RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/68981

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევთან წააგო, რომელსაც შარშან 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოუგო.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლს დასჯერდა.

ტურნირის ბოლო დღეს, ხვალ მედლები ვაჟთა შორის 90, 100 კგ–მდე და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე –90), ლაშა ტაველური (–100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იასპარეზებენ.

 

ფოტო - არქივი

 

]]>
25-02-2017 20:47 +0400
საქართველო vs რუსეთი - ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/68637

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 12 მარტს დინამო არენაზე რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყივა დაიწყო. გულშემატკივარებს ბილეთების შეძენა ticket.ge-ზე შეუძლიათ, მატჩის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი ბილეთები დინამო არენას სალაროებშიც გაიყიდება.

 

]]>
21-02-2017 19:56 +0400
ბიძინა ივანიშვილი 6 ერში საქართველოს ნაკრების მიღებისთვის წელიწადში 10 მილიონ ევროს იხდის http://rustavi2.com/ka/news/68527

ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, ქართული რაგბის განაცხადი 6 ერის პირველობაზე დააფინანსოს. გამოცემის ცნობით, ივანიშვილი მზად არის წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს (8.5 ფუნტ სტერლინგი)

გამოცემა ბიძინა ივანიშვილის პერსონასაც ახასიათებს და წერს, რომ მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. მისი დიდი აკვარიუმი კი ზღვის მარილით მარაგდება. როგორც გამოცემა წერს, აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. Daily Mail-ს ივანიშვილის ციტატაც მოჰყავს: "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს.“

6 ერში საქართველოს ნაკრების მიღებაზე განცხადება გააკეთა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა.

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე. გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით. მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს," - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

წყარო: dailymail.co.uk, sportall

]]>
20-02-2017 16:53 +0400
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია გაანადგურა http://rustavi2.com/ka/news/68505

რუსთავში ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველომ გერმანიის ეროვნული ნაკრები 50:6 გაანადგურა. ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 21:6 მოიგეს და მეორე ნახევარში კი გერმანიას 29:0 აჯობეს.

ქართველმა მორაგბეებმა ჯამში რვა ლელო დადეს. პირველ ტაიმში გიორგი კოშაძემ ორი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ფრუიძემ – ერთი, მერაბ კვირიკაშვილმა სამივე გარდასახვა გაიტანა. მეორე ტაიმში ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, ბოლო ლელო კი მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს რაგბის ისტორიაში გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც ნაკრების შემდგენლობაში 100 შეხვედრა ჩაატარა.

]]>
20-02-2017 14:50 +0400
საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ბელგია ბონუს ქულით დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/67904

საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ბონუს ქულით 31:6 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი17:0 მოიგეს. მეორე ნახევარში კი ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29–ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.  შეხვედრის მიწურულს ბექა გორგოძის ლელოთ და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით საბოლოო ანგარიში 31:6 დაფისირდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ გამართვას. მატჩი 19 თებერვალს, 15:00 საათზე ქალაქ რუსთავში გაიმართება. 

]]>
11-02-2017 20:07 +0400
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება http://rustavi2.com/ka/news/67536

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს გაერთიანებული ლიგის გათამაშების მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. იოვან პოპოვიჩის მომზადებული ქართველი წყალბურთელების მეტოქე 14 თებერვალს რუსეთი იქნება.

2016 წლის 6 დეკემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაში საქართველო რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა. დღეს გუნდმა სპორტკომპლექს ოლიმპიკში უკანასკნელი ვარჯიში გამართა. ხუთშაბათს საქართველოს ნაკრები რუსეთში გაემგზავრება და წინასამატჩო 1-კვირიან შეკრებას ადგილზე გაივლის.

რუსეთი-საქართველოს მატჩი 14 თებერვალს ყაზანში ჩატარდება.

]]>
07-02-2017 19:03 +0400
ძიუდოისტების წარმატება - ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/67531

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორმა ძიუდოისტებმა მიიღეს.

-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნოდარ ბერიანმა აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი ფინალში ონისე ბუღაძე გავიდა, მაგრამ რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა.

თებერვალში ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემსა (11-12 თებერვალი) და დიუსელდორფის გრან პრიზე (24-26 თებერვალი) გამოვლენ, სადაც მედლებისათვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იბრძოლებენ.

 

წყარო: msy.gov.ge

]]>
07-02-2017 17:00 +0400
საქართველოს რაგბის კავშირმა "ბორჯღალოსნების" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა http://rustavi2.com/ka/news/67056

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი კვართის პრეზენტაცია გაიმართა. ბორჯღალოსნებს სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Canterbury შემოსავს. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მაისურის ფერი.

გთავაზობთ ახალი სათამაშო ფორმის ფოტოებს.

]]>
01-02-2017 19:03 +0400
დაპირისპირება ოლიმპიურ კომიტეტში - მეძმარიაშვილი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/67034

დაპირისპირება საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობაში. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მეძმარიაშვილმა მოთხოვნა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სწორედ მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები. არჩევნებში მონაწილეობა იმ სუბიექტებმა მიიღეს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის დოკუმენტიც, რომელიც მეძმარიაშვილმა სასამართლოს წარუდგინა.

სეოკის გადაწყვეტილებით კი ისინი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოლიმპიურ კომიტეტში სასამართლოს დაწყებამდე კომენტარი აღარ გაკეთდება.

]]>
01-02-2017 16:00 +0400
2 ოქრო პარიზის ტურნირიდან - ქართველი მოჭიდავეების წარმატება http://rustavi2.com/ka/news/66777

ქართველი მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს პარიზის საერთაშორისო ტურნირზე და ორი მედალი მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, გენო პეტრიაშვილმა 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი შოთა ფარტენაძე გახდა ოქროს მედლის მფლობელი.

პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით იყო წარდგენილი.

]]>
30-01-2017 17:29 +0400
სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები გააბათილა http://rustavi2.com/ka/news/66392

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები. საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდარტის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

წინასწარი მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა იმ სუბიექტებმა მიიღეს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის დოკუმენტიც, რომელიც მეძმარიაშვილმა სასამართლოს წარუდგინა.

გასული წლის 23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მირებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.

დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განცხადება გააკეთეს. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის თქმით, კომიტეტი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და განჩინება ამ დრომდე არ მიუღიათ. 

]]>
26-01-2017 12:27 +0400
უსაინ ბოლტს 1 ოლიმპიურ ოქროს მედალს ჩამოართმევენ http://rustavi2.com/ka/news/66421

იამაიკელ სპორტსმენს უსაინ ბოლტს ერთ ოლიმპიურ ოქროს მედალს ჩამოართმევენ. ბოლტი და იამაიკის ნაკრები აღარ არის პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი 4x100 მეტრზე გარბენში, რადგან იმ გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნესტა კარტერი 2008 წლის თამაშებზე აკრძალულ პრეპარატს იღებდა.

სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაასრულა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად ბოლტს 9-ის ნაცვლად 8 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს.

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2008 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის ორი მედალი რუს მძლეოსანს ტატიანა ლებედევასაც ჩამოართვა. დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს.

]]>
26-01-2017 11:25 +0400
გიგა ჭიკაძის მორიგი გამარჯვება და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხებული მეტოქე http://rustavi2.com/ka/news/66181

ქართველმა კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი სარეიტინგო ორთაბრძოლა მოიგო. ლოს-ანჯელესში გამართულ შეხვედრაში 65 კგ. წონით კატეგორიაში, ჭიკაძემ ტაილანდელი ვიქტორ პინტო პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

24 წლის პინტოს კარიერის განმავლობაში 100-მდე ბრძოლა აქვს გამართული და გასულ წლებში რამდენიმე ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

პინტოს დამარცხების შემდეგ ჭიკაძეს მსოფლიოს ყველაზე პრეტიჟული პრომოუტერული კომპანია უახლოეს მომავალში ახალ ბრძოლას დაუგეგმავს, სადაც უკვე მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს.

