RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ მეგაშოუ ნიჭიერი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში http://rustavi2.com/ka/news/65677

მეგაშოუ ნიჭიერი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში - მესამე ლაივ კონცერტს მაყურებელთან ერთად ელოდებიან კონკურსანტები. სწორედ მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს ვინ გააგრძელებს ყველაზე სახალხო შოუს ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას.

ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.  დღეს 9 კონკრუსანტი წარსდგება მაყურებლის წინაშე. 

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

]]>
16-01-2017 21:23 +0400
ასწლოვანი მაგნოლიას გარდა დენდროლოგიურ პარკს კიდევ 50 ხე შეემატება http://rustavi2.com/ka/news/65666

ასწლოვანმა მაგნოლიამ ტიტას მსგავსი მარშრუტი გაირა და შეკვეთილში დღეს მიიტანეს. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მისი ტრანსპორტირება დენდროლოგიურ პარკში მოხდება. გიგანტური ხის ნაპირზე გადმოსატანად სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

220 ტონისა და 37 მეტრის სიმაღლის მცენარე ნაპირზე ტრანსპორტირებას ციხისძირიდან ორ დღეს ელოდა. მაგნოლიას ტრანსპორტირების დროს, ჯანსაღი მცენარეების გაჩეხის გარდა, მძიმე ტექნიკამ დღეს ბობოყვათში წლის სისტემაც დააზიანა.

ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე 10-მდე ცაცხვის ხეს შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. დღეს რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.

აჭარაში ხეების გადატანას ოპოზიცია აპროტესტებს და საპროტესტო აქციებისათვის ემზადება.

მწვანე მუშტის წევრები უწყებებს ხეების გადატანის მონიტორინგს და ციხისძირში ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი განმარტეს, რომ ხეების გადატანის პროცესი კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობს.

აჭარიდან გურიაში კიდევ 50 ხის გადარგვა იგეგმება. ტიტასა და მაგნოლიას შემდეგ, შეკვეთილში ორ კვირაში ფიჭვის ხის ტრანსპორტირება დაიწყება.

ავტორი: შოთა კიკნაძე, თეა ვაშალომიძე, ლადო მენაბდე. 

]]>
16-01-2017 21:19 +0400
ე.წ. კაბელების საქმე - დატოვებენ თუ არა საპატიმრო დაწესებულებას ბრალდებულები რამდენიმე დღეში გაირკვევა http://rustavi2.com/ka/news/65670

ე.წ. კაბელების საქმე დასასრულს მიუახლოვდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ. თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ მათ ან უნდა შეცვალონ ან ძალაში უნდა დატოვონ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დამნაშავეებად სცნეს.

მოსამართლეები დღეს 3 საათის განმავლობაში სწორედ მსჯავრდებულების საბოლოო სიტყვებს ისმენდნენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მტკიცებით დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან საერთოდ არ მომხდარა.

ბრალდებულებმა ვრცლად იმ სადავო გარიგებაზეც ისაუბრეს, რომლის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ თავისუფლება 7 წლით აღუკვეთა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა კოლეგია 7 წლიანი პატიმრობის განაჩენს არ შეცვლის.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 2014 წლის ოქტომბერში, უწყების ხელმძღვანელის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს დააკავეს.

დატოვებენ თუ არა საპატიმროს კაბელების საქმეზე ბრალდებულები რამდენიმე დღეში გაირკვევა. კოლეგია განაჩენის გამოცხადების თარიღს მხარეებს ერთი დღით ადრე აცნობებს.

ავტორი:დავით ქაშიაშვილი ირაკლი კუპატაძე, ირაკლი ოქრაძე, ნათია ბუცხრიკიძე.

 

]]>
16-01-2017 21:10 +0400
NDI-ის კვლევა - საზოგადოების განწყობები და პოლიტიკური შეფასებები http://rustavi2.com/ka/news/65667

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა არჩევნების შემდეგ, პირველი კვლევის შედეგების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები ამჯერადაც უცვლელი რჩება. გამოკითხულთა სრული უმრავლესობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, რასაც ინფლაცია, სიღარიბე, პენსიები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მოჰყვება.

მმართველი გუნდისთვის ამ გამოკითხვის შედეგები მისაღები არ არის და ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშს უნდობლობას უცხადებს.

მოსახლეობის განწყობები მკვლევარებმა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გამოიკითხეს, სავალუტო კრიზისის შედეგად განწყობების გაცილებით მკვეთრ ასახვას ოპოზიცია შემდგომ კვლევებშიც ელოდება. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გეგმა ხელისუფლებას არ გააჩნია და მეტიც, ამ სირთულეების შექმნას თავად უწყობს ხელს.

NDI-ს ანგარიშის მიხედვით, სტაბილურად დიდია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი და 72% შეადგენს, 61%-მდე შემცირდა ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა. ცალსახად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრე კი მხოლოდ 12%-ია. კვლევის ავტორები მიუთითებენ იმაზეც, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა შორის ნაციონალური მოძრაობის მომხრე სხვა პარტიებთან, მათ შორის ქართულ ოცნებასთან შედარეით მეტია.

კვლევის შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დეფიციტსა და ქალთა პოლიტიკაში ჩართვის მცირე მასშტაბებზე მიუთითებს. პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევის ნაწილს NDI ორ დღეში გაასაჯაროებს. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ნატა კვირჩილაძე.

]]>
16-01-2017 21:06 +0400
რამდენიმე საათი "ნიჭიერის" დაწყებამდე - დღევანდელი ნახევარფინალიდან კიდევ 2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა http://rustavi2.com/ka/news/65665

09:00 საათიანი კურიერის შემდეგ მეგა პროექტ ნიჭიერის მესამე ნახევარფინალური შოუ დაიწყება. პირდაპირ ეთერში მაყურებლის წინაშე წარსადგომად კონკურსანტები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე ემზადებიან.

გულშემატკივრების წინაშე დღევანდელ შოუში 9 კონკურსანტი წარდგება. მაყურებელი დღესაც ნახავს, როგორც ქართველ კონკურსანტებს, ასევე შოუს საერთაშორისო კონკურსანტებს.

თითოეული მათგანი შესარჩევი ეტაპისგან განსხვავებული ნომრით წარდგება მაყურებლის წინაშე.

„უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე არიის შესრულებას, რადგან არ მინდა გავუმტყუნო იმედები იმ ადამიანებს, ვინც ამხელა ემოციები გამოხატეს ჩემ მიმართ“ - აცხადებს ნიჭიერის მონაწილე თამარ ყაველაშვილი.

რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურზანიას თქმით, დღევანდელ შოუში მაყურებელი იხილავს ექსტრემალურ, გასართობ და მუსიკალურ ნომრებს.

დღევანდელი საღამო გადამწყვეტია 9 კონკურსანტისთვის, რადგან დღეს გაირკვევა, რომელი 2 კონკურსანტი გადავა ფინალურ შოუში. 

]]>
16-01-2017 19:21 +0400
გიგანტური ხის შავ ზღვაში მოგზაურობა უკვე დასრულდა - მაგნოლია სანაპირო ზოლს მიადგა http://rustavi2.com/ka/news/65662

გიგანტური ხის შავ ზღვაში მოგზაურობა უკვე დასრულდა. ბორანი, რომლითაც ასწლოვანი ხე ბობოყვათიდან ურეკში გადაჰქონდათ, უკვე სანაპირო ზოლს მიადგა. ახლა კი სპეციალური ტექნიკა ემზადება იმისთვის, რომ 220 ტონის და 37 მეტრის სიმაღლის მცენარე ნაპირზე გადაიტანოს და შემდგომ უკვე დენდროლოგიურ პარკში მიიტანონ.

ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ასევე ნატანებში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა და 10-მდე ხის გადატანის მზადება მიმდინარეობს, რომელთაც ასევე შეკვეთილში გადაიტანენ.

ციხისძირიდან და ნატანებიდან მცენარეების გადატანის პროცესს გარემოსდამცველები აპროტესტებენ და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავნ.

„უფლებამოსილების ფარგლებში, მათ უნდა შეისწავლონ ციხისძირში მიმდინარე პროცესები. ეს ფაქტი არ არის მხოლოდ ერთი ხის გადატანის და ერთი მცირე ნიადაგის დაზიანების ფაქტი, ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც წარმოაჩენს სახელმწიფოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, როცა მთელი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ ერთი ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებაზე,“ - განაცხადა მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის თქმით, ხის გადატანის პროცესი კანონით დადგენილი ნორმების სრულ შესაბამისობაშია.  

„კერძო საკუთრებიდან ხე-მცენარის გადატანაზე გაცემული უნდა იყოს ადგილწარმოშობის ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, რაც უკვე გაცემულია. საკითხი აყვანილია კონტროლზე. ხის გადატანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში,“ - განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ.

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

]]>
16-01-2017 18:57 +0400
რამდენიმე საათში მაგნოლიას ხე შეკვეთილის რეზიდენციასთან იქნება http://rustavi2.com/ka/news/65653

აჭარიდან ბორანზე მოთავსების შემდე მაგნოლიას ხე უკვე ზღვით გურიისკენ გადააქვთ. რამდენიმე საათში მაგნოლიას შეკვეთილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანენ.

შეკვეთილში უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ხის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

]]>
16-01-2017 16:59 +0400
სოფელ ჯიხაიში სამტრედია-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის მძღოლებმა აქცია გამართეს http://rustavi2.com/ka/news/65651

სოფელ ჯიხაიში სამტრედია-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის მძღოლებმა დღეს აქცია გამართეს. შეკრებილები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

მათი განცხადებით, საწვავის გაძვირებამ ხარჯებიც გაზარდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამუშაოების შესრულებას არ აპირებენ. მათი თქმით, უკვე ერთი კვირაა 70-მდე მძღოლია გაფიცული. აქციის მონაწილეებს კომპანიიდან უპასუხეს.

]]>
16-01-2017 15:24 +0400
3 მოქალაქეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება http://rustavi2.com/ka/news/65649

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით 3 მოქალაქეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება. ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ფარგლებში, პროკურატურა სწავლობს ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილი საჯარო მოხელეების საკითხსაც.

უწყების განმარტებით, გადაწყეტილებები გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღება.

“სამივე დანაშაულებრივი ფაქტი ჩვენს მიერ არის გახსნილი. ეს პირები არიან ცნობილი დაზარალებულებად და ჩვენ მივმართავთ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, რომ მოხდეს ამ ქონების დაბრუნება ამ დაზარალებული მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

]]>
16-01-2017 15:21 +0400
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI http://rustavi2.com/ka/news/65643

NDI-ის კვლევის ახალი შედეგები - კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო - გამოკითხულთა უმეტესობა - 36% პასუხობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.

32% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორად ვითარდება, 27% კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის პერიოდი მოიცავს 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდს.

 

]]>
16-01-2017 14:54 +0400
იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშს უჩივის http://rustavi2.com/ka/news/65639

იგორ გიორგაძე ინტერნეტ გამოცემის წინააღმდეგ - ყოფილი უშიშროების მინისტრი ლაშა ტუღუშს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

საქმე ეხება ინგლისურენოვან ინტერნეტ გამოცემაში იგორ გიორგაძეზე დაწერილ სტატიას სათაურით - საზოგადოების ნომერ პირველი მტერი, რამაც რუსეთში მყოფი უშიშროების ყოფილი მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია.

ის გამოცემის რედაქტორისგან, ლაშა ტუღუშისგან სტატიის სათაურის შეცვლას და სტატიაში მოყვანილი ფაქტების გასწორებას ითხოვს.

ლაშა ტუღუში გიორგაძის მოთხოვნას არ ეთანხმება. რედაქტორმა საქალაქო სასამართლოში დღეს შესაგებელი შეიტანა.

„იგორ გიორგაძე, პირველ რიგში, გაღიზიანდა იმ სათაურით, რომელიც ჰქონდა პუბლიკაციას. სათაური იყო  - ის არის საზოგადოების მტერი ნომერი პირველი. ეს არის ცნობილი ფრაზა, როდესაც ბევრ ქვეყნაში ასეთი ტიპის შემთხვევებისთვის იყენებენ, როდესაც საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან. პრობლემა არა მხოლოდ სარჩელშია, რომელიც მან სასამართლოში შეიტანა, არამედ ის აპირებს დაბრუნდეს საქართველოში, ეს არის ერთი დიდი რუსული გეგმის ნაწილი,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

]]>
16-01-2017 14:38 +0400
ციხისძირის შემდეგ ასწლოვანი ხეების გადარგვა ნატანებიდან დაიწყეს http://rustavi2.com/ka/news/65627

ციხისძირის შემდეგ ასწლოვანი ხეების გადარგვა ნატანებიდან დაიწყეს. ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან კიდევ ათამდე ხის გადატანა იგეგმება. პროცესებს ბუნების დამცველები აპროტესტებენ და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ.

