RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ყვარელში "მუსიკის კუნძულის" გახსნის ცერემონიას დაესწრნენ http://rustavi2.com/ka/news/71858

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ყვარელში პირველი ლატვიურ-ქართული პროექტის მუსიკის კუნძულის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ილიას ტბაზე განხორციელდება.

ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ბატონო პრეზიდენტო, ლატვიამ არა ერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს. ეს გამოიხატა ბევრი თვალსაზრისით, თუმდაც იმ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მონაწილეც ჩვენ ვართ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა კი ხაზი გაუსვა ქართულ და ლატვიურ ბიზნეს შორის პოზიტიური ზრდის ტენდენციას, ასევე ინვესტიციების ზრდას.

„ჩვენ დღეს სიმბოლურად გავცვლით მუსიკალურ გასაღებებს და დარწმუნებული ვარ, ეს გასაღები გააღებს იმ კარს, რომელიც უფრო და უფრო დააახლოებს ჩვენს კულტურებს და სხვა სფეროებს,“ - აღნიშნა რაიმონდ ვეიონისმა.

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და მისი მეუღლის ივეტა ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

]]>
29-03-2017 20:41 +0400
რუსული აგრესია - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის ქმედებები გაეროში დაგმეს http://rustavi2.com/ka/news/71857

დღეს, უკრაინის ინიციატივით, რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები, გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის თემა კიდევ ერთხელ იყო. კიევი უკვე მეორედ ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება საქართველოს პრობლემებზე მოახდინოს.

რუსეთის წარმომადგენლის გარდა, ამ საკითხზე თითქმის ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადების მიღებაც დააყენეს დღის წესრიგში, თუმცა მოსკოვმა საკუთარი უფლება გამოიყენა და ეს საკითხი დაბლოკა.

ამის მიუხედავად, უკრაინა, რომელიც უშიშროების საბჭოს დროებითი წევრია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას ამ ფორმატში მუდმივად წამოწევს. უკრაინის შეშფოთებას იზიარებს დიდი ბრიტანეთიც, რომელიც ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა.

საქართველოში კი, ოპოზიცია ხელისუფლებას წინა წლების პასიურობას ახსენებს და მოუწოდებს, უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმები იმისთვის, რომ რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს.

გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის ინიციატივით საქართველოს საკითხზე პირველი დისკუსია დეკემბრის დასაწყისში შედგა. მაშინაც ოფიციალური დოკუმენტის მიღებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთმა შეუშალა ხელი.

]]>
29-03-2017 20:33 +0400
საგანგებო შეხვედრა - ევროპელ პოლიტიკოსებს ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფთან კითხვები ქონდათ http://rustavi2.com/ka/news/71856

ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრა ევროპელმა პოლიტიკოსებმა საგანგებოდ მოითხოვეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მმართველი გუნდისგან აინტერესებდათ, რამდენად არის შესაბამისობაში კანონის ახალი ვარიანტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან.

მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ, უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. უმაღლესი ინსტანციის მოთხოვნა კი ე.წ. მოსმენების გასაღების სუსი-დან გამოტანა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდა.

ე.წ. მოსმენების კანონზე სარჩელის მომზადებას აპირებს ევროპული საქართველო და ამისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ უკანონო მოსმენების პრაქტიკა აქტიურად გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას კამპანია ეს შენ გეხება. არასამთავრობოებს პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

ე.წ. მოსმენების კანონის ახალი ვარიანტის ამოქმედებამდე, განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. იან კელი საზედამხედველო უწყებების აქტიურობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ გამოიტანა. კანონის ახალი ვარიანტით სუს-ის დაქვემდებარებაში ახალი სააგენტო იქმნება, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება. სააგენტოს უფლება აქვს მობილური და სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეს და ფარული მიყურადება განახორციელოს.

]]>
29-03-2017 20:26 +0400
თვითმმართველი ქალაქების ბედი - სტატუსის შესაძლო ჩამორთმევას არასამთავრობოები და ოპოზიცია ეწინააღმდეგება http://rustavi2.com/ka/news/71855

120 არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის წინააღმდეგია. ამ გადაწყვეტილებას ისინი დემოკრატიის ხარისხის შემცირების ტოლფასს უწოდებენ.

არასმთავრობო სექტორის წარმომადგნელებმა დღეს საგანგებო წერილით პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. არასამთავრობო სექტორმა მმართველ გუნდს, თვითმმართველობის შესახებ, წინასაარჩევნო დაპირებაც შეახსენა.

პარლამენტის თავჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართოს. თვითმმართველი ქალაქების შემცირების თაობაზე მთავრობასა და პარლამენტს შორის მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას სავარაუდოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარადგენს.  

საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას, მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

პოლიტიკურ დაინტერესებას თვითმმართველობის რეფორმაში მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილებების დუბლირება ხდება.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 12 თვითმმართველი ქალაქია. იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

]]>
29-03-2017 20:20 +0400
ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე - ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ http://rustavi2.com/ka/news/71854

პრემიერმინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელის დათვალიერებას დაუთმო. ევროპაში უვიზოდ ჩასულმა დელეგაციის წევრებმა ვიზიტის მეორე დღეს ქალაქი დაათვალიერეს. ვიზალიბერალიზაცია განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სწორედ სტუდენტებს აძლევს, ამიტომ პირველი უვიზო რეისის მგზავრები სწორედ სტუდენტები იყვნენ.

ვიზიტის არაფორმალური ნაწილი დელეგაციის წევრებმა ბელგიის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ვახშმითა და ქართული სიმღერით დაასრულეს. ხელისუფლება კი უკვე ახალი გამოწვევებისთვის იწყებს მზადებას. მთავრობისა და პარლამენტის წევრების თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, მთავარი მიზანი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობაა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან კონკრეტულ სარგებელსა და პროგრამებზეც იმსჯელეს, რასაც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციისგან მიიღებს. თუმცა, ამასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები იმ აუცილებელ ვალდებულებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან.

საქართველოს პრემიერი, სტუდენტების, მთავრობის წევრებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების დელეგაციასთან ერთად, პირველი მგზავრი იყო, ვინც ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველმა გადაკვეთა საზღვარი. დელეგაცია თავდაპირველად ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩავიდა. 

]]>
29-03-2017 20:12 +0400
პრეზიდენტის არჩევის წესი - ირაკლი კობახიძის კრიტერიუმები და ოპოზიციის შეფასებები http://rustavi2.com/ka/news/71852

პარლამენტის თავმჯდომარე იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა შეირჩეს და აირჩეს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, ის არ უნდა იყოს ქარიზმატული და არც მოსახლეობასთან უნდა მართავდეს შეხვედრებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ციტატები დღეს ჟურნალისტებს უმცირესობამ წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, ამ არგუმენტით ირაკლი კობახიძე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება აუცილებელია. განცხადებები, რომლებზეც ოპოზიციამ ისაუბრა, დახურულ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც გადამღები ჯგუფები არ იმყოფებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას დახურულ შეხვედრაზე ის განცხადებები არ გაუკეთებია, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

მმართველი გუნდის პოზიციას - გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, სამოქალაქო სექტორიც ეწინააღმდეგება. არასამთავრობოები ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ახსენებენ.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის პოზიცია საბოლოდ დამტკიცდა, მაშინ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის წესი 2023 წლის არჩევნებისთვის შეიცვლება. მომდევნო წელს კი, პრეზიდენტს ისევ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს.

]]>
29-03-2017 19:55 +0400
საარჩევნო სისტემა - 15 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ულტიმატუმი ხელისუფლებას http://rustavi2.com/ka/news/71853

15 არასაპარლამენტო პარტია ხელისუფლებას, ოპოზიციური აზრის იგნორირებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარ წინადადებას სთავაზობს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა მთავარი მოთხოვნაა, მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელი, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომელიც გადასანაწილებელ მანდატებს უპირობოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. რადგან მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლილების ერთადერთი საშუალებაა.

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ პარტიებს ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეთ. ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას ის ფაქტი შეახსენა, რომ გადამწყვეტი არჩევნები სწორედ ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა მოიგეს, მათ შორის ქართულმა ოცნებამაც 2012 წელს, როცა 6 პარტიისგან შემდგარ კოალიციას წარმოადგენდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაა. ხელისუფლებისგან საჯარო პასუხს საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია 15 აპრილამდე ელის, წინააღმდეგ შემთხევაში კი, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატის დატოვებას გეგმავს.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებს მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარ კანონს არა რეალურად, არამედ სათავისოდ ცვლის.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

]]>
29-03-2017 19:54 +0400
უნდა იყოს არა "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს კონსტიტუცია - მამუკა კაციტაძე http://rustavi2.com/ka/news/71849

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე 15 არასაპარლამენტო პარტიის ქართულ ოცნებისადმი მიმართვას განმარტავს. მისი განცხადებით, არასაპარლამენტო პარტიები, პირველ რიგში, საქართველოში არსებულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის პრობლემურობაზე საუბრობს. მამუკა კაციტაძის თქმით, ქვეყანაში, სადაც ერთპალატიანი პარლამენტია, მაჟორიტარულისა და პროპორციულის შერეული საარჩევნო სისტემა მიუღებელია.

ის განმარტავს, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა საკონსტიტუციო კომისიაში არჩევნების ისეთი მოდელი განიხილება, რომლის მიხედვითაც კვლავ ხმების უმრავლესობის პარტია იქნება მოგებულ მდგომარეობაში.

„ვინც ვერ გადალახავს ბარიერს, მათ მიერ მიღებულ ხმებს მთლიანად წაიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია. თუ აქამდე 28-25 პროცენტს იპარავდა ხელისუფლება მაჟორიტარული ხელისუფლების წყალობით, ახლა ეს ყველაფერი უნდა მოიპაროს უკვე პროპორციული წესით, იმიტომ რომ რაც ვერ განაწილდება, ყველაფერი მიაქვს პირველ ადგილზე გასულს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მან არჩევნებში ოპოზიციური პარტიებისთვის ბლოკებად გაერთიანების შესაძლო აკრძალვაზეც ისაუბრა.

ქართული ოცნება გვეუბნება, რომ იყოს პროპორციული, დაკარგულ ხმებს მთლიანად წავიღებ მე, ბარიერს არ დავწევ, ისევ 2-3-4 პარტია იქნება პარლამენტში და რაც მთავარია, ბლოკი არავინ არ უნდა შექმნათ, იმიტომ რომ ბლოკი რომ შექმნათ, ხომ შეიძლება, რომ მე გადამირჩიოთ, მე მუდმივად უნდა ვიყო,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიას პარტიებმა 15 აპრილამდე გადაწყვეტილების მიღება იმიტომ თხოვა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი შენიშვნების წარდგენის საშუალება ჰქონდეთ.

მამუკა კაციტაძის აზრით, კონსტიტუცია უნდა იყოს არა „ქართული ოცნების, არამედ საქართველოს კონსტიტუცია“, რომელშიც ცვლილებების შესატანად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და მმართველი გუნდის გარდა, სხვა ადამიანების აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

]]>
29-03-2017 19:01 +0400
არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ფაქტების, გამოთქმის დამახინჯება - მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას განმარტავს http://rustavi2.com/ka/news/71848

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აქვე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც საკითხის გარშემო მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის შიგნით მომხდარა და კონკრეტული პოზიციები დაფიქსირებულა, მაგრამ გარკვეული ძალების მიერ, ჟურნალისტებთან, ტელეკამერების წინ, აბსოლუტურად სხვანაირი ან მიმსგავსებული კომენტარები იქნა გაკეთებული.“

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს უტრირება, ეს იყოს ფაქტების, გამოთქმის დამახინჯება და ისე იყოს ეს ყველაფერი მიწოდებული ჟურნალისტებთან, რადგანაც არანაირი მიზეზი არ გაგვაჩნია იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვენდოთ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, როგორი ფორმით მოხდება საბოლოოდ პრეზიდენტის არჩევა, ამაზე საუბარი ნაადრევია, მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რაც დღეს ნამდვილად მიღებულია, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატის საკითხი. 

„პრეზიდენტი, რომელიც არის არბიტრი, რას ეტყვის თავის ამომრჩეველ? მე როგორ მოვიქცევი, კარგი არბიტრი ვიქნებიო? ეს ხომ ცხადია, რომ ასე უნდა იყოს. ის პოლიტიკური კუთხით, ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ რეალურად პრეზიდენტი ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი 15 არასაპარლამენტო პარტიის მოთხოვნებზეც საუბრობს, რომელიც არჩევნების არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.  

„ამ კონკრეტული ინიციატივით მე არ ვიცი რისი გაკეთება სურთ, ყველა იმ ორგანიზაციას. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფო და დემოკრატიული გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება,“ - აღნიშნავს მათიკაშვილი.

]]>
29-03-2017 18:51 +0400
იყო საუბარი, თუ რა ტიპის ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი - ზვიად დევდარიანი კონფერენციის შესახებ საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/71847

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დღეს გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრეს.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ნამდვილად გააკეთა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული ლიდერი, დევდარიანმა აღნიშნა, რომ "იყო საუბარი, თუ რა ტიპის ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი".

დევდარიანის თქმით, როგორი მმართველობის სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში, ამ საკითხზე საჭიროა საერთო, საზოგადოებრივი კონსესუსი.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიაში არ იკვეთებოდეს ის, რომ ეს ცვლილებები ხორციელდება არა იმიტომ, რომ კონცეპტუალური დისკუსიაა, როგორი ქვეყანა, როგორი მმართველობა გვინდა გვქონდეს ხვალ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული ტიპის დაპირისპირებები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, როდესაც ამის ფონზე მიმდინარეოს ცვლილებებზე საუბარი, ძნელია, რომ პოზიტიურად შეაფასო, როგორი მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს," - აღნიშნა დევდარიანმა. 