]]>
23-01-2017 19:12 +0400
2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოკითხვაში ლაშა ტალახაძე მონაწილეობს http://rustavi2.com/ka/news/65818

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე 2016 წლის საუკეთესო ძალოსანის შესარჩევად გამოკითხვა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იღებს. თქვენ შეგიძლიათ ოლიმპიურ ჩემპიონს მხარი დაუჭიროთ. გთავაზობთ, ხმის მიცემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

1. შედით საიტზე www.iwf.net
2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს)
3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვტოვებთ ამ ქვეთავს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს.
5. მოვნიშნოთ 1 ქალი და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი).
6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი.
7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia).
8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი.
10. ვაჭერთ ღილაკს VOTE.
11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

ხმის მიცემა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის წესების მიხედვით დღის მანძილზე რამდენჯერმეა შესაძლებელი. ხმის მიცემის პროცედურა 31 იანვრამდე გაგრძელდება.

]]>
18-01-2017 13:29 +0400
ლაშა ტალახაძემ მორიგე რეკორდი დაამაყრა http://rustavi2.com/ka/news/64680

]]>
31-12-2016 16:41 +0400
2016 წლის საუკეთესო მომენტები ქართულ სპორტში http://rustavi2.com/ka/news/64631

საქართველოს სპორტული სამყარო 2016 წელს აჯამებს. გასულ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

მაღალ დონეზე ჩაატარეს წელი კალათბურთელებმა და მორაგბბებმა. ზაზა ფაჩულია მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ხუთეულში თამაშობს.

2016 წელი ისტორიული იყო სამტრედილებისთვის - ამ ქალაქის გუნდმა პირველდ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი ATP-ს რეიტინგის პირველ ათეულში მოახერხა ადგილის მოპოვება და თან ვენის ტურნირზე მსოფლიოს მეათე ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარაცხა.

 

სიუჟეტის ავტორი; დავით ერაძე

]]>
31-12-2016 10:33 +0400
2016 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა http://rustavi2.com/ka/news/64313

2016 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. წლის ტრადიციული შემაჯამებელი დაჯილდოება სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა. ტალახაძის მთავარი კონკურენტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო, რომელიც 2016 წელს ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 

"ყველა აღიარება და ყველა ტიტული ჩემთვის სტიმულის მომცემია, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტად მოვინდომო და ეს ტიტულები დავიცვა," - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

2016 წელს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. რიოს თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 215, ხოლო აკვრაში 258 კილოგრამი დაძლია და  ოქროს მედალთან ერთად ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეკორდსმენიც გახდა. ასევე, 2016 წელს ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, რამდენიმე კვირის წინ კი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება 2 რეკორდის დამყარებით მოიპოვა.

ღონისძიებაზე საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოჭიდავე ზვიად პატარიძე დასახელდა, საუკეთესო გუნდად საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, საუკეთესო ქალ სპორტსმენად კი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი. საუკეთესო პარაოლიმპიელ სპორტსმენად ზვიად გოგოჭური აღიარეს.

2016 წელის ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს წარმომადგენლებმა 850-მდე სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 200-ით მეტია. 

]]>
26-12-2016 21:58 +0400
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს http://rustavi2.com/ka/news/63679

დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ფედერაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს.

გეგეშეძიმ დელეგატთა 46 ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა მანუჩარ კვირკველიამ კი 21, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა მოაგროვა, 1 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. 

 

]]>
17-12-2016 20:43 +0400
ძიუდოს კლუბმა საგარეჯომ ფინალში რუსულ იავარა ნევას მოუგო და ოქროს ლიგის გამარჯვებული გახდა http://rustavi2.com/ka/news/63674

გროზნოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში ქართულმა ძიუდოს კლუბმა საგარეჯომ ფინალურ შეხვედრაში რუსული იავარა ნევას დამარცხება მოახერხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საგარეჯომ მეტოქე 3:2 დაამარცხა. როდესაც ანგარიში 2:2 იყო გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება ლევან მატიაშვილმა იპონით მოიპოვა და თავის გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.

ასევე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა მებრძოლმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანული აბენსბერგი 4:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე საგარეჯომ პორტუგალიურ სპორტინგს მოუგო, შემდეგ კი გერმანულ აბენსბერგს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსულ იავარა ნევას.

გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს;

საგარეჯო

66 კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე

მებრძოლი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი

]]>
17-12-2016 19:18 +0400
ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს http://rustavi2.com/ka/news/63653

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

გეგა გეგეშიძის მომხრეები დელეგატთა სიებს ხმაურით აპროტესტებენ. კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 5 დელეგატს ხმის უფლება ჩამოერთვა. ყრილობა, რომელიც 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, დელეგატთა სიების დაზუსტების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.

ფედერაციაში გეგეშიძის მხარდასაჭერად კორცხელში ინციდენტის მონაწილეები იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანი მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

]]>
17-12-2016 13:22 +0400
დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება http://rustavi2.com/ka/news/63647

დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანი მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

არჩევნები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სპორტის ახალი კანონის მიხედვით გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონების ორგანიზაციები მიიღებენ. ახალი კანონით არჩევნებში 3/4 იურიდიული პირი მონაწილეობს 1/4 კი სპორტსმენი.

არჩევნები 13:00 საათზე დაიწყება და მომავალი პრეზიდენტი ფედერაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

]]>
17-12-2016 12:17 +0400
ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები - პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს http://rustavi2.com/ka/news/63558

17 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანი მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

კვირკველიას მთავარი კონკურენტი სავარაუდოდ გეგეშიძე იქნება, რომელიც 4 წლის წინ გამართულ არჩევნებზე ლუკა კურტანიძესთან დამარცხდა. მის კანდიდატურას კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო საპარლამენტო უმცირესობაში აპროტესტებენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციის წევრებს გაუსწორდნენ, სწორედ მისი ძმა, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკასთან მის კავშირს უარყოფს და დარწმუნებულია, რომ არჩევნებიც ზეწოლისგან თავისუფალი იქნება.

უკვე ცნობილია სია, თუ რა პრინციპით ჩატარდება არჩევნები. პარლამენტის მიერ მიღებული სპორტის ახალი კანონის შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონების ორგანიზაციები მიიღებენ. ახალი კანონით არჩევნებში 3/4 იურიდიული პირი მონაწილეობს 1/4 კი სპორტსმენი.

ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები შაბათს, 17 დეკემბერს გაიმართება. ახალი პრეზიდენტი ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

 

ავტორი: დავით ერაძე

 

]]>
15-12-2016 22:05 +0400
სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების მიღწევა შესაძლოა გაუქმდეს http://rustavi2.com/ka/news/63280

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ რუსეთის სპორტსმენების დოპინგ სინჯები გადამოწმდება. ამას საფუძვლად საერთაშორისო სადოპინგო კომიტეტის პრეზიდენტის მაკლარენის ვრცელი მოხსენება უძღოდა, სადაც საუბარია რუსი სპორტსმენების აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე.

მაკლარენმა საკუთარ მოხსენებაში რუსეთის დელეგაციის მიერ დოპინგის მასობრივი გამოყენების ფაქტებს სპორტულ ღირებულებებზე ფუნდამენტური თავდასხმა უწოდა. განსაკუთრებულად მასობრივად აკრძალული მედიკამენტების მიღება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირდა. მაკლარენი საკუთარ მოხსენებაში ეჭვქვეშ აყენებს რუსი სპორტსმენების წარმატებას სოჭში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მედლების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა.

]]>
12-12-2016 15:40 +0400
ლაშა ტალახაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/63191

ქართველი ძალოსანი, ოლიპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ტალახაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და ორი რეკორდი დაამყარა, ოლიმპიურ ჩემპიონს ატაცშიც სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა. ტალახაძემ პირველ მისვლაზე 193 კგ დაძლია, მეორეზე კი - 200 კგ, რითაც რუსლან ალბეგოვის მიერ დამყარებული რეკორდი (195 კგ) მოხსნა. მესამე მისვლაზე ტალახაძემ ახალი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 205 კილოგრამი დაძლია. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში პირველად 222 კგ, მეორედ - 235 კგ, საერთო ჯამში კი 440 კგ დააგროვა და 5 კგ-ით გააუმჯობესა ალბეგოვის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი ორჭიდში, რომელიც 435 კილოგრამს შეადგენდა.

