიფოების გვერდით მოხვდა.

ეკონომიკური ექსპერტები ურჩევენ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ბლუმბერგის რეიტინგი და იზრუნოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ბლუმბერგის კვლევა არის ყურადსაღები ხელისუფლების მეირ, რომ იზრუნონ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მოწესრიგებაზე, იმიტომ, რომ ის რეფორმები, რასაც აკეთებენ, პირიქით, საინვესტიციო მიმზიდველობას უკლავს ჩვენს ქვეყანას და საერთო ჯამში ეს ყველაფერი აისახება არაპროგნოზირებად ლარში, სუსტად მზარდ ეკონომიკაში და გაღარიბებულ მოსახლეობაში,“ -განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

წარმოდგენილ რეიტინგებს ანალიტიკოსები ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების დასტურად მიიჩნევენ და მას ბოლო დროინდელ ეკონომიკურ რეფორმებსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგსაც უკავშირებენ.

მათი განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დადებითად აღარ იმოქმედებს ლარის კურსის გამყარებაზე.

„ახლა ინფლაციასთან ბრძოლა იქნება ამოცანა. ინფლაციასთან ბრძოლა ისევ დააზიანებს ეკონომიკის ზრდას. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ არის კარგი ეკონომიკური ზრდისთვის. ლარის არასტაბილურობა იწვევს ბიზნეს კლიმატის ნეგატიურ შეფასებას, ნეგატიური შეფასება იწვევს ინვესტიციების შემცირებას, ინვესტიციების შემცირება ისევ ასუსტებს ლარს და ასეთ სპირალში შევდივართ,“ - აცხადებს ვახტანგ ლეჟავა.

]]>
26-01-2017 08:51 +0400
ლარიზაცია - ექსპერტები ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს არათანმიმდევრულ ქმედებებში ადანაშაულებენ http://rustavi2.com/ka/news/66389

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გალარების პროცესის შეფერხებაზე ღიად საუბრობენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთჯერადი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო, არ არის გამორიცხული ჩავარდეს, ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. გაძვირდება რამდენიმე დღის წინ გალარებული სესხებიც. ექსპერტები ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს არათანმიმდევრულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

განცხადება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით გაიზარდა. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ განაკვეთი მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში ეტაპობრივად 7%-მდე გაიზრდება.

ეროვნული ბანკის პროგნოზების არ სჯერათ საპარლამენტო უმცირესობაში. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის გათვლები, ფასების გაზრდას და მოსახლეობის გაღარიბებას გამოიწვევს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მომხმარებელი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გამო, გალარებაზე აღარ დათანხმდება.

ამ ეტაპისთვის ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი მომხმარებელი დათანხმდა სესხის დოლარიდან ლარში გადატანას, არ გამოქვეყნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხმობა ამ დროისთვის 25 000-დან მხოლოდ 100-მა განაცხადა. ლარიზაციის პროცესის შეფერხებას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში.

ავტორი: ნატა მახვილაძე. 

]]>
25-01-2017 21:50 +0400
საქართველოს მე-11 ადგილი ყველაზე სარისკო ქვეყნებს შორის - „ბლუმბერგის“ რეიტინგი http://rustavi2.com/ka/news/66395

ბლუმბერგის რეიტინგში, რომლებიც ქვეყნების საინვესტიციო გარემოს აფასებს, საქართველო თავისი მიღწევებით ყველაზე სარისკო ქვეყნების რიგებში მოხვდა.

ბლუმბერგის რისკების რუკაზე საქართველო წითელ ზონაში მოხვდა. 81 ქვეყანას შორის ინვესტორებისათვის ყველაზე სარისკოთა შორის მე-11 ადგილით. საქართველო წინ ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა შრილანკა, მონღოლეთი, პაკისტანი და დომენიკის რესპუბლიკა. მედია ჰოლდინგის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს ეყრდნობა.