ზვიად დევდარიანმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსების შესაძლო ჩამორთმევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასერიოზულია დისკუსია იმაზე, რომ ახალი თვითმმართველი ქალაქები გაუქმდეს. 

]]>
29-03-2017 18:48 +0400
 „ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობის მცდელობა“ - დავით მათიკაშვილი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე http://rustavi2.com/ka/news/71846

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

მათიკაშვილი საკითხს „ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობის მცდელობას“ უწოდებს და ამბობს, რომ თემაზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გარკვეული ინიციატივები ცხადია არსებობს, ინიციატივებს ვერ დავუშლით ჩვენ არსებობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა წესად გადაიქცეს და კანონში შესაბამისად აისახოს, ამისთვის საჭიროა, რომ გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი დაფიქრება, აწონ-დაწონვა ყველა ნიუანსის და ისე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „არანაირი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც არ იგეგმება.“

„თუკი იქნება მსჯელობა და კონსულტაციები, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რეჟიმი. დღის წესრიგში ინიციატივებიდან გამომდინარე დგება,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების გზით მიდის და ქვეყანა ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპასთან, როგორც დღეს არის.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხელისუფლების მიერ, მითუმეტეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიღებული, ამ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი,“ - აცხადებს მათიკაშვილი.

]]>
29-03-2017 18:32 +0400
7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი დამოუკიდებლობის ხარისხს უკან დაწევს - კოკა კიღურაძე http://rustavi2.com/ka/news/71845

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კოკა კიღურაძე აცხადებს რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფასთან დაკავშირებით არა ერთი კონსულტაცია გამართულა წლების განმავლობაში ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

კოკა კიღურაძის აზრით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი დამოუკიდებლობის ხარისხს უკან დაწევს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი არ არის მხოლოდ დაკავშირებული მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევითობასთან. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ სოფელს ჰყავდეს საკუთარი ხელისუფლება და ბიუჯეტი, ხოლო ქალაქს საკუთარი ხელისუფლება და საკუთარი ბიუჯეტი,“ - განაცხადა კოკა კიღურაძემ.

მისი განმარტებით, ამგვარი მიდგომა სოფელსა და ქალაქს დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას აძლევს. ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობების არსებობა ადგილობრივ მოსახლეობას მეტი ჩართულობის საშუალებას აძლევს, რაც პროცესებს უფრო დემოკრატიულს ხდის.

კოკა კიღურაძე მზაობას გამოთქვამს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, ეს კონსულტაციები დაგვიანებული არ უნდა იყოს.

]]>
29-03-2017 18:22 +0400
"დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ"- ლიზა სოფრომაძე http://rustavi2.com/ka/news/71843

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

ღია წერილის შესახებ, რომელსაც 120 ორგანიზაცია აწერს ხელს, მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლიზა სოფრომაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„კატეგორიულად ხელისუფლებაში არავის განუცხადებია, რომ ამ ქალაქების გაუქმებაზე ლაპარაკი არ მიდის. ჩვენი განცხადების მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ 2013 წელს დეცენტრალიზაციის სტრატეგიით მათ აიღეს ვალდებულება თვითმმართველობის განვითარების, კარგად გაწერეს ვალდებულები, 2014 წელს თვითმმართველ ქალაქს, ანალიზზე, გათვლებზე დაყრდნობით, გამოყვეს 7 თვითმმართველი ქალაქი. დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ,“ - განაცხადა ლიზა სოფრომაძემ.

რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღეს იმაზე უნდა იყოს საუბარი, რომ ახალი ქალაქები შეიქმნას. 

„სამი წლის წინ ანალიზზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებას შენ თვითონვე აუქმებ, როდის გენდოთ, როდის ვენდო ხელისუფლებას?“ - აღნიშნა ლიზა სოფრომაძემ. 

]]>
29-03-2017 18:07 +0400
ოპოზიცია მოსმენების კანონს კვლავ აკრიტიკებს და კონსულტაციებს განაგრძობს http://rustavi2.com/ka/news/71838

ოპოზიციის წევრების აზრით, ე.წ. მოსმენების კანონით არ არის დაცული ის მოთხოვნები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვდა. მათი თქმით, სასამართლოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სუს-იდან ე.წ. მოსმენების გასაღები გამოსულიყო და დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბებულიყო.

„ამ კანონით ჩვენ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, ქვეყანაში სპეცსამსახურს მიენიჭა ასეთი უფლებები, რომელიც იქნება აუცილებლად ბოროტად გამოყენებული, რომლის მთავარი მიზანი იქნება ადამიანების, პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების აქტიური ჯგუფების დევნა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ამიტომ ყველა ღონეს ვიხმართ სამართლებრივს, თუ პოლიტიკურს რომ ეს კანონი აღარ იყოს მთელი სიმძაფრით ამოქმედებული და რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და აპირებენ, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

"ჯერ კიდევ იქამდე, სანამ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა, ჩვენ დაწყებული გვქონდა კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე პრეზიდენტთან, იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მას შემდეგ თუ უმრავლესობა ამ სახით მიიღებს ამ კანონს, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

თავისუფალ დემოკრატებში მიაჩნიათ, რომ ფარული მიყურადების გამოყენებას მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნისთვის აპირებს.

„ეს არ არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზა, ჩვენ ასე ვშორდებით რეალურად ევროპულ და ცივილიზებულ სივრცეს ჩვენი ინსტიტუციური მოწყობით და ძალიან ვემსგავსებით რუსეთს,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ თავისი დაპირება, რომ ადამიანებს არ მოუსმინოს, არ შეასრულა.

 

 

]]>
29-03-2017 15:44 +0400
არასამთავრობო სექტორი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს http://rustavi2.com/ka/news/71837

არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. მოსმენების კანონის გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით, გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. მათ ასევე დაგეგმილი აქვთ ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

„ჩვენი მოქალაქეების მიყურადება და თვალთვალი უფრო ორგანიზებული ხდება, იმიტომ რომ შემოღებული იქნება ასევე რეგიონული სააგენტოების, რომლებიც ასევე განახორციელებენ მოსმენას და რომლებსაც ასევე ექნებათ წვდომა მობილურ ოპერატორებთან დაცულ ინფორმაციაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ ე.წ. მოსმენების კანონმა შესაძლოა საფრთხე არა მხოლოდ მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობას შეუქმნას, არამედ, ამასთანავე, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ბიზნესის განვითარებას და მათ პრობლემები შეუქმნას.

ე.წ. მოსმენების კანონი პირველი აპრილიდან ამოქმედდება. 

]]>
29-03-2017 15:43 +0400
ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/71836

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციის მუშაობა ყოფილმა კანდიდატმა პირველად სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლისას შეაფასა.

ჰილარი კლინტონმა კატასტროფული უწოდა რესპუბლიკელთა მიერ მომზადებულ სადაზღვევო გეგმას, რომლითაც ე.წ. ობამაქეარის ჩანაცვლებას აპირებდნენ და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დოკუმენტს კონგრესში მხარი არ დაუჭირეს.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის წარმომადგენელი შონ სპაისერიც გააკრიტიკა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტილი დაუწუნა.

]]>
29-03-2017 15:38 +0400
ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე ჯგუფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის კითხვებს უპასუხა http://rustavi2.com/ka/news/71834

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წვერებს შეხვდნენ. დეპუტატებთან შეხვედრის ინიციატივა ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავად გამოთქვეს.

წევრებს აინტერესებდათ, ეწინააღმდეგება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.წ. მოსმენების კანონი.

„ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ეს სააგენტო არის დამოუკიდებელი, რომ ამ სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არის ძალიან მაღალი და ამ სააგენტოს კონტროლი ხორციელდება 3 სახელისუფლებო შტოდან, არის ასევე ჩართული მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მათ ძალიან დეტალური კითხვები დასვეს კანონპროექტთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხები მიიღეს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონი სრულად ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კანონი იცავს, როგორც ყველა მოქალაქის ინტერესს, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

]]>
29-03-2017 15:35 +0400
არასაპარლამენტო ოპოზიციას მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები აქვს http://rustavi2.com/ka/news/71835

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე რომელზეც განხილვის ძირითადი თემა პრეზიდენტის არჩევის წესი იყო, საარჩევო სისტემაზეც ისაუბრეს. კონფერენციაზე 15 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საკუთარი ინიციატივით მივიდა. 

ისინი ითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით. ასევე, ბარიერმა 5%-დან 3 %-მდე დაიწიოს. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ასევე მმართველი გუნდის იმ პოზიციას ეწინააღმდეგებიან, რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკების ჩამოყალიბების გაუქმებას ეხება.

„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ბლოკები არ გაუქმდეს და ბლოკების საკითხი დარეგულირდეს ბლოკის წესდებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ არაადეკვატურ მიდგომებს, დაფინანსებასა და სხვა საკითხებთან მიმართებაში,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემაც.

„იცრუა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ დანაკარგი მანდატებისა, აუთვისებელი მანდატები ბოლო არჩევნებში იყო 3.5%, და ამ დროს იყო 20 %. მოიტყუა ამ ბიჭმა და მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა გატარდეს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას თავისი დღის წესრიგი აქვს.

„კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, 10 აპრილის კვირაში გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც, ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიას პლენარულ სხდომას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

]]>
29-03-2017 15:35 +0400
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ცენტრალიციისკენ მიმავალი გზაა http://rustavi2.com/ka/news/71831

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერებით მმართველი გუნდი არჩევნებისთვის რეგიონულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში საკუთარი აქტივის გაძლიერებას ცდილობს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევითობის პრინციპის დანერგვა აუცილებელია.

„ცუდი ის არის, რომ გამოიკვეთა ხელისუფლებაში ტენდენცია, როდესაც მათ არ უნდათ პირდაპირი არჩევნები, რაც თავისთავად, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციისაკენ მიმავალი გზაა, რაც უმარტივებს მმართველ ხელისუფლებას ერთი მხრივ სასურველი მიმართულებით თავისი პოლიტიკური აქტივობის წარმართვას და მეორე მხრივ, ცენტრალიზებული სახელმწიფო, ეს ყოველთვის არის ხელისუფლების შენარჩუნებისა და უზურპირების ერთ-ერთი ფორმა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ ქართული ოცნება ზუგდიდს წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დაუბრუნებდა და დღეს მოვლენები სრულიად სხვაგვარად ვითარდება.

„დღეს ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის მეტ დეცენტრალიზაციაში და ხალხთან უფრო ახლოს მიტანაში მმართველობის. უკან გადადგმული ნაბიჯია, თავისთავად, როდესაც თვითმმართველ ქალაქებს აუქმებს და უერთებ მთლიანად რაიონს,“ - აცხადებს ლაშა დამენია.

]]>
29-03-2017 15:25 +0400
პრეზიდენტის არჩევის წესი - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას "არასერიოზულს" უწოდებს http://rustavi2.com/ka/news/71832

საკონსტიტუციო რეფორმების განხილვა ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა უკვე დატოვა, თუმცა მანამდე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და ის მოსაზრებები გაასაჯაროვა, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით გააჩნია. 

მათ შორის საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზე.

სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესი იყო მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასერიოზული უწოდა. კონკრეტულად კი იმ განცხადებას, სადაც ოპოზიცის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა გაუქმდეს. როგორც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, ის რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული, არამედ ის უნდა იყოს აკადემიური.

თავად პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების წევრები სიცრუეს ამბობენ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

„ეს კომენტარები არის წარმოუდგენელი. მსგავსი არაფერი არ თქმულა დღეს ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზებით. საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. გაისმა სხვადასხვა არგუმენტი. რამდენიმე სპიკერი იყო, რომელმაც თავისი არგუმენტები წარმოადგინა და ამაზე იყო საუბარი, რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მსგავსი არაფერი არ თქმულა დღევანდელ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციაში პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ემხრობიან.

„გარდა იურიდიული არგუმენტებისა, აუცილებელია ასევე განვიხილოთ ქვეყნის კონტექსტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს უფრო მეტად დაბალანსებული სისტემა. ყველა საერთაშორისი ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ თითოეულმა ქვეყანამ იმის მიხედვით უნდა აარჩიოს პრეზიდენტის არჩევის სისტემა, რა სიტუაცია არის ქვეყანაში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა გიგაურმა.

 

]]>
29-03-2017 15:25 +0400
ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ფორმატებში მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს აიძულებს, იმავე აგრესიით აღარ გააგრძელოს ტერიტორიების ანექსია http://rustavi2.com/ka/news/71830

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებების დაგმობას ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს საკითხის გატანა საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირდაპირ ეფექტს რუსეთის ქმედებებზე ეს, ალბათ, ვერ იქონიებს, მაგრამ ასეთი სახის განცხადებები და ასეთი სახის მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვა მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის ამბიციას და გეგმებს,“ - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა.

ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ფორმატებში მიღებული გადაწყვეტილებები ოფიციალურ მოსკოვს აიძულებს, რომ იმავე აგრესიითა და სიჩქარით აღარ გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიების ანექსია, როგორც დაგეგმილი აქვს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

„ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ იმის მიუხედავად, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, თუ მოვინდომეთ, ჩვენი თემა შეიძლება აქტუალური იყოს და საერთაშორისო დონეზე აჟიოტაჟი მოვახდინოთ პოზიტიური გაგებით, რუსეთსაც შევახსენოთ, რომ მათ არ გაუვათ ოკუპაცია, ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ. კარგია, რომ უკრაინამ დააყენა, მადლობლები ვართ. კარგი იქნება თუ იაქტიურებს ჩვენი ხელისუფლება და მოვუწოდებ ამას. არის ბევრი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთს მკაცრად ველაპარაკოთ,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ. 