საერთო ჯამში ისრაელში ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებული იყო, ჯამში ჩვენმა გუნდმა 22 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

]]>
11-12-2016 12:19 +0400
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია http://rustavi2.com/ka/news/62460

]]>
30-11-2016 14:06 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიის ლიგაში ასპარეზობს http://rustavi2.com/ka/news/62452

]]>
30-11-2016 13:55 +0400
ავსტრიელი ექსტრემალი გარდაიცვალა http://rustavi2.com/ka/news/62449

]]>
30-11-2016 13:49 +0400
უმცროსი ბორჯღალოსნების წარმატება http://rustavi2.com/ka/news/62406

]]>
30-11-2016 08:28 +0400
ახალი ზელანდიის ჰაკა საფრანგეთის წინააღმდეგ http://rustavi2.com/ka/news/62402

]]>
30-11-2016 08:25 +0400
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები http://rustavi2.com/ka/news/62394

]]>
30-11-2016 08:21 +0400
ნიკო როსბერგი ფორმულა 1-ის ახალი მსოფლიო ჩემპიონია http://rustavi2.com/ka/news/62249

გერმანელი მრბოლელი ნიკო როსბერგი ფორმულა 1-ის ახალი მსოფლიო ჩემპიონია. ის ყველაზე პრესტიჟული რბოლების რიგით 33-ე გამარჯვებულია.

სეზონის ბოლო ტურნირი - აბუ დაბის რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, რომელმაც სტარტიდანვე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ ეს საკმრისი არ იყო იმისათვის, რომ ბრიტანელს ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოეგო ტიტული. ამისათვის საჭირო იყო, რომ როსბერგს რბოლა პირველ სამაულში ვერ დაესრულებინა.

ჰამილტონმა ამ სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა, ნიკო როსბერგსთვის კი ტიტულის მოსაპოვებლად რბოლაში მეორე ადგილზე გასვლაც საკმარისი აღმოჩნდა.

]]>
28-11-2016 13:34 +0400
ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ ჩემპიონებს ვარსკვლავი გაუხსნა http://rustavi2.com/ka/news/62011

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ოლიმპიური ჩემპიონების ლაშა ტალახაძის და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.

რიგით 35-ე და 36-ე ოლიმპიური ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიას ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მა რგველაშვილის გადაწყვეტილებით ლაშა ტალახაძეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ. ოლიმპიელები თბილისის მერიამაც დააჯილდოვა,ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით კი ორივე სპროტსმენს საჩუქრად 50-50 ათასი ლარი გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს - საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. 

]]>
24-11-2016 14:19 +0400
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა http://rustavi2.com/ka/news/62005

ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში გამართული სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. გაფრინდაშვილი 75 წლის ასაკში 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნონა გაფრინდაშვილი კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დასრულდა, თუმცა გაფრინდაშვილმა ქულათა რაოდენობით ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე გამარჯვებისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა - ორი წარმომადგენელი საქართველოდან, ოთხი - რუსეთიდან, ისრაელიდან დაყაზახეთიდან.

შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილი ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია.  ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

]]>
24-11-2016 12:42 +0400
მსოფლიოს ახალი რეკორდი - დერეკ ერონი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა http://rustavi2.com/ka/news/61995

28 წლის დერეკ ერონმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

შვეიცარიის ალპებში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამბიდან, რომელიც 180 მეტრის სიმაღლისაა, მან კალათბურთის ბურთი ზუსტად ტყორცნა და 10 წამის შემდეგ კალათში მოათავსა.

რეკორდსმენს მხოლოდ ჩანაფიქრის განსახორციელებლად 3 მცდელობა დასჭირდა.

]]>
24-11-2016 10:10 +0400
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სტუმრად შოტლანდია დაამარცხეს http://rustavi2.com/ka/news/61979

რამდენიმე წუთის წინ ედინბურგში გამართულ შეხვედრაში საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდია 21:17 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში ჯარიმა გელა აფრასიძემ გაიტანა, ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ. მეორე ნახევარში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი ლელო და ჯარიმა მიითვალეს და კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს შოტლანდიას საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: GeorgianRugby

]]>
23-11-2016 21:06 +0400
შოტლანდიის ნაკრების ქართული საფრთხე - უცხოური მედიის გამოხმაურება ბორჯღალოსნების მომავალ თამაშზე http://rustavi2.com/ka/news/61857

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და შოტლანდიის მომავალ მატჩს წერილი მიუძღვნა telegraph.co.uk-მა. 

"შოტლანდიის ნაკრები ახლა რეიტინგში მე-7 ადგილზეა და თუ ექვსი ერის გათამაშების დასრულებისას საუკეთესო რვა გუნდში შეინარჩუნა ადგილი, 2019 წლის მსოფლიოს თასის წილისყრისას განთესილთა შორის მოხვდება. ერთადერთი ცუდი ამბავი შოტლანდიელებისთვის ისაა, რომ ფეხი დაიშავა შუამარბმა ჰიუჯონსმა და შესაძლოა, კილმარნოკში ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამასთან ერთად, ნარშავების ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში თითქმის 30 ათასი მაყურებლის თანდასწრებით სამოას ეროვნულ გუნდს 20:16 მოუგო. 

საქართველოს ნაკრების მორაგბეებისგან 16 ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ამათგან 13 მორკინალია. მათი თამაშის სტილი შერკინების დინამიკური თამაშია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია. მათ ორჯერ შეძლეს სამოას შერკინების ლელოში შეყვანა. შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ ბორჯღალოსნებთანაც მძიმე მატჩი ელით.

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მათთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს. მან ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ. სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში. რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია," - განაცხადა ვერნ კოტერმა. 

საქართველოს ნაკრებს დამარცხებული ჰყავს რუმინეთი, კანადა, აშშ, ტონგა, სამოა, ფიჯი და იაპონია. ახლა პირველი დონის ქვეყნების დამარცხების ჯერია. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები ახლოს იყვნენ ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებასთან. მათი მორაგბეები ძლიერი ბიჭები არიან და ძალისმიერ სათამაშო სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამით მათ შეუძლიათ შოტლანდიელებს ისეთივე პრობლემები შეუქმნან, როგორიც არგენტინამ გასულ უქმეებზე. მასპინძლები პუმებთან მატჩში შერკინებისას 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა, გამარჯვება მაინც სკოტებს დარჩათ".

შოტლანდიური მედია კი ეროვნულ ნაკრებს ყურადღებისკენ და მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. "ქართული საფრთხე," - სწორედ ასე დაასათაურა ერთ-ერთმა გამოცემამ მოახლოებული მატჩი. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინის მსგავსად ძალიან საშიში გუნდია და მათ წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.   

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კილმარნოკში თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

 

მომზადებულია sportall.ge-ს მასალების მიხედვით.

]]>
22-11-2016 16:16 +0400
ოფიციალურად - გიორგი გოგშელიძეს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცემა http://rustavi2.com/ka/news/61856

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს გიორგი გოგშელიძეს ვერცხლის მედალი გადაეცემა.

8 წლის წინ ჩინეთში გამართულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე თაიმურაზ თიგიევთან დათმო შეხვედრა, თუმცა განმეორებით დოპინგ-სინჯში თიგიევს აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს, რასაც მისი შედეგის ანულირება მოჰყვა. ვერცხლის მედალი კი გოგშელიძეს მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ დოპინგ-სკანდალში ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრების ათი მოჭიდავეა გახვეული. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარებს.

]]>
22-11-2016 15:57 +0400
ქართველი მორაგბეები შოტლანდიაში ჩაფრინდნენ და შეხვედრისთვის მომზადებას იწყებენ http://rustavi2.com/ka/news/61769

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. ქართველი მორაგბეები მგზავრობის შემდეგ ძალებს აღიდგენენ და ხვალიდან მოახლოებული მატჩისთვის დაიწყებენ მომზადებას.