ერთ საათში მოძრაობა მწვანე მუშტი გარემოს დაცვის სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს, ხეების გადარგვასთან დაკავშირებით მონიტორინგი დაიწყოს.

გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ასწლოვანი ხეების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ციხისძირის ტყიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე და ზღვის სანაპიროზე სპეციალური გზის დაგება მოხდა, რამაც შესაძლოა ლანდშაფტის დაზიანება გამოიწვია.

რამდენიმე დღეა მაგნოლიას ტრანსპორტირება შეკვეთილში მიმდინარეობს, სადაც დენდროლოგიური პარკი უნდა აშენდეს. ორი დღის წინ ასწლოვანი ხე ბობოყვათში მიიტანეს, ამინდის შესაბამისად, შესაძლოა, მისი ტრანსპორტირება დღეს დაიწყოს.

ნატანებში მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც ათამდე ცაცხვის ხეს ამზადებენ შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის. 

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

]]>
16-01-2017 12:40 +0400
66% თავს უმუშევრად თვლის, 82% კი მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა - NDI http://rustavi2.com/ka/news/65620

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებულ კვლევას ასაჯაროებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური ვითარებას და უმუშევრობას კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად თვლის, ხოლოდ 82% მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.

„წინა კვლევის მსგავსად გამოიხატა, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.  მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმება, მზარდი ფასები და სიღარიბე. 66% თავს უმუშევრად თვლის. მხოლოდ მესამედი თვლის, რომ 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომაროება გაუმჯობესდა.

2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი პარლამენტში მეტი ქალის აუცილებლობაზეც საუბრობს,“-განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს პრეზიდენტი კობა თურმანიძე აცხადებს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა და საკითხი არ შეცვლილა და ის კვლავ მნიშვნელოვნად რჩება.

]]>
16-01-2017 12:03 +0400
NDI-ის კვლევა - 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია http://rustavi2.com/ka/news/65616

ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ხუთეულში ბოლო 5 წელია სტაბილურადაა სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. 

კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას,  ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და პენსიებს ასახელებს. 

]]>
16-01-2017 11:15 +0400
საქართველოს პრემიერმინისტრმა მესხეთის ქუჩაზე 103-ე საჯარო სკოლა გახსნა http://rustavi2.com/ka/news/65612

საქართველოს პრემიერმინისტრმა მესხეთის ქუჩაზე 103-ე საჯარო სკოლა გახსნა. აქ მდებარე ძველი ავარიული შენობა სამი წლის წინ დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი აშენდა. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც.

შენობის გახსნას პრემიერთან ერთად, განათლებისა და სპორტის მინისტრები დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი პროექტის ჯანსაღი თაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტი ყველა სკოლაში განხორციელდება. პირველი მემორანდუმი კი განათლების და სპორტის სამინისტროებმა 103-ე საჯარო სკოლასთან გააფორმეს.

„ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა და ჩვენ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ასევე სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული ამ მიმართულებით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

]]>
16-01-2017 09:58 +0400
ასწლოვანი ხეების გადარგვა - "მწვანე მუშტი" გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს http://rustavi2.com/ka/news/65594

ასწლოვანი ხეების აჭარიდან გურიაში გადარგვას აპროტესტებს და გარემოსდაცვითი მონიტორინგისკენ მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს მოძრაობა მწვანე მუშტი. ისინი ამ მოთხოვნით დღეს სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიმართავენ.

მათი განმარტებით, ასწლოვანი ხეების შეუფერხებლად გადატანისთვის ციხისიძირის ტყიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე, ასევე ზღვის სანაპიროზე შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის სპეციალურად დაიგო გზები, რამაც შესაძლოა ლადშაფტი დააზიანოს.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ათეული ხის გადატანა იგეგმება. მოძრაობა მწვანე მუშტი მოითხოვს მომზადდეს დეტალური დასკვნა, რა ემუქრება გარემოს ასეთი ჩარევის შედეგად.

]]>
16-01-2017 07:57 +0400
მოგზაური ხეები - ყოფილი პრემიერის ბრძანებით, აჭარიდან გურიაში კიდევ 10-მდე ასწლოვანი ხე გადააქვთ http://rustavi2.com/ka/news/65586

ნატანებიდან შეკვეთილში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 10-მდე ას წლოვანი ხე, მათ შორის ცაცხვი გადააქვთ. ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე სამუშაოები დღეს დაიწყო. რის საფუძველზე გადააქვთ ხეები და არის თუ არა ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში, ამ კითხვებზე პასუხი ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებს არ აქვთ.

სოფელ ქვემო ნატანებში ადგილობრივები ყვებიან, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ხეები ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში გაადააქვს.

გურიის გარდა, თითქმის ერთი კვირაა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეებს ტოტებს აჭრიან. ციხისძირის მონაკვეთზე მოჭრილია ერთი ნაძვიც. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ამ ქმედებას აპროტესტებენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ.

საპირისპიროს ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მისი განცხადებით, ხეების გადაბელვა ყოველწლიურად ზამთარში ხორციელდება.

იშვიათი, მრავალწლოვანი და ისტორიული ხეების დასაცავად,  ხვალიდან გარემოს დამცველი ორგანიზაციები პროცესს ადგილზე დააკვირდებიან. მწვანე მუშტი გარემოს დაცვის სამინისტროს მეტი პასუხისმბელობისკენ მოუწოდებს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

]]>
15-01-2017 21:26 +0400
2 დღე ლარიზაციის სქემის ამოქმედებამდე - რა პროცენტს შესთავაზებენ ბანკები მომხმარებლებს ამ დრომდე უცნობია http://rustavi2.com/ka/news/65589

ორ დღეში ქვეყენაში ლარიზაციის სქემა ამუშავდება. უკვე განსაზღვრულია იმ მომხმარებელთა კრიტერიუმები, რომელთა სესხის სუბსიდირებასაც სახელწიფო მოახდენს, თუმცა უცნობია ბანკები სესხის ლარში გადატანისას რა პროცენტს შესთავაზებენ მომხმარებლებს და საერთოდ რამდენად მომგებიანია გალარება.

მოქალაქეებს, რომლებსაც სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ აღებული და მათი წლიური შემოსავალი 100 ათასს არ აღემატებოდა, სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანის შემთხვევაში, კურსის სხვაობიდან 20 თეთრს ბიუჯეტი დაუფარავს. თანხას ბანკებს სახელმწიფო გადაურიცხავს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ამ პროგრამისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. გალარება ერთჯერადი და ნებაყოფლობითია.

ახალ პროგრამას ეკონომიკის ექსპერტები სკეპტიკურად უყრებენ. მათი შეფასებით, გალარებამ შესაძლოა სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვიოს, რაც მოქალაქეებისთვის ნაკლებად შეღავათიან პირობებს შექმნის. 

ამ დროისთვის სესხი, რომელსაც გალარება შეეხება სულ 33 ათასია. პროგრამა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გალარების ამოქმედებიდან 5 დღის განმავლობაში მოქალაქეები, რომლებსაც ეს სიახლე შეეხებათ, შეტყობინებებს მიიღებენ.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი. 

]]>
15-01-2017 21:13 +0400
მრავალშვილიანი ოჯახი შემწეობის მოლოდინში - სოფელ კარბში კაპანაძეები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ http://rustavi2.com/ka/news/65587

მრავალშვილიანი ოჯახი გორის რაიონის სოფელ კარბში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. სახლი ინგრევა, თუმცა სხვა თავშესაფრის არ ქონის გამო, ოჯახი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრებას მაინც აქ აგრძელებს.

ნახევრად დანგრეულ სახლში, მცხოვრები კაპანაძეების ოჯახი თავის გატანას თვიდან თვემდე სოციალური დახმარებით ძლივს ახერხებს. სოციალური დახმარება მათი ერთადერთი შემოსავალია. 

სოფლის რწმუნებული არ უარყოფს, რომ ოჯახმა დახმარების თხოვნით რაიონის გამგეობას უკვე მიმართა. შამილ თუხარელი აცხადებს , რომ ოჯახს ქირით გაიყვანენ, სახლის სახურავს კი შეაკეთებენ, თუმცა ოჯახში ამბობენ, რომ სახურავის შეკეთება დაშლის პირას მყოფი კედლების პირობებში შეუძლებელია. გარდა ამისა გიორგი კაპანაძის თქმით, გამგეობაში მისთვის პირობა აქამდეც მიუციათ, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ დახმარებია. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მკაცრი ზამთრის გადატანას ძლივს ახერხებს, შემწეობის მოლოდინშია.

ავტორი: ვანო გავაშელი 

]]>
15-01-2017 19:24 +0400
ბათუმში პნევმონიით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა http://rustavi2.com/ka/news/65581

მწვავე პნევმონიით ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით შესაძლოა მას კავშირი ჰქონდეს ვირუსულ და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია პნევმონია, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. ორივე გარდაცვლილი ასაკოვანი იყო, ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

ბათუმის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პნევმონიის დიაგნოზით გუშინ 5 ადამიანი დააწვინეს.

]]>
15-01-2017 17:51 +0400
პრეზიდენტის სიძემ რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა http://rustavi2.com/ka/news/65580

საქართველოს პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს.

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 11 იანვარს ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს. ორივე მათგანი სამართალდამცველებმა სავადმყოფოში დაკითხეს.

ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

მინდია გოგოჭურმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

]]>
15-01-2017 17:43 +0400
პირველი ბავშვი ძველით ახალ წელს http://rustavi2.com/ka/news/65578

საპატრიარქოს ჩოხოსნების ასოციაციამ საპატრიარქოს სამშობიაროში გაჩენილ პირველ ახალშობილებს საჩუქრად ეროვნული ტანსაცმელი გადასცა.

ძველით ახალ წელს პირველი სამშობიაროში ვაჟი - დავით დათიაშვილი დაიბადა. ის საკეისრო კვეთის დახმარებით გაჩნდა - პატარა დათო 3 კილოსა და 800 გრამს იწონის და სიგრძით 51 სანტიმეტრია. ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ეკლესია ახალ წელს სწორედ 14 იანვარს აღნიშნავს.

]]>
15-01-2017 15:31 +0400
რუსთაველის თეატრში სპექტაკლ "შობის ღამის" საქველმოქმედო ჩვენება მოეწყო http://rustavi2.com/ka/news/65577

სპექტაკლ შობის ღამის საქველმოქმედო ჩვენება მოეწყო რუსთაველის თეატრში. სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობისა და ვეტერანთა ბავშვებისათვის ღონისძიება ერთ-ერთმა ნავთობ კომპანიამ თეატრთან ერთად მოაწყო. საშობაო სპექტაკლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

]]>
15-01-2017 15:29 +0400
შარტავას ქუჩაზე დაჭრილი ადამიანის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს http://rustavi2.com/ka/news/65570

40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ღამით თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს დაიღუპა. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქირურგის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში მასიური სისხლდანაკარგით მიიყვანეს, მიუხედავად ამისა ოპერაციის დასრულება ექიმებმა მოახერხეს. მამაკაცმა 4 ლიტრი სისხლი დაკარგა.

დღუპულის მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი და დამნაშავე ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და შელაპარაკება ვალის გადაუხდელობის ნიადაგზე მოხდა. მკვლელმა მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

]]>
15-01-2017 14:55 +0400
ივანიშვილისთვის ხის გადასატანად ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეების გადაბელვა გრძელდება http://rustavi2.com/ka/news/65567

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეებისთვის ტოტების მოჭრა გრძელდება. ციხისძირის მონაკვეთზე მოჭრილია ერთი ნაძვიც. სპეციალისტები, რომლებიც ამ სამუშაოებს ახორციელებენ ამბობენ, რომ ხეების მოჭრა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ხდება, რადგან ისინი ხელს უშლიან მრავალწლოვანი გიგანტური ხეების გადატანას აჭარიდან გურიაში.

საპირისპიროს ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ოპოზიცია ყოფილ პრემიერს ხეების გატანის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციით იმუქრებიან.

]]>
15-01-2017 14:23 +0400
ხეების გადატანის ახალი ტალღა - ქვემო ნატანებიდან 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/65565

დღეს დილიდან სოფელ ქვემო ნატანებში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიიდან, დაახლოებით 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის სამუშაოების სამზადისი მიმდინარეობს, მათ შორის არის ცაცხვის ხეებიც.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ამწეები, თვითმცლელი მანქანები და მიმდინარეობს ტერიტორიის მასიური თხრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფისთვის არ წარუდგენიათ ის დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს ხეების გადატანის პროცესი.

აღნიშნული ხეებიც შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. 

