RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ მე გოლი გავიტანე და შენ რა გააკეთე? - რონალდომ თანაგუნდელს მიმართა http://rustavi2.com/ka/news/68863

ესპანურმა მედიამ ვალენსია-რეალის მატჩის დროს რონალდოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გაშიფრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს მიმართა - მე გოლი გავიტანე და შენ რა გააკეთე?

რონალდოს სიტყვების ადრესატი ფეხბურთელი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგანაც კამერებმა ვერ დააფიქსირეს თუ ვის ესაუბრებოდა 4 ოქროს ბურთის მფლობელი. ამ თემამ ესპანურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ რეალი 2:1 დაამარცხა. სამეფო კლუბის მხრიდან გატანილი გოლის ავტორი კი კრიშტიანო რონალდო გახდა. მარცხის მიუხედავად რეალი ლა ლიგას 52 ქულით ლიდერობს და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

 

წყარო: www.cuatro.com

]]>
24-02-2017 10:45 +0400
ლესტერმა კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა http://rustavi2.com/ka/news/68862

ლესტერ სიტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მიიღო. ლესტერი ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს. აღსანიშნავია, რომ რანიერიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მელიები პირველ მატჩში სტუმრად სევილიასთან 2:1 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ რანიერიმ ლესტერი 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და ეს კლუბი ისტორიაში პირველად გახადა პრემიერლიგის ჩემპიონი. 

]]>
24-02-2017 10:24 +0400
პსჟ-სთან შეხვედრა? ამის შესახებ არაფერი მახსოვს - ლიონელ მესი http://rustavi2.com/ka/news/68779

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ბარსელონამ ლეგანესი დამატებულ წუთებზე ლიონელ მესის მიერ გატანილი პენალტით 2:1 დაამარცხა, თუმცა მესიმ გატანილი გოლი არ აღნიშნა და ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი პსჟ-სთან 4:0 წაგებას?

პსჟ-სთან შეხვედრა? ამის შესახებ არაფერი მახსოვს - ასე უპასუხა მესიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-მ ბარსელონა 4:0 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ბარსელონაში 8 მარტს გაიმართება.

 

წყარო: MundoDeportivo

]]>
23-02-2017 12:01 +0400
რაფაელ ვარანის უხეში თამაში, რომელიც მსაჯმა ყვითელი ბარათით შეაფასა http://rustavi2.com/ka/news/68775

ვალენსია-მადრიდის რეალის შეხვედრის დროს სამეფო კლუბის მცველმა, რაფაელ ვარანმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიმართ ძალიან უხეშად ითამაშა, თუმცა მსაჯმა ფრანგი ფეხბურთელი დაინდო და ეპიზოდი მხოლოდ ყვითელი ბარათით შეაფასა.

სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ ვარანმა მეტოქის შესაჩერებლად კონორ მაკგრეგორის ილეთი გამოიყენა.

შეხვედრა ვალენსიას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

]]>
23-02-2017 11:45 +0400
სერხიო აგუეროს იდეალური სიმულაცია, რომელიც არავინ არ დაიჯერა - Eurosport http://rustavi2.com/ka/news/68774

"სერხიო აგუეროს იდეალური სიმულაცია, რომელიც არავინ არ დაიჯერა," - Eurosport-მა სიტი-მონაკოს შეხვედრის 34-ე წუთზე მომხდარი ფაქტი შეაფასა. გამოცემა წერს, რომ აგუერომ მეკარესთან კონტაქტამდე დაიწყო ვარდნა, რაც არბიტრმა შეამჩნია და არგენტინელი ყვითელი ბარათით დასაჯა.

ამ გამოხმაურებას გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა, უმრავლესობის აზრით, მსაჯმა შეცდომა დაუშვა და თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.

შეხვედრა სიტის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

 

წყარო: Eurosport

]]>
23-02-2017 11:30 +0400
ლა ლიგაში სიტუაცია დაიძაბა - ვალენსიამ რეალი დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/68772

ლა ლიგაში სიტუაცია დაიძაბა. ვალენსიამ გადადებულ შეხვედრაში მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. რეალმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ვალენსიამ - მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე სიმონე ძაძამ ეფექტური დარტყმით გახსნა და ვალენსიური კლუბი დააწინაურა. რამდენიმე წუთში კი ორელანამ ვალენსიას უპირატესობა გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეორე ნახევარში მადრიდის რეალმა ვეღარ მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა.

ლა ლიგას ისევ მადრიდის რეალი 52 ქულით ლიდერობს, მას ბარსელონა 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

]]>
23-02-2017 11:06 +0400
ორი ლეგენდის შეხვედრა - ისევ თბილი მისალმება და ისევ თავმდაბლობა http://rustavi2.com/ka/news/68771

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუმ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩი გამორჩეული იყო ორი ლეგენდარული მეკარის - იკერ კასილიასის და ჯანლუიჯი ბუფონის შეხვედრით. ყველასთვის ცნობილია, რომ ორი ვეტერანი ფეხბურთელი ძალიან ახლო მეგობრები არიან და შესაბამისად მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ტრადიციულად თბილად გადაეხვივნენ.

შეხვედრის წინ იკერ კასილიასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იყო. ამას იტალიელიც გამოეხმარა და ბუფონის თქმით, შედარება საჭირო არ არის, რადგანაც ისინი ორივე საუკეთესოები არიან. 

აღსანიშნავია, რომ ბუფონი და კასილიასი ერთმანეთს მე-18 დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების მხრივ ესპანელი მეკარე ლიდერობს - კასილიასმა 6-ჯერ შეძლო ბუფონის წინააღმდეგ თამაშის მოგება, ჯიჯიმ კი გუშინ მეხუთე მატჩი მოიგო. მათ შორის გამართული 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა. მეკარეებმა აღნიშნულ მატჩებში თანაბარი 19-19 გოლი გაუშვეს, იტალიელმა საკუთარი კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა, ესპანელმა კი - ექვსჯერ.

]]>
23-02-2017 10:21 +0400
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა http://rustavi2.com/ka/news/68757

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა. პორტუმ იუვენტუსს უმასპინძლა და 02: დამარცხდა, სევილიამ კი პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ლესტერი მიიღო და მეტოქეს 2:1 სძლია.

პორტუ 0:2 იუვენტუსი

სევილია 2:1 ლესტერი

წყვილებს შორის საპასუხო შეხვედრები 15 მარტს გაიმართება.

]]>
23-02-2017 08:17 +0400
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - 14 გატანილი გოლი 2 შეხვედრაში http://rustavi2.com/ka/news/68670

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ლევერკუზენის ბაიერნმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა, მანჩესტერ სიტიმი მონაკო მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 5:3 დაამარცხა. გთავაზობთ მატჩების მიმოხილვას;

სიტი 5:3 მონაკო

ბაიერნი 2:4 ატლეტიკო

დღეს კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. პორტუ ტურინის უივენტუსს მიიღებს, სევილია კი ლესტერს. შეხვედრები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

]]>
22-02-2017 01:53 +0400
დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება http://rustavi2.com/ka/news/68634

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. ლევერკუზენის ბაიერი მადრიდის ატლეტიკოს  უმასპინძლებს, მანჩესტერ სიტი კი მონაკოს.

გთავაზობთ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს.

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტოპრაკი, დრაგოვიჩი, ვენდელი; არანგიზი, კამპლი, ბელარაბი, ბრანდტი; ჰავერტცი, ჩიჩარიტო

 ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი/მოია; ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; ფერეირა კარასკო, გაბი, კოკე, ნიგესი; გრიზმანი, ტორესი

მანჩესტერსიტი~ (4-2-3-1): კაბალიერო; ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი; ტურე, სილვა; დე ბრუინი, სტერლინგი, სანე; აგუერო

მონაკო (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი; ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; ჟერმენი, ფალკაო.