26 ნოემბერს ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტების მესამე და მიმდინარე წლის შეხვედრაში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

მანამდე საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი თბილისში გამართა. ეროვნული გუნდი ჯერ იაპონიასთან 22:28 დამარცხდა, ხოლო შემდეგ სამოას ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 20:16 დაამარცხა. 

 

ფოტო: Georgian Rugby

]]>
21-11-2016 16:58 +0400
ქართველი და რუსი მოჭიდავე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ http://rustavi2.com/ka/news/61742

19 ნოემბერს "ევროპის ერთა თასზე" ქართველი და რუსი მოჭიდავა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს. ამის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბულგარეთთან 5:3 მოიგო, შემდეგ კი რუსეთთან 1:6 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთან (4-4, დამატებითი მაჩვენებლებით) დამარცხდა.

]]>
21-11-2016 14:03 +0400
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/61728

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 20:16 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამას 60-ე წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.

სამოელებმა დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს, თუმცა დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე ბორჯღალოსნებმა მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. ბორჯღალოსნები წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

]]>
19-11-2016 17:00 +0400
მაყაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე, აქამდე დაუმარცხებელი მებრძოლი დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/61501

ლევან მაყაშვილმა, რომელიც შერეული ორთაბრძოლებში ამერიკული პრომოუტერული კომპანიის სახელით ასპარეზობს, როსტოვში გამართულ ბრძოლაში აქამდე წაუგებელი რასულ მირზაევი დაამარცხა.

შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფაგრლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მაყაშვილისთვის ეს კარიერაში მე-10 მოგება გახდა. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე დააფიქსირა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კი მაყაშვილმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა და დარბაზში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს მსობლიურ ენაზე მიმართა.

აღსანიშნვაია, რომ წარმოშობით დაღესტანელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონდა - მის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით 1-წლიანი სასჯელი მოიხადა. 

გთავაზობთ გამართული ბრძოლის სრულ ჩანაწერს.

 

]]>
17-11-2016 17:15 +0400
სამოას ნაკრების მორაგბეებმა ხაჭაპური დააგემოვნეს http://rustavi2.com/ka/news/61426

თბილისში მყოფმა სამოას ნაკრების მორაგბეებმა დღეს ხაჭაპური დააგემოვნეს. სპორტსმენებს ქართული ტრადიციული კერძი ძალიან მოეწონათ.

ნოემბრის მორიგ ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნული მორაგბეთა ნაკრები სამოას 19 ნოემბერს, მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. ცნობილია ისიც, რომ მატჩის დაწყების წინ სტუმრები ტრადიციულ რიტუალს - სივა ტაუს შეასრულებენ.

სამოა რაგბი მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, საქართველო კი იაპონიასთან მარცხის შემდეგ 1 საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

შეხვედრა 19 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

]]>
16-11-2016 16:51 +0400
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა http://rustavi2.com/ka/news/61327

რაგბის მსოფლიო ორგანიზაზიამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან მარცხის შემდეგ 1 საფეხურით დაქვეითდა და მე-12 ადგილს იკავებს.

საქართველომ ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა - იაპონიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ეროვნული გუნდი პირველად შევიდოდა რეიტინგის TOP ათეულში. ქართველი მორაგბეები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ და 11-ე ადგილი სწორედ იაპონელებს დაუთმეს.

რეიტინგს 94.57 ქულით კვლავ ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორე ადგილზე ინგლისი (89.84) იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კი 73.78 ქულა აქვს და იტალიის ნაკრებს მცირე უპირატესობით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე ბორჯღალოსნები შემდეგ მატჩს სამოას წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

]]>
15-11-2016 13:10 +0400
"შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა," - როს ბრაუნი http://rustavi2.com/ka/news/60682

ფერარის და ბენეტონის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ბრაუნის ყოფილი მფლობელი და მერსედესის F1-ის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი როს ბრაუნი ამბობს, რომ F1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"ჩვენ ყველანი ვლოცულობთ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმედისმომცემ ნიშნებს ვამჩნევთ, თუმცა ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მიხაელის მდგომარეობაზე ბევრი სპეკულაცია ვრცელდება, მაგრამ მათი უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. იმედი გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გამოჯანმრთელებულს ვიხილავთ," - განაცხადა ბრაუნმა.

შუმახერი ბრაუნის თანაგუნდელი იყო ბენეტონში, ფერარისა და მერსედესში, რომელთაგან თავისი ტიტულები პირველ ორში მოიპოვა. 2013 წლის ბოლოს კი, სამთო თხილამურებით სრიალისას, ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო. კომაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, მან კრიზისი დაძლია, თუმცა მკურნალობის კურსს ჟენევაში, საკუთარ სახლში გადის. ოჯახი ცდილობს, რომ შუმახერის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გავრცელდეს, რადგანაც ყველანაირი სპეკულაცია გამოირიცხოს. 

 

მომზადებულია Worldsport-ის მიხედვით.

]]>
04-11-2016 13:49 +0400
გურამ მესტვირიშვილის წარმატებული ბრძოლა და 1 წუთში დამარცხებული მეტოქე http://rustavi2.com/ka/news/60426

ქართველმა მებრძოლმა გურამ მესტვირიშვილმა, რომელიც აშშ-ში ასპარეზობს UFC-ის ეგიდით მორიგი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა.

მესტვირიშვილომა, რომელსაც "კრეტოს" მეტსახელით იცნობენ, ამერიკელ დანიელ ბრანჩს დაუპირისპირდა და მეტოქე 1 წუთში დაამარცხა, რის შემდეგაც საქართველოს დროშა აღმართა.

მორიგ ბრძოლას მესტვირიშვილი 18 ნოემბერს გამართავს.

]]>
01-11-2016 11:33 +0400
ოლიმპიური ვერცხლის მედალი გიორგი გოგშელიძეს http://rustavi2.com/ka/news/60365

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სავარაუდოდ, პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მიიღებს.

8 წლის წინანდელ ოლიმპიადაზე გოგშელიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ახლა კი ერთი საფეხურით დაწინაურების უმთავრესი კანდიდატია, რადგან ყაზახეთის ნაკრების წევრს, ვერცხლის პრიზიორ თეიმურაზ ტიგიევს, რომელთანაც გოგშელიძე ლონდონში ნახევარფინალში დამარცხდა, ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა.

ტიგიევმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცნობილია ისიც, რომ დოპინგ-სკანდალში ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრების ათი მოჭიდავეა გახვეული. ყაზახეთის ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს და დამატებით შემოწმებას მოითხოვს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვით გადადებს.

]]>
31-10-2016 14:31 +0400
გამარჯვების შემდეგ მოკრივე თავის მწვრთნელს ფიზიკურად დაუპირისპირდა http://rustavi2.com/ka/news/60360

პუერტო-რიკოში ჩატარებული ბოქსის მატჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბრძოლის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო მოექცა. ხუან მანუელ ლოპესის და ვილფრედ ვასკესის შეხვედრის შეხვედრის შემდეგ, გამარჯვებული ლოპესი თავის მწვრთნელს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი გაშველება რინგზე შეკრებილმა ადამიანებმა მოახერხეს.

ინციდენტი მე-11 რაუნდის ბოლოს დაფიქსირდა, როდესაც ლოპესმა მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო და გამარჯვება ასე ორიგინალურად აღნიშნა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ მოკრივეს კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია გარკვეულ სასჯელს დააკისრებს.

 

წყარო: Eurosport

]]>
31-10-2016 13:03 +0400
ახალგაზრდა ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია http://rustavi2.com/ka/news/59831

მალაიზიის ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ  ატაცში 154 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შდეგით - 340 კგ. მსოფლიო ჩემპიონს ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო. 

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. 