 

]]>
15-01-2017 13:17 +0400
პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ http://rustavi2.com/ka/news/65554

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ. როგორც რუსთავი 2-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები დღის მეორე ნახევარში მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ გოგოჭურს და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

]]>
15-01-2017 10:55 +0400
პრობლემები ტექნიკურ აღჭურვილობაში - სიღნაღელები სახანძრო სამსახურის გაუმართაობას უჩივიან  http://rustavi2.com/ka/news/65548

სიღნაღელები სახანძრო სამსახურის გაუმართაობას უკვე რამდენიმე წელია უჩივიან და ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემებზეც საუბრობენ. 

დაგვიანებული რეაგირებისა და ტექნიკურ აღჭურვილობაში პრობლემების გამო, ერთ-ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელსაც ასევე სახანძრო სამსახურის გაუმართაობას აბრალებენ, სიღნაღში ერთი წლის წინ მოხდა. ამერიკელი ბიზნესმენის ჯონი უერდმანის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სახანძრო სამსახური დროულად მივიდა, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობის არქონის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლო.

თავად სიღნაღის რაიონის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ტელეკამერასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ, მაგრამ პირად საუბრებში ირწმუნებიან, რომ ტექნიკურად კარგად არიან აღჭურვილები და პრობლემა არ აქვთ.

ავტორი: ია გულიაშვილი, ეკა გაგუა. 

]]>
14-01-2017 21:49 +0400
მცხეთის რაიონის სოფელ სასხორს წყალი საერთოდ არ აქვს ან გრაფიკით მიეწოდება http://rustavi2.com/ka/news/65545

მცხეთის რაიონის სოფელ სასხორის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. გარდა წყლის პრობლემისა სოფლის მცხოვრებლები სხვა პრობლემაზეც საუბრობენ.

წყალი სოფელში იშვიათად მოდის და ადგილობრივები მის მოსატანად რამდენიმე კილომეტრს გადიან. პრობლემით შეწუხებული სოფლის მცხოვრებლები დღეს სასმელი წყლის მოგვარების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

სოფელს წყლის პრობლემა 10 წელზე მეტია აწუხებს. სასმელი წყლის გამოყვანა რაიონის გამგეობამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. დღეს კი სასხორში ამბობენ, რომ მისი მოგვარების იმედი უკვე გადაეწურათ. 

სოფელში წყალთან დაკავშირებულ პრობლემას რაიონულ გამგეობაში ვერ ხედავენ. კურიერთან საუბარი რაიონის გამგებელმა არ ისურვა.

ავტორი: ვანო გავაშელი, ირაკლი კუპატაძე.

]]>
14-01-2017 21:45 +0400
ამბროლაურის აეროპორტი - მინისტრები ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობენ http://rustavi2.com/ka/news/65552

დღეს რაჭაში პირველი თვითმფრინავი დაჯდა, რომლის ბორტზეც პირველი მგზავრი პრემიერმინისტრი იყო. ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით რეისი კვირაში ორჯერ შესრულდება და როგორც ცნობილია მგზავრობის ღირებულება 50 ლარი იქნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, რეგიონს ინფრასტრუქტურა ძალიან დაეხმარება ტურისტების გაზრდაში. მისი თქმით, აეროპორტის არსებობის დახმარებით, რაჭას უცხოელი ტურისტებიც ეწვევიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რეგიონში არის ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ამ რეგიონის გაცოცხლებისთვის, უფრო მეტი ენერგიის შეძენისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი,“ - განაცხადა გახარაიმ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

]]>
14-01-2017 21:41 +0400
მაგნოლიას მოგზაურობა - 220 ტონა გიგანტური ხის ტრანსპორტირებისთვის ჯანსაღი ევკალიფტები გაიკაფა http://rustavi2.com/ka/news/65546

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ასწლოვან ხეებს ტოტებს მთელი დღის განმავლობაში აჭრიდნენ. იმისათვის, რომ 220 ტონისა და 37 მეტრის სიგრძის გიგანტური ხის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მომხდარიყო, ჯანსაღი ევკალიფტები გაკაფეს.

ასწლოვანი ხეებისთვის ტოტების მოჭრის ნებართვა ქობულეთის გამგეობამ გასცა, თუმცა მუნიციპალიტეტში უარყვეს, რომ ხეების გადაბელვა მაგნოლიას ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა. 

ხეების გადაადგილების ტექნიკურ სამუშაოებს ამჯერადაც კომპანია ზიმო ახორციელებს. დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევკალიფტების გაკაფვასთან კავშირი კატეგორიულად უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში შეკვეთილში - დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე კიდევ 50 ხის ტრანსპორტირება იგეგმება.

ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას ადგილობრივები აპროტესტებენ.

გიგანტური ხე დღის ბოლოს ზღვის პირას მიიტანეს. ტიტას მსგავსად, მაგნოლიასაც შეკვეთილში საზღვაო მარშრუტით გადაიტანენ, თუმცა როდის დაიწყება მისი ტრანსპორტირება ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში, ამინდის შესაბამისად გადაწყდება.

ავტორი: შოთა კიკნაძე, თეა ვაშალომიძე. 

]]>
14-01-2017 21:23 +0400
სასამართლო სისტემის გამოწვევები და კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მხრიდან http://rustavi2.com/ka/news/65547

სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსამართლეთა კონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც 2016 წელი შეაჯამეს. ხელმძღვანელი პირები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მოსამართლეების სიმცირეს ასახელებენ.

შეხვედრისას გამოეხმაურნენ იმ ხმაურიან სადავო საკითხებსაც, რის გამოც, სასამართლო ხელისუფლება გასულ წელს კრიტიკის ობიექტად არაერთხელ იქცა.

სასამართლოს ხელმძღვანელი პირები და მოსამართლეთა ნაწილი მოსამართლეების შერჩევის გაუმჭვირვალე წესთან დაკავშირებულ შენიშვნას არ იზიარებენ. ასევე, არასამთავრობო სექტორის ეჭვებს არ ეთანხმებიან და შენიშვნებს არც სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გავლენების შესახებ იღებენ.

სამოქალაქო სექტორში კი ფიქრობენ, რომ სისტემაში არსებულ ხარვეზებს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული ცვლილებები შეამცირებს, თუმცა გამოწვევებს ვერ აღმოფხვრის.

პარლამენტმა ახალი რეგულაციები რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა. ცნობილია, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში რუსთავის სასამართლოში ამოქმედდება.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

]]>
14-01-2017 21:17 +0400
ინციდენტი რუსთავში - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა http://rustavi2.com/ka/news/65553

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის დამწვარი მანქანა - გავრცელებული ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებლის ავტომობილში ცეცხლი მისივე საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა გააჩინეს, თუმცა სოსო ღუნწკაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანქანა გაუმართაობის გამო აალდა და მომხდარს პოლიციელის საქმიანობას არ უკავშირებენ.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით რუსთავში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლის გაჩენის შედეგად ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

]]>
14-01-2017 21:12 +0400
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა http://rustavi2.com/ka/news/65544

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკების ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. საზეიმო გახსნას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი დაესწრნენ.

დავით ნარმანიას თქმით, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობმა სწორედ აქ შემქნა შემოქმედების დიდი ნაწილი. 

]]>
14-01-2017 18:31 +0400
"მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები," - ევა გოცირიძე http://rustavi2.com/ka/news/65543

გახმაურებულ პროცესების გარშემო არსებულ კითხვებსა და მესამე სექტორის კრიტიკას პასუხობენ მოსამართლეები და მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი პირები.

პოლიტიკური გავლენისა და გაუმჭვირვალობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოს სისტემაში უსაფუძვლოს უწოდებენ.

მთავარ გამოწვევად კი საქმეების დიდ რაოდენობას და მოსამართლეების ნაკლებობას ასახელებენ. მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს 2016 წელი შეაჯამეს.

„მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დამოუკიდებლობას მხოლოდ ხელისუფლებისგან. იგი გულისხმობს დამოუკიდებლობას მხარეებისგან, მედიისგან, საზოგადოების გავლენისგან და ა.შ. ამ თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოში უნდა ამაღლდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღიარების ხარისხი. მედიამ, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა მიიჩნევს, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო, როგორიც დღეს არ არის, არასდროს არ ყოფილა.

„შეიძლება ბრალდებები ისმის, მაგრამ ისინი დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ,“ - განაცხადა მზია თოდუამ.

მან რუსთავი 2-ს საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსამართლეების რაოდენობა გასაზრდელია.

„ვფიქრობ, რომ დღეს სასამართლო სისტემის ძირითადი გამოწვევა მოსამართლეების რაოდენობაა. ასეთი ცოტა მოსამართლე რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის,“ - განაცხადა კახაბერ სოფრომაძემ.

ნინო გვენეტაძემ ერთ-ერთ მიღწევად პარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებული რეფორმის მესამე ტალღა დაასახელა.

]]>
14-01-2017 18:29 +0400
აქცია თბილისში - მოსახლეობა კვლავ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს http://rustavi2.com/ka/news/65542

აქციები არ წყდება თბილისში სუხიშვილის ქუჩაზე. ადგილობრივი მცხოვრებლები დღესაც მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვნდნენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებენ. ადგილობრივები ნინო რამიშვილის სკვერის მოწყობას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, საჯარო სივრცის შესანარჩუნებლად ყველა გზას გამოიყენებენ. 

]]>
14-01-2017 18:24 +0400
მაგნოლია ზღვის პირას მიიტანეს - სპეციალისტები ხის გადასატანად შესაბამის ამინდს ელოდებიან http://rustavi2.com/ka/news/65540

მაგნოლია ზღვის პირას მიიტანეს და შეკვეთილისკენ საზღვაო მოგზაურობის დასაწყებად ხე ახლა უკვე შესაბამის ამინდს ელოდება, მანამდე კი ასწლოვანი მცენარით დატვირთულმა მანქანამ კილომეტრიანი გზის გავლას 20 წუთი მოანდომა. ამ დროის განავლობაში მოძრაობა შეფერხდა ბათუმი-ქობულეთის გზაზე. ბობოყვათის მონაკვეთზე ერთ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ციხისძირის მაგისტრალის მთელ სიგრძეზე კი ევკალიპტის ასწლოვან ხეებს ტოტები მოაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი მაგნოლიის შეუფერხებელი ტრანსპორტირება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხის გადატანასთან გადაბელვის კავშირს უარყოფს.

კომპანია ზიმოში განმარტავენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე შერჩეულია კიდევ 50 ხე და მათი ტრანსპორტირება შეკვეთილისკენ ეტაპობრივად მოხდება.

]]>
14-01-2017 18:19 +0400
ამბროლაურში აეროპორტი პრემიერ-მინისტრმა გახსნა http://rustavi2.com/ka/news/65535

ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა და პირველი მგზავრი, რომელიც აეროპორტმა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 12 მილიონი ლარს შეადგინა. აეროპორში 18-მდე ადამიანი დასაქმდა.

ქეთევან ალექსიძის თქმით, აეროპორტში ფრენები მომდევნო კვირიდან დაიწყება, ხოლო ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 50 ლარი ეღირება.

„თავიდან იქნება კვირაში ორი სიხშირე. ეს იქნება ოთხშაბათი და კვირა, ნატახტარის აეროპორტიდან. შემდგომ უკვე სიხშირეები გაიზრდება და ზაფხულიდან ასევე ვგეგმავთ კიდევ დამატებით სხვა მიმართულებებზე ფრენების განხორციელებას,“ - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. 

]]>
14-01-2017 18:12 +0400
ამერიკული ჯგუფი Boyz II Men უკვე დედაქალაქშია http://rustavi2.com/ka/news/65539

Boyz II Men უკვე დედაქალაქშია - R&B-ის შემსრულებელმა ამერიკულმა ჯგუფმა Tbilisi Event Hall-ში გენერალური რეპეტიციაც გაიარა.

კონცერტზე მუსიკოსები ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს და რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც შეასრულებენ. Boyz II Men საქართველოში პირველად იმყოფება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს და ხვალ წარსდგება.

„გახარებულები ვართ, რომ შანსი მოგვეცა იმ ქვეყანაში ჩამოსვლის, სადაც, როგორც გავიგეთ, ბევრს მოსწონს ჩვენი მუსიკა და დიდი ხანია გველოდებიან. საქართველოს შესახებ არც თუ ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ვიცი, საიდან მომდინარეობს სახელწოდება თბილისი, ვფიქრობ მეფე ვახტანგის ისტორია ძალიან საინტერესოა. დღეს ქალაქის ისტორიული ადგილები დავათვალიერეთ და ქართული კერძები დავაგემოვნეთ. ძალიან მომეწონა ანჩისხატი, იქ რამდენიმე ჯვარიც შევიძინე. თბილისი ნამდვილად ლამაზი და ისტორიული ადგილია,“ - Boyz II Men-ის წევრმა შონ სტოკმენიმ.