შეხვედრები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

]]>
21-02-2017 19:10 +0400
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებს საწევრო გადასახადი გაუორმაგა http://rustavi2.com/ka/news/68631

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს საწევრო გადასახადი გაუზარდა. ფედერაციის გადაწყვეტილებით, თანხა გაორმაგდა და უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდები 40 ათასი ლარის ნაცვლად 80 ათას ლარს გადაიხდიან.

მეორე ლიგის გუნდების საწევრო გადასახადი კი 60 ათას ლარს შეადგენს. 19-წლამდე ჩემპიონატის გადასახადი 10 ათასი ლარით განისაზღვრა, 15 და 17 წლამდე გუნდებისთვის 5-5 ათასი ლარით.

]]>
21-02-2017 19:00 +0400
მეკარე, რომელმაც არსენალთან მატჩის დროს ბურგერი მიირთვა http://rustavi2.com/ka/news/68620

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე ლონდონის არსენალი მეხუთე ლიგის კლუბს სატონ იუნაიტედს დაუპირისპირდა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შეხვედრა კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სატონის მეკარის უეინ შოუს გამო მოექცა და მან მედიას იმედები არ გაუცრუა - სათადარიგოთა სკამზე მატჩის მიწურულს ბურგერი მიირთვა.

უეინ შოუ 45 წლის არის და 120 კილოგრამს იწონის. ის ფეხბურთს სპეციალურად არსენალის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.

შეხვედრა არსენალის გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

 

]]>
21-02-2017 17:20 +0400
ბაიერნმა არსენალი გაანადგურა, რეალმა კი 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/68245

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩი გაიმართა. მიუნხენის ბაიერნმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა, მადრიდის რეალმა კი ნაპოლის.

გერმანულმა კლუბმა არსენალი 5:1 გაანადგურა.

მადრიდის რეალმა მატჩის დებიუტში საკუთარ კარში 1 გოლი მიიღო, თუმცა შემდეგ 3 გაიტანა და შეხვედრაც 3:1 მოიგო. 

]]>
16-02-2017 02:07 +0400
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - ბარსელონა პარიზში განადგურდა http://rustavi2.com/ka/news/68145

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის 2 მატჩი გაიმართა. პსჟ-მ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა, ბენფიკამ კი დორტმუნდის ბორუსია მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

პარიზში გამართულ მატჩში პირველი გოლი მე-18 წუთზე ანხელ დი მარიამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დრაქსლერმა პარიზული კლუბის უპირატესობა გაზარდა. მეორე ნახევარში დი მარიამ დუბლი შეასრულა (არგენტინელს დღეს დაბადების დღე ჰქონდა), საბოლოო ანგარიში კი ედისონ კავანიმ დააფიქსირა, რომელიც ასევე იუბილარი იყო.

დღეს კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. მიუნხენის ბაიერნი არსენალს უმასპინძლებს, რეალი კი ნაპოლის. მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

]]>
15-02-2017 01:38 +0400
ფერნანდო ტორესის გოლი-შედევრი, რომლის შემდეგაც მისი სატრანსფერო ფასი კვლავ 60 მილიონი იქნება http://rustavi2.com/ka/news/68078

ფერნანდო ტორესის გოლი-შედევრი, რომლის შემდეგაც მისი სატრანსფერო ფასი კვლავ 60 მილიონი იქნება - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელის მიერ გატანილი გოლი სელტას კარში.

აღსანიშნავია, რომ ეფექტური გოლის შემდეგ ფერნანდო ტორესს დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. შეხვედრა ატლეტიკოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს 22 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი 49 ქულით ლიდერობს, სამეფო კლუბს 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონა, თუმცა რეალს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციაზე სევილია (46) იმყოფება, ატლეტიკო (42) კი მეოთხე ადგილზეა.

 

წყარო: Eurosport

]]>
14-02-2017 13:40 +0400
მეზობლის ხმაურით შეწუხებულმა ლიონელ მესიმ მისი საცხოვრებელი სახლი იყიდა http://rustavi2.com/ka/news/68077

მეზობლის ხმაურით შეწუხებულმა ლიონელ მესიმ მათი საცხოვრებელი სახლი იყიდა - ამის შესახებ მედიას მესის თანაგუნდელმა ივან რაკიტიჩმა განუცხადა. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, ეს ფაქტი 2013 წელს დაფიქსირდა.

რაკიტიჩის თქმით, მესის ძალიან უყვარს სიმშვიდე და მეზობლის ხმაურით შეწუხებულმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მესი ბარსელონას პრესტიჟულ უბანში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

 

წყარო: mirror.co.uk

]]>
14-02-2017 13:03 +0400
თბილისის დინამოს კახა კაჭარავა გაწვრთნის http://rustavi2.com/ka/news/68063

დინამო თბილისის პრეზიდენტის- რომან ფიფიას გადაწყვეტილებით დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან კახა კაჭარავა უხელმძღვანელებს. ის გუნდს ხვალ დილით შეუერთდება თურქეთში, სადაც დინამო მეორე წინასასეზონო შეკრებას გადის.

კახა კაჭარავა დინამოს მწვრთნელი 2006, 2009-2011 წლებში იყო. ასევე საფეხბურთო კარიერის პერიოდში დინამოს მაისური 97-ჯერ მოირგო და 54 გოლის გატანა მოახერხა.

თბილისური გუნდი ხვალ ბელეკში მეორე შეკრების პირველ საწვრთნელ მატჩს უკრაინული ვოლინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი ვიაჩესლავ გროზნის წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, თანამდებობა ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. 

]]>
14-02-2017 11:49 +0400
ჩემპიონთა ლიგა - შესვენების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2 მატჩით განახლდება http://rustavi2.com/ka/news/68061

შესვენების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2 მატჩით განახლდება. პსჟ ბარსელონას უმასპინძლებს, ბენფიკა კი დორტმუნდის ბორუსიას.

დღის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა პარიზში გაიმართება. პსჟ-ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდედ ხვდებიან ერთმანეთს, პლეი-ოფის სტადიაზე მათი კი მესამედ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება - პსჟ-მ ჩატარებული 11 მატჩიდან 10 შეხვედრის მოგება მოახერხა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ენაი ემერი დაპირისპირებას იმედით ხვდება.

"ჩემი გუნდი ძალზე მოტივირებულია და შესანიშნავი დაპირისპირება გველის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას გადამწყვეტ მომენტებში და ვისი ტაქტიკური კარნახით წარიმართება მატჩი. გვინდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით,"- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.

"პსჟ ბოლო კვირების განმავლობაში დიდებულად თამაშობს. კარგად ვიცნობ უნაი ემერის და ვიცი მისი შესაძლებლობები.  ჩვენ შევეცდებით მოედანზე ბურთის კონტროლს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას. პსჟ ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ პარიზის სტადიონთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს," - განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.

პსჟ-ს ტრავმების გამო ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა დააკლდებათ. საეჭვოა ხავიერ პასტორეს თამაშიც. ბარსელონას კი არდა თურანი, ხავიერ მასკერანო და ალექს ვიდალი ვერ დაეხმარება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით;

პსჟ - ტრაპი; ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი; ვერატი, რაბიო, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დრაქსლერი.

ბარსელონა - ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი.

შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

]]>
14-02-2017 11:11 +0400
მოკეტეთ, იდიოტებო - მარსელო გულშემატკივრებს დაუპირისპირდა http://rustavi2.com/ka/news/67534

მადრიდის რეალის ბრაზილიელი მცველი, მარსელო სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს დაუპირისპირდა. მოკეტეთ,იდიოტებო - ასე მიმართა ფეხბურთელმა ქომაგებს.