 

წყარო: msy.gov.ge

]]>
25-10-2016 14:00 +0400
მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ და კურიოზი ჟურნალისტთან http://rustavi2.com/ka/news/59731

რაგბის ჩემპიონთა თასზე ფრანგული ტულონი ბრიტანულ შარკს ესტუმრა და მეტოქე 5:15 დაამარცხა. მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა ტულონის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გოგრგოძე კი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი ბრიტანული არხის ჟურნალისტს გორგოძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა, თუმცა ქართველმა აქცენტით დასმული კითხვა ვერ გაიგო და დახმარება თანაგუნდელს სთხოვა.

ჟურნალისტი -  გასული სეზონის მსგავსად, წელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას და ტურნირის მოგებას აპირებთ?

გორგოძემ დასმული კითხვა ვერ გაიგო და თანაგუნდელი შეეცადა მისთვის გასაგებად აეხსნა.

ჟურნალისტი - მამუკა თქვენი ინგლისური გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩემი ქართული. თქვენ მატჩის საუკეთესო მორაგბე ხართ, გილოცავთ. 

 

წყარო: walesonline.co.uk

]]>
24-10-2016 11:15 +0400
გუნდი, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრებს დაამარცხებს - მამუკა გორგოძე შერჩეულ 15 მორაგბეს შორის http://rustavi2.com/ka/news/58966

მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ნაკრებმა რაგბი ჩემპიონშიპი ქულათა მაქსიმუმით მოიგო და სამივე მეტოქეს სარეკორდო სხვაობებით სძლია, ეს გუნდი უკვე შერაცხეს მსოფლიოს დაუმარცხებელ ნაკრებად. უცხოური მედიის განხილვის თემა კი ასეთია - "არის კი დღეს გუნდი, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების წინსვლას შეაჩერებს?"

Worldrugbyvids-მა ის სიმბოლური 15 მორაგბე შეარჩია, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. სიმბოლურ ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძე დაასახელეს. მისი წყალობით, ქართული რაგბი და საქართველო არაერთ ქვეყანაში გაიცნეს და წლებია პრაქტიკულად ყველა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.

 "მოთამაშე, რომლისთვისაც სიტყვა შიშის მნიშვნელობა უცნობია. ოლ ბლექსის დასამარცებლად მის უძლიერეს კონტაქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება," - ასე დაახასიათა გამოცემამ ქართველი მორაგბე.

]]>
13-10-2016 11:12 +0400
"რუსთავი 2"-ის წამყვანმა მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/58794

სხვა შუადღის წამყვანმა მერაბ დუკაშვილმა ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

დუკაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელ, ყაზახ, ეგვიპტელ და თურქ მკლავჭიდელებს დაუპირისპირდა. ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი უკრაინელი დააარცხა, ფინალში კი თურქეთის წარმომადგენელს მოუგო.

]]>
10-10-2016 21:52 +0400
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს http://rustavi2.com/ka/news/58782

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს, მის შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.

აქამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ასევე, უზნაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროიპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მთავარ ნაკრებში 2012 წელსაც მუშაობდა, ბოლოს კი მინდია ბოდაველთან ერთად, ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

]]>
10-10-2016 19:42 +0400
მერაბ კვირიკაშვილი რაგბს დაუბრუნდა http://rustavi2.com/ka/news/58778

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სარაგბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-5 ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, აია არე­ნაზე გა­ი­მარ­თა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მოქ­მე­დ ჩემ­პი­ო­ნს ლე­ლოს უმასპინძლა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი მერაბ კვირიკაშვილის დიდ რაგბში დაბრუნდება გახლდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში ლელოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა და  ოთარ ბარ­კა­ლა­ი­ას ნაც­ვ­ლად თა­მაშ­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო.

კვირიკაშვილი ქართული რაგბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეა, მას ბორჯღალოსნების რიგებში 2003, 2007, 2011 და 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები და ნაკრების მთავარი მექულეა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ კვირიკაშვილი პირველად გავიდა მოედანზე. 

]]>
10-10-2016 18:44 +0400
6 ქართველი მორაგბე TOP 14-ის ცენტრალურ მატჩში და მამუკა გორგოძის ლელო http://rustavi2.com/ka/news/58050

საფრანგეთის  ტოპ-14-ის მე-7 ტურში ტულონმა მონპელიეს უმასპინძლა და მეტოქე 28:6 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა 6-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე, ხოლო სტუმრებში - კონსტანტინე მიქაუტაძე (მე-4). მე-2 ტაიმში შეცვლაზე შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი შევიდნენ, აქედან გამომდინარე მონპელიეს პირველი ხაზი ქართველი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული.

შეხვედრის 33-ე წუთზე ლელო მამუკა გორგოძემ დადო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ლელოს ავტორად სხვა მორაგბეს ასახელებდნენ, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებულია და ლელო გორგოძეს ჩაუთვალეს.

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ასევე მამუკა გორგოძე დასახელდა. ასევე, ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ შეიყვანეს.  

 

ფოტო: არქივი

]]>
03-10-2016 20:04 +0400
მამუკა გორგოძის გამარჯვების ლელო კლერმონის წინააღმდეგ http://rustavi2.com/ka/news/57460

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ-14-ის მე-6 ტურში ტულონმა კლერმონს უმასპინძლა და გამარჯვება მამუკა გორგოძის გადამწყვეტი ლელოთ მოიპოვა.

გორგოძემ 73-ე წუთზე ბურთი რაქიდან აიტაცა და დაამიწა. შედეგად ტულონმა მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში 23:21 დაამარცხა.

გორგოძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ლევან ჩილაჩავა კი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. რაც შეეხება კლერმონის ქართველ ლეგიონერებს, დავით ზირაქაშვილს და ვიტო კოლელიშვილს, ისინი კლერმონის განაცხადში არ იმყოფებოდნენ.

]]>
26-09-2016 11:41 +0400
ქართველი ძიუდოისტის ცეკვა ევროპის ჩემპიონატზე http://rustavi2.com/ka/news/56904

ესპანეთის ქალაქ მალაგაში საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს. ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ კი ნაკრების წევრმა, თორნიკე ნაგლიაშვილმა  ქართული "დაისის" ფონზე ცეკვა შეასრულა.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 5:0 მოუგო, შემდეგ მეოთხედფინალში ავსტრიელებს მხოლოდ ქულა დაუთმეს – 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.

]]>
19-09-2016 11:05 +0400
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია http://rustavi2.com/ka/news/56903

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ევროპირველობის დასკვნით დღეს, მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა და სამდღიანი ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა რუმინეთს 5:0 მოუგეს, შემდეგ მეოთხედფინალში ავსტრიელებს მხოლოდ ქულა დაუთმეს – 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.

საჩემპიონო შეხვედრაში საქართევლოს მეტოქე  აზერბაიჯანის ნაკრები იყო და ოქროს მედლების ბედი მძიმეწონოსანთა ჭიდაობამ გადაწყვიტა. ჯაბა მუმლაძემ აზარ იაგუბოვს დამაჯერებლად მოუგო და 3:2 საქართველოს სასარგებლოდ.

]]>
19-09-2016 10:46 +0400
ნეიმარმა თავისი ახალი სიმღერა გამოაქვეყნა http://rustavi2.com/ka/news/56665

გასულ კვირას ბარსელონას ფეხბურთელმა, ნეიმარმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მუსიკალური კარიერის დაწყებას აპირებს. ახლა კი ფეხბურთელმა თავისი ახალი სიმღერიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნეიმარის პირველ მუსიკალურ ნამუშევარს "მე მჭირდება" ჰქვია. ფეხბურთელის განცხადებით, ის კმაყოფილია თავისი ახალი გატაცებით და მიღწევით.

 

წყარო: Eurosport

]]>
15-09-2016 19:54 +0400
ორი ქართველი მოჭიდავე -გიორგი შოთაძე და ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ http://rustavi2.com/ka/news/56502

თბილისში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძემ რუსი ანზორ კარაგულოვი დაამარცხა. 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლერი აბულაძემ დაძაბულ ბრძოლაში თურქ კერემ კამალს აჯობა. ორთაბრძოლა ფრედ 3-3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულის უპირატესობით გამარჯვება ქართველ მოჭიდავეს მიანიჭეს.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულების ვინაობა 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდება. საკვალიფიკაციო ეტაპი დილის 10 საათიდან დაიწყება.