]]>
14-01-2017 18:01 +0400
ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს http://rustavi2.com/ka/news/65533

სროლა თბილისის ცენტრში - ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ბიჭს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილობრივებმა გამოიძახეს.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კლინიკაში გუშინ საღამოს მიიყვანეს. მას ორივე ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი მას ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩის მაცხოვრებელია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზინებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

]]>
14-01-2017 17:25 +0400
შალვა ნათელაშვილმა სოციალურად დაუცველ 9-სულიან ოჯახს ძველით ახალი წელი მიულოცა http://rustavi2.com/ka/news/65534

ლეიბორისტების ლიდერმა სოციალურად დაუცველ 9-სულიან ოჯახს ძველით ახალი წელი მიულოცა, რომელიც ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახი კინოსტუდიის ფარეხში ორ ავტობუსში ცხოვრობდა. წელს კი საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მათ ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გადასცა.

ოჯახით დაინტერესებული იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. 

„მოხარული ვარ, რომ ეს შესანიშნავი ოჯახი დღეს უკვე საკუთარ სახლში ხვდება დღესასწაულს, მაგრამ ამას არ უნდა სჭირდებოდეს ოპოზიციის ყიჟინა. მთავრობა უნდა კეტავდეს სიღარიბის ყველა კარს, მთავრობის წევრები თვითონ უნდა ეძებდნენ სიღატაკეს, ებრძოდნენ და არ უნდა ეძინოთ მანამდე, სანამ თუნდაც ერთი უსახსრო ადამიანი, ან უსახლკარო პიროვნება არსებობს ქვეყანაზე, ეს არის ხელისუფლების მოვალეობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

]]>
14-01-2017 17:17 +0400
მაგნოლიის გადატანამ ბათუმი-ქობულეთის გზაზე ერთ კილომეტრამდე საცობი შექმნა http://rustavi2.com/ka/news/65532

ქობულეთში, ბობოყვათის ტერიტორიიდან მაგნოლიის ხის გადატანა გრძელდება. ამ წუთებში ხე სანაპიროსკენ მიაქვთ. მაგნოლიის გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის გზაზე თითქმის ერთ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.

მაგნოლია ბორანზე უნდა გაანათავსონ და ისე გადაიტანონ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ტერიტორიაზე. 

]]>
14-01-2017 16:04 +0400
რაჭველებს დღეიდან საკუთარი აეროპორტი ექნებათ - ამბროლაურში პირველ თვითმფრინავს ელოდებიან http://rustavi2.com/ka/news/65530

რაჭველებს დღეიდან საკუთარი აეროპორტი ექნებათ - ამბროლაურში პირველ თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება, ერთ საათში ელოდებიან.

პრემიერთან ერთად ბორტზე იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც. 

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, თავდაპირველად აეროპორტი მცირე მასშტაბებზე იქნება გათვლილი. ამბროლაურში ამ ეტაპზე მზადების ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პარმენ მარგველიძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში და ადგილზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

„იხსნება ამბროლაურის აეროდრომი. პირველ ეტაპზე მიიღებს 20 მგზავრის ტევადობის თვითმფრინავს და შემდგომ 50 მგზავრიან თვითმფრინავსაც მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას ჩვენს რეგიონში და ზოგადად ტურიზმის განვითარებას,“ - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

]]>
14-01-2017 15:13 +0400
გზაზე, სადაც ივანიშვილის მაგნოლია უნდა გაატარონ, ასწლოვან ხეებს ჩეხავენ http://rustavi2.com/ka/news/65524

ქობულეთში ბობოყვათის ტერიტორიაზე ამ წუთებში ასწლოვანი ევკალიპტის ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხეების ტოტები ხელს უშლის მაგნოლიის ხის გამოტარებას, რომელიც ციხისძირიდან შეკვეთილში ბიძინა ვანიშვილს მის ტერიტორიაზე გადააქვს.

ადგილობრივები მოჭრილი ხის ტოტებს აგროვებენ და სახლში მიაქვთ. რაც შეეხება მანქანას, რომელზეც მაგნოლიის ხე დგას, ის სავარაუდოდ ევკალიპტის ხეების გაჩეხვის შემდეგ დაიძვრება.

 

]]>
14-01-2017 13:06 +0400
უმსხვილესი პორტ-ოპერატორის "ეს-ეს-ეი მარინის" ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიას ესტუმრა http://rustavi2.com/ka/news/65516

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტ-ოპერატორის "ეს-ეს-ეი მარინის" ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიაში ჩავიდა. ბობ ვოთერსმა ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ღრმა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იგეგმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ამ ფირმასთან მართავს.

ბობ ვოთერსი მოლაპარაკების ფარგლებში შეხცდა გიორგი კვირიკაშვილსაც. პორტის ოპერტორის გამოვლენა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იგეგმება. 

]]>
14-01-2017 12:14 +0400
პარლამენტის თავმჯდომარე ძველით ახალ წელს გურიაში შეხვდა http://rustavi2.com/ka/news/65512

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ძველით ახალ წელს გურიაში შეხვდა. ირაკლი კობახიძე დეპუტატებთან ერთად კალანდობას ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხმელისხიდში მდებარე გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში დაესწრო.

სტუმრებსა და ადგილორივ მოსახლოებას შემოქმედებითმა ჯგუფებმა კალანდობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული რიტუალები წარმოუდგინეს.

კონცეტრის გამართვის შემდეგ ძველით ახალი წლის აღნიშვნა ფოიერვერკით დასრულდა.

]]>
14-01-2017 12:04 +0400
ამბროლაურში რამდენიმე საათში აეროპორტი გაიხსნება http://rustavi2.com/ka/news/65511

ამბროლაურში დღეს აეროპორტი იხნება. რამდენიმე საათში აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაჯდება, რომლის ბორტზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი მოგვიანებით ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც უმოკლეს დროში აშენდა.

ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის თვითმფრინავებს მოემსახურება, ტერმინალი კი დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტერმინალის გაფართოება და უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღება. 

]]>
14-01-2017 12:00 +0400
საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს http://rustavi2.com/ka/news/65510

აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურებას საპატრიარქო ეხმაურება.

საპატრიარქო ადასტურებს, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9 საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი დანგრეულია და რომ ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

ამ ფაქტს საპატრიარქო საგანგაშოდ მიიჩნევს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რადგან ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ ძეგლების დაცვა-რესტავრაციის საშუალება, იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

"ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს," - წერია განცხადებაში.

]]>
14-01-2017 11:58 +0400
ფემიციდის 2 შემთხვევა და პარლამენტში "რესპუბლიკური პარტიის" მიერ დარეგისტრირებული ახალი ინიციატივა http://rustavi2.com/ka/news/65499

პარლამენტში რესპუბლიკურმა პარტიამ ახალი ინიციატივა დაარეგისტრირა. მხოლოდ 10 დღეში მომხდარი ორი დანაშაული საფუძველი გახდა იმის, რომ პარტიამ ფემიციდის შესახებ ინიციატივა პარლამენტში უკვე მეორედ შეიტანა.

ცვლილებები ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში შესვლას და ასევე განსაკუთრებით მკაცრ სასჯელს გულისხმობს.

ინიციატორები აცხადებენ, რომ დანაშაულის ეს ფორმა ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, რის გამოც მას ცალკე კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.

განმარტებები მმართველი გუნდიდან მისმა კოლეგებმა გააკეთეს, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს ინიციატივას უმრავლესობაში, უცნობია.

კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ფემიციდის შემთხვევებს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. 

ფემიციდის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები რესპუბლიკურმა პარტიამ წინა მოწვევის პარლამენტშიც დაარეგისტრირა. პროექტი უმრავლესობამ მაშინ ჩააგდო.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

]]>
13-01-2017 21:45 +0400
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლების განადგურებაში უკვე არქეოლოგებიც მონაწილეობენ http://rustavi2.com/ka/news/65507

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლების განადგურებაში უკვე არქეოლოგებიც მონაწილეობენ. ახალი ათონის მუზეუმში ადგილობრივმა სპეციალისტებმა უძველესი ძეგლის ფრაგმენტები გადაიტანეს, რომელიც კედლიდან ელექტრო ბურღით მოანგრიეს. განადგურებამდე კედელს მე-19 საუკუნის ბოლოს ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში მცხოვრების ბერების მიერ გაკეთებული მე-6 მე-7 საუკუნის ფიგურალური და ჩუქურთმიანი რელიეფები ჰქონდა. სოციალურ ქსელში დღეს ფოტოები გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს ტაძრის დაზიანებული კედელი და უნიკალური ქვები.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია აქვთ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, თუმცა ისტორიული ძეგლის გადასარჩენად ზომებს ვერ ატარებენ. სააგენტო ახალა ათონში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გაგზავნას საერთაშორისო ორგანიზაციებში აპირებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში უნიკალური ისტორიული ძეგლის დაზიანების საკითხის დაყენებას გალის მოლაპარაკებებზე გეგმავს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს საქართველოს მთავრობისგან ძეგლების გადარჩენის მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იუნესკოს სპეციალისტების მიერ მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა.

ავტორი: დავით კაკულია.

]]>
13-01-2017 21:35 +0400
შეკვეთილისკენ დაძრული ხის მოგზაურობა უამინდობის გამო დროებით შეჩერებულია http://rustavi2.com/ka/news/65502

კიდევ ერთი ხე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც მცენარე, რომელმაც ზღვა გადაცურა. ზიმო კომპანიაა, რომელიც სამუშაოებს ასრულებს და გამოცდილება უკვე მიღებული აქვს, ამიტომ სპეციალური გზის გაყვანა, სარკინიგზო ხაზების ჩაჭრა და შესაბამისად მატარებლების მიმოსვლის შეფერხება უკვე გაცილებით ოპერატიულად ხდება. ხეების გადამტანებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი ექნებათ, რადგან როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილი კიდევ 9 მცენარის გადარგვას გეგმავს საკუთარ ეზოში.

ადგილობრივი ოპოზიცია და გარემოსდამცველები  ყოფილი პრემიერისთვის კომფორტის შესაქმნელად სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე და არაფორმალური მმართველობაზე მიუთითებენ.

საქართველოს რკინიგზაში კი განმარტავენ, რომ ყველა ხარჯს ქართუ ჯგუფი დაფარავს. მსგავსი გადაზიდვისთვის ელექტროსადენების ჩახსნა და მონაკვეთის გადაკეტვა უწყებისთვის უჩვეულო არაა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს, სადაც აჭარიდან მრავალწლოვანი კიდევ 9 ხის გადატანა იგეგმება. ამჟამად შეკვეთილისკენ დაძრული ხის მოგზაურობა უამინდობის გამო დროებით შეჩერებულია.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

]]>
13-01-2017 21:27 +0400
გარემოსდამცველების აზრით ციხისძირიდან ხის გადატანა არაფორმალური მმართველობის შედეგია  http://rustavi2.com/ka/news/65495

ციხისძირში ხის გადატანის სამუშაოებს ეხმაურებიან გარემოს დამცველები და არაფორმალური მმართველობის შედეგებზე მიუთითებენ. ნაწილი კი მიუთითებს ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც სპეციალისტების თქმით,  ასეთი ტიპის ხეებს არ იცავს გადაადგილებისგან.

“ვცდილობთ ამ სტატუსის არქონის დროს რაღაცნაირად მოვახერხოთ და როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება განვაწყოთ ამ ხეების მიმართ უფრო მეტი სიფრთხილით,“- განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა.

მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტის ირაკლი კუპრაძის თქმით, ის რაც ციხისძირში ხდება, აშიშვლებს იმ პოლიტიკურ სოციალურ მდგომარეობას, რაც საქართველოშია.

“ის რაც დღეს ციხისძირში და ზოგადად ჩვენს სახელმწიფოში ხდება სრულიად გაუგონარია და აშიშვლებს იმ პოლიტიკურ სოციალურ მდგომარეობას, რაც საქართველოშია. საუბარია იმაზე რომ ფულით ერთმა ადამიანმა შეძლო ეყიდა ყველაფერი, ადამიანების ეზოები, სახლები ხეები და გადაეტანა თავის სახლ-კარში“ - აღნიშნა კუპრაძემ.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.    

]]>
13-01-2017 19:05 +0400
პრეზიდენტის სიძეს კლინიკიდან სავარაუდოდ 2 დღეში გაწერენ http://rustavi2.com/ka/news/65483

პრეზიდენტის სიძეს, სავარაუდოდ 2 დღეში კლინიკიდან გაწერენ. მინდია გოგოჭურისა და მიხეილ თათრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმის განცხადებით, პაციენტები ცეცხლნასროლი ჭრილობებით სტაციონარში მკურნალობენ.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაზიანება არის რბილი ქსოვილების, ამბოლატორიული შეხვევები უტარდებათ. მათი მდგომარეობის მიხედვით, კლინიკიდან ​გაეწერებიან ან ხვალ, ან ზეგ,“- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბალანჩივაძის ქუჩაზე გოგოჭურსა და თათარიშვილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

 

]]>
13-01-2017 16:59 +0400
სპეცტექნიკამ, რომელზეც ივანიშვილის ხეა განთავსებული, სარკინიგზო მაგისტრალი გადაკვეთა http://rustavi2.com/ka/news/65482

სპეცტექნიკამ, რომელზეც ივანიშვილის ხეა განთავსებული, სარკინიგზო მაგისტრალი გადაკვეთა და ამ დროისთვის ხე ზღვისკენ მიაქვთ.