5 თებერვალს ნეიმარის და კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე იყო. მარსელომ ჯერ ნეიმარის სურათი გამოაქვეყნა და თანამემამულეს დაბადების დღე მიულოცა. გულშემატკივრებმა კი ფეხბურთელს შენიშვნა მისცეს - დღეს რონალდოს დაბადების დღეც არის, მას რატომ არ ულოცავ? - დაახლოებით ასეთი შინაარსის კომენტარები იწერებოდა ფეხბურთელის პოსტზე, რაზეც მარსელო გაღიზიანდა.

ამ ფაქტიდან 1 საათში მარსელომ რონალდოს სურათიც გამოაქვეყნა და პორტუგალიელსაც მიულოცა იუბილე. 

]]>
07-02-2017 17:30 +0400
ესპანელმა მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა http://rustavi2.com/ka/news/67532

ესპანელმა მეკარემ, სალვა ნანესმა, რომელიც მადრიდული კლუბის, პოსუელო ალარკონის ღირსებას იცავს, საკუთარი საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სალვა ნანესმა გოლი ვილიანუევო დელ პარდილიოს წინააღმდეგ გაიატანა და შეხვედრაც მინიმალური სხვაობით 1:0 დასრულდა. ორივე გუნდი ესპანეთის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.

]]>
07-02-2017 17:12 +0400
მეკარე, რომელიც 120 კილოგრამს იწონის, ლონდონის არსენალის წინააღმდეგ ითამაშებს http://rustavi2.com/ka/news/67071

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე ლონდონის არსენალი მეხუთე ლიგის კლუბს სატონ იუნაიტედს შეხვდება.

ამ მატჩს გულშემატკივარი ინტერესით ელის, რადგანაც სატონის კარს უეინ შოუ დაიცავს. 45 წლის შოუ 120 კილოგრამს იწონის და როგორც სჩანს სწორედ ის ითამაშებს არსენალის წინაარმდეგ და ამის მიზეზი სატონის გულშემატკივარების კატეგორიული მოთხოვნაა.

შოუმ საფეხბურთო კარიერა 1 თვის წინ დაასრულა, მაგრამ გოლკიპერი დაბრუნდა და არსენალთან შეხვედრისთვის განსაკუთრებით ემზადება.

]]>
01-02-2017 21:57 +0400
ქართველი ფეხბურთელი, ლუკას ჰუფნაგელი კარიერას გერმანულ ნიურნბერგში გააგრძელებს http://rustavi2.com/ka/news/67055

23 წლის ქართველი შემტევი ლუკას ჰუფნაგელი კარიერას გერმანიის II ბუნდესლიგის გუნდ ნიურნბერგში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. ჰუფნაგელი ახალ გუნდში 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგში ასპარეზობდა, სადაც 2015 წელს გადავიდა და გასულ სეზონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა. თუმცა, წელს, უკვე ბუნდესლიგაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია.

ჰუფნაგელმა 2015 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მას შემდეგ ის გამოძახებული არ ყოფილა. ჰუფნაგელმა ეეროვნული ნაკრების ღირსება ესტონეთთან ამხანაგური მატჩში დაიცვა, მაშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო. 

]]>
01-02-2017 18:58 +0400
გარიგებული მატჩები საქართველოს სათამაშო კონგრესის მთავარი თემა იქნება http://rustavi2.com/ka/news/67018

საქართველოს სათამაშო კონგრესი თბილისში 2017 წლის 1 მარტს მესამედ გაიმართება. კონგრესის მთავარი განსახილველი თემა გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა იქნება. კონგრესზე სიტყვით გამოვა ფრანჩესკო ბარანკა, რომელიც გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ევროპელი ექსპერტია.

ბარანკას გამოსვლა მატჩებიც ჩაწყობის სქემებს და ასევე ამ პრობლემის გადაჭრის გზებს შეეხება. ფრანჩესკო ბარანკა გავლენიანი ორგანიზაცია ფედერბეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ორგზანიზაცია 2011 წლიდან თაღლითური ფსონების აღმოჩენასა და ბოკმეიკერების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

"მოვყვები თუ როგორ მუშაობს თაღლითური ფსონების აღმოჩენის სისტემა. ასევე მოვიყვან მაგალითებს, როდესაც დაფიქსირდა თაღლითური ფსონები ძალიან ცნობილი გუნდების მონაწილეობით," - განაცხადა ბარანკამ.

სათამაშო კონგრესს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აპარატურის მწარმოებლები, პროგრამული უზრუნველმყოფის სპეციალისტები დაესწრებიან.

 

]]>
01-02-2017 15:20 +0400
თორნიკე ოქრიაშვილი http://rustavi2.com/ka/news/66925

]]>
31-01-2017 16:14 +0400
ოლივერ კანი http://rustavi2.com/ka/news/66922

]]>
31-01-2017 16:13 +0400
რაულ გონსალეს ბლანკო http://rustavi2.com/ka/news/66923

]]>
31-01-2017 16:13 +0400
გარეთ ბეილი http://rustavi2.com/ka/news/66924

]]>
31-01-2017 16:13 +0400
ლუიშ ფიგუ http://rustavi2.com/ka/news/66921

]]>
31-01-2017 16:12 +0400
გიორგი ქინქლაძე http://rustavi2.com/ka/news/66920

]]>
31-01-2017 16:11 +0400
გაბრიელ ბატისტუტა http://rustavi2.com/ka/news/66919

]]>
31-01-2017 16:10 +0400
დიეგო მარადონა http://rustavi2.com/ka/news/66918

]]>
31-01-2017 16:09 +0400
დიეგო მარადონა http://rustavi2.com/ka/news/66917

]]>
31-01-2017 16:04 +0400
კარლეს პუიოლი http://rustavi2.com/ka/news/66916

]]>
31-01-2017 16:01 +0400
ბუდუ ზივზივაძე პოლონურ გუნდში გადიდს http://rustavi2.com/ka/news/66915

]]>
31-01-2017 16:00 +0400
ლუის სუარესი http://rustavi2.com/ka/news/66913

]]>
31-01-2017 15:59 +0400
ნეიმარი http://rustavi2.com/ka/news/66914

]]>
31-01-2017 15:59 +0400
იკერ კასილიასი http://rustavi2.com/ka/news/66911

]]>
31-01-2017 15:57 +0400
დავიდ ერაძე http://rustavi2.com/ka/news/66912

]]>
31-01-2017 15:57 +0400
სერხიო რამოსი http://rustavi2.com/ka/news/66910

]]>
31-01-2017 15:55 +0400
ერიკ კანტონა http://rustavi2.com/ka/news/66909

]]>
31-01-2017 15:54 +0400
დევიდ ბექჰემი http://rustavi2.com/ka/news/66908

]]>
31-01-2017 15:46 +0400
სერ ალექს ფერგიუსონი http://rustavi2.com/ka/news/66907

]]>
31-01-2017 15:45 +0400
პეპ გვარდიოლა http://rustavi2.com/ka/news/66905

]]>
31-01-2017 15:43 +0400
ანტონიო კონტე http://rustavi2.com/ka/news/66903

]]>
31-01-2017 15:42 +0400
ჯოზე მოურინიო http://rustavi2.com/ka/news/66904

]]>
31-01-2017 15:42 +0400
ზინედინ ზიდანი http://rustavi2.com/ka/news/66900

]]>
31-01-2017 15:41 +0400
ლუის ენრიკე http://rustavi2.com/ka/news/66901

]]>
31-01-2017 15:41 +0400
იურგენ კლოპი http://rustavi2.com/ka/news/66902

]]>
31-01-2017 15:41 +0400
ბარსელონა http://rustavi2.com/ka/news/66899

]]>
31-01-2017 15:40 +0400
მიუნხენის ბაიერნი http://rustavi2.com/ka/news/66896

]]>
31-01-2017 15:32 +0400
შალკე 04 http://rustavi2.com/ka/news/66897

]]>
31-01-2017 15:32 +0400
დორტმუნდის ბორუსია http://rustavi2.com/ka/news/66895

]]>
31-01-2017 15:31 +0400
მალიორკა ლა ლიგას დაუბრუნდა http://rustavi2.com/ka/news/66894