]]>
13-09-2016 21:14 +0400
ალჟირელმა პარაოლიმპიელმა ოლიმპიური ჩემპიონის რეკორდი გააუმჯობესა http://rustavi2.com/ka/news/56477

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე აფრიკელმა მძლეოსნებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენეს.

ალჟირელმა აბდელატიფ ბაკამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აფრიკელმა სპორტსმენმა, რომლის მხედველობაც 10%-ს შედაგენს 1500-მეტრიანი დისტანცია 3 წუთში, 48 წამსა და 29 მეასედში დაფარა და ოლიმპიური ჩემპიონის ამერიკელი მეტიუ ცენტროვიცის შედეგი 2 წამით გააუმჯობესა.

ამერიკელზე სწრაფად დისტანცია კიდევ სამმა, ეთიოპიელმა, კენიელმა და ალჟირელმა პარალიმპიელებმა დაფარეს.

]]>
13-09-2016 16:47 +0400
თბილისში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს http://rustavi2.com/ka/news/56471

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

ფინალში ორი ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს. 50 და 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესაბამისად გიორგი შოთაძე და ლერი აბულაძე შეეცდებიან ოქროს მედლების მოპოვებას.

შოთაძე გადამწყვეტ ორთაბძოლაში რუსს ანზორ კარაგულოვს დაუპირისპირდება, ლერი აბულაძე კი თურქ კერემ კამალს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღის ფინალური ეტაპი 19:00 საათზე დაიწყება.

]]>
13-09-2016 16:03 +0400
ლუის ჰამილტონი და ვეფხვი სახელად ნიკოლი http://rustavi2.com/ka/news/56359

ფორმულა 1-ის მერსედესის პილოტმა, ლუის ჰამილტონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ვეფხვს, სახელად ნიკოლს უკნიდან მიეპარა და ხელებით შეეხო.

"მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს არაფრის არ ეშინია," -ასე შეაფასა Eurosport-მა ბრიტანელი სპორტსმენის მიერ გავრცელებული ვიდეო.

ცნობილია, რომ ჰამილტონს ცხოველები ძალიან უყვარს და 2016 წლის დასაწყისში მან ცხოველების დაცვის ფონდი დაარსა.

 

წყარო: Eurosport

]]>
12-09-2016 14:35 +0400
ვუელტას ველორბოლა ნაირო ქუინტანამ მოიგო http://rustavi2.com/ka/news/56352

ვუელტას ველორბოლა მოვისტარის გუნდის წევრმა, კოლუმბიელმა ნაირო ქუინტანამ მოიგო.

მეორე ადგილი თიმ სკაის გუნდიდან დაიკავა ბრიტანელმა, კრის ფრუმმა, ხოლო მესამე პოზიცია კოლუმბიელ ესტებან ჩავესმა დაიკავა.

108 კილომეტრიანი დისტანცია ნაირო ქუინტანამ ყველაზე სწრაფად, 2 საათი, 48 წუთსა და 52 წამში დაფარა. რაც შეეხება დასკვნით ტურს, მადრიდში ფინიშის ხაზი პირველმა დანიელმა, მაგნუს კორტ ნილსენმა გადაკვეთა. მომდევნო ადგილები კი იტალიელმა დანიელე ბენატიმ და ბელგიელმა ჯანი მერსმანმა გაიყვეს.

]]>
12-09-2016 13:41 +0400
ნეიმარი მუსიკალური კარიერის დაწყებას აპირებს http://rustavi2.com/ka/news/56332

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელი, ნეიმარი მუსიკალური კარიერის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ოთხშაბათიდან მუსიკალურ კარიერას ვიწყებ, პირველ სიმღერას დავწერ და სცენაზეც გავალ,"-განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნეიმარმა ბარსელონას შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და 31 ბურთი გაიტანა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა.

]]>
12-09-2016 11:27 +0400
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში დაბრუნდა http://rustavi2.com/ka/news/54948

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს - საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ძალოსანი ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

]]>
25-08-2016 09:14 +0400
2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების შედეგები http://rustavi2.com/ka/news/54699

2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მარაკანას სტადიონზე გრანდიოზული შოუ გაიმართა, სადაც ოლიმპიური დროშა ტოკიოს გადაეცა. ოლიმპიადა 2012 წლამდე დაგვემშვიდობა.

საქართველო რიო 2016-ზე 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც სპორტის 13 სახეობაში ასპარეზობდნენ. ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა.

ლაშა ტალახაძე - ოქრო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოქრო

ვარლამ ლიპარტელიანი - ვერცხლი

ლაშა შავდათუაშვილი - ბრინჯაო

ირაკლი თურმანიძე - ბრინჯაო

შმაგი ბოლქვაძე - ბრინჯაო

გენო პეტრიაშვილი - ბრინჯაო

ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული კი ამერიკის შეერთებული შტატები 121 მოპოვებული მედლით გახდა. გთავაზობთ პირველ ათეულს.

აშშ - 121 მედალი (46 ოქრო, 37 ვერცხლი, 38 ბრინჯაო)

დიდი ბრიტანეთი - 67 მედალი. ( 27 ოქრო, 23 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)

ჩინეთი - 70 მედალი. (26 ოქრო, 18 ვერცხლი, 26 ბრინჯაო)

რუსეთი - 56 მედალი. (19 ოქრო, 18 ვერცხლი, 19 ბრინჯაო)

გერმანია - 42 მედალი. (17 ოქრო, 10 ვერცხლი, 15 ბრინჯაო)

იაპონია - 41 მედალი. (12 ოქრო, 8 ვერცხლი, 21 ბრინჯაო)

საფრანგეთი 42 მედალი. (10 ოქრო, 18 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

სამხრეთ კორეა - 21 მედალი ( 9 ოქრო, 3 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

იტალია - 28 მედალი ( 8 ოქრო, 12 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

ავსტრალია - 29 მედალი ( 8 ოქრო, 11 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

]]>
22-08-2016 10:57 +0400
რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები დასრულდა http://rustavi2.com/ka/news/54698

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიალში სამბას მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

უამინდობის მიუხედავად, მარაკანას სტადიონზე ოლიმპიელები ტრადიციული ბრაზილიური მუსიკის ფონზე დროშებით ხელში ცეკვავდნენ. საზეიმო ცერემონიის დროს ოლიმპიური დროშა ტოკიოს გადაეცა, სადაც 2020 წლის თამაშები გაიმართება. იაპონიის პრემიერ მინისტრი სიმბოლურად მაყურებლის წინაშე სუპერ მარიოს კოსტიუმში გამოწყობილი გამოვიდა.

ცერემონიის დასასრულს ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც 5 აგვისტოდან ენთო ხელოვნური წვიმის საშუალებით ჩააქრეს. დახურვის ცერემონია გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა.

2016 წლის ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციამ 7 მედლით დაასრულა - 2 ოქრო, 1 ვერცხილი და 4 ბრინჯაო.

]]>
22-08-2016 09:53 +0400
პეტრიაშვილმა გამარჯვება საფირმო ტრიუკით აღნიშნა http://rustavi2.com/ka/news/54632

რიოს ოლიმპიადაზე ქართულმა დელაგაციამ კიდევ ერთი მედაკლი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი მეტოქე 31 წამში დაამარცხა.

პეტრიაშვილმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა და საფირმო ტრიუკიც შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
21-08-2016 01:35 +0400
გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/54631

კიდევ ერთი მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

22 წლის პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნე 31 წამში დაამარცხა და 2016 წლის ოლიმპიადის პრიზიორიც გახდა.

პეტრიაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. 2 შეხვედრის მოგების შემდეგ ის მეოთხედფინალში ირანელ კომელ გასემთან დამარცხდა და რეპეშაჟშის ეტაპზე გადაერთო, სადაც კანადელი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ხვალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან კიდევ 2 სპორტსმენი გამოვა ხალიჩაზე. საქართველოს ღირსებას ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97) დაიცავენ.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
21-08-2016 01:25 +0400
პეტრიაშვილს ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს http://rustavi2.com/ka/news/54630

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილმა რეპეშაჟშის შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ერთი გამარჯვება აშორებს.