ამერიკული მედია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს უმუშევართა რაოდენობისა და ინფლაციის კუთხით. ნორმალურია მდგომარეობა სახელმწიფო აქტივების რაოდენობით, კიდევ ერთი ინდიკატორი, ეროვნული ვალუტის კურსი, საქართველოს შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

უმრავლესობაში თვლიან, რომ ბლუმბერგის კვლევა მთავრობამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს. მმართველი გუნდის ნაწილი თვლის, რომ რეფორმები, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის დაიწყო, არასაკმარისია.

ოპოზიციისთვის ბლუმბერგის რეიტინგში საქართველოს სარისკო ქვეყნებში მოხვედრა მოულოდნელი არ ყოფილა. დეპუტატების აზრით, ამერიკული სააგენტოს რეიტინგს საერთაშორისო ინვესტორები ითვალისწინებენ და ანგარიშს უწევენ.

ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი და გერმანია მოხვდა, საქართველოზე უკეთეს პოზიციაზეა რუსეთიც, რომელიც რეიტინგში საშუალო რისკის ქვეყნად არის შეფასებული.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

]]>
25-01-2017 21:46 +0400
თქვენ მარტივად მიგაჩნიათ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები? - მარიამ ვალიშვილი "გაზპრომთან" ხელშეკრულების გასაჯაროებაზე http://rustavi2.com/ka/news/66388

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან გაზპრომთან დასადები ხელშეკრულების გასაჯაროების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის აღნიშნავს, რომ ქართული მხარე დოკუმენტის გასაჯაროებისთვის მზად არის.

„შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამის გარანტირება ცოტა რთული არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა კონტრაქტი გვაქვს და ეს პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ამის მცდელობა იქნება ჩვენს პრაქტიკაში და არა მარტო ჩვენს პრაქტიკაში, ამიტომ ეს გარკვეულ სამუშაოსთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, ამის სურვილი არის შესაძლებლობიდან გამომდინარე. იქნება თუ არა შესაძლებელი. თქვენ მარტივად მიგაჩნიათ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები? ეს ძალიან რთულია,“ - აცხადებს მარიამ ვალიშვილი.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის აზრით, ხელისუფლების მხრიდან გაზპრომთან შეთანხმების დეტალების დამალვა მიუღებელია, რადგან ეს საკითხი საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ პარლამენტს ამ თემაზე ზედამხედველობის საშუალება უნდა მიეცეს.

უმრავლესობა კი ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნასა და გაზპრომის საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

]]>
25-01-2017 21:28 +0400
ლარი გაუფასურებას განაგრძობს http://rustavi2.com/ka/news/66365

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური გაცვლითი კურსის მონაცემები გამოაქვეყნა.

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.6922 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც 0.0074 ლარით გაუფასურდა. 26 იანვარს, ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8941 იქნება.

]]>
25-01-2017 16:51 +0400
კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელფასი და დანამატი ყოველთვიურად - 7875 ლარი http://rustavi2.com/ka/news/66369

ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფონზე, მედია მაღალჩინოსნების ხელფასებით კიდევ ერთხელ ინტერესდება. ინტერესის ობიექტი ამჯერად კრიზისების მართვის საბჭო გახდა, რომელშიც ადრე ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული და მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები არიან დასაქმებულები.

გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტები არკვევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ხელფასი შეადგენს 7875 ლარს, მისი პირველი მოადგილის, ზედელაშვილის ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მას ჰყავს კიდევ დამატებით 3 მოადგილე, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომლის ხელფასი 5975 ლარს შეადგენს.

„თბილისის სტიქიის დროს თუ გააანალიზდა რა მოხდა, როგორ იმოქმედა სახელმწიფო აპარატმა, რა იყო კრიზისების მართვის საბჭოს როლი, რა იყო შეცდომა, ვისი შეცდომა იყო და ა.შ. როდესაც ვხედავთ, რომ ერთის მხრივ, მრავალშტატიან ახალ უწყებას, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს და ვერ ვხედავთ შედეგებს, ბუნებრივია, ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა და ეჭვი, რომ ეს ორგანო არ არის ეფექტური,“ - აცხადებს კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი.