]]>
29-03-2017 15:23 +0400
საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა http://rustavi2.com/ka/news/71827

საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელს დათვალიერებას დაუთმო.

ვიზიტის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვიქტორ დოლიძის თქმით, დღეს უკვე საქართველოს მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ევროპასთან საქართველოს სრული ინტეგრაცია მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან ბატონ იუნკერთან. ის, რომ ვიზის საკითხი გადაწყვეტილია ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა მეტი დახმარება, მეტი პროგრამა, მეტი პრაგმატული ელემენტი შევიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოში უკეთესი განათლება, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი აპრობირება მოხდეს იმ ინსტრუმენტების, რომელიც არსებობს აქ ბრიუსელში,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირთან უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც.

შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ევროპის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციის წევრები,  სტუდენტები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები და პროფესორ მასწავლებლები იმყოფებოდნენ.  ისინი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლეს. 

ქართული დელეგაცია ბრიუსელს დაახლოებით ერთ საათში დატოვებს.

]]>
29-03-2017 15:14 +0400
უნდა განისაზღვროს პლიუსები და მინუსები - ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/71828

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძეს და პრემიერმინისტრს დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს. მათი აზრით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერება მიუღებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ თემაზე მნიშვნელოვანი განხილვაა საჭირო.

„როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური განხილვის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პლიუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ადგილობრივ დონეზე სიტუაცია გააუმჯობესოს.

]]>
29-03-2017 15:14 +0400
ანექსიას, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის გეგმებს, უკრაინა ძალიან კრიტიკულად აღიქვამს - საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი http://rustavi2.com/ka/news/71826

„უკრაინული მხარის მთავარი ამოცანა იყო უშიშროების საბჭოში კიდევ ერთხელ გამოეხატა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დღეს შექმნილ ვითარებას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აპირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის გეგმებს, უკრაინა ძალიან კრიტიკულად აღიქვამს,“- ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა, გეორგი ნაზაროვმა გააკეთა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა. რუსეთის წარმომადგენლის გარდა ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი რუსეთი კვლავ გააგრძელებს ამ პროცესს და იმის კეთებას, რასაც გვიანონსებს, ეს საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. უკრაინას სურდა, დროულად მიეტანა ეს პოზიცია უშიშროების საბჭოს წევრებამდე,“- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა, გეორგი ნაზაროვმა. 

]]>
29-03-2017 15:10 +0400
სამოქალაქო სექტორის ღია მიმართვა პრემიერს - ისინი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ http://rustavi2.com/ka/news/71825

სამოქალაქო სექტორი და მედიაორგანიზაციები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ. ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც განვითარების პროცესს შეაჩერებს. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევაზე. ღია წერილს ხელს 120 ორგანიზაცია აწერს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, სტატუსის შეჩერება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებას შეაფერხებს.

„თუ ჩვენ პირდაპირ არჩევითობას გავაუქმებთ ადგილობრივ დონეზე, მაშინ გვექნება მხოლოდ არჩევითი საკრებულო, რომელიც არის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო მხოლოდ დაინიშნება და იქნება მხოლოდ ქალაქის თუ სოფლის მენეჯერი, რომელსაც წარმომადგენლობითი ხელისუფლება დანიშნავს. ამ გვარად, ფაქტობრივად, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება,“ - აცხადებს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აკაკი კიღურაძე.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიშა ჩიტაძე აცხადებს, რომ მთლიანი ბიუჯეტის, ფაქტობრივად 89 % ქალაქზე იხარჯებოდა და სოფელს მხოლოდ 11 % რჩებოდა ბიუჯეტიდან. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობა ბევრად მეტია, ვიდრე ქალაქში.

]]>
29-03-2017 15:06 +0400
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს http://rustavi2.com/ka/news/71824

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბარაკ ობამას გეგმის მთავარ ელემენტებს აჩერებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ ნაბიჯით დაასრულებს ბრძოლას ქვანახშირზე და რეგულაციებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ანადგურებს.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ბიზნეს ჯგუფებში მოიწონეს, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკეს გარემოს დამცველებმა.

ასობით დემონსტრანტმა თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქციაც გამართა.

]]>
29-03-2017 14:39 +0400
"ევროპული საქართველო" განათლების სამინისტროს მოუწოდებს, გამომცემლობებთან ითანამშრომლოს http://rustavi2.com/ka/news/71823

ევროპული საქართველო განათლების სამინისტროს მოუწოდებს, გამომცემლობებთან ითანამშრომლოს. პარტია მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს სპეციალური წესი, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის რეგულაციას მოახდენს.

ევროპულ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობენ

„2013-2016 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე დახარჯულია, 42 მილიონზე მეტი, 41 მილიონამდე ერთ პირთან მოლაპარაკებით არის ხელშეკრულებები დადებული და ბეჭდვა არის ჩატარებული. განათლების სამინისტროს 41 მილიონის სახელმძღვანელო დაბეჭდილი აქვს ისე, რომ ტენდერი არ ჩაუტარებია და ამას აბრალებს გამომცემლობებს, რაც საერთოდ არ არის ადეკვატური,“- განაცხადა სერგიო რატიანმა. 

]]>
29-03-2017 14:38 +0400
ტრამპი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/71822

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტას რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს.

"რატომ არ ლაპარაკობენ დეზინფორმატორები პოდესტას კავშირზე რუსეთთან ან ფულზე, რომელიც რუსეთმა კლინტონს კომპანია "ურანიუმის" გაყიდვასთან დაკავშირებით გადასცა? ტრამპის ისტორია რუსეთზე მოგონილია"- დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე.

პარალელურად, დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირის თაობაზე მორიგი განცხადება გაკეთდა მოსკოვშიც. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ტრამპის სიძისა და რუსული სახელწიფო ბანკის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა რუტინული ბიზნეს კომუნიკაცია იყო.

 

]]>
29-03-2017 14:33 +0400
შეღავათები ინდმეწარმეებისთვის-"ენმ"-ს ლიდერები ქუთაისში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ http://rustavi2.com/ka/news/71817

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქუთაისში, სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ. ისინი ადგილობრივ მცირე მეწარმეებსა და დასაქმებულებს გაესაუბრნენ.

პარტიის წევრებმა მათ პროგრამა გააცნეს, რომელიც გარკვეული შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ უშუალოდ ინდმეწარმეებთან, ვისაც უშუალოდ უნდა მოემსახუროს სწორი კანონმდებლობა, გავმართოთ კონსულტაციები,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

]]>
29-03-2017 12:54 +0400
ნაძალადევის რაიონში მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ http://rustavi2.com/ka/news/71816

მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ აქვთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია, რის გამოც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

შენობაში 40 სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვი ცხოვრობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პირობების გამო ყოველ დღე უარესდება.

მათ პრობლემებს ევროპული საქართველოს ლიდერები გაეცნენ.

„მინდა მივმართო პირადად განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, მის ხელმოწერაზეა დამოკიდებული ამ შენობაში 40 ბავშვი იცხოვრებს სიბნელეში, როგორც ეს ხდება წლების განმავლობაში, ექნებათ ელექტროენერგია და ელემენტარული პირობები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

]]>
29-03-2017 12:46 +0400
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ http://rustavi2.com/ka/news/71813

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ. ლატვიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან ერთად პირადად გაესაუბრა რუსულ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქე, დათა ვანიშვილს.

ორი ქვეყნის პირველი პირები ხურვალეთის მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო და განაცხადეს, რომ ასეთი ხელოვნური ბარიერები აუცილებლად დაინგრევა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფლებში კონკრეტულად, ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართულია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

]]>
29-03-2017 12:38 +0400
"ეტყობა პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ითავისებს რა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი"- პაატა დავითაია http://rustavi2.com/ka/news/71812

საკონსტიტუციო რეფორმაზე უკვე ორი საათია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობენ. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წევრები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ უნდა გაუქმდეს.

შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კონფერენციაზე არავინ მისულა. სამოქალაქო სექტორი აამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს. 

„პრეზიდენტი არჩეულ იქნას პირდაპირი წესით, ეს რა თქმა უდნა უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მეტად დაბალანსებული სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. არსებობს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ შეიძლება არაპირდაპირაც აირჩეს პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გადაწყვეტილ იქნას ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე ამიტომაც ჩვენ ვემხრობით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია, პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტებზე საუბრობს და მას აბსურდულს უწოდებს.

დავითაიას ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე კობახიძემ თქვა,  რომ პრეზიდენტი უნდა იყოს აკადემიური და არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, რასაც პირდაპირი წესით არჩევა ვერ უზრუნველყოფს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირდაპირი არჩევა არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებული ქართული ოცნებიდან. ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ არჩევნები არის პოლიტიზირებული. როგორც მან ხაზი გაუსვა აკადემიური პრეზიდენტია საჭირო. ეტყობა პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ითავისებს რა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის ქვეყნის მთავარსარდალი, ის არის პოლიტიკური ფიგურა და არჩევნები არის პოლიტიკა,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.  

]]>
29-03-2017 12:35 +0400
მოსმენების კანონზე მმართველი გუნდი ევროპელი კოლეგებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, ოპოზიცია კი კანონს აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/71810

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს შეხვდებიან. დეპუტატებთან შეხვედრის ინიციატივა ევროპელმა სტუმრებმა თავად გამოთქვეს.

მმართველი გუნდის წევრები აპირებენ, რომ კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონი, რომელიც 2 დღეში უნდა ამოქმედდეს, იცავს როგორც ადამიანების უფლებებს, ისე საზოგადოების უსაფრთხოებას.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას ოპოზიციის წევრები არ ეთანხმებიან. ისინი აქტიურ კონსულტაციებს გადიან საერთაშორისო ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ კანონთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდეს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ევროსასამართლოში.

„კანონი, რომელიც ქართლმა ოცნებამ დაამტკიცა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, კონსტიტუციის პრინციპის უხეში დარღვევით ტოვებს შესაძლებლობას, სუს-მა გააგრძელოს ადამიანების უკანონო მოსმენა და შემდგომ შანტაჟი,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

]]>
29-03-2017 12:28 +0400
მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული - ოპოზიცია ირაკლი კობახიძის მოსაზრებას აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/71809

პრეზიდენტის არჩევის წესი, უფლებამოსილება, საპარლამენტო არჩევნების მოდელი და თვითმმართველობის არჩევნები-საკონსტიტუციო რეფორმაზე უკვე ორი საათია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობენ. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კონფერენციის დაწყებამდე ზოგადი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან ახლოს  ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ფორმატში ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თავისთავად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფს ძალიან ფართო ჩართულობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარისა რეფორმის პროცესში. 73 წევრია წარმოდგენილი კომისიაში, სხვადასხვა სუბიექტი, საპარლამენტო პარტიები, არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაიხსნას ეს პროცესი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადების შემდეგ  შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. დაიწყო დისკუსია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებული არგუმენტები, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება, არის არასერიოზული და მათთვის მიუღებელია.

„უცნაური არგუმენტაცია მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან თუ რატომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. საუბარია იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული, ის შედარებით უფრო აკადემიური ფიგურა უნდა იყოს და ზოგადად პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

აქცენტს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე აკეთებენ ევროპული საქართველოს წევრები.

„ამ პროცესში მონაწილეობის ძირითადი მიზეზი არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ვგულისხმობთ არსებული მახინჯი სისტემის ჩანაცვლებას გაცილებით უფრო პროგრესული სამართლიანი საარჩევნო სისტემით, რომელიც არ იქნება მორგებული მოქმედი ხელისუფლების ინტერესებზე“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

]]>
29-03-2017 12:22 +0400
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ - ხელისუფლება და ოპოზიცია შეფასებებს აკეთებენ http://rustavi2.com/ka/news/71808

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებების დაგმობას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია არის პრინციპული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელი კოლეგები ყოველთვის არიან მოტივირებულები, რომ საქართველოს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე დასვან.

„ჩვენი აქტიური დიპლომატიური ქმედებების შედეგად, საქართველოს საკითხი კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკანონიერი ქმედებები საოკუპაციო ძალების მხრიდან მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებში აღარ ისმის საქართველოს ხმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით და ძირითადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აქტიურობენ ამ კუთხით,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს თემის აქტუალიზაცია მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ დრო დაიკარგა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციისთვის ფასის გადახდა აქტიურად მოეთხოვა.

„რუსეთის თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცება, გადასასვლელების დახურვა, რეფერენდუმების ჩატარება, ეს გამოწვეულია იმით, როდესაც საქართველო პასიურობს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ თუ არის ასეთი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ახლა ვხედავთ და რომლის არყოფნას განვილი წლების განმავლობაში ვხედავთ, ბუნებრივია რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

]]>
29-03-2017 12:18 +0400
საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება http://rustavi2.com/ka/news/71807

უვიზო მიმოსვლიდან მეორე  დღეს საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

ბელგიის დედაქალაქში ამ დროისთვის საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია.

გიორგი  კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მართავდნენ შეხვედრებს  ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის პრეზიდენტებთან, სადაც საუბარი შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციას და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. როგორც ევროპული მხარე ასევე ქართული დელეგაციის წვერები აცხადებენ, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი მიღწევა. მათი თქმით, მომდევნო ნაბიჯი და გამოწვევა უკვე საქართველოს ევროკავშირის წევრობაა.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ევროპის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციის გარდა იმყოფებიან სტუდენტები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები და პროფესორ-მასწავლებლები. პრემიერ-მინისტრი დღეს ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელს დაათვალიერებს. ისინი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლეს. 

ქართული დელეგაცია თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაბრუნდება.