შეკვეთილის მიმართულებით მაგნოლიას გადასატანად სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს და ხეს ზღვამდე მიიტანენ. სამუშაოებს კვლავ კომპანია ზიმო ახორციელებს. მათი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბონდო თედორაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ხის გადატანის პროცესს თვალს ადევნებდა.

“სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლების  პირობებში ერთადერთი საოცრება, რაც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ეს არის მცურავი ხე და ქუჩაში მოსეირნე ხე. არაფორმალური მმართველობის მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება და მთლიანად საჯარო სამსახური დაკავებულია იმით, რომ როგორ ასიამოვნონ და როგორ დაეხმარონ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადაადგილებაში. ციხისძირი ალბათ მალე იქცევა უდაბნოდ,“ - განაცხადა თედორაძემ.

უახლოეს დღეებში შეკვეთილში აჭარიდან კიდევ სამი ხის გამგზავრება იგეგმება.

 

]]>
13-01-2017 16:56 +0400
ივანიშვილისთვის ხის გადატანის გამო სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს http://rustavi2.com/ka/news/65466

შეკვეთილის მიმართულებით მაგნოლიას გადასატანად სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს და ხეს ზღვამდე მიიტანენ.

შეგახსენებთ, რომ მცენარის ტრანსპორტირება საავტომობილო გზით, გუშინ დაიწყეს. სამუშაოებს კვლავ კომპანია ზიმო ახორციელებს. მათი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით მოხდა.

უახლოეს დღეებში შეკვეთილში აჭარიდან კიდევ სამი ხის გამგზავრება იგეგმება.

 

]]>
13-01-2017 14:05 +0400
"ეროვნული ბანკი მიცვალებულია" - მეანაბრეთა მდუმარე აქცია http://rustavi2.com/ka/news/65464

"ეროვნული ბანკი მიცვალებულია" - ამ სახელწოდებით ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა მდუმარე აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები შენობასთან ტრასფარანტებით სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ. ისინი ასევე აქციას სამგელოვიარო მუსიკის თანხლებით მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა საფინანსო კომპანიის საქმიანობას წლების განმავლობაში, რის შედეგადაც დაზარალდა 2600-ზე მეტი მეანაბრე. ისინი ეროვნულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ეროვნულ ბანკს საფინანსო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლა შეეძლო.

აქციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და შედეგებს უნდა დაველოდოთ.

“ჩვენ ვლაპარაკობთ კრედიტორებზე ამ შემთხვევაში და არა მეანაბრეებზე. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.  

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს არის ჩანიშნული.

]]>
13-01-2017 13:30 +0400
საქართველოში შრომითი ურთიერთობა და პირობები ძალიან მძიმეა - EMC-ის კვლევა http://rustavi2.com/ka/news/65447

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობა და პირობები ძალიან მძიმეა. 

EMC კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ  შრომითი უფლებების კუთხით პრობლემები განსაკუთრებით ინდუსტრიისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის კუთხით არის.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მომსახურების სფეროში, სადაც მთავარ პრობლემად დაბალი ანაზღაურება და არანორმირებული შრომა სახელდება.

ვითარების გამოსწორების მიზნით EMC აუცილებლად მიიჩნევს გაძლიერდეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი.

]]>
13-01-2017 09:04 +0400
მოხეს სკოლაში მომხდარი ფაქტი - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ომბუდსმენს მიმართავს http://rustavi2.com/ka/news/65445

სოფელ მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მოითხოვს ომბუდსმენის აპარატმა დაადგინოს იყო თუ არა დისკრიმინაციული მობყრობა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ერთ-ერთი მოსწავლისადმი.

საქმე ეხება დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტს. როგორ სოფელ მოხეს სკოლის მე-12 კლასელი ჰყვება, დირექტორმა მას სკოლაში თავსაბურავის გარეშე სიარული მოსთხოვა.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის თანახმად, ვაპირებთ თეონა ბერიძის სახელით მივმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს და მისგან მოვითხოვოთ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა,“ - განაცხადა გიორგი  მშვენიერაძემ.

 

]]>
13-01-2017 08:46 +0400
ალთან მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა http://rustavi2.com/ka/news/65441

კვლავ მძიმეა ხაშურში, სოფელ ალთან მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა. 4 დაშავებულიდან ორს ხაშურშის საავადმოყოფოში მკურნალობენ, ორი კი თბილისშია გადმოყვანილი, მათ შორი ერთი მცირეწლოვანი ბავში.

ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი, ქალბატონი და სასულიერო პირი. თვითხილველების თქმით, ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და ნივა შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 

]]>
13-01-2017 08:18 +0400
ქიქოძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა http://rustavi2.com/ka/news/65439

საცხოვრებელი სახლი დაიწვა ქიქოძის 6 ნომერში. ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაიწვა იქ მდებარე რამდენიმე ბინა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ დროს იქ არავინ იმყოფებოდა. ხანძარის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხერხდა, ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

]]>
13-01-2017 08:11 +0400
სტეფანეს პირველი სოლო კონცერტი "ბუდა ბარში" გაიმართება http://rustavi2.com/ka/news/65432

სტეფანე საკუთარ მსმენელს 20 წლიანი კარიერის პირველ სოლო კონცერტზე ელოდება. ის თავის მთელ შემოქმედებას ახალი წლის ღამეს ბუდა ბარში წარადგენს.

რეპერტუარში მოხვდა ყველაზე ძველი და ახალი ჰიტებიც. თუმცა, სრულიად ახალი ჟღერადობით. გამოცდილ და ვარსკვლავურ ბენდთან ერთად, ნაცნობი სიმღერების ახალი ვერსიები შეიქმნა.

კონცერტის სპეციალური სტუმარი მაია დარსმელიძე იქნება. ცნობილი ჰიტის, ხელების გარდა, მსმენელი კიდევ ერთ ახალ საერთო სიმღერას მოისმენს.

სტეფანეს ბოლო სიახლეს მსმენელისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია 2017 წლის პირველი კვირის ყველაზე მოთხოვნად ვიდეოდ იქცა ინტერნეტ სივრცეში.

რუსთავი 2-ის საახალწლო ეთერში სტეფანემ სიმღერა ნიკოლოზ რაჭველის და დათო შამანაურის აკომპანირებით შეასრულა.

პირველ სოლო კონცერტზე სტეფანე სტუმრებს ხვალ საღამოს მიიღებს, 2017 წელს კი კონცერტების გამართვას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

]]>
12-01-2017 22:14 +0400
ვირუსი, რომელიც დროული ჩარევის გარეშე მსხვილფეხა პირუტყვის დახოცვას გამოიწვევს http://rustavi2.com/ka/news/65423

ახალი ვირუსის, რომელიც მსხვილფეხა საქონლის სიკვდილს იწვევს, რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა.

ნოდულარული დერმატიტის პირველი შემთხვევები დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ რაჭაში გამოვლინდა. დაავადება საკმაოდ რთულია და დროული ჩარევის გარეშე მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილს იწვევს. გლეხები ვაქცინაციის ჩატარებას ყველა რეგიონში ითხოვენ.

ნოდულარული დერმატიტის ვირუსის შემთხვევებს ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ვეტერინართა დეპარტამენტში ამბობენ, რომ ზომები უკვე მიღებულია, მიმდებარე სოფლებში კი პირუტყვს ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ვაქცინაციის მიუხედავად, სპეციალისტები გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ვირუსი სადმე თავს კიდევ არ იჩენს.

დაავადების გავრცელებას აკვირდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფაოს ექსპერტთა მისია საქართველოში.

უახლოს მომავალში საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტთა მისიის ჩამოსვა იგეგმება. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და რეკომენდაციების გაცემას აპირებენ.

ავტორი: ეკა გაგუა

]]>
12-01-2017 21:59 +0400
საქართველოში არსებული ნაკრძალების განვითარება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს http://rustavi2.com/ka/news/65431

საქართველოში არსებული ნაკრძალების განვითარება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს. სახელმწიფო უწყებებში დაწყებული ოპტიმიზაციის პირობებში, სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ასევე შეჩერებულია არა ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების დაფინანსება.

სისტემაში დაგეგმილი შტატების შემცირების შესახებ გარემოსდამცველები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. ათეულობით თანამშრომელი დაცული ტერიტორიების სააგენტოდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა.

კადრების შემცირება იყო სავარაუდოდ ის მიზეზი, რის გამოც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის უთანხმოება მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები კი მოსალოდნელი საფრთხეების პარალელურად, მთავრობას ბუნებრივი საგანძურის დაცვის პასუხისმგებლობასაც ახსენებენ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი უარყოფით გავლენას მოახდენს სააგენტოს ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაზე.

უახლოეს დღეებში არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადებები კიდევ გაავრცელონ. გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და სხვა დაცული ტერიტორიების მიმართ მთავრობის მიდგომამ შესაძლოა, სისტემის ნგრევა გამოიწვიოს.

ავტორი: ეკო მაღრაძე

]]>
12-01-2017 21:56 +0400
ივანიშვილისთვის ხის გადატანის გამო ხვალ რკინიგზაზე ელექტროგადამცემ ხაზებს ჩახსნიან http://rustavi2.com/ka/news/65435

ციხისძირიდან, მაგნოლიას ჯიხის ხეს ხვალ ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამჯერად, გიგანტური ხის ტრანსპორტირება სახმელეთო საშულებით მოხდება. მაგნოლია ამოთხარეს და უკვე გადაიტანეს სატვირთო მანქანაზე, რომელიც ამ დროისთვის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული. 

კურიერის კორესპონდენტს, იმ კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხის გადატანას ახდენენ, განუცხადეს, რომ საქართველოს რკინიგზაში წერილი უკვე გაგზავნილია და ნებართვაც მიღებული აქვთ, რომ 13 იანვრის დღის 12 საათიდან 15 საათამდე მოხდება, სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა.

მაგნოლია რიგით მეორე გიგანტური ხეა, რომელიც ციხისძირიდან ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ, შარშან თებერვალში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სამშენებლო კომპანია ზიმომ ციხისძირიდან ურეკში ტიტის ჯიშის ხე გადარგო.

 

ფოტოზე: ტრანსპორტირებისათვის გამზადებული გიგნატური მაგნოლია

ავტორი: თეა ვაშალომიძე, რუსთავი 2  

 

 

]]>
12-01-2017 21:55 +0400
ზუგდიდის უფასო სასადილოში ახალ ბენეფიციარებს აღარ იღებენ http://rustavi2.com/ka/news/65429

ზუგდიდის უფასო სამზარეულოს ბენეფიციარები ყოველდღიური რაციონის გამო ჩივიან. მათი თქმით, საკვები მენიუთი გაწერილ პროდუქტებს არ შეესაბამება. სოციალურად დაუცველები ყვებიან, რომ მხოლოდ კვირაში ერთხელ იღებენ ხორცს და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. მათ უკვე რამდენიმე წელია რძის პროდუქტები და ხილი არ მიუღიათ.

ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, შპს-ს წარმომადგენლებს, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდეგ სასადილოს ამარაგებს, რუსთავი 2 ვერ დაუკავშირდა.

ზუგდიდის მერიის სოციალურ სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მენიუს სიზუსტეზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა პასუხისმგებელი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს მანიბა რეგისტრირებულია თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე. თუმცა, მითითებულ მისამართზე კურიერის გადამღებ ჯგუფს საცხოვრებელი ბინა დახვდა, კომპანიის ხელმძღვანელი ორი დღის განმავლობაში არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია წელსაც იგივეა, რაც შარშან იყო. თუმცა, წლევანდელ ტენდერში მან შეცვლილი სახელით მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივები კომპანიის ხელმძღვანელობის მმართველ გუნდთან კავშირებზე საუბრობენ.

სასადილოში არც ახალ ბენეფიციარებს ამატებენ, რადგან ამისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

]]>
12-01-2017 21:52 +0400
"მოითხოვე ქართული" - პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/65424

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ დვანის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ხილისგან ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა და მშრალი მურაბა მზადდება. გიორგი მარგველაშვილმა კამპანია მოითხოვე ქართული სწორედ ამ საწარმოდან დაიწყო.

კამპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე ადგილიბრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა. ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი შეიძინონ. მისი თქმით, ინიციატივა ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში, პროექტის ინიციატორებთან ერთად ჩავიდა. გორში, საგურამოში და ქარელში გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელ 4 საწარმოში იმყოფებოდა.