]]>
31-01-2017 15:29 +0400
სტოკ სიტი http://rustavi2.com/ka/news/66893

]]>
31-01-2017 15:28 +0400
ტურინული დერბი -ტორინო VS იუვენტუსი http://rustavi2.com/ka/news/66891

]]>
31-01-2017 15:27 +0400
მილანის ინტერი http://rustavi2.com/ka/news/66890

]]>
31-01-2017 15:26 +0400
ლონდონის არესენალი http://rustavi2.com/ka/news/66889

]]>
31-01-2017 15:25 +0400
ტოტენჰემი http://rustavi2.com/ka/news/66888

]]>
31-01-2017 15:22 +0400
სევილიამ ატლეტიკო მადრიდი დაჩაგრა http://rustavi2.com/ka/news/66885

]]>
31-01-2017 15:21 +0400
მილანში დიდი ინვესტიცია ჩაიდება http://rustavi2.com/ka/news/66882

]]>
31-01-2017 15:19 +0400
მანჩესტერ იუნაიტედი http://rustavi2.com/ka/news/66879

]]>
31-01-2017 15:18 +0400
ნაპოლი http://rustavi2.com/ka/news/66880

]]>
31-01-2017 15:18 +0400
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება http://rustavi2.com/ka/news/66881

]]>
31-01-2017 15:18 +0400
სერია A-ში იუვენტუსი დაწინაურდა http://rustavi2.com/ka/news/66878

]]>
31-01-2017 15:17 +0400
პაულო დიბალა იუვენტუსის ახალი ათიანი გახდება http://rustavi2.com/ka/news/66877

]]>
31-01-2017 15:15 +0400
კონფლიქტი რეალში - რონალდო ჩინეთში მიდის http://rustavi2.com/ka/news/66874

]]>
31-01-2017 15:13 +0400
კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა http://rustavi2.com/ka/news/66873

]]>
31-01-2017 15:12 +0400
"ბარსელონა მესის წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობს," - ტანკრედი პალმერი http://rustavi2.com/ka/news/66422

იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალმერის ინფორმაციით, მესის ბარსელონა წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობს. თუ მესი ახალ კონტრაქტს დათანხმდება, ის კვლავ გახდება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. 

ჟურნალისტის განცხადებით, თუ მესი 40 მილიონს მიიღებს, ამით უკმაყოფილო იქნება კრიშტიანო რონალდო და მადრიდშიც ცვლილებებია მოსალოდნელი.

მესის ბარსელონასთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება. უცხოურ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი არ აპირებდა ბლაუგრანასთან ხელშეკრულების გაგრძელებას და მისი შეძენით მანჩესტერ სიტი იყო დაინტერესებული.

 

წყარო: Eurosport

]]>
26-01-2017 11:45 +0400
მადრიდის რეალის კრიზისი - სამეფო კლუბი სელტამ თასიდან გამოაგდო http://rustavi2.com/ka/news/66420

უცხოური მედიის შეფასებით მადრიდის რეალს კრიზისი აქვს - სამეფო კლუბი ესპანეთის თასზე სელტასთან 2-მატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

სალტამ პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე 1:2 მოიგო, აქედან გამომდინარე გუშინ რეალს მეტოქე 2 ბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, თუმცა შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ბოლო დროს რეალის წარუმატებელი თამაშის მთავარი მიზეზი დაშავებული ფეხბურთელები არიან. სამეფო კლუბს ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული - ვარანი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი, მარსელო და გარეთ ბეილი.

კრიზისის ნიშნებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კატეგორიულად უარყოფს.

"კრიზისის ნიშნებს მე ვერ ვხედავ. არაფერი საგანგაშო არ არის, რეალს სასტიკად აკრიტიკებენ და ხანდახან გგონია, რომ გუნდი ბოლო ადგილზეა. ეს კრიტიკა მეტისმეტი და დაუმსახურებელია. ჩვენ ამას თამაშით დავამტკიცებთ. როცა გუნდს შედეგები აქვს, ყველაფერი, თითქოს, უფრო იოლია," - განაცხადა ზიდანმა. 

 

ვიდეო: Goalsarena.org

]]>
26-01-2017 11:00 +0400
მე კი არა, იესო ქრისტეს ჰყავდა ოპონენტები - მოურინიოს გამორჩეული ფრაზები http://rustavi2.com/ka/news/66419

ჟოზე მოურინიო თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. პორტუგალიელ სპეციალისტს სხვადასხვა კლუბებთან ერთად უამრავი ტიტული აქვს მოგებული.

მოურინიო ინგლისის (ჩელსი), იტალიის (ინტერი), ესპანეთის (რეალი) და პორტუგალიის (პორტუ) საფეხბურთო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელია. ასევე 2-ჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (პორტუ, ინტერი). ეს "განსაკუთრებულის" ტიტულების არასრული ჩამონათვალია.

დღეს ჟოზეს დაბადების დღეა. გთავაზობთ, მოურინიოს ყველაზე დასამახსოვრებელ გამონათქვამებს

* ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა ლამის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი. არც ისე დიდი ხანია, რაც მწვრთნელი ვარ და იგივე ჯილდო მეც ერთხელ მაქვს მოგებული". (2005 წელი)

* თუ ჩელსის სამწვრთნელო პროცესში რომან აბრამოვიჩის აზრებს გავითვალისწინებ, მაშინ პრემიერლიგიდან გავარდებით. თუ მე შევასრულებ აბრამოვიჩის საქმეებს, მაშინ ის გაკოტრდება.

* გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ქედმაღალი ვარ, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე, შესაბამისად მე განსაკუთრებული ვარ.

* როდესაც მსურს, რომ ჭკვიან ადამიანს ვუსმინო, მაშინ საუბარს ვიწყებ.

* იდეალური და უბრალო სამსახური, რომ მსურდეს პორტუში დავრჩებოდი და ლამაზ, ღრმა, კომფორტულ, ლურჯ სავარძელს დავჯერდებოდი. იქნებოდა ღმერთი და ღმერთის შემდეგ კი მე.

* შემომხედეთ მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი, რომ სასწაულები მოვახდინო. ჰარი პოტერი მაგიაა, ფეხბურთი კი რეალობა.

* მე არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, თუმცა ჩემზე უკეთესიც არავინაა.

* თქვენ მართლა გაინტერესებთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? 4-3-3 სისტემას ვანიჭებ უპირატესობას!

*მე არ მჭირდება მოთამაშე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, კარგი ხასიათით. ასეთი შვილები მინდა მყავდეს. მე მჭირდება მოთამაშე, რომელიც გოლს გაიტანს. 

* იტალიურ ენას რამდენიმე თვე დღეში 5 საათის განმავლობაში ვსწავლობდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან უკეთესი კომუნიკაცია მქონოდა. რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, ის ინგლისში 5 წლის მანძილზე იმყოფებოდა და "დილა მშვიდობისა", "საღამო მშვიდობისას" გამართულად თქმა უჭირს.

* თუ ჩემზე ფილმის გადაღებას დააპირებენ, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს. ის ბრწყინვალე მსახიობია.