]]>
29-03-2017 12:08 +0400
პრეზიდენტის არჩევის წესი და ბლოკების შექმნის აკრძალვა - ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივებს აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/71806

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობოების რეკომენდაციების უმეტესობას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ  მზად არიან მოისმინონ ოპოზიციის წინადადებები და განიხილონ ალტერნატიული ვარიანტები.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი. გაუნაწილებელი მანდატების ან მცირედი უპირატესობის მიცემა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი, ხოლო ბლოკების შეზღუდვა არის იმისთვის, რომ განვითარდეს პარტიული სისტემა,“-განმარტავს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო ოპოზიცია კი კვლავ იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას მოჰყვეს.

უმცირესობისთვის ასევე მიუღებელია ცვლილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების გაუქმებას და ამომრჩეველთა ხმების ახლებურად გადანაწილების მოდელს ეხება.

„ძალაუფლება არის თავმოყრილი ისედაც ივანიშვილის ხელში, ამ ფონზე კიდევ გაუქმება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაასუსტებს ქართულ დემოკრატიას,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დასუსტებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში.

„საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა, რაც გულისხმობს პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევას, უნდა დარჩეს ძალაში და მოქალაქეებს არ უნდა ჩამოერთვათ კონსტიტუციური უფლება პირდაპირი გზით აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

]]>
29-03-2017 09:29 +0400
პრეზიდენტის არჩევის წესი, უფლებამოსილება, საპარლამენტო არჩევნების მოდელი-არასამთავრობოთა კონფერენცია http://rustavi2.com/ka/news/71805

პრეზიდენტის არჩევის წესი, უფლებამოსილება, საპარლამენტო არჩევნების მოდელი და თვითმმართველობის არჩევნები - ამ მიმართულებით განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

სამოქალაქო სექტორი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, მათ შორის ვეტოს უფლების გაუქმებას, არ იზიარებს.

მათი აზრით პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი არბიტრის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონტიტუციო უმრავლესობის პირობებში.

არასამთავრობოებს ასევე შენიშვნები აქვთ საპარლამენტო არჩევნებისა და ხმების ახლებურად გადანაწილების მოდელთან დაკავშირებით. კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარე გახნის.

„დღეს არსებულ პირობებში როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით არის ერთ პარტია წარმოდგენილი, ამ სისტემაში უნდა არსებობდეს გარკვეული დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც დამაბალანსებელ, გარკვეულ არბიტრის ფუნქციას შეასრულებს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

]]>
29-03-2017 09:11 +0400
ევროსაბჭოს წარმომადგენლები ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს შეხვდებიან http://rustavi2.com/ka/news/71802

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ე.წ. მოსმენების კანონში, ცვლილებების შეტანაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს შეხვდებიან.

შეხვედრას არასამთავრობოებიც დაესწრებიან და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რატომ არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ვარიანტს. 

„მოეწერა ხელი პრეზიდენტის მხრიდან და ის დროულად ამოქმედდება, ამით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი წყდება. წყდება, როგორც ადმიანის უფლებებთან მიმართებაში არსებული თემატიკა, რომელიც კანონმა დაარეგულირა და ოქროს შუალედი მოძებნა და ასევე წყდება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

სამოქალაქო სექტორი უახლოეს დღეებში მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

„კამპანია ეს შენ გეხება საერთო სარჩელით შევალთ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ერთად დავწერთ სტრასბურგში ჩვენს სარჩელს. აქ არის საუბარი კონკრეტული ადამიანების უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ მათი პირადი ცხოვრების დაცულობაზე,“-აცხადებს ეკა გიგაური.

მათ პოზიციას იზიარებს ოპოზიცია. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ეს არის ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის დაბალანსებული კანონი. მესამე სექტორი ასევე აპირებს ამ თემაზე კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან.

„ყველას კარგად ესმის, რომ მოსმენები და პირად ცხოვრებაში ჩარევის კადრები გახდა ბიძინა ივანიშვილის სავიზიტო ბარათი და პოლიტიკაში ჩარევის ინსტრუმენტი.  შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საუბარი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

]]>
29-03-2017 09:00 +0400
ევროსაბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიულოცეს http://rustavi2.com/ka/news/71800

საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედება თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმაც მიულოცეს.

მათ ასევე იმ ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა დაცვაც მოუწევთ  ზონის ქვეყნებში გამგზავრებისას. მათ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს კომენტარი.

დელეგაციის წევრები ვიზიტს აგრძელებენ და დღეს პარლამენტის გარდა შეხვედრებს გამართავენ იუსტიციის სამინისტროში. გაესაუბრებიან ასევე მთავარ პროკურორს და სახალხო დამცველს. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.

„ვულოცავ ჩემ ქართველ მეგობრებს. ეს სიმბოლური ნაბიჯია. საქართველო მას რა თქმა უნდა იმსახურებს. ის ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ლატვია ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს უვიზო რეჟიმს და მიხარია რომ ეს შესრულდა. რაც შეეხება ჩემ შეხვედრას, მე ამ ეტაპზე არ მინდა მის შინაარსზე კომენტარის გაკეთება, რადგან მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი პოზიცია კი ცნობილი გახდება ტრადიციულ ანგარიშში,“- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა.

]]>
29-03-2017 08:45 +0400
ლატვიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა http://rustavi2.com/ka/news/71799

ლატვიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობასა და ლატვიის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენი შეხვედრა იმართება ისტორიულ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენ გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი კვლავ მტკიცედ აგრძელებს თავის წვლილის შეტანას ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოდ განვითარების საქმეში,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლატვიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს. მისი შეფასებით ეს დადებითად იმოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.

„მოხარული ვარ იმ ნაყოფიერი მოლაპარაკებებით, რომელიც გაიმართა. ეს ვიზიტი სიმბოლურიცაა, რადგან ის დაემთხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღს. დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა დადებითად იმოქმედებს ლატვიასა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულების შესრულება, შესაბამისობაში მოიყვანოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა. ლატვია საქართველოს ევროინტეგრაციული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია, მოხარულები და კმაყოფილები ვართ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმებით,”-აცხადებს რაიმონდს ვეიონისი.

]]>
29-03-2017 08:42 +0400
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს http://rustavi2.com/ka/news/71798

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. ასევე შეხვდნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლებსაც. ისაუბრეს ცხინვალში  დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზეც, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის შეიარაღებაზე.

თანათავმჯდომარეებს მიეწოდათ ინფორმაცია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის თაობაზეც.

]]>
29-03-2017 08:26 +0400
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს http://rustavi2.com/ka/news/71797

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს.

რუსეთის წარმომადგენლის გარდა ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საბჭოს წევრებმა დაგმეს როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ.  საპარლამენტო არჩევნები, ასევე გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი.

მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იმსჯელეს.

საკითხი უკრაინის წარმომადგენლებმა დააყენეს. უკრაინის და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.

„ერთხმად დაგმეს ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არჩევნები ე.წ. საპარლამენტო, რომელიც აფხაზეთში გაიმართა, დაგმეს საკონტროლო პუნქტების დახურვა. წინასწარ ის მოსალოდნელი რეფერენდუმი სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში და ცალსახად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძემ.

]]>
29-03-2017 08:22 +0400
გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიუსელში საზეიმო მიღება გამართა http://rustavi2.com/ka/news/71796

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართა. ევროპელ პოლიტიკოსებს გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

პრემიერი დღეს ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელსაც დაათვალიერებს რითიც დასრულდება ვიზიტი. გიროგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პირველ პირებთანაც გამართა შეხვედრა. ბელგიის დედაქალაქში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერი წარჩინებულ სტუდენტებთან და მეცნეირებთან ერთად ათენშიც იმყოფებოდა. ისინი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლეს.

]]>
29-03-2017 08:14 +0400
საკრებულო არ უნდა გახდეს მერიის დანამატი - ზაზა ვეკუა http://rustavi2.com/ka/news/71791

„საკრებულო არ უნდა გახდეს მერიის დანამატი,“ - ეს განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ, გააკეთა.

მისი აზრით, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები უფრო კოლეგიალურები უნდა იყვნენ. ის აღნიშნავს, რომ უმცირესობის მიერ დავით ნარმანიას მოწვევა კანონიერი იყო და ამ დროს მთელი საკრებულო ერთად უნდა დამდგარიყო.

„საკრებულოში არ იყო ის მხარდაჭერა, რომ ერთიანი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არა იდეებში, რა თქმა უნდა, არა მიდგომებში, მაგრამ, როდესაც კანონიერად რაღაცას ითხოვს, ამ დროს საკრებულოს ხელმძღვანელობას სწორედ უნდა დაეჭირა კოლეგიალური პოზიცია,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ. 

]]>
28-03-2017 23:58 +0400
კითხვები ძალიან ბევრი გვექნება მერთან - ირაკლი ნადირაძე http://rustavi2.com/ka/news/71792

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე, ამბობს, რომ თბილისის მერს საკრებულოში ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

განცხადება ამის შესახებ ნადირაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და ანიშნა, რომ მთავარი საკითხი იქნება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საკითხი.

„კითხვები ძალიან ბევრი გვექნება მერთან. მთავარი საკითხი იქნება ნაზღაიძის საკითხი და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თანხები და ქონება იყო გამოყენებული  ქრთამის მისაცემად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ასევე კითხვები იქნება საგზაო მიმართულებით და კიდევ იმ საკითხებზე, რომელიც ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ იჭრება ასწლოვანი ხეები.

"კითხვები არის გაფლანგვული თანხები, კორუფცია, ნეპოტიზმი," - ამბობს ნადირაძე.  

]]>
28-03-2017 23:58 +0400
დღეს თბილისს სამარცხვინო მერი ჰყავს, რომელიც სისტემის მძევალი გახდა - თამაზ შოშიაშვილი http://rustavi2.com/ka/news/71790

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, აცხადებს, რომ დავით ნარმანია საკრებულოში მისვლის დროს ყოველ ჯერზე შოუებს დგამს.

ამის თაობაზე მანდ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მოთხოვნას, რომ თბილისი მერი საკრებულოში მივიდეს და, თუკი დავით ნარმანია არ დააკმაყოფილებს, უკვე არც მერის იმპიჩმენტის საშუალება იქნება, რადგან თვითმმართველობის არჩევნები უკვე მოახლოვდა.

„პრობლემა არის იმ ქმედებებში, რასაც დედაქალაქის მერია სჩადის მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება შევიდა თბილისის მერიაში, 100 მილიონ ლარზე მეტი დახარჯულია ერთ პირთან მოლაპარაკებით,“ - აცხადებს თამაზ შოშიაშვილი.

მისი თქმით, დეპუტატების მილიონერობა დანაშაული არ არის პრობლემა პოლიტიკოსის მიერ ბიუჯეტიდან ფულის არაკანონიერად მიღებაა.

„ხელისუფლება ამას იყენებს კანონს იმისთვის, რომ რეალურად შექმნან კორუფციული სისტემები,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს თბილისს სამარცხვინო მერი ჰყავს, რომელიც სისტემის მძევალი გახდა.

]]>
28-03-2017 23:49 +0400
ასეთი, რაც არის ნარმანია, არაფერი არ უნახავს ამ ქალაქს - ალეკო ელისაშვილი  http://rustavi2.com/ka/news/71789

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის შესახებ გადაცემა არჩევანში დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქმე არის კორუფციულ გარიგებასთან. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც ზედმიწევნით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან. ერთი მილიონი და კიდევ უფრო მეტი ამოგვიღეს ყველას ჯიბიდან, როცა დასჭირდათ, ისე გააჩინეს ის მილიონი და ჩაუკუჭეს ადამიანს, რომელსაც არანაირად არ ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი. ძალიან დაფაცურდნენ და მოინდომეს იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი ჰქონდათ იმიტომ, რომ იმ მოსამართლის მოსყიდვა სჭირდებოდათ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, ამ კორუფციულ საქმეში თბილისის მერის ჩათვლით, ყველა ჩართულია. ალეკო ელისაშვილის აზრით, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა ეშინია.

„თუ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა რომ ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი, მერიის, მთავრობის და ა.შ. უნდა რეგულირდებოდეს კანონით და წესით,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, დავთ ნარმანია არის ანგარიშვალდებული საკრებულოს წინაშე.

„ნარმანია საცოდაობა, მერობა რომ ჰქვია, სამი წლის განმავლობაში არის ყველაზე უხერხული შოუ თბილისის არსებობის ისტორიაში. ვინ არ გვინახავს, დამპყრობელი ამირები, მონღოლები, მექრთამე მერი, უნიათო მაგრამ ასეთი, რაც არის ნარმანია,  არაფერი არ უნახავს ამ ქალაქს,“ - ამბობს ელისაშვილი.

]]>
28-03-2017 23:45 +0400
ქვეყანას ოლიგარქი "მინიგარქებით" მართავს - ლევან ხაბეიშვილი http://rustavi2.com/ka/news/71788

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ შესწავლის შედეგად დადგინა, რომ 29 დეკლარაციიდან 13 დეპუტატი საკრებულოში მილიონერია და მათ შორის 12 უმრავლესობის წევრია.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მალე გეგმავს დეპუტატების ბიზნესინტერესებზე კვლევა გამოაქვეყნოს.

„მილიონრობა კი არ არის პრობლემა. აქ პრობლემა არის რაში, აი, მაგალითად, პარლამენტში 8 დეპუტატს, რომლებიც მილიონერთა სიაში არიან, სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ 131 მილიონი ლარის ხელშეკრულება, მათ შორის ტენდერების გარეშე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, სამომავლო კვლევაში გაირკვევა, თბილისის საკრებულოს 13 მილიონერიდან რამდენია კეთილსინდისიერი.

"მილიონერმა დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, გააუქმეს სოციალური დახმარების ვაუჩერი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას ოლიგარქი "მინიგარქებით" მართავს.

ლევან ხაბეიშვილის აზრით, კომისიის შექმნას ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები ვერ დაელოდებიან, რადგან კომპენსაცია სასწრაფოდ სჭირდებათ.