საქართველოში დამზადებული პროდუქტის პოპულარიზაციის ეს პირველი ეტაპია. პრეზიდენტი კამპანიის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

]]>
12-01-2017 21:48 +0400
რობერტ სტურუამ ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის დასიდან დაითხოვა http://rustavi2.com/ka/news/65430

რობერტ სტურუამ ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის დასიდან დაითხოვა. მომხდარს თეატრში ბიუჯეტის შემცირებით და რეორგანიზაციით ხსნიან. ზაზა პაპუაშვილი, რომელიც ასევე საქართველოს პარლამენტის წევრია, დასის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელსაც გათავისუფლება შეეხო.

თავად მსახიობს ამ საკთხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, განმარტება გააკეთა რუსთაველის თეატრის იურისტმა ლაშა გოგინაშვილმა. 

"ბიუჯეტი შემცირდა 314 ათასი ლარით, აქედან 300 ათასი ლარი არის სახელფასო ნაწილი. დღის წესრიგში შესაბამისად დადგა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი. ბატონი რობერტ სტურუა გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნებისმიერ თანამშრომელთან მიმართებაში გადაწყვეტილებას იღებს ბატონი რობერტ სტურუა,“ - განმარტა გოგინაშვილმა.

]]>
12-01-2017 21:43 +0400
პრეზიდენტის სიძის დაჭრის საქმეზე შსს-ს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია http://rustavi2.com/ka/news/65426

პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში მათ შესაძლოა საავადმყოფო დატოვონ. მინდია გოგოჭურს და მის თანმხლებ პირს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. შემთხვევა გუშინ ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც გოგოჭურსა და თათარიშვილს ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაჭრის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე მომხდარი ჩხუბი გახდა. თუმცა, ოფიციალურად გამოძიება მოტივებზე არ საუბრობს. დეტალებზე არც მათი მეგობრები ლაპარაკობენ.

დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სიძეს და მის მეგობარს ჩვენების მიცემა სამართალდამცავებისთვის სავარაუდოდ, კლინიკის დატოვების შემდეგ მოუწევთ. ორივე მათგანი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მინდია გოგოჭურს ოპერაცია გუშინ გვიან ღამით გაუკეთეს.

ბალანჩივაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

]]>
12-01-2017 21:32 +0400
ვიზალიბერალიზაცია - საქართველოს ბოლო ნაბიჯები უვიზოდ მიმოსვლამდე http://rustavi2.com/ka/news/65422

42 ხმით 2 ის წინააღმდეგ ლიბეს კომიტეტმა დღეს მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას კიდევ ერთხელ დაუჭირა. ამ ხელახალი პროცედურების გავლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დოკუმენტში მცირედი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ევროპაში თავისუფალი გადაადგილებით, საქართველოს მოქალაქეები შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ისარგებლებენ.

საქართველოს შესახებ მომხსენებელი მარია გაბრიელი ვარაუდობს, რომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე თებერვალში გავა. მან დეპუტატებს მოუწოდა, რომ საბოლოო, შიდა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად ძალისხმევა არ დაიშურონ.

თბილისში იმედი აქვთ, რომ პროცედურები სწრაფად დასრულდება და თავმჯომარის ცვლილება ევროკაშირის ინსტიტუციების დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. ხელისუფლების აზრით, ევროკავშირიდან მხოლოდ კარგ ამბებს უნდა ველოდოთ.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხელისუფლებამ ევროპაში უვიზო მიმოსვლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები დააინტერესოს.

თუკი ყველა პროცედურა ევროინსტიტუციებში დათქმულ ვადაში დასრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შენგენის ზონაში აპრილის ბოლოდან ან მაისის დასაწყისიდან შეეძლებათ, ხოლო უკრაინის მოქალაქეები ამ პრივილეგიით ზაფხულიდან ისარგებლებენ.

ავტორი: ნათია გოგსაძე

]]>
12-01-2017 21:29 +0400
ხელისუფლებამ აღიარა, რომ "გაზპრომთან" ახალი შეთანხმება რუსული ულტიმატუმის შედეგია http://rustavi2.com/ka/news/65425

ხელისუფლებამ დღეს აღიარა, რომ გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება რუსული ულტიმატუმის შედეგია. მთავრობის განმარტებით, მოთხოვნის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზპრომი სომხეთს გაზს ალტერნატიული გზით მიაწვდიდა.

ქვეყანა გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საქართველო წლევანდელ წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ, ნედლეულსაც და ფულად ანაზღაურებასაც მიიღებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ გაზპრომის პირობებს არა ერთხელ შეცვლის და ის საქართველოსთვის კიდევ უფრო წამგებიანი გახდება.

ნაციონალურ მოძრაობაში ენერგეტიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ხელისუფლებისგან განმარტებებს დღეს არასაპარლამენტო ოპიზიციაც ითხოვდა.

ოპონენტების ბრალდებებს ხელისუფლება გაუგებარს უწოდებს. მინისტრების ნაწილი გაზპრომის მოთხოვნებში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს და საბაზრო პრინციპებზე მიუთითებს.

გაზპრომის ახალ ხელშეკრულებაში ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასიც შეიცვლება. დეფიციტის შემთხვევაში, დამატებითი გაზის შესასყიდად 1000 კუბურ მეტრზე საქართველომ 185 დოლარი უნდა გადაიხადოს.

 ავტორი: ნინო სამყურაშვილი, შოთა დიმიტრიშვილი

]]>
12-01-2017 21:25 +0400
ველოდებით მხოლოდ კარგ სიურპრიზებს - ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/65402

ვიზალიბერალიზაციის კიდევ ერთი ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდა. საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ შემდგომი ეტაპიც ასეთივე წარმატებით წარიმართება და საქართველოს მოქალაქეები მალე უვიზოდ შეძლებენ ევროპაში გადაადგილებას.

მხოლოდ კარგ სიურპრიზებს ელოდება ევროკავშირისგან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით გეგმის მიხედვით მიდის.

„გამოვრიცხავ რაიმე სიურპრიზებს, გარდა კარგი სიურპრიზისა, რომლის შემდგომაც უკვე ევროპარლამენტი უყრის კენჭს. ალბათ ეს მოხდება იანვრის ბოლომდე ან თებერვლის დასაწყისში და შემდეგ უკვე ტექნიკური პროცედურები დარჩება. ამიტომ ჩვენ მივდივართ გეგმაზომიერად და ძალიან მალე ჩვენი თანამოქალაქეები დაიწყებენ ევროპაში, შენგენის ზონაში უვიზოდ სიარულს,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ოპოზიცია ამ წარმატებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო ამ გადაწყვეტილებამ დაიგვიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ „ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს“ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს პასპორტის ქონა უფრო მიმზიდველი გახდება. 

ავტორი: ნათია გოგსაძე.

]]>
12-01-2017 15:08 +0400
"როგორ დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას" - საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/65401

"როგორ დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას - მოითხოვე ქართული," ამ სლოგანით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში დღეს სულ 4 საწარმოს მოინახულებს. ასევე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას. კამპანია ინტენსიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი რეგიონებში ქართული წარმოების წახალისების მიზნით ჩასვლას და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას გეგმავს. 

”როდესაც მომხმარებელი შედის და მოითხოვს ქართულს და ყიდულობს ქართულ პროდუქციას, ის ან  ერთის მხრივ ეხმარება დასაქმებას და მეტი იქნება დასაქმებული ჩვენს ეროვნულ საწარმოებში, მეორეს მხრივ დაეხმარება იმ პროცესს, რასაც ჰქვია ლარის გაძლიერება და დაეხმარება ქვეყანას, რომ ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა. თავისთავად ეს აქცია არის პატრიოტული და იმედია ბევრი ადამიანი მხარში დაგვიდგება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.  

]]>
12-01-2017 15:03 +0400
"გირო კრედიტის" დამფუძნებელმა მთავარ პროკურატურას მიმართა http://rustavi2.com/ka/news/65392

გირო კრედიტის დამფუძნებელმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა.

გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცველებს ძალადობასა და მის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს. დაზარალებული კანონდამრღვევი პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას და გამოძიების დასრულებამდე მათი თანმდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

გირო კრედიტის დამფუძნებლის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიება არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ უკანონო დაკავების მუხლებით უნდა დაიწყოს. ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

გუგუმბერიძის განცხადებით, ჩანაწერები ნებართვის გაცემამდე 3 საათით ადრე ამოიღეს.

„მოხდა დანაშაული, მათ სურდათ ამოეღოთ ჩანაწერები ნებართვის გარეშე. ამოიღეს კიდევაც ჩანაწერები, მაგრამ მაშინაც არ ჰქონდათ ნებართვა. ნებართვა მოიტანეს დაახლოებით დილის 05:00 საათზე. მე მქონდა საუბარი პროკურორთან, რომელმაც დამიდასტურა, რომ გადაწყვეტილება კამერების ამოღებასთან დაკავშირებით გასცა დილის 05:00 საათზე, ხოლო ჩანაწერები ამოიღეს ღამის ორ საათზე,“ - აცხადებს გიორგი გუგუმბერიძე.

]]>
12-01-2017 12:44 +0400
„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კანონის დაცვაზე“ - ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილის მიერ კლუბებზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს http://rustavi2.com/ka/news/65389

მთავრობის წევრები და თბილისის მერი გიორგი კვირიკაშვილს ეთანხმებიან. დავით ნარმანიას აზრით,  პრემიერმინისტრი დედაქალაქის მაცხოვრებლების მხრიდან გამოთქმულ წუხილს გამოეხმაურა.

„დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ამიტომ პრემიერის დავალება იყო, ჩემი აზრით, დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საკითხი იქნეს შესწავლილი, თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ პრემიერმა უბრალოდ კონკრეტული დავალება მისცა კონკრეტულ უწყებას კანონის დასაცავად.

„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთ რამეზე, კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან პირიქით. საუბარი იყო კანონის დაცვაზე. მე არ ვიცი ამას რა ინტერპრეტაციების მოჰყვა შემდგომ, იქ იყო კონკრეტული დავალება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

]]>
12-01-2017 12:36 +0400
„დედოლარიზაციის“ მოლოდინებზე საუბარი რთულია - საბანკო სექტორი http://rustavi2.com/ka/news/65387

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დედოლარიზაციის პროცესზე ისაუბრეს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან დოლარიდან ლარში გადაიყვანონ მომხმარებელთა სესხები. მათი თქმით, პროცენტის მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება და ეს პროცესი მომგებიანი იქნება ყველასთვის.

ბიზნესმენთა განცხადებით, სავალუტო რისკებს მოხსნისთვის ეს პროცესი აუცილებელია და მოლოდინებზე საუბარი რთულია.

„ეს ერთ-ერთი კარგი მექანიზმია ლარის გასამყარებლად მაგრამ კიდევ მთელი ჯაჭვია გადაწყვეტილებების მისაღები, რომელიც სტაბილურს გახდის ლარს. როდესაც ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება არ იციან საით წავიდნენ და იმისათვის, რომ მათ საკუთარი უკანასკნელი ლარი არ გაყიდონ, ეროვნულმა ბანკმა დიდი რყევები უნდა შეაჩეროს, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა,“ - განაცხადა რედიქსის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

]]>
12-01-2017 12:27 +0400
მდგომარეობა სტაბილურია - ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ http://rustavi2.com/ka/news/65376

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

"ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრებათ,"-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოჯახს დამატებითი დეტალების გამჟღავნება ჯერ არ სურს, შესაბამისად უცნობი რჩება მომხდარის დეტალები და დაჭრილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.

 

]]>
12-01-2017 09:55 +0400
"გირო კრედიტის" დამფუძნებელი სამართალდამცველებს ძალადობასა და უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს http://rustavi2.com/ka/news/65370

გირო კრედიტის დამფუძნებელი  დღეს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.  ​

გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცველებს ძალადობასა და მის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს.

დაზარალებული კანონდამრღვევი პოლიციელების პასუხისმგებლობაში მიცემას და გამოძიების დასრულებამდე მათი თანმდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

გირო კრედიტის დამფუძნებლის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიება არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ უკანონო დაკავების მუხლებით უნდა დაიწყოს.

ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

„საქმე მოიცავს რამოდენიმე ტიპის უფლებადარღვევას, რომლებიც ამავდროულად  წარმოადგენენ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და მოვითხოვთ პროკურატურისგან გამოძიების ჩატარებას. იმ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების გამოვლენას, რომელმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ უკანონო ქმედებებში და პასუხისგებაში მიცემას,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

]]>
12-01-2017 08:24 +0400
დისკრიმინიაცია ღამის კლუბში-ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს მენეჯერები უარყოფენ http://rustavi2.com/ka/news/65366

პრობლემებს ქართველი მამაკაცების ღამის კლუბში შეშვებასთან დაკავშირებით უარყოფენ ვარდების მოედანზე მდებარე გასართობი დაწესებულების მენეჯერები.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მათ დაწესებულებებში არც პროსტიტუციის ფაქტები ფიქსირდება.