ავტორი: ანა წერეთელი.

]]>
25-01-2017 16:51 +0400
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა" მერიას კორუფციაში ადანაშაულებს http://rustavi2.com/ka/news/66358

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მერიას კონკრეტული ტენდერების საფუძველზე კორუფციაში ადანაშაულებს.

თემურ გრიგალაშვილმა კეთილმოწყობის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის შუალედით გამოცხადებული ორი ტენდერის პირობები გაასჯაროვა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ ფასთა სხვაობა დიდია, რაც შესაძლოა კორუფციის წყარო იყოს.

ბრალდებას უპასუხეს მერიაში. 

]]>
25-01-2017 15:58 +0400
ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა http://rustavi2.com/ka/news/66261

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

25 იანვარს, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ყიდვა 2.6891ლარადაა შესაძლებელი. ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

1 ევროს ყიდვა კი 2.8867 ლარად იქნება შესაძლებელი. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.  

]]>
24-01-2017 16:51 +0400
კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტში შესატანად "გირჩმა" კანონპროექტი მოამზადა http://rustavi2.com/ka/news/66239

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტში შესატანად პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა კანონპროექტი მოამზადა. მათი განცხადებით, ცვლილებები გრძელვადიან გარანტიას იძლევა ეკონომიკური განვითარებისთვის.

კანონპროექტის მიზანს ეკონომიკაში მთავრობის როლის შემცირება, ხალხისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება წარმოადგენს. პოლიტიკური ცენტრი კანონპროექტს განსახილველად საკონსტიტუციო კომისიას დღეს გადაუგზავნის.

„საქართველოს ეკონომიკას აქვს 2 პრობლემა, ეს არის არსებული ხელისუფლების გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შესახებაც ვერ გაიგო ვერაფერი ვერც საზოგადოებამ და ვერც პოტენციურმა ინვესტორებმა, ხოლო მეორე პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლის პირობებში, საქართველოსნაირ ქვეყანაში ყოველთვის დგება ეკონომიკური გარემოსთვის არასტაბილურობის განცდა. ვუგზავნით საკონსტიტუციო კომისიას ჩვენს წინადადებებს, რომლებიც გულისხმობს კონკრეტულ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში ჩამკეტი მექანიზმების ჩადებას, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკური გარემო გახდეს განჭვრეტადი და სტაბილური,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

]]>
24-01-2017 14:54 +0400
გაასაჯაროებს თუ არა ხელისუფლება "გაზპრომთან" გასაფორმებელ ხელშეკრულებას, ამ დრომდე უცნობია http://rustavi2.com/ka/news/66200

ხელისუფლება გაზპრომთან გასაფორმებელი დოკუმენტის გასაჯაროებას არ ჩქარობს, შესაბამისად კვლავ უცნობია, მოსკოვის რა ულტიმატუმს დათანხმდა ქართული მხარე. მმართველ გუნდს განმარტებების გაკეთება სავარაუდოდ მთავრობის წევრების ნაცვლადაც მოუწევს.

პოლიტიკური დებატების შესახებ უმცირესობის ინიციატივა პარლამენტში დღის ბოლოს დარეგისტრირდა. გაზპრომთან განხორციელებული შეთანხმების დეტალებზე ინფორმაციას ოპოზიცია მმართველი გუნდიდან ითხოვს.

ევროპული საქართველოს წევრები კიდევ ერთ ინიციატივას უერთდებიან, რომელიც პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციის პროექტის სახით დაარეგისტრირა. დეპუტატები რუსულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას და მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

გაზის ტრანზიტის ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. ის კომერციული საიდუმლოა და მასზე ხელი არც საქართველოს პრეზიდენტს და არც პარლამენტს არ მიუწვდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმება საქართველოთვის ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს.

ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება საქართველოს წამგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან ქართული მხარე რუსეთის ულტიმატუმების სანაცვლოდ დათმობაზე წავიდა.