]]>
28-03-2017 23:31 +0400
ვიცით, რომ ეს გამოძიება ვერასდროს დამთავრდება - ზაზა ვეკუა "ბავშვთა სამყაროს" ხანძარზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/71786

თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე, ზაზა ვეკუა, ფიქრობს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის ბრალეულობა აუცილებლად უნდა დადგინდეს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, 2 თვის განმავლობაში ეს საქმე უნდა გამოძიებულიყო და შესაბამისად, არც კითხვის ნიშნებს გააჩენდა.

„ვიცით, რომ ეს გამოძიება ვერასდროს დამთავრდება, ამ გამოძიებას ვერ დაელოდებიან ეს ადამიანები. იყო საუბარი კიდეც, რომ ბანკებთან ურთიერთობას დღევანდელი ხელისუფლება მოაგვარებდა და ეს ნამდვილად შეეძლო,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ.

მისი აზრით, დაზარალებულების ზარალის დათვლა სრულიად შესაძლებელია.

„სიები უნდა მოსულიყო, მთელი საკრებულო უნდა ყოფილიყო ჩართული, ვინ იყო ამაში, როგორ იყო და ასე განაწილებულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკრებულოს სხდომაზე უცბად გავიგეთ, რომ მოხდა საკრებულოს უმრავლესობის შეხვედრა დაზარალებულებთან. მე მაშინ ვთქვი კიდეც, რომ ეს კითხვის ნიშნებს აუცილებლად გააჩენდა და გაურკვეველი იყო, ოპოზიცია რატომ არ დაესწრო ამ შეხვედრას,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ. 

მისი აზრით, დედაქალაქის მერიას არ უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ბიუჯეტი ხელისუფლებას ეკუთვნის.

]]>
28-03-2017 23:17 +0400
ამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლება - ირაკლი ნადირაძე http://rustavi2.com/ka/news/71785

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საკრებულოს უმცირესობის წევრები ხშირად ხვდებიან და მათ პრობლემას იზიარებენ. მისი თქმით, ხელისუფლება ამ პროცესში უნდა ჩაერთოს.

„ამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლება და ის გარედან ვერასოდეს ვერ დააკვირდება და არ უნდა დააკვირდეს პროცესს, როდესაც მოსახლეობაა დაზარალებული,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ის აღნიშნავს, რომ თბილისის მერიას 3-მილიონიანი სარეზერვო ფონდი აქვს.

„ნუ დარგავ, ბატონო, წელს 1 მილიონ ხეს, დავრგოთ 900 000 და იმ 100 ათასის მაგივრად დავეხმაროთ ამ ადამიანებს მცირედით მანამ, სანამ მოხდება ამ ადამიანების ცნობა დაზარალებულებად,“ - განაცხადა ირაკლია ნადირაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლება ამ პროცესს წელავდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ დაზარალებულები დაიღლებოდნენ და ბრძლას შეწყვეტდნენ.

"ერთადერთი პასუხი, რაც მოისმინეს ამ ადამინებმა, არის ის, რომ კანცელარიის შენობა გადაიტანონ კრწანისში," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

]]>
28-03-2017 23:04 +0400
მაშინ ხალხის ხმა სჭირდებოდა, უნდოდა, საქართველოს თავზე მოსჯდომოდა, ახლა ხალხი ფეხებზე დაიკიდა - ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილზე http://rustavi2.com/ka/news/71783

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ მომხდარ წყალდიდობას იხსენებს, რომლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივების დასახმარებლად დიდი ოდენობით ფული დაკარგა. მან ის სიტუაცია ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგებს შეადარა.

„მაშინ ხალხის ხმა ხომ სჭირდებოდა იმიტომ, რომ არჩევნებში უნდოდა გამარჯვება და უნდოდა, საქართველოს თავზე მოსჯდომოდა. ახლა ხალხი ფეხებზე დაიკიდა, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბიძინა ივანიშვილმაც და მას რომ მისჩერებია, მთელმა ქართულმა ოცნებამაც,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ხელისუფლებას სპეციალური ფონდი აქვს, რომელიც ადამიანების დასახმარებლად ვალდებულია, რომ გამოიყენოს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობისა და მერიის წევრები ოპოზიციის წევრებს დაზარალებულებთან შეხვედრებს განზრახ არ ასწრებენ. 

]]>
28-03-2017 22:53 +0400
საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ - ფრიდონ სიხუაშვილი http://rustavi2.com/ka/news/71781

ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის  შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გარკვეულწილად ემუქრებიან, რომ დაპირებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ გადაუხდიან, თუ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.

„ყოველ შეხვედრაზე, ცალსახად, საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ და არაფერს არ ელოდოთ სახელმწიფოსთან,“ - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულთა სიას ყოველ ჯერზე ითხოვენ და ცდილობენ, ეს ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ, რადგან რაც უფრო ნაკლები პირი იქნება სიაში, მით უფრო მეტს მიიღებს თითოეული მათგანი.

„ამ ხალხის ნერვებზე თამაშობენ,“ - აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი.

ის ამბობს, რომ ბიუჯეტში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად საკმარისი თანხა უნდა გამოიყოს.

„თუ დაგვჭირდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც გავაკეთებთ,“ - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა. 

]]>
28-03-2017 22:45 +0400
ბავშთა სამყაროს მოვაჭრეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ზაზა ხატიაშვილი http://rustavi2.com/ka/news/71780

„მე რა სიბინძურე არ მინახავს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი, მაგრამ ეს არის უიშვიათესი სიბინძურე,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ „დავით ნარმანიას მსგავსად“ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს უარს დახმარებაზე ვერ ეტყოდა.

მისი განცხადებით, დაზარალებულები მას ეუბნებიან, რომ სავაჭრო ცენტრში 8 კერა ერთდროულად გაჩნდა და ამით არავინ ინტერესდება. 

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარკვეული ადგილები სავაჭრო ცენტრში მხოლოდ მესამე დღეს ჩააქრეს.

„21-ე საუკუნეში მე თუ ფაშისტებს ვნახავდი, არ მეგონა, ვინ არიან ესენი? დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ის განმარტავს, რომ ამ სტატუსის მისანიჭებლად ესპერტიზის ჩატარებაა აუცილებელი.

„ხალხს აქვს 100 ათასი ლარის ზარალი და დაზარალებულად არ ცნობენ. ეუბნებიან, მოწმეები ხართო,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

მისი თქმით, გამომძიებლები დაზარალებულებს აწერინებდნენ, რომ ხანძართან პრეტენზია არ აქვთ.

ზაზა ხატიაშილის აზრით, ამ ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის აღნიშნავს, რომ ამ ხალხს უღირსად ექცევიან.

„ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს ადამინების გატყდებოდნენ, მაგრამ არ გატყდნენ. 3 ათას ლარზე რატომ იძახიან იცით უარს? რა უთხრა, იცით რიმა ბერაძემ თუ არ ვიცი ვინ, დაწერეთ, რომ 3 ათას ლარს რომ მიღებთ, სხვა ზარალის ანაზღაურებას აღარ მოითხოვთო. დაამცირეს ეს ხალხი. იციი, რა უღირსად ექცევიან?“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

]]>
28-03-2017 22:33 +0400
მე არავისი გამოსაყენებელი იარაღი არ ვიქნები პოლიტიკური მიზნებისთვის - დაზარალებული მეგი ფალელიშვილი http://rustavi2.com/ka/news/71778

„თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ,“ - ეს განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულმა, მეგი ფალელაშვილმა, მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ გამონათქვამებზე გააკეთა.

მისი თქმით, მან თავის დროზე ხმა ქართულ ოცნებას მისცა და დღეს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„მე არავისი გამოსაყენებელი იარაღი არ ვიქნები პოლიტიკური მიზნებისთვის იმიტომ, რომ მე ვთვლი თავს სრულუფლებიან მოქალაქედ და მოაზროვნე ადამიანად,“ - განაცხადა მეგი ფალელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თვითღირებულებით დაახლოებით 75 000 ლარი დაკარგა, რაც მოგებასთან ერთად ბევრად მეტი იქნებოდა.

მეგი ფალელაშვილმა განმარტა, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად არამხოლოდ მოვაჭრეები, არამედ კიდევ არაერთი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

„ჩემთვის 10 000 ლარიც არაფერია, მაგრამ რომ დამიდგები გვერდზე და მეტყვი, რომ მე მეტი არ შემიძლია, მაგრამ, როგორც მოქალაქეს, პატივს გცემ, ეს არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მეგი ფალელიშვილმა.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ასევე აღნიშნავენ, რომ კრედიტები აქვთ გამოტანილი ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. ისინი ვალების გადახდის გადავადებას ითხოვენ.

]]>
28-03-2017 22:19 +0400
ამ ხალხის გადასახადები ბიუჯეტში მიდიოდა - დაზარალებული ფატი გულუა http://rustavi2.com/ka/news/71776

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული, ფატი გულუა, აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან 3000 ლარის კომპენსაცია დაზარალებულებისთვის დაცინვის ტოლფასია.

„ამ ხალხის გადასახადები ბიუჯეტში მიდიოდა, ყველას ბანკები ჰქონდა, ყველა ოჯახს არჩენდა, ყველას უკან ამ დენი ხალხი იდგა,“ - აცხადებს ფატი გულუა.

ის აღნიშნავს, რომ დაზღვევა მისთვის არავის შემოუთავაზებია, თუმცა ამაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

“ამ 2 თვის განმავლობაში ადამიანი ვერ მოიძებნა, რომელმაც ამდენი ადამიანი გაამწარა და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო,” - განაცხადა ფატი გულუამ.

დახარალებულმა ნარგიზ მეგენეიშვილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, მათ სალარო აპარატები არ სჭირდებოდათ, რადგან მცირე მეწარმეები იყვნენ. ის აღნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლება მათ ადანაშაულებს, რომ დაზარალებულები გადასახადებს არ იხდიდნენ.

]]>
28-03-2017 22:09 +0400
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მთავრობამ მარიხუანის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მოამზადა http://rustavi2.com/ka/news/71772

მცირე ოდენობის მარიხუანისა და კანაფის ფლობისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება.

საქართველოს მთავრობამ მარიხუანის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მოამზადა. საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის კანონის ლიბერალიზაციაზე და არა დეკრიმინალიზაციაზე.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, 500 ლარის ნაცვლად, 300 გახდეს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები შეეხოს დათესვას, მოყვანას და კულტივირებას, რომლის მიხედვითაც მოქმედი ნორმა 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებების პაკეტის მიხედვით პატიმრობა 160 საათიდან 220 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით იცვლება.

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

ცვლილებების პაკეტი ნაწილობრივ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სარჩელი, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობას დაუკმაყოფილეს, მცირე ოდენობით მარიხუანის შეძენას ეხებოდა. ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლო 265 გრამი კანაფის დათესვა-მოყვანის შემთხვევაში პატიმრობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ ინიციატივით პოლიცია კვლავ დარჩება საზოგადოებისთვის რეპრესიულ მექანიზმად. ევროპულ საქართველოში კი თვლიან, რომ აუცილებელია ცვლილებები კლუბურ ნარკოტიკსაც შეეხოს. კანონპროექტით უკმაყოფილოა პოლიტიკური გაერთიანება გირჩიც.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გარდა, მუშაობა მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციაზე.

 

 

 

ავტორი: ნიკა თევდორაძე 

 

]]>
28-03-2017 21:45 +0400
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ისევ გადაიდო - ოპოზიცია პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/71769

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები მთავრობას ივლისამდე უნდა წარედგინოს. შერჩევის ვადა უკვე მეორედ გახანგრძლივდა.

მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილება დღეს გასაჯაროვდა, თუმცა ამ ცვლილებების ავტორებს მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ.

წერილობითი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ 15 მარტს გაავრცელა, როდესაც თავდაპირველად დადგენილი ვადა შეიცვალა. სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მოსამართლეთა არჩევნები საშემოდგომო სესიაზე ჩანიშნა, რის გამოც კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად მეტი დრო გაჩნდა.

უწყების ეს არგუმენტი მიუღებელია ერთ-ერთი კანდიდატისთვის. დავით ჯანდიერი ფიქრობს, რომ მთავრობა პროცედურებს ხელოვნურად აჭიანურებს.

შესარჩევი კონკურსის ორჯერ გადადება კითხვებს აჩენს სამოქალაქო სექტორშიც.

მოსამართლეების შესარჩევი პროცედურების გახანგრძლივების პარალელურად ოპოზიცია პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრობს. სტრასბურგის მიერ თავდაპირველად გაგზავნილი მოსამართლეთა სიის დაწუნების შემდეგ, ოპონენტები ხელისუფლებას კონკურსის გაუმჭვირვალობაზე მიუთითებენ.

პროცესის პოლიტიზირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრებმა მოსამართლეების შერჩევის ვადის მეორედ გახანგრძლივების ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ პროცესის გამჭვირვალობა გარანტირებულია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების ხელახლა შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა სამივე კანდიდატი - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი, დაიწუნა.

 

]]>
28-03-2017 21:29 +0400
კონსულტაციები ე.წ. მოსმენებზე - კანონი ძალაში 31 მარტს უნდა შევიდეს http://rustavi2.com/ka/news/71768

ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე პრეზიდენტი კონსულტაციებისთვის ემზადება. კანონი კვირის ბოლოს შედის ძალაში. გიორგი მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს გაეცნობა. სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება და მესამე სექტორი ისევ სასამართლოს მეშვეობით შეეცდება, დაამტკიცოს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციურია.

კონსულტაციებში ასევე ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიცია. კანონის გასაჩივრებისას ხელისუფლების ოპონენტები ეცდებიან, დაასაბუთონ, რომ ახალი რეგულაციები ანტიკონსტიტუციურია და წინა ჩანაწერზე მეტად საფრთხის შემცველი.