*არსენ ვენგერი ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ადამიანია. მას სხვა სხვა ადამიანებისთვის ცქერა უყვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეზობლებს ტელესკოპით აკვირდებიან, სწორედ ასეთია ვენგერიც. ის ჩელსის შესახებ გამუდმებით საუბრობს. 

* მე კი არა, იესო ქრისტეს ჰყავდა ოპონენტები. ასე რომ, ვერაფრით გამაკვირვებთ.

*ნამდვილად არ მსურს მწვრთნელობა მასწავლოს ადამიანმა, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 წააგო. (იოჰან კრუიფის მორიგი კრიტიკის საპასუხოდ)

* ბენიტესის ცოლს ჩემზე საუბრის ნაცვლად ურჩევნია მისი ქმრის დიეტაზე იზრუნოს.

* ავრაამ გრანტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება და პრემიერლიგაში მეორე ადგილის დაკავება ჩავარდნა არაა. ეს დამარცხებული კაცის სიტყვებია, ამის მთქმელი ტიტულებს ვერასდროს მოიგებს.

*მე და იკერს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის - თავისას. ახლა კასილიასს იმ ტიტულის მოგების შანსი აქვს, რომელიც არასოდეს მოუპოვებია" (გუშინდელი მატჩის შემდეგ. ჩელსიმ პორტუ 2:0 დაამარცხა და პორტუგალიური კლუბი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას).

*არიან მწვრთნელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოუგიათ, თუმცა არის ერთი, რომელიც ფინალს სამი ბურთით იგებდა და მაინც დამარცხდა - ჟოზემ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

*მე ყველა მწვრთნელს და გუნდს ვცემ პატივს, აქედან გამომდინარე მე არ ვეძებ სამსახურს, მაგრამ თავად კლუბები ინტერესდებიან ჩემი კანდიდატურით,"

*სხვა ადამიანების მარცხი, სიამოვნებას არ მანიჭებს. მე ჩემი კლუბის წარმატება მიხარია და არა სხვისი მარცხი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა ბედნიერები ვიყოთ

*რუნი უძლიერესი ფეხბურთელია, არ აქვს მნიშვნელობა მას გოლი გააქვს თუ არა. ასევე ვარ მეც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვიმარჯვებთ თუ ვმარცხდებით. ეს ჩემს რეპუტაციაზე ცუდად არ მოქმედებს. მე შესანიშნავი მწვრთნელი ვარ.

 

წყარო: soccerlens.com

]]>
26-01-2017 10:40 +0400
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შოტლანდია 11:0 დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/66396

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მეორე შეხვედრაში შოტლანდია 11:0 დაამარცხა.

საქართველომ პირველ შეხვედრაში ისრაელის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამ მატჩში იასპარეზებს თუ არა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრები. შეხვედრა 27 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

ფოტო:GFF

]]>
25-01-2017 21:42 +0400
იორდანიის ნაკრები, რომელმაც საქართველო დაამარცხა და 9 მატჩის შემდეგ პირველად მოიგო http://rustavi2.com/ka/news/66381

საქართველოს ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჯერ უზბეკეთთან ფრე 2:2 ითამაშა, დღეს კი იორდანიის ნაკრებთან დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით არ იმყოფებოდა შეკრებაზე და ეროვნული გუნდის ბირთვს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ და ალბათ, წარუმატებელი შეკრების გამართლებას ამ არგუმენტით ეცდებიან - ამიტომ შემოგთავაზებთ იორდანიის ნაკრების მოკლე ანალიზს, რომელსაც ევროპაში ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს.

იორდანია FIFA-ს რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი 121-ე პოზიციაზეა. იორდანიას რუმინეთის ჩემპიონატში ჰყავს ლეგიონერი - თავდამსხმელი ტაჰერ ბავაბი გაზ მეთანიას ღირსებას იცავს. გუნდი ძირითადად ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მის ლიდერად მეკარე ამერ შაფი ითვლება, რომელსაც ნაკრებში 135 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ასევე, გამოსარჩევია ჰამზა ელ-დარდური, რომელმაც დღეს საქართველოს გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ იორდანიას საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული და ეს წარუმატებელი სერია სწორედ ჩვენს ნაკრებთან დაასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა;

მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ოთო გოშაძე (საბურთალო);

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია);

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ბექა ტუღუში (ტორპედო), საბა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

 

მომზადებულია worldsport-ის მასალების მიხედვით.

]]>
25-01-2017 20:11 +0400
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/66378

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 45-ე წუთზე ჰამზა ალ-დარდური გახდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ითამაშა - ოთარ მიგინეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

 

ფოტო: GFF

]]>
25-01-2017 19:16 +0400
წარმატებული მწვრთნელები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს http://rustavi2.com/ka/news/66164

გთავაზობთ, წარმატებული მწვრთნელების ჩამონათვალს, რომლებმაც აქტიური სამწვრთნელო კარიერა დაასრულეს და ფეხბურთს ძალიან დააკლდებიან.

ლუი ვანგაალი
65 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას წერტილს უსვამს.

"მე შემეძლო ჩინეთში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ არ წავედი. მე ისევ ჩემს ოჯახში ვარ, სადაც ძალიან ბევრი რამ მოხდა. არ ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო საქმეს დავუბრუნდები," - თქვა ვან გაალმა. 
ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ ვან გაალის ქალიშვილმა ქმარი დაკარგა და ვეტერან მწვრთნელს განზრახული აქვს, უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად. აიაქსი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, ალკმაარი - ამ გუნდებთან ერთად ვან გაალმა არაერთი ტიტული მოიგო. თუმცა, ვან გაალმა მეორე დღეს ცოტა დამაბნეველი განცხადება გააკეთა და მომავალში მწვრთნელობა არ გამორიცხა.

გამორჩეული ტიტულები - ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი, ლა ლიგა, ჰოლანდიის ჩემპიონატი, ბუნდესლიგა, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი.

ვისენტე დელ ბოსკე
66 წლის სპეციალისტი ისვენებს ესპანეთის ნაკრებში გაწეული დიდი სამუშაოს შემდეგ. ფურია როხაში მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

"ზუსტად ვიცი, რომ აღარასოდეს ჩავჯდები სამწვრთნელო სავარძელში, მაგრამ თუ ფეხბურთს  დავჭირდები, მზად ვარ, მას დავეხმარო," - თქვა დელ ბოსკემ 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც ესპანეთის ნაკრებისათვის წარმატებული ვერ გამოდგა. 

დელ ბოსკეს აზრი ვერც ზღაპრულმა ჩინურმა წინადადებამ შეაცვლევინა. ისინი მზად იყვნენ, ხელფასის სახით ესპანელისათვის წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაეხადათ. დელ ბოსკეს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. უეფამ ის ყველა დროის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა.

გამორჩეული ტიტულები - ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2), ლა ლიგა (2).

ფაბიო კაპელო
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 70 წლის იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაესრულებინა.

"რუსეთი დავტოვე და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მივიღე. ბოლო დროს ჩემით ბევრი არავინ ინტერესდება. ასე რომ, წინადადებებზე უარის თქმა არცთუ ისე ხშირად მიწევს," - თქვა იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა. 

ამის შემდეგ მას შესთავაზეს მილანის, ინტერისა და იტალიის ნაკრების ჩაბარება, თუმცა დონ ფაბიოს დარწმუნება იოლი საქმე არ აღმოჩნდა. 

გამორჩეული ტიტულები - ჩემპიონთა ლიგა (1993-1994), სერია A – 5 (იუვენტუსთან ერთად მოგებული 2 სკუდეტო ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩამოართვეს). მადრიდის რეალთან ერთად 2-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

ფრანკ რაიკაარდი
რაიკაარდი ჯერ მხოლოდ 54 წლისაა, არადა მან უკვე გამოაცხადა აქტიური სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ. 2003-08 წლებში ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იყო. გუნდთან ერთად მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა.

"ფეხბურთმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მე ამისთვის მადლობელი ვარ. ახლა კი მოვიდა დრო, ცხოვრებაში სხვა რამეებით დავკავდე," - განაცხადა რაიკაარდმა. ბოლო დროს მას რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. მათ შორის იყო ვალენსია, თუმცა ჰოლანდიელი შემოთავაზებაზე არ დათანხმდა.

რაიკაარდმა ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა (2) და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ლექს ფერგიუსონი
ევროპის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი უკვე სამი წელია, ისვენებს. იქამდე კი ის 30 წლის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის სიმბოლო იყო. 23-ჯერ მოგებული ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი ყველაფერზე მეტყველებს.

"როცა მეუღლეს ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მე ვიცოდი, რომ მას ეს უნდოდა. სხვათა შორის, მელოდა მაშინაც კი, როცა შინ ღამის ორ-სამ საათზე ვბრუნდებოდი ," - ასე ახსნა 75 წლის მწვრთნელმა იუნაიტედის დატოვების მიზეზი. თანაც, იმ დროს ფერგის მეუღლეს და გარდაეცვალა.

იუპ ჰაინკესი
სამწვრთნელო კარიერის ფინალი დიდებული ჰქონდა. ბაიერნთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მანამდე ეს რეალთან ერთად გააკეთა.

"აღარასოდეს ვიმუშავებ მწვრთნელად. მინდა, ოჯახით დავტკბე," - თქვა 71 წლის იუპიმ.

გამორჩეული ტიტულები - მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული. ბაიერნში მოღვაწეობის პერიოდში კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 3-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. 

ოტმარ ჰიტცფელდი
შვეიცარიის ნაკრების გაწვრთნას მორჩა და 68 წლის მწვრთნელმა კარიერა დაასრულა. ეს მოხდა 2014 წელს. მალე მან მიიღო ჩინური წინადადება, რომლის მიხედვითაც 25 მილიონი ევრო უნდა მიეღო წელიწადში. ჰიტცფელდმა იპოვა ძალა და უარი თქვა. 

"ეს მართალია. მე ჩინეთში გატარებული წელიწადნახევრისათვის უფრო მეტს ავიღებდი, ვიდრე ბაიერნში შვიდწლიანი მოღვაწეობის დროს, არ წავედი იმიტომ, რომ ჩემი შვილი მალე დაქორწინდება და ბაბუა გავხდები. მე და ჩემს მეუღლეს დიდებული დროება გველის," - აღნიშნა მან.

ჰიტცფელდმა ბაიერნთან და დორტმუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა დაიგივე გუნდებთან ერთად ჯამში 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.

 

მომზადებულია Sportall-ის მასალების მიხედვით.

]]>
24-01-2017 12:55 +0400
წლის პირველი შეხვედრა - საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან ფრე ითამაშა http://rustavi2.com/ka/news/66187

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2017 წელს პირველი ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში გამართა და მეტოქესთან შედეგიანი ფრე - 2:2 ითამაშა.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე უზბეკი ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კი თეიმურაზ შონიამ ანგარიში გაათანაბრა, საბა ლობჟანიძემ კი ეროვნული გუნდი დააწინაურა. უზბეკმა ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და მატჩი ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დუბაის შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს, გუნდის ძირითად ბირთვს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენენ. უზბეკეთთან ვლადიმერ ვაისმა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა - როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე (82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი). 

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 იანვარს იორდანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

 

ფოტო: GFF

]]>
23-01-2017 19:23 +0400
პსჟ-ს ფეხბურთელმა მეკარისთვის თავით დაბრუნებული პასისთვის ყვითელი ბარათი მიიღო http://rustavi2.com/ka/news/66169

საფრანგეთის ჩემპიონატში კურიოზული სიტუაცია დაფიქსირდა. ნანტი-პსჟ-ს შეხვედრაში პარიზული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარკო ვერატიმ თავისი გუნდის მეკარეს პასი თავით დაუბრუნა, მსაჯმა კი იტალიელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ვერატიმ პასის გაკეთება უცნაური გზით მოახერა და იქ ერთი შეხედვით წესების დარღვევა არ ყოფილა, თუმცა მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრი მართალი იყო. კერძოდ, არსებობს FIFA-ს წესდების მე-12 პუნქტი, სადაც წერია - მეკარისთვის განზრახ გადაცემული ბურთი თავით, მკერდით, მუხლით ან სხვა სხეულის ნაწილით (ტერფის გარდა) ითვლება როგორც არასპორტული საქციელი და ისჯება ჯარიმით. აღნიშნული ქმედება წესების დარღვევად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მეკარე ბურთს არ აიღებს ხელში.

შეხვედრა პსჟ-ს გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

 

წყარო: Eurosport

]]>
23-01-2017 17:30 +0400
"სერხიო ბუსკეტსის ტრავმა, რომლის შემდეგაც მის სამსახიობო ნიჭს არ გაიხსენებთ," - Eurosport http://rustavi2.com/ka/news/66143

"სერხიო ბუსკეტსის ტრავმა, რომლის შემდეგაც მის სამსახიობო ნიჭს არ გაიხსენებთ," - ასე შეაფასა Eurosport-მა სერხიო ბუსკეტსის მიღებული ტრავმა. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 19-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ეიბარი 0:4 დაამარცხა. ბლაუგრანას ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანება მატჩის დასაწყისში მიიღო, რის შემდეგაც ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

პირველადი მონაცემებით ფეხის მოტეხილობას ვარაუდობდნენ, თუმცა ეს ვერსია არ გამართლდა. რამდენად მძიმეა ესპანელი ფეხბურთელის ტრავმა და რამდენი დრო დასჭირდება მის რეაბილიტაციას მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამარჯვების შემდეგ ბარსელონა ლა ლიგაში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს მადრიდის რეალს, რომელსაც 43 ქულა აქვს. (რეალს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული)  

 

წყარო: Eurosport

]]>
23-01-2017 13:50 +0400
მჭედლიძის კიდევ ერთი გოლი - ქართველი ემპოლის საუკეთესო ბომბარდირია http://rustavi2.com/ka/news/66136

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ სერია A-ში კვლავ გოლი გაიტანა და ემპოლის უდინეზეს წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამარჯვება მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ეს ლევან მჭედლიძის მეოთხე გოლია. მანამდე ქართველმა კალიარისთან ორი ბურთი გაიტანა, ხოლო 1 გოლიც ბერგამოში ატალანტას წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძე ამ სეზონში 4 გატანილი გოლით ემპოლის საუკეთესო ბომბარდირია.

21 ტურის შემდეგ ემპოლი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში 21 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

 

]]>
23-01-2017 13:20 +0400
მანჩესტერ იუნაიტედი ანტუან გრიზმანის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის http://rustavi2.com/ka/news/65918

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ანტუან გრიზმანის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინგლისელები ეცდებიან ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ამ შეთავაზებაზე დაითანხმოს და 25 წლის ფრანგი პრემიერლიგაში გადაიბირონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გრიზმანმა გასულ ზაფხულს მადრიდელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს რიგებში 2014-2015 წლების სეზონში გადავიდა და გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 132 მატჩში 69 გოლის გატანა შეძლო.

]]>
19-01-2017 19:50 +0400
სუსტი კრიშტიანო რონალდო - გულშემატკივრები პორტუგალიელს ჩინეთში წასვლას ურჩევენ http://rustavi2.com/ka/news/65917

მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ესპანეთის თასზე სელტას წინააღმდეგ პერსონალური თვალსაზრისით, ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. სამეფო თასზე რონალდომ 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და ეს დაბრუნება მისთვის სასურველი ნამდვილად არ ყოფილა.