22 წლის ქართველმა მოჭიდავემ კანადელი კორეი ჯარვისი უშანსოდ 9:2 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პეტრიაშვილი ამერიკელ ტერველ დლაგნევს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მისმა მეტოქემ ირანელმა კომელ გასემიმ ფინალში გასვლა შეძლო და აქედან გამომდინარე ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟშის ეტაპზე გადაერთო. 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
20-08-2016 23:57 +0400
გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს http://rustavi2.com/ka/news/54617

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი, მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მისმა მეტოქემ ირანელმა კომელ გასემიმ ფინალში გასვლა შეძლო და აქედან გამომდინარე ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

რეპეშაჟში პეტრიაშვილს 1 შეხვედრის ჩატარება მოუწევს და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

125 კგ. წონითი კატეგორიის რეპეშაჟის შეხვედრები 23:00 საათიდან დაიწყება.  

]]>
20-08-2016 19:26 +0400
პეტრიაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/54616

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა და ირანელ მეტოქესთან დამარცხდა.

კომელ გასემისთან ქართველი მოჭიდავის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოს დაშვებულმა შეცდომამ ირანელს დაწინაურების საშუალება მისცა. შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა, თუმცა ბოლოს მოპოვებული 2 ქულიანის წყალობით გამარჯვებული ირანელი სპორტსმენი გახდა.

იმ შემთხვევაში, თუ გასემი ფინალში გასვლას მოახერხებს, პეტრიაშვილი რეპეშაშჟი გადაერთვება და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
20-08-2016 19:11 +0400
პეტრიაშვილი მეოთხედფინალში იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/54613

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მერვედფინალური შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

პეტრიაშვილის მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასეევი, რომელიც ქართველმა მოჭიდავემ 11:6 დაამარცხა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, შეხვედრა ძალაინ დაძაბული გამოდგა და დროის ამოწურვამდე ბრძოლა მიმდინარეობდა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილის მეტოქე ირანელი კომელ გასემი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ბულგარელი მეტოქე 10:0 დაამარცხა.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
20-08-2016 18:12 +0400
გენო პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა იოლად მოიგო http://rustavi2.com/ka/news/54602

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პირველი შეხვედრა იოლად მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

პეტრიაშვილის მეტოქე  ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი იყო, რომელიც ქართველმა 10:0 დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასაევს დაუპირისპირდება.

კიდევ ერთმა ქართველი მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი კი მერვედფინალში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკისთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი მოჭიდავე ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. 

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
20-08-2016 17:25 +0400
სალომე ფაჟავას გამოსვლა რაჭული მელოდიის ფონზე http://rustavi2.com/ka/news/54589

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ რიო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა რაჭული მელოდიის ფონზე დაასრულა.

ახალგაზრდა ქართველმა ტანმოვარჯიშემ გურზებით მე-4 ვარჯიშის შემდეგ, მრავალჭიდის ჯამში 69.115 ქულა მოაგროვა და სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა.

ფინალში გასასვლელად მას 26 მონაწილიდან 10 საუკეთესოს შორის მოხვედრა სჭირდებოდა, ფაჟავამ კი სადებიუტო ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ტანმოვარჯიშეს ტერფების ტრავმა ჰქონდა და ბრაზილიის ნესტიანი კლიმატის გამო მდგომარეობა გაურთულდა. ფაჟავამ ბოლო გამოსვლა ძლიერი ტკივილის ფონზე შეასრულა. 

 

ვიდეო: პირველი არხი

 

]]>
20-08-2016 14:00 +0400
საქართველოს ჰიმნი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე http://rustavi2.com/ka/news/54570

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ჰიმნი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკვე მეორედ აჟღერდა. ლაშა ტალახაძის შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავემ შეძლო უმაღლესი სპორტული ჯილდოს მიღება.

ხინჩეგაშვილმა 57 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
20-08-2016 01:01 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია http://rustavi2.com/ka/news/54568

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 57 კგ. წონით კატეგორიაში 25 წლის მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ხინჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულა ხინჩეგაშვილმა აიღო, რაც ფრის შემთხვევაშიც მოგებას ნიშნავდა. დროის ამოწურვის შემდეგ კი იაპონურმა მხარემ ხეჩიკაშვილის პასიურობის გაპროტესტება სცადა და მსაჯების გადაწყვეტილებით, დამატებით 1 ქულა ხინჩეგაშვილს მიენიჭა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხავერაფინალში კი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

ვიდეო: პირველი არხი

 

]]>
20-08-2016 00:35 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია http://rustavi2.com/ka/news/54552

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხეინჩეგაშვილმა (57 კგ) ნახევარფინალური შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.

ხინჩეგაშვილმა ბულგარელი ვლადიმერ დუბოვი 8:4 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იქნება.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 00:40 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა. მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და 4:3 დაამარცხა.

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
19-08-2016 19:17 +0400
მაქარაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/54550

რიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

მაქარაშვილი ჯაბრაილ ჰასანოვთან პირველივე პერიოდში 11:0 დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე შესაძლოა რეპეშაჟში გადავიდეს, ეს იმშემთხვევაში მოხდება თუ ჰასანოვი მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

]]>
19-08-2016 18:54 +0400
ხინჩეგაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/54543

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხეინჩეგაშვილმა (57 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა და აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა.

არადამაკმაყოფილებელი მსაჯობის მიუხედავად ხინჩეგაშვილმა ჰაჯი ალიევი 4:3 დაამარცხა და ნახევრაფინალში გავიდა. 

ნახევარფინალში ხინჩეგაშვილი ბულგარელ ვლადიმირ დუბოვსა და რუმინელ ივან გიდეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

ვიდეო:პირველი არხი

]]>
19-08-2016 18:28 +0400
იაკობ მაქარაშვილმა პირველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო http://rustavi2.com/ka/news/54539

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ) მერვედფინალური შეხვედრა გამართა და ბულგარელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტში გეორგი ივანოვმა მაქარაშვილლს 4 ქულიანი ილეთი გაუკეთა, თუმცა ქართველმა მოჭიდავემ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 13:8 მაქარაშვილის სასარგებლოდ.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი ჯაბრაელ ჰასანოვი იქნება. 

 

ვიდეო: პირველი არხი

 

]]>
19-08-2016 18:08 +0400
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/54535

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხეინჩეგაშვილმა (57 კგ) მერვედფინალური შეხვედრა გამართა და ყაზახი მეტოქე დაამარცხა.

ქართველმა მოჭიდავემ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება.

რამდენიმე წუთში ხალიჩაზე  იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) გამოვა.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
19-08-2016 17:26 +0400
რიო 2016 - დღეს ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/54511

დღეს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას სპორტის 2 სახეობაში 3 ქართველი სპორტსმენი დაიცავს.

მხატვრულ ტანვარჯიშში მრავალჭიდში სალომე ფაჟავა იასპარეზებს, რომელიც რაჭული მელოდიის ფონზე გამოვა. I ჯგუფის კვალიფიკაცია 17:20 საათზე დაიწყება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან დღეს ხალიჩაზე 2 სპორტსმენი გამოვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და იაკობ მაქარაშვილი (74 კგ).  კვალიფიკაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

]]>
19-08-2016 13:59 +0400
ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა http://rustavi2.com/ka/news/54460

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ კანოეთ 200 მეტრიანი დისტანცია 39.817 წამი დაფარა და სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის მოსაპოვებლად ცოტა დააკლდა.

ფინალში 8 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოქროს მედალი უკრაინელმა იური ჩებანმა (39.279) მოიპოვა, ვერცხლი აზერბაიჯანელ ვალენტინ დემიანენკომ (39.493), ბრინჯაო კი ბრაზილიელმა ისაქუიას ქუეიროს დოს სანტოსმა (39.628). 

ფინალში გასვლამდე 22 წლის ნადირაძემ ნახევარფინალის მესამე ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნიჩბოსანმა სადებიუტო ოლიმპიადა ჩაატარა და ნაჩვენები შედეგიც წარმატებად უნდა ჩაითალოს.