სამართლებრივ ბრძოლასა და კონსულტაციებში მონაწილეობას აქტიურად აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც და მოსმენების კანონის გაპროტესტებას აქციების გზითაც არ გამორიცხავს.

მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების შენიშვნებს არგუმენტი არა აქვს და კანონის სახელისუფლებო ვერსიაც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებისა და უსაფრთხოების დაცვას თანაბრად უზრუნველყოფს.

სტრასბურგისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელს უკვე ამზადებენ კამპანია ეს შენ გეხებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები დარწმუნებული არიან, რომ ერთხელ უკვე გაუქმებულ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.

სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გასულ კვირას ვეტო დაძლია და ე. წ მოსმენების კანონი ძალაში 31 მარტს უნდა შევიდეს.

]]>
28-03-2017 21:25 +0400
უვიზო რეჟიმის პირველი დღე და ლატვიის პრეზიდენტის მილოცვა ქართველებს http://rustavi2.com/ka/news/71766

ევროპაში პირველი დღე უვიზოდ ქართველებს თბილისში ლატვიის პრეზიდენტმა მიულოცა.

ეს საკითხი პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმაც საუბრის თემა იყო. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პროცესში ლატვიისა და მისი პრეზიდენტის მხარდაჭერას ხაზი განსაკუთრებით გაუსვა.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ უვიზო მიმოსვლა რეალური სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება.

განცხადებები რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზეც გაკეთდა. რაიმონდს ვეიონისმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქვს სუვერენული არჩევანის უფლება და ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყანამ რეფორმების პროცესი უნდა გააგრძელოს.

ლატვიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ხვალ პირადად მოინახულებს და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს თანამშრომლობის ფარგლებში ხელი რამდენიმე მემორანდუმს მოეწერა. მოგვიანებით ლატვიის პრეზიდენტმა დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო სადილის ფორმატში შეხვდა.

 

 

 

]]>
28-03-2017 21:20 +0400
ვიზალიბერალიზაციის შეფასებები და საქართველოს მორიგი ნაბიჯები http://rustavi2.com/ka/news/71765

ვიზალიბერალიზაციას თბილისში საზეიმოდ აღნიშნავდნენ. ევროკავშირთან წარმატებით დასრულებული შვიდწლიანი მოლაპარაკების შედეგი საქართველოს მოქალაქეებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა. ირაკლი კობახიძემ იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ევროპა საქართველოს ამ გადაწყვეტილებით სთავაზობს.

მმართველი გუნდი ევროპაში უვიზოდ გადაადგილების მსურველებს იმ ვალდებულებებსაც ახსენებს, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოუწევს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა დღეს ვიზალიბერალიზაცია ქართველ ხალხს მიულოცეს და ეს ისტორიული დღე აღნიშნეს.

ანალიტიკოსებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობდნენ, მიაჩნიათ, რომ შემდეგი ეტაპი ევროზონაში უფრო დიდხანს ყოფნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო უფლებებზე ზრუნვა იქნება.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2010 წლიდან დაიწყო და წელს, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციას მწვანე შუქი აუნთო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალ მოგზაურობას მხარი 553-მა ევროპელმა დეპუტატმა დაუჭირა.

]]>
28-03-2017 21:16 +0400
უვიზო რეჟიმის პირველი დღე - უვიზო პასპორტებით პირველი რეისი საბერძნეთში შესრულდა http://rustavi2.com/ka/news/71764

საქართველოს საზღვარი ევროპული ვიზის გარეშე პირველმა პრემიერმინისტრმა, მთავრობის სხვა წევრებმა და სტუდენტებმა გადალახეს. მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა საპასპორტო კონტროლი გაიარა და ქართველი მესაზღვრის შეკითხვებს უპასუხა.

უვიზო პასპორტებით პირველი რეისი თვითმფრინავმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შეასრულა.

ოფიციალური შეხვედრები ქართულმა დელეგაციამ საბერძნეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ალექსის ციპრასმა ქართულ მახარეს უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრამდე ქართული დელეგაცია ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას ასევე დაესწრნენ საქართველოდან წასული სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები. ათენში იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებიც.

ათენში ვიზიტის დასრულებამდე ქართულმა დელეგაციამ აკროპოლისი დაათვალიერა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ქართველი მგზავრებით ევროპის კულტურული დედაქალაქიდან პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში გაფრინდა.

 

 

]]>
28-03-2017 21:12 +0400
დღეს საზეიმო მიღებაზე ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერმინისტრი უმასპინძლებს http://rustavi2.com/ka/news/71773

უვიზო მიმოსვლის პირველი დღე. საქართველოს ეროვნული დროშა ევროკომისიის წინ არის აღმართული. ქართული დელეგაცია კი ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პირველ შეხვედრებს მართავს. დღესვე დაგეგმილია საზეიმო მიღება, სადაც ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერმინისტრი უმასპინძლებს.

„მინდა, მივესალმო საქართველოს პრემიერმინისტრს ამ ისტორიულ დღეს ბრიუსელში. გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, უვიზოდ შემოვიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება ეს ტურისტული, ოჯახური თუ საქმიანი ვიზიტი. ეს შესაძლებელი გახდა ამბიციური და კომპლექტური რეფორმების შედეგად, რომლის გატარებაც საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დამსახურებაა,” - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა, მან ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიღწევა, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის. მინდა, დაგარწმუნოთ რომ ამ მიზნის მიღწევით არ დასრულებულა ჩვენი რეფორმების გზა. სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებებს და ერთგული ვრჩებით შეთანხმებების შესრულების მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს კარგად მართული და უსაფრთხო გარემო,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხვალ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, რომლებიც ასევე დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ბრიუსელს დაათვალიერებს.

]]>
28-03-2017 21:07 +0400
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ოპოზიციაში აფასებენ http://rustavi2.com/ka/news/71762

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება, შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა კლუბური ნარკოტიკების მიმართულებითაც უნდა შეიცვალოს. 

„ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი არ აქვს გასაღების მიზანს და ამ შეთხვევაში ხდება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, კოტე იოსელიანის, თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეალურად არ ცვლის სიტუაციას.

„აქ მთავარი არის ის, რომ მარიხუანას მოწევა კვლავ რჩება კრიმინალად. პოლიცია კვლავ რჩება რეპრესიულ მექანიზმად, რომელსაც შეუძლია, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ინიციატივას ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს არასაკმარისია.

„არასაკმარისია იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ხელში რეპრესიული ბერკეტები,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

]]>
28-03-2017 18:51 +0400
გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის პრესკონფერენცია - ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა რუსთავი2-ზეც ისაუბრა http://rustavi2.com/ka/news/71763

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავენ.

დონალდ ტუსკმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა და ამ კონტექსტში მედიაპლურალიზმსა და კერძოდ, რუსთავი2-ის საქმეზე ისაუბრა.

„მე მოხარული ვიყავი, გამეგო ხელისუფლების ერთგულების შესახებ მედიაპლურალიზმისადმი საქართველოში და კერძოდ კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროკავშირი მედიაპლურალიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მოლოდინი აქვს, რომ საქართველოც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის, თვქენ გყავს მეზობელი, რომელიც ცდილობს ახალი საზღვრები შექმნას, რათა თქვენი თავისუფლება შეზღუდოს თქვენივე სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გიორგი კვირიკაშილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს გზა ევროინტეგრაციისკენ.

]]>
28-03-2017 18:49 +0400
საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსასამართლოში საქმის წარმოება პარალელურ რეჟიმში გაიმართება - გურამ იმნაძე ე.წ. მოსმენების კანონზე http://rustavi2.com/ka/news/71760

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე, ე.წ. მოსმენების კანონზე სხვადასხვა ორგანიზაციის პოზიციაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს შენ გეხება-ში ჩართული ორგანიზაცია მობილიზებულია იმისთვის, რომ გაგრძელდეს ამ საკითხზე მუშაობა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში. ჩვენ გვსურს, რომ, ერთი მხრივ, იყოს სამოქალაქო საზოგადოებაში მაქსიმალური კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით და მაქსიმალური მობილიზება. მეორე მხრივ, აუცილებელი არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ სერიოზულად გაიაზროს, რეალურადა რა პრობლემასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.

კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პრობლემის სირთულეს ვერ აღიქვამს.

„მთავარი მიზანი ამაში ის იყო, რომ უსაფრთხოების სამსახურებს იმ ცდუნების პირობებში, რომელიც მას ლეგიტიმურად და ბუნებრივად აქვთ, რომ მოიპოვონ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. ასეთი ცდუნების პირობებში არ ჰქონოდათ ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი მექანიზმების გვერდის ავლით განეხორციელებინათ მოქალაქეების პირად ცხოვრებაში შეჭრა,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ. 

გურამ იმნაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციებისთვის მზად არიან. 

ის აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსასამართლოში საქმის წარმოება პარალელურ რეჟიმში გაიმართება.

]]>
28-03-2017 18:27 +0400
ჩვენ, რა თქმა უნდა, წავალთ საკონსტიტუციო სასამართლოში - ეკა გიგაური ე.წ. მოსმენების კანონზე http://rustavi2.com/ka/news/71759

ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ „ძალიან ბევრი პრობლემა დარჩა იმ კანონპროექტში, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა“.

გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ საბოლოოდ საქართველოში იყოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოსმენების სისტემა. გიგაურის თქმით, მოძრაობა ეს შე გეხებას შიგნით უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები და სარჩელზე მუშაობენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, წავალთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ კონსულტაციებში ჩავერთვებით საქართველოს პრეზიდენტთან და ვფიქრობთ, რომ მისი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გამოყენებით შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართებაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, კონსულტაციების გამართვას აპირებენ სახალხო დამცველთანაც.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება, მეტმა ჯგუფმა შეიტანოს სარჩელი. ესაც იქნება გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ამ პოზიციაში. მათ შორის ნებისმიერმა მოქალაქემაც შეიძლებამ შეიტანოს ასეთი სარჩელი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური ამბობს, რომ ყველა, მმართველი გუნდის გარდა, ფიქრობდა, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტი შეიცავს პრობლემებს, თუმცა, მისი თქმით, „ყველას მოსაზრების იგნორირება მოხდა და საბოლოოდ მიიღეს ის კანონი, რომელსაც ისინი თვლიდნენ, რომ არის სწორი და მიზანშეწონილი“.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, "რაც შეიძლება, მეტი ძალაუფლება მიანიჭონ სუს-ს“.

„ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, გარდა ამისა, ჩვენ დავწერთ სარჩელს სტრასბურგში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ სარჩელს,“ - აცხადებს გიგაური.

]]>
28-03-2017 18:21 +0400
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ევროკავშირმა რუსეთს თითების კომბინაცია აჩვენა - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი http://rustavi2.com/ka/news/71757

უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამყარებას ულოცავენ. მათი აზრით, დღევანდელი დღე რუსეთის ფედერაციისთვის გამოწვევის გაგზავნის ტოლფასია.

„ქართველებისთვის ეს ნიშნავს უდიდეს ნაბიჯს ოცნების ახდენისკენ - გაწევრიანდეს ევროკავშირში. შემდეგი ეტაპი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და შეგიძლიათ, ეს მოითხოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს უამრავი პრობლემა აქვს, მან ძლიერი გზავნილი გაუგზავნა ყველას. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამას არასდროს იტყვის, მაგრამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთს თითების კომბინაცია აჩვენა,“ - აცხადებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდი ჟოზვიაკი.

უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს უკრაინელებისთვის პოზიტიური სიგნალია. ინტერის ჟურნალისტი, ალენე აბრამოვიჩი, ამბობს, რომ ამ ფაქტმა უკრაინელ ხალხს იმედი ჩაუსახა.

„საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ უკრაინელებს იმედი ჩაუსახა, რომ ჩვენს შევძლებთ. თუმცა, მოგვიწევს დაველოდოთ საფრანგეთში არჩევნების დასრულებას, რადგან არ არის გამორიცხული, ამ პროცესზე გარკვეული გზით იმოქმედოს,“ - განაცხადა ალენე აბრამოვიჩმა.

]]>
28-03-2017 18:11 +0400
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, საქართველოს დროშა აღმართეს http://rustavi2.com/ka/news/71756

ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა იწყება. მოგვიანებით დონალდ ტუსკი ჟურნალისტებისთვის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. გიორგი კვირიკაშილი დღეს ჟან კლოდ იუნკერსაც შეხვდება.

დღეს ევროკომისიაში ყურადღება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებაზე გამახვილდა.

“მოხარული და ამაყი ვართ, რომ საქრთველომ მიაღწია ამ მომენტს. სიამოვნებით მივესალმებით საქართველოს პრემიერ მინისტრს ამ მოვლენის აღსანიშნავად. მე აქ შევჩერდები, რადგან ვერ წავართმებ მთავარ როლს ევროკომისიის, რომელიც უფრო ელეგანტურად წაუძღვება ღინისძიებას, ვიდრე ამას ახლა მე ვაკეთებ," -  აცხადებს ევროკომისიის სპიკერი, მარგარიტის შინასი.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე, აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე დღეს საზეიმო განწყობა იქნება.

]]>
28-03-2017 18:03 +0400
საქართველოსა და ლატვიას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ოქმს ხელი მოეწერა http://rustavi2.com/ka/news/71750

საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ოქმს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება. შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს.

]]>
28-03-2017 15:26 +0400
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მილიონერი დეპუტატები - მათი რაოდენობა 13-მდე გაიზარდა http://rustavi2.com/ka/news/71749

საკრებულოს მილიონერი დეპუტატების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. საკრებულოს დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს და არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის წარმომადგენლებმა შეისწავლეს.

კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე დეპუტატების მფლოებლობაში არსებული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად მატულობს. სიაში პირველი ადგილი ქართული ოცნების დეპუატატ თამარ ტალიაშვილს უკავია, რომლის ქონება 3.5 მლნ ლარს აღწევს.