მთავრობის ცალკეული წევრების გარდა ხელშეკრულების პირობები არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალწლიანი პირობა, რომლის მიხედვითაც საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული აირის 10 პროცენტს იღებდა, გაუქმდა. ნატურის სანაცვლოდ რუსეთი ქართულ მხარეს თანხას გადაუხდის, თუმცა რა რაოდენობას უცნობია.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

]]>
23-01-2017 21:22 +0400
ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა http://rustavi2.com/ka/news/66167

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

24 იანვარს, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ყიდვა 2.6868 ლარადაა შესაძლებელი. ცვლილებამ 0.0105 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0394 ლარით გაუფასურდა და ხვალიდან მისი ყიდვა 2.8851 ლარად იქნება შესაძლებელი. 

 

]]>
23-01-2017 16:51 +0400
სპეციალურად ატეხილი აჟიოტაჟი - ვიქტორ დოლიძე "გაზპრომის" საკითხზე ოპოზიციას პასუხობს http://rustavi2.com/ka/news/66156

უმრავლესობაში გაზპრომის ხელშეკრულებით გამოწვეულ კრიტიკას „სპეციალურად ატეხილ აჟიოტაჟს“ უწოდებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არსებულ რეალობაში მოლაპარაკებებით რუსულ მხარესთან მაქსიმუმს მიაღწია.

„ეს არის ან სპეციალურად ატეხილი აჟიოტაჟი ან სერიოზულ დეკვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციაში მყოფ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ორივე მხარეს შეეხება ეს. ბუნებრივია, როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძება პირობები ცოტა უკეთესი გვინდოდა, მაგრამ ეს კომერციული მოლაპარაკებაა და სამწუხაროდ, ეს არის ის, რის მიღწევაც შესაძლებელი იყო არსებული რეალობის გათვალისწინებით,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საზოგადოება ადრე თუ გვიან გაიგებს, თუ რა ანაზღაურებას მიიღებს საქართველო რუსეთის მხრიდან. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლება ხელშეკრულებას იმიტომ ასაიდუმლოებს, რომ მისი პირობების საქართველოსთვის წამგებიანია.

ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ თუ ხელისუფლება არ გასცემს ოპოზიციას პასუხებს, მაშინ ამის გაკეთება საპარლამენტო უმრავლესობას დებატების რეჟიმში მოუწევს. სერგო რატიანის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროვდეს.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

]]>
23-01-2017 15:14 +0400
პრემიერმინისტრს ეყო ვაჟკაცობა ეღიარებინა, რომ არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება "გაზპრომთან" - თონიკე შარაშენიძე http://rustavi2.com/ka/news/66152

არასამთავრობო სექტორი ცალსახად აცხადებს, რომ გაზპრომთან ძველი ხელშეკრულების შენარჩუნება უკეთესი იქნებოდა. ექპერტების აზრით, საქართველო ახალი ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული ანაზღაურებით ვერ მიიღებს იმ მოცულობის გაზს, რამდენსაც ტრანზიტის საფასურის ნატურით მიღების დროს იღებდა.

„პრემიერმინისტრს ეყო, ასე ვთქვათ, ვაჟკაცობა, წესიერება, რომ ეღიარებინა, რომ არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება, რაც ნორმალურია. მე არ ვიცი რა მოხდა მოლაპარაკებებზე, რატომ დათმეს პოზიციები, როცა შარშან არ დათმეს, არ ვიცით და ალბათ ვერასდროს გავიგებთ ჩვენ ვერავინ ამას. ქვეყნის დაქცევა ეს კონტრაქტი ეს ნამდვილად არ არის, მარგამ საჭირო იყო ალბათ უფრო ნორმალური კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, არასამთავრობოებთან,“ - აცხადებს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

]]>
23-01-2017 15:02 +0400
„ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს დებატებისა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის"- ადა მარშანია http://rustavi2.com/ka/news/66133

პარლამენტში პოლიტიკური დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი. ადა მარშანიას განცხადებით, მთავრია ხელშეკრულების გასაჯაროება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს დებატებისა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. თუ ბატონი კალაძე, ან მთავრობის სხვა წევრი არ მობრძანდა, რა აზრი აქვს ასეთ დებატებს, საბუთს ვერ ვხედავთ,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ვრცლად და გასაგებად ისაუბრა.