რონალდოს თამაშმა გულშემატკივრების კრიტიკა გამოიწვია. თამაშის შემდეგ ესპანურმა გამოცემა AS-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა და რამდენიმე მხარდამჭერის აზრით, რონალდომ უნდა მიიღოს ჩინური კლუბების წინადადება და სათამაშოდ აზიაში გადავიდეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა გაბრაზებული ადამიანების პოზიციაა.

შეხვედრა მადრიდის რეალმა 1:2 წააგო და საპასუხო მატჩს 25 იანვარს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ოქროს ბურთთან ერთად FIFA-ს აღიარებაც მოიპოვა. 

 

წყარო: 101greatgoals.com

]]>
19-01-2017 19:42 +0400
სოციალური ქსელის რეაქცია ტურინის იუვენტუსის ახალ ლოგოზე http://rustavi2.com/ka/news/65906

ტურინის იუვენტუსმა გუნდის ახალი ლოგოს პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილმა ლოგომ გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვდასხვაობა გამოიწვია და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაც იყო.

"დაახლოებით ერთი წელი დავხარჯეთ იმაზე, რომ გაგვერკვია, რა სურდა ბაზარს და ასევე, მომავლისთვის გავითვალისწინეთ. ახალი ლოგოტიპი - ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა", - განაცხადა ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

ლოგოტიპში სამი კონცეფციაა წარმოდგენილი. პირველი - გუნდის ტრადიციული შავ-თეთრი ხაზები. მეორე -  ასო J, რომელიც კლუბის სახელწოდების პირველი ასო იტალიურ ენაზე - Juventus. მესამე - სიმბოლო, რომელიც კლუბის მტკიცებით, შეიძლება ემბლემაში დაინახო - ჩემპიონობისკენ ლტოლვა და გამარჯვების სურვილია.

მიმაგრებულ სურათებად გთვაზობთ, იმ ფოტო-შარჟებს, რომელიც იუვენტუსის ახალმა ლოგომ გამოიწვია და სოციალურ ქსელების გართობის ობიექტიც კი გახდა.

 

წყარო: sportall

]]>
19-01-2017 17:19 +0400
40-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, მადრიდის რეალი ზედიზედ მეორედ დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/65903

მადრიდის რეალი 40-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. გუშინ, სამეფო კლუბმა ესპანეთის თასის მეოთხედფინალში სელტას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 64-ე წუთზე ასპასმა გახსნა, ცოტა ხანში მადრიდელებმა მარსელოს გოლით გაათანაბრეს, თუმცა 70-ე წუთზე ჯონიმ საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის წაუგებელი სერია გასულ უქმეებზე სევილიამ დაასრულა.

რეალი-სელტას საპასუხო შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება.

]]>
19-01-2017 16:10 +0400
"ინტერის მცველის გოლი, რომელსაც ლიონელ მესიც კი ვერ გაიმეორებს," - Eurosport http://rustavi2.com/ka/news/65819

"ინტერის მცველის გოლი, რომელსაც იმდენად მაგარია, რომ ლიონელ მესიც კი ვერ გაიმეორებს," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ჯეისონ მურილიოს მიერ ბოლონიას წინააღმდეგ გატანილი გოლი.

იტალიის თასზე ინტერმა ბოლონიას უმასპინძლა. შეხვედრის 33-ე წუთზე მურილიომ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მაკრატელა დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა.

შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ინტერმა მატჩი 98-ე წუთზე ანტონიო კანდრევას გატანილი გოლის წყალობით მოიგო. 

]]>
18-01-2017 13:46 +0400
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება http://rustavi2.com/ka/news/65817

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი  23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 25-ში კი იორდანიის ეროვნულ გუნდს. შეხვედრები დუბაიში გაიმართება.

გუნდი დუბაიში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით დინამოს სამწვრთნელო ბაზაზე ემზადება. ნაკრებში 19 ფეხბურთელია გამოძახებული, რომლების უმრავლესობასაც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები შეადგენენ.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე; 
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, დავით ხოჭოლავა, გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე; 
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ბექა ტუღუში;
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

 

]]>
18-01-2017 13:18 +0400
ლიონელ მესიმ რაულის რეკორდი გაიმეორა http://rustavi2.com/ka/news/65631

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ლას პალმასს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ 1 გოლის გატანა მოახერხა, რითაც არგენტინელმა მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტნის, რაულის რეკორდი გაიმეორა.

მესის ლა ლიგაში უკვე 35 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი, რაც რაულის შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

18 ტურის შემდეგ ბარსელონა 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერს, მადრიდის რეალის 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

]]>
16-01-2017 13:39 +0400
კრიშტიანო რონალდოს არასპორტული საქციელი http://rustavi2.com/ka/news/65630

სევილია-მადრიდის რეალის მატჩის დროს სამეფო კლუბის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გატანილი პენალტის გარდა თავი არასპორტული საქციელითაც გამოიჩინა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სევილიას მცველს, ვიტოლოს ბურთი ზურგში გამიზნულად მოარტყა.

ამ ფაქტმა სევილიას ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, თუმცა შელაპარაკება თავად ფეხბურთელებმა და მთავარმა მსაჯმა განმუხტა. 64-ე წუთზე მადრიდის რეალმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, სევილიას ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში პორტუგალიელს დარტყმის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რონალდოს გაღიზიანება. არბიტრმა კი ეს ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვა.

შეხვედრა სევილიას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

]]>
16-01-2017 13:22 +0400
მატჩის დროს ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და იურგენ კლოპი დაუპირისპირდნენ http://rustavi2.com/ka/news/65618

მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპულის მატჩის დროს გუნდების მწვრთნელები ჟოზე მოურინიო და იურგენ კლოპი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის მიწურულს იუნაიტედის ნახევარმცველმა ანდერ ერერამ მერსესაიდული კლუბის შემტევი რობერტო ფირმინო წესების დარღვევით შეაჩერა და სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა, რასაც ფირმინოს გაღიზიანება მოჰყვა და მეტოქეს ხელი უბიძგა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა. ამ ფაქტმა კი გუნდების მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია. იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მათი დამშვიდება სარეზერვო არბიტრმა მოახერხა. შეხვედრის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს გულგრილად ჩამოართვეს ხელი.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

]]>
16-01-2017 11:32 +0400
პრემიერლიგის მიმოხილვა - ფრე ოლდ ტრაფორზე და სიტის განადგურება ლივერპულში http://rustavi2.com/ka/news/65615

გუშინ ინგლისის პრემიერლიგაში 21-ე ტურის 2 მატჩი გაიმართა. ევერტონმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. ოლდ ტრაფორდზე კი იუნაიტედი-ლივერპულის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

ევერტონი პირველი ტაიმის 34-ე წუთზე ლუკაკუმ დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში ევერტონმა მეტოქე გაანადგურა და პეპ გვარდიოლას გუნდს კიდევ 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მანჩესტერ იუნაიტედმა კი საკუთარ მოედანზე ლივერპულს უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მოახერხა. ამის შემდეგ უპირატესობას იუნაიტედი ფლობდა, თუმცა კლოპის გაწვრთნილ გუნდს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. საბოლოო ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის 84-ე წუთზე დააფიქსირა - ფრე 1:1.

პრემიერლიგას 52 ქულით ლონდონის ჩელსი ლიდერობს. თანაბარი 45-45 ქულით კი მეორე-მესამე ადგილებს ლივერპული და ტოტენჰემი ინაწილებენ. 