"2 წლის წინ იყო 8 მილიონერი. ფაქტია, რომ ზრდა არის ამ მიმართულებით, რომ ქართული ოცნების დეპუტატებში ნელ-ნელა უფრო მეტი მილიონერია, ვიდრე აქამდე იყო," - განაცხადა სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, დეპუტატებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ქონება დეკლარირებული არ აქვს და ამ საკითხზე ორგანიზაცია გეგმავს აუდიტის სამსახურს მიმართოს.

]]>
28-03-2017 15:25 +0400
საზეიმო მიღება „ენმ“-ში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნად http://rustavi2.com/ka/news/71747

ნაციონალური მოძრაობის წევრები ყურადღებას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დადებით მხარეებზე ამახვილებენ. სპეციალურად ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად პარტიაში საზეიმო მიღება გაიმართა.

„საქართველოს მოქალაქეებმა დაიბრუნეს თავისი ადგილი, თავისი პოლიტიკური და ისტორიული განვითარების სივრცეში და ბუნებრივია, ეს შეუძლებელია არ იყოს საზეიმო განწყობის მიზეზი ყველა ქართველისთვის, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ დღევანდელ წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოქალაქეებს მიუძღვით.

]]>
28-03-2017 15:22 +0400
თავისუფალი უვიზო რეჟიმი - უმრავლესობის და ოპოზიციის მოლოდინები http://rustavi2.com/ka/news/71748

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აფასებენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. მათი თქმით, ვიზალიბერალიზაცია პოზიტიურად აისახება ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაზე. პოლიტიკოსები აფრთხილებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში, დაიცვან ის ვადები, რომელიც არის დაწესებული.

ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებში საქართველოს სანდოობა გაიზარდა.

„საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, აუცილებლად გამოიწვევს იმ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედებას, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოვაწერეთ ხელი. ასევე, მნიშვნელოვნად დაიწყება დაინტერესება ევროპელი ინვესტორების საქართველოთი და საქართველოს სანდოობის ხარისხი გაიზარდა ევროპული ქვეყნების მხრიდან,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ოთარ კახიძე ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს.

„ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ისტორიული ადგილი, იმიტომ რომ ქართველი ერი ამისთვის ისწრაფოდა და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს ინტეგრაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემაც, რომელმაც ამ კუთხით უფრო მეტ მუშაობაზე გაუსვა ხაზი. 

„ეს არ არის საკმარის იმისთვის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი ევროპული ოჯახის წევრებად. ჩვენ გვმართებს მეტად სერიოზული მუშაობა და დიდი სამუშაოს გაწევა იმისთვის, რომ ინსტიტუციური მოწყობით, ჩვენი ქვეყანა რეალურად გახდეს ევროპული სტილის სახელმწიფო,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საქართველოს მოქალაქეების არჩევანზე უვამს ხაზს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თავისუფალ უვიზო რეჟიმზე საუბრისას.

„ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და იმის შედეგი, წინა ხელისუფლების შრომის შედეგი, რაც მივიღეთ დღეს და ახლა აუცილებელია შემდეგი ნაბიჯი იყოს გაწევრიანებისკენ სწრაფვა და რაც მთავარია, ამ სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ, ევროპული გადაწყვეტილებების მიღების შემოტანა ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

]]>
28-03-2017 15:19 +0400
საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს http://rustavi2.com/ka/news/71745

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს, ამომრჩევლების ხმების ადეკვატურ გარდასახვას საპარლამენტო მანდატებში.

კერძოდ, ხმების რაოდენობა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების შემთხვევაში მიახლოებული უნდა იყოს.

„თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მანდატების რაოდენობა ხმების რაოდენობასთან. პროპორცია პროცენტულობის უნდა იყოს დაცული,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

]]>
28-03-2017 15:15 +0400
"დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში" - საბერძნეთის პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე http://rustavi2.com/ka/news/71741

საბერძნეთის პრემიერმინისტრი პირველი იყო, ვინც საქართველოს პრემიერსა და მთავრობის წევრებს პირადად მიულოცა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყება.

გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსის ციპრასმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა სიმბოლური უწოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთში ვიზიტს, რომელთანაც საქართველოს საუკუნოვანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

„ეს არის ისტორიული დღე, ვინაიდან საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ბატონო პრემიერმინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საბერძნეთი უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა. აქვე მსურს მადლიერება გამოვხატო საბერძნეთის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც არის შენგენის წევრი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ბატონ პრემიერმინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით,” - განაცხადა ალექსის ციპრასმა.

ალექსი ციპრასთან შეხვედრამდე საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას, სადაც საუბრის მთავარი თემა იყო- საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაცია.

საქართველოს პრემიერი ათენში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფება. მმართველ გუნდში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ იმ პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აკისრიათ.

დღის ბოლოს საქართველოს დელეგაცია უვიზოდ მოგზაურობას და საქმიან შეხვედრებს უკვე თანამედროვე ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში გააგრძელებს.

]]>
28-03-2017 15:06 +0400
უვიზო მიმოსვლა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - ლატვიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა http://rustavi2.com/ka/news/71740

უვიზო მიმოსვლის დაწყება და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება საქართველოს ლატვიის პრეზიდენტმა მიულოცა, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. რაიმონდს ვეიონისმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა.

„სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენთან ერთად არის იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც არა ერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანაში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ  კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ სიკეთით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რაიმონდს ვეიონისმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოებს.

„პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი სიმბოლურია, რადგან დღეიდან ძალაში შედის უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. ეს არის მტკიცებულება, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი წარმატებულია. დარწმუნებული ვარ, უვიზო რეჟიმი უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და დადებით გავლენას მოახდენს საქართველოსა და ლატვიის ორმხრივ თანამშრომლობაზე და კავშირებზე ჩვენს ხალხს შორის,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ვეიონისმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლატვიის პრეზიდენტი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებს ეწვევა, არის იმის ხაზგასმა, რომ ლატვია მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

]]>
28-03-2017 14:58 +0400
წყნეთში მცხოვრები დევნილები მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებენ http://rustavi2.com/ka/news/71736

წყნეთში მცხოვრები დევნილები მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სოციალურ ფონს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ემატება, საცხოვრებელ სახლს არ აქვს სახურავი, დაზიანებულია კედლები.

დევნილების პრობლემები მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მოისმინეს.

დევნილების განცხადებით, არაერთხელ მიმართეს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას დახმარებისთვის, მაგრამ დღემდე საკითხი არ გადაჭრილა.

]]>
28-03-2017 14:34 +0400
აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას, ომის აქტს უწოდებს http://rustavi2.com/ka/news/71732

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ომის აქტს უწოდებს. განცხადება დიკ ჩეინიმ ინდოეთში, გლობალური ბიზნესის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, მისმა მთავრობამ და ორგანიზაციებმა სერიოზული ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩარეულიყო ფუნდამენტურ დემოკრატიული პროცესებში.

დიკ ჩეინიმ ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ელოდება, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ამგვარ პოლიტიკას. დიკ ჩეინის მიაჩნია, რომ მოსკოვის ჩარევის მცდელობის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.

]]>
28-03-2017 12:31 +0400
ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ლატვიის პრეზიდენტი http://rustavi2.com/ka/news/71730

დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ევროპასთან - ეს განცხადება, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისიმ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რაიმონდს ვეიონისიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, მისი საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ლატვიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლურ ურთიერთობებზე.

„ეს ვიზიტი აგრეთვე ძალიან სიმბოლურია, რამეთუ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა დღეს და ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ რეფორმირების პროცესი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ევროპასთან. ვიმედოვნებ, რომ ეს მოახდენს პოზიტიურ გავლენას საქართველო-ლატვიას ორმხრივ თანამშრომლობაზე,“-განაცხადა რაიმონდს ვეიონისიმ.

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ლატვია გმობს იმ ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრას.

„ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროგრესი ნატო - საქართველოს თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში. და რა თქმა უნდა, ეს კიდევ გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რათა კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხოება, ისევე როგორც გააძლიერებს შეთავსებადობას ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ძალებთან. ის აგრეთვე დაეხმარება საქართველოს, რომ მოამზადოს საკუთარი თავი წევრობისთვის და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

]]>
28-03-2017 12:24 +0400
საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა - ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა მიულოცა http://rustavi2.com/ka/news/71729

ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა. მან აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა.

"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ისტორიულ დღეს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას. ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ხალხის ერთსულოვნების შრომისა და მოთმინების შედეგია. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული, ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. წლების განმავლობაში პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

]]>
28-03-2017 12:22 +0400
ლატვიის პრეზიდენტი ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინაააღმდეგ - გიორგი მარგველაშვილი http://rustavi2.com/ka/news/71727

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია იმართება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს გამორჩეული მეგობარია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებთ, შეხვედრაზე ისაუბრეს მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომელსაც საქართველო და ლატვია ავითარებს ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე ისაუბრეს რეგიონულ თანამშრომლობაზე.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ურთიერთობების გაღრმავებაზე. მან რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. 

"მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინაააღმდეგ,“- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

 

]]>
28-03-2017 12:10 +0400
"დღეს უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისია" - პრემიერი უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად ათენში იმყოფება http://rustavi2.com/ka/news/71726

უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გამთენიისას ათენში გაემგზავრა. პრემიერი ათენის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრო.

„საბერძნეთი ევროკავშირში უდიდესი ქვეყანაა ქართული დიასპორით, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეაქვთ წვლილი ამ ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაში. ისინი ჩვენთვის საამაყონი არიან, ამტკიცებენ ჩვენს კავშირებს. მათ ჩაუყარეს საფუძველი ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. დღეს არის უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისი. ბიზნესის კეთება, სწავლა-განათლების მიღება და ტურისტული მოგზაურობა უფრო მარტივი ხდება. დრო შეიცვალა და საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში დღეს ლიდერი რეფორმატორის პოზიცია უკავია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერთან ერთად საზღვარი უვიზოდ სხვადსხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებმა გადაკვეთეს. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამ წუთებში საქართველოს პრემიერი ბერძენ კოლეგას ხვდება. 

 

 

 

]]>
28-03-2017 12:03 +0400
ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია მედია თავისუფლებასა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე ისაუბრებს http://rustavi2.com/ka/news/71725

მედია თავისუფლება და რუსთავი 2 იქნება ერთ-ერთ მთავარი თემა, რაზეც ყურადღების გამახვილებას ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე აპირებს.

აქცენტი გაკეთდება ასევე ე.წ. მოსმენების კანონზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და მისი არჩევის წესზე. საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ მოსმენების კანონი არსებულ ვითარებას ვერ გააუმჯობესებს.

„დავსვამთ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს და ბუნებრივია, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ მსჯელობა, რომელიც გარდა ხელისუფლებისა, არავის მოწონს ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს - ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ქვეყანაში მხოლოდ სიმბოლური როლი არ დარჩეს.  

„მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევითი ინსტიტუტი და ამავე დროს, გაჯანსაღდეს საარჩევნო კანონმდებლობა, ვინაიდან, შეუძლებელია 48%-იანი მხარდაჭერის პირობებში, 83%-იანი მანდატები გადაინაწილონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა,“-აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის ევროსაბჭოს დელეგაციის რეკომენდაციებს გაეცნოს. მმართველი გუნდი აქცენტს გატარებულ რეფორმებზე აკეთებს.

„ჩვენი ყველა რეფორმა მიმართულია რეფორმებისკენ, მიმართულია ევროპულ სტრუქტურებთან და ევროპელ ჩვენს მეგობრებთან ინტეგრაციისკენ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და ის, რომ ვიზალიბერალიზაცია უკვე არის ღია კარი ევროპაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ წარმატებით ვუძღვებით იმ რეფორმებს, რაც ქართული ოცნების მიერ იქნა დაანონსებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

]]>
28-03-2017 10:00 +0400
"ისიამოვნეთ ევროპით" - იოჰანეს ჰანი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს http://rustavi2.com/ka/news/71720

საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს, ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით," - წერს ევროკომისარი თავის ოფიციალურ Twitter-ზე

]]>
28-03-2017 09:14 +0400
ევროსაბჭოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს http://rustavi2.com/ka/news/71719

თბილისში გვიან ღამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის კიდევ ორი წევრი ჩამოვიდა. სტუმრები ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ.

დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ფრაქციებთან.

რამდენიმე შეხვედრა გაიმართება სხვადასხვა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორთან. განხილვის მთავარი თემები საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო რეფორმა, ე.წ. მოსმენების კანონი, მედია და მესხების რეპატრიაცია იქნება.

ოთხდღიანი ვიზიტის დროს გათვალისწინებულია შეხვედრები მთავრობის წევრებთან, ასევე მთავარ პროკურორთან და სახალხო დამცველთან.

„მოხარული ვარ, რომ ისევ ჩამოვედი საქართველოში, ველი, რომ ისევ გაგრძელდება დისკუსიები. უამრავი საინტერესო შეხვედრა მაქვს დაგეგმილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან. ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტსაც. ეს იქნება ინტენსიური შეხვედრების სამი საინტერესო დღე,“-განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ქესთინ ლუნდგრენიმ

]]>
28-03-2017 09:09 +0400
ევროსაბჭოს დელეგაცია პირველ შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან გამართავს http://rustavi2.com/ka/news/71718

ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს ოფიციალურ შეხვედრებს, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დაიწყებს. სტუმრები რამდენიმე საათში ევროპის საბჭოს ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირველ შეხვედრას გამართავენ.

აქცენტი ძირითადად ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე და საარჩევნო სისტემებზე, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესზე გაკეთდება.