ოპოზიცია გაზპრომთან დაკავშირებით პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში ითხოვს. განცხადება საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.

„არსებობს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სურათი მკაფიოა. ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

 

 

 

]]>
23-01-2017 12:44 +0400
ოპოზიცია "გაზპრომთან" დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/66132

ოპოზიცია გაზპრომთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს ითხოვს. განცხადება საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.

მოთხოვნა საპარლამენტო უმცირესობის სახელით დარეგისტრირდა საკანონმდებლო ორგანოში, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები პოლიტიკურ დებატებს მოითხოვენ საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე სხდომაზე.

ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, სერგო რატიანი თქმით, ვინაიდან ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი განაცხადა, აუცილებელია გაზპრომის ხელშეკრულების თაობაზე პარლამენტში დებატები გაიმართოს.

ნაციონალური მოძრაობა კი ბიუროს სხდომაზე დღეს რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, რომლის მიხედვითაც, პარტია ითხოვს გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ენმ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე. 

]]>
23-01-2017 12:39 +0400
ლარიზაციის პროგრამა - პროგრამის მიზნები მოსალოდნელი შედეგები ერთმანეთს ეწინააღმდეგება http://rustavi2.com/ka/news/66104

მთავრობამ ლარიზაციის პროგრამა უკვე დაიწყო. რა შეღავათს მისცემს ეს პროგრამა ლარსა და საქართველოს მოსახლეობას, ამ თემაზე პოსტსკრიპტუმში ისაუბრეს.

აკაკი გოგიჩაიშვილმა პოსტსკრიპტუმში დედოლარიზაციის პროგრამის პროგნოზებზე ისაუბრა.

იქიდან გამომდინარე რომ ლარიზაციის პროგრამის მთავარი მიზანი ლარის გამყარებაა, მეტად სავარაუდოა, რომ სესხების ლარში გადაყვანის შემდეგ საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდება და იმ სესხის მქონე ადამიანები, რომელთაც ვალის დასაფარად 3 წელი აქვთ დარჩენილი, ლარის 2,5-მდე გამყარების შემთხვევაში წაგებაში დატოვოს.

ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან სესხს, ამ შემთხვევაში, პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში ნაჩვენები გამოთვლების მიხედვით, მოქალაქეები ლარის გამყარების გარეშეც წაგებაში აღმოჩნდებიან.

ბიუჯეტიდან ლარიზაციის სქემაზე 65 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო მთავრობა ლარის კურსის ვარდნის ფონზე ადამიანებისთვის დახმარების გაწევას გეგმავს.

ავტორი:აკაკი გოგიჩაიშვილი.

]]>
22-01-2017 22:04 +0400
ექსკლუზივი - P.S.-მა "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების საიდუმლო დეტალები გაარკვია http://rustavi2.com/ka/news/66101

საქართველოს გაზპრომისგან ტრანსფერის საფასურს ნატურით აღარ მიიღებს. როგორც ცნობილია, რუსული მხარე საქართველოს ირანული მილსადენის გამოყენებით იმუქრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს და როგორც ირანისა თუ აზერბაიჯანის ექსპერტები იუწყებიან, ეს ნამდვილი ბლეფი იყო, რომელზეც ქართული მხარე წამოეგო.

სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი მილსადენს კონკრეტული ფუნქცია აქვს და მისი სხვა დანიშნულებით გამოყენება გართულდება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რუსულ-ირანული ურთიერთობების ბოლო დროინდელ დათბობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამჯერად რუსული მხარის ულტიმატუმი, საქართველოზე გაზის ტრანზიტი საერთოდ შეეწყვიტა, ყველაზე უფრო დამაჯერებელი იყო.

უკრაინაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების საშუალებით, რომლითაც რუსულ გაზს ევროპას აწვდის, ქვეყანა წლიურად 90 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსულ გაზს ატარებს და სატრანზიტო ანაზღაურების სახით 2.5 მილიარდ დოლარსაც იღებს და ეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რამდენჯერ დაიძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

პოსტსკრიპტუმისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ემთხვევა უკრაინულ ტარიფს, თუმცა უკრაინული მხარე კარგა ხანია ამ ტარიფის სამჯერ გაზრდას მოითხოვს.

ზუსტად რა მოცულობის ბუნებრივი აირი დააკლდება საქართველოს ენერგო სისტემას, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ კომერციული საიდუმლოს მოტივით, არ აკონკრეტებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რუსული გაზის ფიქსირებულ ფასად შეძენის საშუალება ექნება.

გაზპრომმა ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის საკითხი პირველად ერთი წლის წინ დააყენა, მაშინ რუსული მხარე აცხადებდა რომ გაზრდილი მოხმარების გამო საქართველოზე გამავალი მილსადენის მთელი სიმძლავრე, 2.5 მილიარდი კუბი, სომხეთის მოსამარაგებლად სჭირდებოდა და საქართველოსთვის ნატურით გადასახდელი აირი უბრალოდ აღარ რჩებოდა.

ბუნებრივი აირის რა მოცულობის მიღება შეეძლება საქართველოს სინამდვილეში უცნობია.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

]]>
22-01-2017 21:53 +0400
გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება - რა მოლოდინები აქვს მთავრობას, ოპოზიციას და ექსპერტებს http://rustavi2.com/ka/news/66052

საქართველომ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებით, მინიმუმ, 20 მილიონი დოლარის ბუნებრივი აირი დაკარგა. გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებზე, რომელზეც პრემიერმა განაცხადა, რომ გაასაჯაროებს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს გაზპრომის პრაქტიკაა.

„თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ კონტრაქტს, სადაც ცალსახად გაჟღერებული არის საჯაროდ ინფორმაცია, თუ რას იხდის გაზპრომ-ექსპორტი,“ - აცხადებს მარიამ ვალიშვილი.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი აცხადებს, რომ სწორედ საჯაროობა იქნებოდა იმის გარანტია, რომ საქართველოს საკუთარი პოზიციები უკეთ დაეცვა გაზპრომის წინაშე, რაც კალაძემ არ გააკეთა.

„ცალსახაა ის, რომ ეს პირობები არის უფრო უარესი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში სარგებლობდა საქართველო,“ - აცხადებს მაია მელიქიძე.

დაკლებული აირის შესაძენად ფულის გადახდა ან მომხმარებელს მოუწევს გაზრდილი ტარიფის სახით, ან ბიუჯეტს.

კახი კალაძემ რუსეთთან ულტიმატუმის გარეშე წარმოებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მაშინ რუსეთი საქართველოს ნაცვლად გაზს სომხეთს ირანიდან მიაწვდიდა. აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ექსპერტების თქმით კი, ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია და ისეთ ინვესტიციებს მოითხოვს, რომ კომერციულადაც ძალიან წამგებიანი იქნება.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

]]>
21-01-2017 22:01 +0400
მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს - ზურაბ ჭიაბერაშვილი http://rustavi2.com/ka/news/66027

საგარეო ვაჭრობის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ევროპული საქართველო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექსპორტ-იმპორტი შემცირებულია და 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.

დეპუტატის განმარტებით, მხოლოდ ექსპორტი გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, 4%-ით შემცირდა. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს და შესაბამისად მისი მოგვარების გეგმა არ აქვს.

„საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ჩვენ დავედით 2011 წლის მონაცემებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემცირდა ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა. იმის საპასუხოდ, რომ უკან მივექანებით, საქართველოს მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

]]>
21-01-2017 12:15 +0400
კვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა http://rustavi2.com/ka/news/66013

კვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა. პარასკევ საღამოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6763 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც ვაჭრობამდე მოქმედებდა, 2.6624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.