]]>
18-08-2016 16:32 +0400
ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/54386

ნადირაძემ ნახევარფინალის მესამე ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა კვალიფიკაციაში 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ფინალი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 16:25 საათზე დაიწყება.

]]>
17-08-2016 18:11 +0400
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ბილეთების არალეგალურად გაყიდვისთვის რიოში დააკავეს http://rustavi2.com/ka/news/54379

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, პატრიკ ჰიკი, ბილეთების არალეგალურად გაყიდვისთვის რიო დე ჟანეიროში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან დაკავებისას გაქცევა სცადა.

პატრიკ ჰიკი რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადაზე იმყოფება და მისი დაკავება სასტუმროს ნომერში მოხდა, სადაც ის ბოლო დღეების განმავლობაში ცხოვრობს.

ის საჯარო კომენტარზე უარს ამბობს.

 

წყარო: BBC

]]>
17-08-2016 17:06 +0400
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/54330

2016 წლის 17 აგვისტო - ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს. 

ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი ასწია (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ)  და მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა. 

ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრში 448 კგ (ატაცში (207კგ, აკვრაში 241 კგ) დააფიქსირა მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბრინჯაოს მედალის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

ვიდეო: პირველი არხი

]]>
17-08-2016 03:38 +0400
შმაგი ბოლქვაძის ემოციები ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ http://rustavi2.com/ka/news/54329

რიოს ოლიმპიადაზე 66 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

22 წლის სპორტსმენმა სადებიუტო ოლიმპიადა ჩაატარა და მიღწეული წარმატება ემოციურად აღნიშნა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბოლქვაძემ იაპონიის წარმომადგენელი 1:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია.

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
17-08-2016 00:16 +0400
შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/54328

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიაურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, შმაგი ბოლქვაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

66 კგ. წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბოლქვაძემ იაპონელი ტომოჰირო ინუესა 1:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკს მოუგო, მეთხედფინალში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზს სძლია. ნახევარფინალში კი ბოლქვაძე სერბეთის წარმომადგენელ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა დაბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.

ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალი - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

 

ვიდეო: პირველი არხი

 

]]>
17-08-2016 00:03 +0400
შმაგი ბოლქვაძე ნახევარფინალშია http://rustavi2.com/ka/news/54312

რიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეოთხედფინალური შეხვედრა ჩაატარა შმაგი ბოლქვაძემ. 66 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

22 წლის ქართველმა მოჭიდავემ გამოცდილ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება აქტიურად ჩაატარა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი 23:00 საათიდან დაიწყება. 

]]>
16-08-2016 18:32 +0400
შმაგი ბოლქვაძე მეოთხედფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/54302

რიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა შმაგი ბოლქვაძემ. 66კგ. წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანის მეტოქე ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკი იყო.

ბოლქვაძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მისივე უპირატესობით გაგრძელლდა. ქართველმა მოჭიდავემ 3:0 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე ირანელი ომიდ ნოროოზი იქნება.

 

ფოტო: არქივი

]]>
16-08-2016 17:36 +0400
პირველი ოქროს მოლოდინი - დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/54283

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს და ეცდებიან ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანონ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (130) იბრძოლებენ. საკვალიფიკაციო ეტაპი 17:00 საათზე დაიწყება.

ძალოსნობაში კი ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე გამოვლენ - ორივე ძალოსანი 105 კგ. წონიტ კატეგორიაში იასპარეზებს. A ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. 

]]>
16-08-2016 14:08 +0400
იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/54240

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქაჯაიას მეტოქე რუსი სერგეი სემიონოვი იყო. ქართველი მოჭიდავე ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენი მოახერხებს ფინალში გასვლას, ქაჯაია რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.  

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
15-08-2016 19:12 +0400
იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/54239

რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიამ (130) მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქაჯაიამ მეორე შეხვედრაში უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი სუფთად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზპობის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, მერვედფინალური შეხვედრა დათმო რობერტ კუბლიაშვლიმა, რომელიც გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 130 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია გააგრძელებს ბრძოლას.   

ვიდეო: პირველი არხი

]]>
15-08-2016 18:34 +0400
რიო 2016 - ქართველმა მოჭიდავეებმა პირველი შეხვედრები მოიგეს http://rustavi2.com/ka/news/54228

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს სახელით დღეს 2 სპორტსმენი ასპარეზობს.

რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს 5:0 მოუგო. 

იაკობ ქაჯაიამ  (130 კგ) კი ბრაზილიის სახელით მოასპარეზე  ედუარდ სოგომონიანი 1 წუთსა და 43 წამში 8:0 დაამარცხა. ქაჯაიას შემდეგი მეტოქე უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკისა და ეგვიპტელ მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფს შორის გამარჯვებული იქნება.

 

ვიდეო: პირველი არხი

]]>
15-08-2016 17:40 +0400
ბოლქვაძის დოპინგ სკანდალი გრძელდება - მოცურავე დამატებითი შემოწმებისთვის მზად არის http://rustavi2.com/ka/news/54202

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. სპორტსმენმა იმ დოპინგ-სკანდალზე ისაუბრა, რომლის მონაწილეც გახდა, თუმცა განმეორებითმა სინჯმა ბოლქვაძის ბრალეულობა არ დაადასტურა.

ბოლქვაძის თქმით, ის საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და დამატებით ნებისმიერი სახის გამოკვლევის ჩატარებაზე თანახმაა. მოცურავეს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, დავით რურუა.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტის, პალიკო კასრაძის განცხადებით კი მიმდინარეობს დამატებითი კვლევა და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძეს რიოს ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ბოლქვაძე შეჯიბრიდან მოკვეთეს. 

]]>
15-08-2016 12:55 +0400
ღვინიაშვილი რეპეშაჟშის შეხვედრაში დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა http://rustavi2.com/ka/news/54012

რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟშის შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები უმედლოდ დაასრულა.

იაპონელ რაინოსუკე ჰაგასთან შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ღვინიაშვილი მიღებული 1 გაფრთხილების შედეგად დამარცხდა.

20 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი იყო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ღვინიაშვილმა წონითი კატეგორია შეიცვალა და 90-დან 100 კილოგრამიან კატეგორიაში გადავიდა. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ ბექამ მიმდინარე თამაშებზე 2 შეხვედრის დამაჯერებლად მოგება მაინც მოახერხა.  

ვიდეო: პირველი არხი

]]>
11-08-2016 23:01 +0400
ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას http://rustavi2.com/ka/news/53998

რიოს ოლიმპიადაზე  100 კგ. წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი რეიტინგის ლიდერთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ფრანგმა კირილ მარეტმა დაძაბულ შეხვედრაში ვაზარის მოპოვება მოახერხა. ღვინიაშვილი ამ წაგების შემდეგ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ რაინოსუკე ჰაგა იქნება - გამარჯვების შემთხვევაში20 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალამდე ღვინიაშვილმა 2 ბრძოლის დამაჯერებლად მოგება მოახერხა. 

]]>
11-08-2016 19:24 +0400
ღვინიაშვილი მეოთხედფინალშია http://rustavi2.com/ka/news/53994

რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან ორთაბრძოლა სპორტსმენის სრული უპირატესობით წარიმართა. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ ვაზარი და ბოლოს იპონი.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი ფრანგ კირილ მარეტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ღვინიაშვილმა, რომელიც სადებიუტო ოლიმპიადას ატარებს, პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა - ბექამ ჯერ ვაზარი მოიპოვა , შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

]]>
11-08-2016 18:39 +0400
ღვინიაშვილის წარმატებული დებიუტი - ქართველმა მეტოქე შებოჭვით დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/53989

რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა.

ღვინიაშვილმა ბენჯამენ ფლეტჩერთან ჯერ ვაზარი მოიპოვა, ხოლო შემდეგ მეტოქე შებოჭა და გამარჯვებაც მოიპოვა. 

მერვედფინალში ღვინიაშვილის მეტოქე ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი იქნება. 

]]>
11-08-2016 17:34 +0400