"მთავარი თემა საარჩევნო საკითხებში არის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სისტემა, 5%-ანი ბარიერის დატოვება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა და გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მინიჭება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ამ შემოთავაზებაში და არსებითად დიდად სურათს არ შეცვლის არსებულ რეალობასთან მიმართებით. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი ამ შეხვედრაზე,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გეგმავს განსახილველ საკითხებს შორის საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის თემაც დააყენოს. ასევე საუბარი შეეხება ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების, როგორც უფლების აღიარებას კონსტიტუციით.

]]>
28-03-2017 09:04 +0400
ლატვიის პრეზინდეტს დღეს დილით ქართველი კოლეგა უმასპინძლებს http://rustavi2.com/ka/news/71717

ლატვიის პრეზინდეტს დღეს დილით ქართველი კოლეგა უმასპინძლებს. ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური დახვედრის ცერემონიისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.

დაგეგმილია რაიმონდს ვეიონისისა და გიორგი მარგველაშვილის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით საუბარი. გაიმართება ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია და ორი ქვეყნის პრეზინდეტების ერთობლივი პრესკონფერენცია.

დღესვე პრეზინდეტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ თამაშს დაესწრებიან.

ხვალ რაიმონდს ვეიონისი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან გეგმავს გამგზავრებას.

]]>
28-03-2017 08:57 +0400
ჟენევაში საქართველო მწვავედ დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს http://rustavi2.com/ka/news/71714

საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება დღეს ჟენევაში. საქართველოს დელეგაცია ორდღიან შეხვედრაზე მწვავედ დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს.

საუბარია ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციასა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის გაგრძელებაზე.

აქცენტი გაკედება
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზეც. 

]]>
28-03-2017 08:33 +0400
პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 7 აპრილს შედგება http://rustavi2.com/ka/news/71713

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარდგება - განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ არის, თუმცა ის უკვე შეთანხმებულია.

ბიუროზე დეპუტატებმა მომავალ კვირას დაგეგმილი პლენარული სხდომების დღის წესრიგიც განიხილე. დარეგისტრირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაც, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

]]>
28-03-2017 08:32 +0400
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა მოქალაქეებს "ენმ"-ის ლიდერებმა ილუმინაციით მიულოცეს http://rustavi2.com/ka/news/71712

საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი პარტიის შენობაზე ილუმინაციით მიულოცეს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

პარტიის ლიდერების განცხადებით, ეს საქართველოსთვის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი თარიღია, თუმცა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჯერ კიდევ მისაღწევია და ამისთვის არა ერთი დაბრკოლებაა გადასალახი, მათ შორის საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.

„ისტორიული დღე არის დღეს ქვეყნისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია უვიზოდ გადაადგილება. თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ახალმა მოცემულობამ ჩვენ გაგვიხსნა ახალი შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო მიზანი. ამისათვის რა თქმა უნდა, დიდი შრომა იქნება გასაწევი,“ - განაცადა ნიკა მელიამ.

]]>
28-03-2017 08:25 +0400
ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოსთვის - პოლიტიკოსები უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აფასებენ http://rustavi2.com/ka/news/71710

ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოსთვის - ასე აფასებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას პოლიტიკოსები.

მმართველი გუნდის ლიდერები საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელ დღეს ულოცავენ და იმ ვალდებულებებსაც ახსენებენ, რომელიც ამ შესაძლებლობებს თან ახლავს.

„თითოეული მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს, ხდება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი კიდევ უფრო მეტად ვიდრე აქამდე, ხდება საკუთარი ქვეყნის ელჩი და ამიტომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა, თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტიკოსები მიესალმებიან იმ ფაქტსაც, რომ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია, რაც მათთვის დიდი სტიმული იქნება.

„უვიზო მიმოსვლა არის შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, იმის მიუხედავად ის საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს. ასე რომ, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ქართული პასპორტი, მას შეეძლება, რომ ისარგებლოს ამ სიკეთით და ვიზის გარეშე გადაადგილდეს ევროპაში,“ - განმარტავს თამარ ხულორდავა.

შეფასებები კეთდება საპარლამენტო ოპოზიციაშიც.

„ჩვენ აუცილებლად, ზუსტად ასეთივე ნაბიჯებით უნდა წავიდეთ წინ და გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს ამან შეუქმნას სტიმული, რომ ისარგებლონ საქართველოს ამ შესაძლებლობით, ჩვენი ერთიანი შესაძლებლობით, რომ ეზიარონ ევროპულ ამ სიკეთეებს,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია.

]]>
28-03-2017 08:19 +0400
უვიზო მიმოსვლა ევროპასთან - მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ http://rustavi2.com/ka/news/71709

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი.

საქართველოს მოქალაქეებს  შესაბამის ტელეფონზე დაკავშირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ - ისინი მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და საჭირო დახმარებას უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდებათ საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

„24 საათის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ წესებს. რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან, როგორია გასაჩივრების მექანიზმი თუ არ იქნა მოქალაქე შეშვებული საზღვარზე,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ. 

]]>
28-03-2017 08:09 +0400
ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა გამოიყენეს მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტიდან http://rustavi2.com/ka/news/71708

ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა გამოიყენეს დღეს საქართველოს იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც ევროპაში რამდენიმე საათის წინ ქუთაისის საერთშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სავარუდოდ, სწორედ ვიზალიბერალიზაციის გამო, გამთენიისას შესრულებულ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ანალოგიური ვითარებაა დღის განმავლობაში ევროპის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებზეც.

მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, ქუთაისის საერთშორისო აეროპორტში შიდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა - დაემატა კიდევ ერთი გასასვლელი. სამომავლოდ გათვალისწინებულია ახალი ტერმინალის მშენებლობაც, რომელიც ორჯერ მეტი მგზავრის გატარებას შეძლებს.

]]>
28-03-2017 08:05 +0400
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი ვარშავის მიმართულებით შესრულდა http://rustavi2.com/ka/news/71707

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი ვარშავის მიმართულებით შესრულდა. კურიერმა ის პირველი მგზავრი ჩაწერა, რომელმაც ევროპის მიმართულებით საზღვარი უვიზოდ გადაკვეთა. ვარშავის რეისის მგზავრებს შორის აღმოჩნდა ამერიკის ელჩის მოადგილეც.

ნიკოლას ბერლინერიმ საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიულოცა. 

“ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ნდობის ნიშანია, ასევე იმ სამუშაოს აღიარება, რაც საქართველომ გასწია. ამ პროცესს შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს და ძალიან მიხარია, რომ ვხედავ საბოლოო შედეგს. საქართველო რეფორმების განხორციელებით ამ ყველაფრისთვის ძალიან აქტიურად მუშაობდა. ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას ადგას და უახლოვდება ევროპულ ინსტიტუტებს, რისი დემონსტრირებაც უკვე ხელშესახებად მოხდა. იმედი გვაქვს, მეტ ქართველს ვნახავთ ევროპაში, ხოლო მეტ ევროპელს საქართველოში,“ - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გაფორმებული დახვდა. მგზავრებს მესაზღვრე კონტროლიორებმა უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს.

უვიზო მიმოსვლის უფლების გამოყენება შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც. წესების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმაც - მოქალაქეს დეპორტაციასთან ერთად, 3 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

]]>
28-03-2017 08:04 +0400
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს http://rustavi2.com/ka/news/71706

უკვე რამდენიმე საათია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს. ბიომეტრული პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონასა და ევროკავშირის რამდენიმე წევრ და არა წევრ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 დღის ვადით შეუძლიათ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიმბოლურად უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში უვიზოდ გაემგზავრა.

"ეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ უკვე იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ეროვნულ უნივერსიტეტში გიორგი კვირიკაშვილი კონფერენციას სახელწოდებით საქართველო ევროპიდან ევროპამდე გახსნის. დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან.

ათენიდან საქართველოს დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში ჩავა. გაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. 

]]>
28-03-2017 07:41 +0400
პრემიერის ვიზიტი უკრაინაში - დღის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკება გამართა http://rustavi2.com/ka/news/71705

საქართველოს პრემიერ მინისტრმა პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში სუამის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით გამართა.

დღეს კიევში სამიტის მონაწილე 4 ქვეყნის მთავრობის მეთაურები შეიკრიბნენ. პოლიტიკური საკითხების გარდა პრემიერ მინისტრებმა დელეგაციის წევრებთან ერთად ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. დღის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტთან გამართა მოლაპარაკება.

]]>
27-03-2017 21:48 +0400
ე.წ. მოსმენების კანონი - მესამე სექტორში ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ http://rustavi2.com/ka/news/71699

ხუთშაბათიდან ფარული მოსმენების შესახებ კანონი ძალაში შედის. ვეტო დაძლეულ დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, თუმცა ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დათქმული ვადაა.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შესატანად კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები ემზადებიან. არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების კანონის კონკრეტული ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამ სააგენტოს უსაფრთხოების დაცვით ახსნა. ხელისუფლების არგუმენტი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ევროპულ სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციები მას შემდეგ მიმართავენ, რაც სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

მარგველაშვილის ვეტო მმართველმა გუნდმა გასულ კვირას დაძლია და ე.წ. მოსმენების კანონი დაამტკიცა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდება.

]]>
27-03-2017 21:27 +0400
ევროპა უკვე აღარ არის ქართველებისთვის აბსტრაქცია - ევროპარლამენტარები ქართველებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავენ http://rustavi2.com/ka/news/71704

ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს უვიზო რეჟიმის დამყარებას ულოცავენ. ევროპარლამენტის დეპუტატების აზრით, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა.

"ეს დიდი ხნის წინაც უნდა ყოფილიყო ასე. მნიშვნელოვანი ნიშანია ქართველი ხალხისთვის, რომ არ უნდა დანებდნენ და ყოველთვის იბრძოლონ ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპული მისწრაფებებისთვის, რომ ჰქონდეთ კარგი მმართველობა, დაიცვან კანონის უზენაესობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოც და ევროკავშირიც არადემოკრატიული ქვეყნის-რუსეთის მხრიდან არსებული გამოწვევის წინაშე დგანან,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომეშმა.

ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩიუსი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოსთვის იქნება სტიმული, რომ იდევ უფრო დიდი ძალისხმევით იაროს ევროპისკენ.

„ევროკავშირმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის არის დემოკრატიული და გახსნილი ორგანიზაცია, რომელიც მიესალმება ასეთივე იდეის მქონე ქვეყნის მოქალაქეებს.
ევროპა უკვე აღარ არის ქართველებისთვის აბსტრაქცია. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ როგორია ევროპა. ვიცი რომ ქართველები ამბიციური ხალხია და უფრო მეტის მიღწევა სურთ. მოვუწოდებ, რომ იბრძოლონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისევე როგორც ამას ნატოსთან მიმართებით აკეთებენ და ეს სავსებით ლეგიტიმურია,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ვიზალიბერალიზაციაზე კომენტარი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ნატალია საბანაძემაც  გააკეთა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი მიღწევაა.

„ეს იყო საკმაოდ სერიოზული გზავნილი, დაფასება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

]]>
27-03-2017 21:24 +0400
რამდენიმე საათი ვიზალიბერალიზაციამდე - ევროპაში მოგზაურობის ვადების დარღვევისას საქართველოს მოქალაქეები დაჯარიმდებიან http://rustavi2.com/ka/news/71697

ევროპის საზღვრების გახსნამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე წევრ და არაწევრ ქვეყანაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამ პრივილეგიით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს.

ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ევროპის საზღვარს ხვალ უვიზოდ გადაკვეთენ, საგარეო უწყების ხელძღვანელი განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის პრივილეგიით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც შენგენის ზონას მოკლე ვადით გაემგზავრებიან.

უკვე განსაზღვრულია ის ჯარიმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობის ვადების დარღვევისას მიიღებენ. 3000-ევროინაი ჯარიმის გარდა მათ შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგანგებო მიღება დღეს ევროპული საქართველოს წევრებმა გამართეს. პარტიის ოფისში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და ტორტიც გაიჭრა.

საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიულოცა.

ისტორიულ თარიღამდე რამდენიმე საათი რჩება. სულ მალე საქართველოს პირველი მოქალაქე ევროპის საზღვარზე თავისუფლად, ვიზის გარეშე შეაბიჯებს.

]]>
27-03-2017 21:06 +0400
ინვესტორების ბრალდებები სასამართლოს მიმართ და პოლიტიკური შეფასებები http://rustavi2.com/ka/news/71695

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სასამართლოში კორუფცია მასშტაბურ სახეს იძენს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, არაბი ინვესტორის, ფადი ასლის მიერ საქალაქო სასამართლოსადმი წაყენებულ ბრალდებებს აფასებს.

„მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსურდული, მას არ აქვს წარმოდგენა, რა არის ასეულობით მილიონი. მან 2 გადაწყვეტილება მიიღო და სადღაც 270 მილიონამდე ჯარიმა დააკისრა უცხოურ კომპანიებს. საერთოდ მასშტაბში არის აცდენილი, საერთოდ ვერ ხვდება რა გააკეთა. ან არის საერთოდ არაკომპეტენტური, ან გვაქვს კორუფციასთან საქმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ კორუფცია სასამართლოში ისეთ დონეს აღწევს, როგორიც ის შევარდნაძის პერიოდში იყო.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლეებს კანონისგან დამოუკიდებლებს ვერ ხდის და შესაბამისად, პარლამენტმა კანონის დახვეწაზე უნდა იზრუნოს. უმრავლესობის ნაწილი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს.

„ასე ხელაღებით საუბარი კორუფციაზე ეს სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი უწყება, არის უპასუხისმგებლო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები, როგორ მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო და ყველა მათგანს სჭირდება არგუმენტირება და დადასტურება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

]]>
27-03-2017 19:01 +0400