ლარი ასევე მცირედით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8457 ლარია მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. 

]]>
21-01-2017 10:14 +0400
"გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება - პრემიერმა პირველი განცხადება დავოსში გააკეთა http://rustavi2.com/ka/news/65999

პირველი განცხადება გაზპრომთან ხელშეკრულების შეცვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში გააკეთა. პრემიერმინისტრმა არ დამალა, რომ კონტრაქტის პირობებით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა გახდა რუსული ენერგოგიგანტის ულტიმატუმზე დათანხმების მიზეზი. 

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამტკიცებს, რომ ახალი კონტრაქტი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქვეყანას არ დააზარალებს.

გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების სრულად გასაჯაროებას ითხოვენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტია მთავრობის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობს.

გაზპრომთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას არ ცვლიან ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები. პოლიტიკურმა მოძრაობამ დღეს რუსულ ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებებისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე საპარლამენტო დებატების გამართვა მოითხოვა. 

უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს ყოფილ თანაგუნდელებს შორის შიდა დაპირისპირებას უკავშირებს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრემიერს დღეს მინისტრებთან მეტი მუშაობა და ხელშეკრულების მნიშვნელობაზე განმარტებების მიცემა ურჩია.

გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვენ არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებიც.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თამარ ნუცუბიძე, მარიკა გოცირიძე.

 

]]>
20-01-2017 21:44 +0400
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა http://rustavi2.com/ka/news/65981

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. 21 იანვრისთვის ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური  მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.6763 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

21 იანვრისთვის 1 ევროს შეძენა კი 2.8457 ლარად იქნება შესაძლებელი. ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. 

]]>
20-01-2017 17:22 +0400
ხელშეკრულება "გაზპრომთან" - ოპონენტებისთვის კაპიტულაციის ტოლფასი გასაიდუმლოებული დოკუმენტი http://rustavi2.com/ka/news/65919

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს რეზოლუციით მიმართა, რომლის მიხედვითაც უმცირესობა გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და იმ მიზეზების განმარტებას ითხოვს, რის გამოც მმართველმა გუნდმა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, საკუთარი პოზიციები დათმო.

ევროპული საქართველოს წარმომდგენლები აცხადებენ, რომ ენერგეტიკის მინისტრის საგანგებო ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, რომელსაც პასუხი ხელისუფლებამ სწორედ საპარლამენტო ფორმატში უნდა გასცეს. ოპოზიციის შეფასებით, კახი კალაძემ ხელშეკრულების დეტალებზე საუბარს, ოპოზიციაზე თავდასხმა არჩია.

მთავრობის წევრებისგან წერილობით განმარტებებს ელოდებიან პატრიოტთა ალიანსის წევრებიც. დოკუმენტის გასაჯაროებას ასევე ითხოვენ არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ის განმარტება, რომელიც ენერგეტიკის მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობაში კი, ამ საკითხზე დამატებითი შეკითხვები არ უჩნდებათ.

ენერგეტიკის მინისტრმა, პირველი საჯარო განცხადება გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, გუშინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კახი კალაძემ, ოპონენტები „დეზინფორმაციული ისტერიის მოწყობაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა კახი კალაძეს, ხელშეკრულების დეტალებზე კომერციული საიდუმლოების მოტივით არ უსაუბრია. მისი განცხადებით, საზოგადოებას ამ საკითხზე უწყებამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ამ დრომდე საქართველო, რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის საფასურს, ტრანზიტის 10%-ს ბუნებრივი აირის სახით იღებდა, ახალი პირობებით კი გაზს ფულადი ანაზღაურება ჩაანაცვლებს, თუმცა რა თანხას გადაიხდის რუსეთი ერთ კუბურ მეტრ აირში, ეს ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

]]>
19-01-2017 21:09 +0400