 

ვიდეო: Goalsarena.org

]]>
16-01-2017 10:44 +0400
მადრიდის რეალის 40-მატჩიანი წაუგებელი სერია სევილიამ დაასრულა http://rustavi2.com/ka/news/65614

მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. სამეფო კლუბს 40-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც ესპანეთის რეკორდია. მადრიდელებმა ბარსელონას 39-მატჩიანი შედეგი გააუმჯობესეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, 67-ე წუთზე რეალი კრიშტიანო რონალდოს ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით დაწინაურდა. 85-ე წუთზე მადრიდელების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლის წყალობით სევილიამ გაათანაბრა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გამარჯვების გოლის ავტორი სევილიას ახალწვეული სტეფან იოვეტიჩი გახდა - 2:1 სევილიური კლუბის სასარგებლოდ.

ლა ლიგას 18 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი 40 ქულით ლიდეროსბ (რეალს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) მეორე ადგილზე 39 ქულით სევილია იმყოფება, ბარსელონა (38) კი მესამე პოზიციას იკავებს.  

 

ვიდეო: Goalsarena.org

]]>
16-01-2017 10:22 +0400
რონალდოს და მესის არჩევანი http://rustavi2.com/ka/news/65261

FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. შესაბამისად ხმის მიცემის უფლება რონალდოს და მესისაც ჰქონდათ, რომლებიც თავიანთი ნაკრებების კაპიტნები არიან.

რონალდომ პირველი ადგილი გარეთ ბეილს მიანიჭა, მეორე ლუკა მოდრიჩს, ხოლო მესამე პოზიციაზე სერხიო რამოსი დააყენა.

მესიმ კი პირველ ადგილას ლუის სუარესი აირჩია, მეორეზე ნეიმარი, მესამე პოზიციაზე კი ანდრეს ინიესტა.

საბოლოო ჯამში 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 34.54%-ით კრიშტიანო რონჯალდო გახდა, მესიმ კი ხმათა 26.42%-ით მეორე ადგილი დაიკავა.

FIFA-ს გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანიც მონაწილეობდა. ვლადიმერ ვაისმა ლიონელ მესის დაუჭირა მხარი, ჯაბა კანკავამ კი ანტუან გრიზმანს.

 

წყარო: 101greatgoals.com

]]>
10-01-2017 17:02 +0400
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა - ტურნირზე 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/65260

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ორგანიზაციის სხდომა გაიმართა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების გაზრდის საკითხი განიხილეს. FIFA-ს გადაწყვეტილებით, მუნდიალზე 48 ნაკრები იასპარეზებს.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2026 წელს გასამართი ჩემპიონატისთვის შევა. ფორმატის ცვლილების იდეა მოქმედ პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და კომიტეტმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირი კვლავ 1 თვე გაგრძელდება და ის 16 ჯგუფად დაიყოფა, სადაც 3-3 ნაკრები ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დაძლევას კი 2 საუკეთესო გუნდი მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ნაკრები მონაწილეობდა.

 

წყარო: FIFA.com

 

]]>
10-01-2017 16:14 +0400
ვანდალიზმი არგენტინაში - მესის ძეგლი განადგურებულია http://rustavi2.com/ka/news/65238

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. არგენტინის ნაკრების და ბარსელონას ლიდერის, ლიონელ მესის  ძეგლი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში იდგა, განადგურებულია.

პოლიციას დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუკავებია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივი მედია მესის ძეგლზე თავდასხმას რონალდოს ტრიუფს უკავშირებს. პორტუგალიელმა 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და ოქროს ბურთი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პორტუგალიაში სწორედ ასე მოექცნენ რონალდოს ძეგლსაც, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მესის მიანიჭეს.

 

წყარო: El Transistor

 

]]>
10-01-2017 14:37 +0400
FIFA-მ 2016 წლის საუკეთესო გოლი დაასახელა http://rustavi2.com/ka/news/65236

FIFA-მ 2016 წლის საუკეთესო გოლი გამოავლინა. პუშკაშის პრიზის მფლობელი მალაიზიელი მოჰდ ფაიზ სუბრი გახდა.

ფაიზ სუბრი 29 წლის არის და მალაიზიური კლუბის, პენანგის ღირსებას იცავს.

]]>
10-01-2017 13:25 +0400
კრიშტიანო რონალდო 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს http://rustavi2.com/ka/news/65235

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო დაასახელეს. The Best 2016 – სწორედ ასე ეწოდება პრიზს, რომელიც რონალდომ მიიღო.

რონალდომ უკვე მოიპოვა 2016 წლის ოქროს ბურთი. ადრე FIFA და france football-ი წლის საუკეთესოებს ერთად ავლენდნენ, მაგრამ 6 წლის შემდეგ პირველად მათ დაჯილდოება ცალ-ცალკე გამართეს.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ეროვნულ ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა ლიონელ მესის დაუჭირა მხარი, ჯაბა კანკავამ კი ანტუან გრიზმანს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული კრიშტიანო რონალდო გახდა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და მწვრთნელებს რეალში და პორტუგალიის ნაკრებში. მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. 2016 წელი ჩემ საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო წელი იყო. გავიმარჯვე ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2016-ზე, სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში," - განაცხადა რონალდომ.

FIFA-მ წლის გუნდი დაასახელა;

მანუელ ნოიერი, დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო.

წლისსაუკეთესომწვრთნელი
კლაუდიო რანიერი (ლესტერი)

პუშკაშისსახელობისპრიზი
მოჰდ ფაიზ სუბრი (მალაიზია)

წლისსაუკეთესოფეხბურთელიქალი
კარლი ლოიდი

წლისსაუკეთესოქალთაგუნდისმწვრთნელი
სილვია ნეიდი

წლისსაუკეთესოგულშემატკივრები
"დორტმუნდისა" და "ლივერპულის" გულშემატკივრები

]]>
10-01-2017 13:08 +0400
მესის ბოლო წუთებზე შესრულებული ეფექტური საჯარიმო, რომელმაც ბარსელონა მარცხისგან იხსნა http://rustavi2.com/ka/news/65191

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ახალი წელი ცუდად დაიწყო ბარსელონამ, რომელმაც სტუმრად ვილიარეალთან ქულები დაკარგა. ბლაუგრანამ მეორე ადგილი სევილიას დაუთმო და ამასთანავე მადრიდის რეალთან ჩამორჩენა გაიზარდა.

ვილიარეალი ბარსელონას მინიმალური სხვაობით 1:0 ამარცხებდა და გამარჯვების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90-ე წუთზე ლიონელ მესიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხსიგან იხსნა.

მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე გრანადას უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს სევილიამ და ატლეტიკომ. სევილიამ რეალ სოსიედადი სტუმრად 04: დაამარცხა, ატლეტიკომ კი ეიბარს 0:2 მოუგო.

ლა ლიგას 17 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი 40 ქულით ლიდერობს. (სამეფო კლუბს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) მეორე ადგილზე სევილია(36) იმყოფება, მესამეზე ბარსელონა (35), მეოთხე პოზიციას კი მადრიდის ატლეტიკო(31) იკავებს.

 

ვიდეო: Goalsarena.org

]]>
09-01-2017 19:15 +0400
ლუკა მოდრიჩი http://rustavi2.com/ka/news/64741

]]>
31-12-2016 20:33 +0400
ჯანლუიჯი ბუფონი http://rustavi2.com/ka/news/64740

]]>
31-12-2016 20:32 +0400
პეპ გვარდიოლა http://rustavi2.com/ka/news/64737

]]>
31-12-2016 20:31 +0400
ფრანჩესკო ტოტი http://rustavi2.com/ka/news/64738

]]>
31-12-2016 20:31 +0400
ანტონიო დი ნატალე http://rustavi2.com/ka/news/64739

]]>
31-12-2016 20:31 +0400