მათი მტკიცებით, ღამის გასართობ კლუბებში ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებს და ამის გადამოწმება ძალოვან სტრუქტურებს არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითაც შეუძლიათ. ღამით კლუბებმა მუშაობა გუშინ ჩვეულებრივ დროს დაიწყეს.

“ოდნავი ეჭვი თუ გახდება იმისა, რომ ადამიანი არის არასრულწლოვანი, სულ ერთია იქნება ეს ბატონი, ქალბატონი, ქართველი უცხოელი, არ არსებობს ერთ ფაქტიც ჩემი აქ მუშაობის პერიოდში, თითქმის ორი წელია აქ ვარ, რომ ვინმე ჩამოვიდეს,“-აცხადებს ბანკ კლუბის მენეჯერი ლელა მოსეშვილი.

]]>
12-01-2017 08:01 +0400
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა http://rustavi2.com/ka/news/65363

ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. თუმცა გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. მომხდარ ინციდენტზე მედიასთან ისაუბრა მინდია გოგოჭურის მამიდამ. მისი თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.

„არიან დაჭრილები, მეტი არაფერი არ ვიცი, მე ორი ვიცი-მინდია და მისი მეგობარი. როგორც ვიცი ტყვიით და მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით გავიგე თითქოს დასრულდა ოპერაცია, შიგნით არ გვიშვებენ,“-განაცხადა მზეო გოგოჭურმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით უკვე დაიწყო.

]]>
12-01-2017 00:31 +0400
ქართული ბრენდი ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს http://rustavi2.com/ka/news/65359

ქართული ბრენდი ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს. დიზაინერებისა და კონცეპტუალური აქსესუარების გამოფენაზე წელს პირველად GEPHERRINI-ის ჩანთებიც იყო წარმოდგენილი. ქართული ბრენდი, რომელმაც წელიწადში უკვე შეძლო ორიგინალური ჩანთების საერთაშორისო ბაზარზე გატანა, მოლაპარაკებებს უკვე ამერიკელ ბაიერებთან აგრძელებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული საგამოფენო სივრცე ნიუ იორკში ყოველწლიურად 100-ზე მეტ გამოფენას, სავაჭრო შეკრებასა და ფესტივალს მასპინძლობს.

ყოველწლიური მაშტაბური ბიზნეს შეკრება მანჰეტენზე - 1000-ობით კვადრატულ მეტრზე გადანაწილებულ პავილიონებში - ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების პროდუქციას აერთიანებს. აქსესუარებსა და სამოსს გამოფენის ფარგლებში, ბაიერებს წარუდგენენ ახალბედა მწარმოებლებიც.

დიზაინერებისა და კონცეპტუალური აქსესუარების გამოფენა ნიუ იორკში ქართული ბრენდის მონაწილეობით 8 იანვარს გაიხსნა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

]]>
11-01-2017 22:04 +0400
ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლოა მალე ჩაბნელდეს http://rustavi2.com/ka/news/65356

აფხაზეთს თებერვლიდან ელექტრო ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება, გაზრდილი მოთხოვნის გამო რეგიონი ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

პარალელურად, პრობლემად რჩება მოხმარებული დენის საფასურის ამოღების საკითხი, რის გამოც შიდა ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვეღარ ტარდება.

როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას, ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერ საუბრობს შპს ენგურჰესის ხელმძღვანელიც. ლევან მებონიას განცხადებით, უკვე ამ დროისთვის წყალსაცავში წყლის დონე 438 მეტრ ნიშნულამდეა დაცემული. დღე-ღამის განმავლობაში, აფხაზეთის მხარე დაახლოებით 8 მილიონ ნახევარ კილოვატ საათს მოიხმარს.

ენერგეტიკოსების აზრით, შეცდომაა, როდესაც აფხაზური მხარე ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ იღებს. ენერგეტიკის დარგში მომუშავე ექსპერტების აზრით, სახელმწიფოს ეს პოლიტიკა მიუღებელი და ზარალის მომტანია. მითუმეტეს ზამთარში, როდესაც შეთანხმებული 40 პროცენტის ნაცვლად, აფხაზური მხარე ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ მთელ ენერგიას იყენებს.

ავტორი: ეკა გაგუა

]]>
11-01-2017 21:43 +0400
ელისო კილაძე დაკითხვაზე - ომბუდსმენის აპარატი კილაძის წინააღმდეგ განცხადების შეტანას უარყოფს http://rustavi2.com/ka/news/65358

ქრონიკა +-ის მთავარი რედაქტორი კვლავ დაკითხვაზე იმყოფებოდა - ელისო კილაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. საქმე კილაძის მიერ აგვისტოში გასაჯაროებულ ე.წ. ციხის კადრებს ეხება.

ჟურნალისტის ცნობით, ნანუაშვილის მიერ პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში საუბარია რომ კილაძემ, კადრების სრული ვერსიის გასაჯაროებით, ერთერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას სახალხო დამცველმა მის წინააღმდეგ ხელისუფლების მოთხოვნით მიმართა, რაც მიზნად ქრონიკა +-თვის პრობლემების შექმნას ისახავს.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინონ. 

პროკურატურაში კილაძის წინააღმდეგ განცხადების შეტანას კატეგორიულად გამორიცხავენ სახალხო დამცველის ოფისში. თუმცა, ადასტურებენ რომ ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსიის გავრცელების შემდეგ, ომბუდსმენის ოფისმა საგამოძიებო უწყებას პირველად აგვისტოში, კადრების ინტერნეტ სივრციდან ამოღების მოთხოვნით, მეორედ კი, ნოემბერში იგივე მოთხოვნით ერთერთი ყოფილი პატიმრის წერილის საფუძველზე მიმართა.

პროკურატურაში არ საუბრობენ, თუ რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის განმავლობაში კილაძის მიერ გავრცელებული კადრების დაბლოკვა ინტერნეტსივრცეში, სახალხო დამცველის არა ერთი მიმართვის მიუხედავად.

ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსია გაზეთ ქრონიკა +-ის რედაქტორმა 2016 წლის აგვისტოში გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, მასალით მტკიცდება, რომ ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ე.წ. ციხების კადრები დადგმულია.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

]]>
11-01-2017 21:40 +0400
"გირო კრედიტის" ხელმძღვანელი პოლიციელებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს http://rustavi2.com/ka/news/65352

არაადამიანური მოპყრობა და განზრახ უკანონო დაკავება - სწორედ ამ მუხლებით ითხოვენ გირო კრედიტის ხელმძღვანელის უფლებების დამცველები გამოძიების დაწყებას. გიორგი გუგუმბერიძემ დღეს პრესკონფერენციაზე დეტალურად მოყვა იმ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცველები მისგან ოფისის გარე კამერების ჩანაწერებს ითხოვდნენ. გუგუმბერიძის განცხადებით, პოლიციის მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან მათ არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურორის დადგენილება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, საჭირო დოკუმენტაციის ქონის აუცილებლობაზე მითითებამ პოლიციელები გააბრაზა.

გირო კრედიტის ხელმძღვანელის დაკავების კადრები მისმა ოჯახის წევრმა მობილური ტელეფონით გადაიღო.

გუგუმბერიძის განცხადებით, განსაკუთრებით აგრესიულად სამართალდამცველები მას დაკავების შემდეგ ექცეოდნენ. პოლიციის შენობაში მიყვანისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა პირადად პოლიციის უფროსმა მიაყენა. გუგუმბერიძე აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისასაც დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუგუმბერიძეს განაცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივი შემოწმება აქვს დაწყებული.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, გიგლა თუმანიშვილი

]]>
11-01-2017 21:22 +0400
ჰიმნი, წითელი ხალიჩა და მარიხუანას დალუქული ნერგები - "გირჩის" ოფისიდან შსს-ს წარმომადგენლები შეძახილებით გააცილეს http://rustavi2.com/ka/news/65353

6 საათიანი საგამოძიებო მოქმედებები პოლიტიკური ცენტრის ოფისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გირჩის ოფისი შეძახილების ფონზე დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 84 ქოთანი მარიხუანა დალუქეს და ნივთმტკიცება ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანეს.

დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან 11 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გირჩის ოფისში დღეს მივიდნენ და პოლიტიკური ცენტრის წევრები შენობიდან გამოუშვეს. 

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, გირჩის ოფისთან ის პირებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც 31 დეკემბერს კანაფი პოლიტიკურ ცენტრთან ერთად დათესეს. სამოქალაქო სექტორს ის პირიც შეურთდა, რომელიც 265-ე მუხლითაა ბრალდებული და მის მხარდასაჭერად გირჩი დღეს საპროტესტო აქციას გეგმავდა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პარტიამ განცხადება გაავრცელა. გირჩებმა საქართველოს მთავრობას დისკრეციული უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა. განცხადების მიხედვით, პარტიამ საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა, მანამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო იმ მუხლის კანონიერებას არ დაადგენს, რომელიც ქვეყანაში კანაფის კულტივარიზაციას კრძალავს.

სანამ გირჩის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, შენობის გარეთ და დერეფანში პარტიის მხარდამჭერებმა სანახაობა გამართეს და პოლიციელებს ხალიჩები დაუფინეს, გირჩის წევრებმა კი გამომძიებლებს პოლიციის ჰიმნი მოასმენინეს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

 

]]>
11-01-2017 21:18 +0400
დისკრიმინაციული პოლიტიკა ღამის კლუბებში - პრემიერის განცხადებას კრიტიკით უპასუხეს http://rustavi2.com/ka/news/65350

ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ღამის კლუბები, რომელთა შესახებაც დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, ამ დრომდე დაკეტილია.

დღეს პრემიერმინისტრმა ღამის კლუბებში დამკვიდრებული დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრა სამართალდამცველებს მკაცრად დაავალა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას კი ისეთი რეაქცია მოყვა, რომ პრემიერი იძულებული გახდა მოგვიანებით, უკვე მედიასთან დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა.

პრემიერმინისტრის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკეს სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც. მათი აზრით, პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება არასერიოზულია და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად კეთდება.

როგორ გამოიძიებენ ქართველი მამაკაცების მიმართ გამოვლენილ დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს სამართალდამცველები, ჯერ უცნობია.

ავტორი: ეკო მაღრაძე

]]>
11-01-2017 21:13 +0400
დაკავებული 61 პირი - ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში ოპერაცია ჩატარდა http://rustavi2.com/ka/news/65349

ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მორიგი ოპერაცია ჩაატარა. პოლიციის ინფორმაციით, საუბარია დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომელიც სახლების ძარცვითაა დაკავებული. მათ წინააღმდეგ სამართალდამცველები ოპერაციას სახელწოდებით Aikon, 2016 წლიდან ატარებენ.

ორი რეიდის განმავლობაში 61 ადამიანია დაკავებული და მათი უმეტესობა ქართველები არიან. ოპერაციის მეორე ეტაპი ესპანელმა ძალოვანებმა ევროპოლთან, ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. პოლიციამ 26 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა და 33 ათასი ევრო, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით კონტრაბანდული თამბაქო და ძვირფასეულობა ამოიღეს.

გამოძიების ცნობით, ე.წ. ქართული მაფიის წევრებმა დანაშაულები მადრიდში, სევილიაში, მალაგასა და ესპანეთის სხვა რეგიონებში ჩაიდინეს.

]]>
11-01-2017 20:29 +0400
დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის დაკავებულების საქმეს პროკურატურა სასამართლოსგან უკან გამოითხოვს http://rustavi2.com/ka/news/65348

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების - ნიკა ნარსიას, კახა გაბუნიას და მირიან დეისაძის მიმართ პროკურატურამ დღეს განრიდების გადაწყვეტილება მიიღო.

სამი ახალგაზრდა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 2015 წლის 2 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როდესაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის დროს მათ შელაპარაკება დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესათან მოუვიდათ, რის გამოც მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით.

ამ საქმეზე მათ პატიმრობაში 3 თვე გაატარეს.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები ყვებიან, რომ ისინი ორი კვირის წინ პროკურატურაში დაიბარეს და აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, რაზეც სამივე მათგანისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

დღეს კი საგამოძიებო ორგანოში მათ განუცხადეს, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს საქმის გამოთხოვის თაობაზე.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა ნარსია აცხადებს, მათ მხოლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

]]>
11-01-2017 20:09 +0400
"სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გასატარებლად"- ელისო კილაძე http://rustavi2.com/ka/news/65347

„2012 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით ჩაატარეს სპეცპერაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2012 წლის არჩევნების შედეგებზე და ცოცხების სცენა, ყველაზე მთავარი ნარატივი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს არის დადგმული და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო პატიმრების დაცინვა,“- ამის შესახებ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ელისო კილაძემ დღეს პროკურატურაში პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე ჩვენება მისცა.

ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა.

კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ ეს პიროვნება ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, სუს-მა მოძებნა და მიიყვანა სახალხო დამცველის ოფისში და განცხადება დააწერინა.

„სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მიმართა მთავარ პრკურატურას სადამსჯელო ღონისძიებების გასატარებლად ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ. ეს არის ხელისუფლების მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობის წაკითხვას ურჩევს.

 

]]>
11-01-2017 19:03 +0400
"გირჩის" ოფისი სამართალდამცველებმა სირცხვილის დერეფნის გავლით დატოვეს http://rustavi2.com/ka/news/65344

სამართალდამცველებმა გირჩის ოფისი სირცხვილის დერეფნის გავლით დატოვეს. პარტიაში მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ.

ჩხრეკა მუსიკალური თანხლებითაც მიმდინარეობდა. პოლიციის ჰიმნი ავტორმა - გოგა ხაჩიძემ ჩართო. პოლიტიკური ცენტრის წევრებმა სამართალდამცველებს წითელი ხალიჩებიც დაუგეს.

ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში 31 დეკემბრის დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს. ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

]]>
11-01-2017 18:51 +0400
"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ" - "გირო კრედიტის" ხელმძღვანელი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო დაკავებაზე საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/65333

ამ წუთებში ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო დაკავებაზე განცხადებას აკეთებს.

ბრიფინგი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ოფისში იმართება. 

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გირო კრედიტის ხელმძღვანელის, გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია ითხოვდა ვიდეოჩანაწერების მიწოდებას უკანონოდ. პოლიცია კი ამ მასალებს სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე ითხოვდა და თან დაუყოვნებლივ, რაზეც ხელმძღვანელმა უარი განუცხადა.

რის შემდეგაც გირო კრედიტის ხელმძღვანელი საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წაიყვანეს პოლიციაში და როგორც თავად აცხადებს, პოლიციის კაბინეტში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ, თუ არ წავყვებოდი, გამომიცხადეს, რომ ხარ დაკავებული,"- განაცხადა გირო კრედიტის ხელმძღვანელმა, გიორგი გუგუმბერიძემ. 

]]>
11-01-2017 18:07 +0400
დავიჯერო მინისტრთა კაბინეტს შესვლა უნდოდა ბორდელში და არ შეუშვეს? - გიორგი გუგავა http://rustavi2.com/ka/news/65335

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ პრემიერმინისტრის განცხადებით გარკვეული საკითხების პროვოცირება არ უნდა მოხდეს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ თუ საქმე დანაშაულს ეხება, აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლს სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა თავად კორძაია იმ საკითხში, რომ ვიღაცას დაწესებულებაში არ უშვებენ, დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ასეთი თემებით ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადატანას ცდილობს.

„დავიჯერო, მინისტრთა კაბინეტს შესვლა უნდოდა ბორდელში და არ შეუშვეს? შედეგად კი ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია? ბუნებრივია, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ გადაიტანონ საკითხები შიმშილიდან, ლარის დევალვაციიდან, ეკონომიკური კრიზისიდან ასეთ საკითხებზე,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

რა რეაგირება მოჰყვება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უცნობია. ამ დროისთვის, ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბები დახურულია.

ავტორი: ეკო მაღრაძე

]]>
11-01-2017 17:51 +0400
„სამწუხაროა, რომ პრემიერმა ეს საკითხი დღის თემად აქცია“ - სერგი კაპანაძე ღამის კლუბების საკითხს აფასებს http://rustavi2.com/ka/news/65334

უმრავლესობის აზრით, როდესაც საკითხი არასრულწლოვანთა პროსტიტუციის რისკს ეხება, ერთეული შემთხვევაც უკვე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. პარლამენტში განმარტავენ, რომ პრემიერის განცხადებაც სწორედ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეებს ეხებოდა.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თბილისის ცენტრში, ბარებში ადამიანები დისკრიმინაციას განიცდიან „სასაცილოა“. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრემიერი რეალური დისკრიმინაციის ფაქტებს ყურადღებას არ აქცევს.

„როდესაც ის დისკრიმინაციაზე საუბრობს, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში მართლაც არის სერიოზული დისკრიმინაციის პრობლემები, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებში, რასაც ყურადღებას არ აქცევენ და ამ დროს საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია ხდება ქალაქის ცენტრში, კლუბებში, სადაც რაღაც კატეგორიის ადამიანებს არ უშვებენ, არის უბრალოდ სასაცილო. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრმა დღის თემად აქცია ეს საკითხი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ავტორი: ეკო მაღრაძე

]]>
11-01-2017 17:39 +0400
პრემიერის განცხადება კლუბებზე არასამთავრობოების კრიტიკის საფუძველი გახდა http://rustavi2.com/ka/news/65324

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომელიც პროსტიტუციას და მამაკაცთა დისკრიმინაციას ერთდროულად ეხებოდა, უკვე მოყვა გამოხმაურება მესამე სექტორში.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურმა, ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში პირველად წამოჭრა დისკრიმინაციის თემა და ისიც  ნაციონალისტურ-პატრიარქატულ-ულტრა მასკულინურ ჭრილში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი აცხადებს, რომ დღევანდელმა განცხადებამ, კვირიკაშვილის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.

„როდესაც კვირიკაშვილს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები არასდროს გაუკეთებია და მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაძლიერების ან მისი ეფექტურად გამოყენების კუთხით მთავრობას ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული, პირველად დისკრიმინაციული საკითხების საჯარო დისკურსში სწორედ ასეთ შემოყვანა ნაციონალისტური და პატრიარქატული, ულტრამასკულინური პერსპექტივით, რა თქმა უდნა არის პრობლემური.

"ალბათ ეს იყო ელექტორალური გათვლა და დღის წესრიგის გადაფარვის მცდელობა, თუმცა ცხადია მისი იმიჯი, რომელიც აქამდე უფრო მეტად ზომიერი და გონიერი პოლიტიკოსის იმიჯში ისახებოდა, სერიოზულად დააზიანა,“-განაცხადა  თამთა მიქელაძემ.

იურისტი ბაია პატარაია კი პრემიერსა და მთავრობას ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციულ ჯგუფებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე ქართველი მამაკაცების ბორდელში შეშვებაა.

„თუ ასეთი პრობლემა არსებობს, რომ ეთნიკური ნიშნის გამო რომელიმე კლუბი ვიღაცას არ უშვებს თავის ტერიტორიაზე, ეს დარეგულირებულია ჩვენი კანონმდებლობით და ამაზე შეიძლება სამოქალაქო დავის წარმოება. ოღონდ ჩემი აზრით, ამაზე არ უნდა ცდებოდეს არც პოლიცია და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრი. ისეთ პრობლემურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოს, სადაც უამრავი პრობლემაა, სიღარიბეა და უამრავი დისკრიმინაციული ჯგუფი არსებობს საქართველოში, იმ ქართველი კაცების გარდა რომელსაც ბორდელში არ უშვებენ,“-აცხადებს პატარაია.

]]>
11-01-2017 15:14 +0400
"გირჩის" წევრები და მოხალისეები პროცესების განვითარებას პარტიის ოფისთან ელოდებიან http://rustavi2.com/ka/news/65325

გირჩის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, კანონის შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. ჟურნალისტები, გირჩის წევრები და ისინი, ვინც 31 დეკემბერს მარიხუანას დათესვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ახალი პოლიტიკური ცენტრის სადარბაზოში იმყოფებიან.

"11 დღის დაგვიანებით შსს-მ გადაწყვიტა იმოქმედოს. ჩვენ ვართ ყველაფრისთვის მზად, გააზრებული გვაქვს ყველა შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, მიზანიც ეს იყო, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რა აბსურდული, რა რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს დღეს საქართველოში,“- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის წევრი ნიკა ქავთარაძე კანონმდებლობას "საშინელს" უწოდებს. მისი თქმით, კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

გირჩის ოფისთან იმყოფებიან ახალი პოლიტიკური ცენტრის ყოფილი წევრი, პავლე კუბლაშვილი და მოძრაობა 2 ივნისის დამფუძნებელი, ლექსო მაჭავარიანი.

გირჩის წევრებმა და მოხალისეებმა რაც ჩაიდინეს, არ არის დანაშული, ეს არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ხელისუფლებამ მეტი ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს,“- განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა. 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

]]>
11-01-2017 15:13 +0400
ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს "ქრონიკა პლიუსის" და მის წინააღმდეგ იყენებს http://rustavi2.com/ka/news/65323

ელისო კილაძემ მთავარი პროკურატურა დატოვა. ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა.

ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს. 

„უჩა ნანუაშვილი არის არა სახალხო დამცველი, არამედ ხელისუფლების გაგრძელება. ის პირდაპირ არის ჩართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ დევნის საქმეში. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მეშვეობით ახორციელებს,“- განაცხადა ელისო კილაძემ. 

ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა. კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ უჩა ნანუაშვილს ჯერ მისთვის უნდა მიემართა და შემდეგ პროკურატურისთვის, ხოლო პატიმარს, სასამართლოსთვის.  

ელისო კილაძის აზრით, მისი პროკურატურაში დაბარება გაზეთ ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებს ადასტურებს.

 

 

]]>
11-01-2017 14:41 +0400
"გირჩის" ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 31 დეკემბრის აქციაში მონაწილეები გამოკითხვაზე დაიბარონ http://rustavi2.com/ka/news/65320

პოლიტიკური ცენტრი - გირჩის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა. იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ 31 დეკემბერს გამართულ აქციაში მონაწილეები, რომელთაც მარიხუანის დათესვაში მიიღეს მონაწილეობა, გამოკითხვაზე დაიბარონ.

ადვოკატის განცხადებით, ამ წუთებში გირჩის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები და კანაფის დალუქვა მიმდინარეობს, რომელიც 31 დეკემბერს ამავე ოფისში დათესეს, მას სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

გირჩის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს აკვირდება როგორც ადვოკატი, ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე. 

„იდეაში გამოსაძიებელი არაფერია, ყველაფერი, რაც გავაკეთოთ საჯაროა, ერთადერთი, რაც, ალბათ, უნდა დაადგინოს არის, ის, რომ ნამდვილად მარიხუანა არის თუ არა იმ ქოთენბში, რაც ნამდვილად ასეა და მაგის დადგენას ცოდნა არ სჭირდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ იქ მარიხუანა არის დათესილი,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

]]>
11-01-2017 13:08 +0400
მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ვარკეთილში აქციები განახლდა http://rustavi2.com/ka/news/65315

პროტესტი სუხიშვილის 12 ნომერში - მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ვარკეთილში აქციები განახლდა. ადგილობრივების განცხადებით, ინვესტორმა შეთანხმების პირობები დაარღვია და სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

მათი განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ მძიმე ტექნიკის მუშაობას, რადგან ამან ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებელ კორპუსებს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ინვესტორი დაზიანების შემთხვევაში რეაბილიტაციის ვალდებულებას არ იღებს.  ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას და ფაქტით დაინტერესებას ხელისუფლებას სთხოვს.

სუხიშვილის 12 ნომერში 9 სართულიან საცხოვრებელ  კორპუსს შპს მაზდა აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის დაცვით ხორციელდება, შესაბამისად მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოები პროტესტის მიუხედავად მაინც გაგრძელდება.

]]>
11-01-2017 12:23 +0400
როგორც ჩანს გადაწყვეტილია, რომ სამაგალითოდ დავისაჯო - კილაძე პროკურატურაში მის დაბარებას ეხმაურება http://rustavi2.com/ka/news/65293

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი პატიმართა წამების ამსახველი კადრების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ელისო კილაძე უწყებაში მოწმის სახით 12:00 საათზე უნდა მივიდეს. იგი ამ საქმეზე ერთხელ უკვე დაიკითხა, მას შემდეგ რაც ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ამ საქმეზე ბრალიც წაუყენონ. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევასთან დაკავშირებით აქვს.

„როგორც ჩანს გადაწყვეტილია, რომ ამ კადრების გამავრცელებელი, ანუ მე, სამაგალითოდ დავისაჯო,“-აცხადებს ელისო კილაძე.

]]>
11-01-2017 07:59 +0400
ერთი თვე ელექტროენერგიის გარეშე - ენათმეცნიერების ეროვნულმა ინსტიტუტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა  http://rustavi2.com/ka/news/65288

ენათმეცნიერების ეროვნულმა ინსტიტუტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. შენობას, სადაც 90-მდე ენათმეცნიერი ათეულობით წელი ქართული ენის კვლევით სამუშაოებს ასრულებდა, უკვე 1 თვეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს მუშაობა შეჩერებული აქვთ. 

ინსტიტუტს ელექტროენერგია კაბელის დაზიანების გამო არ მიეწოდება. მის შესაკეთებლად რამდენიმე ათასი ლარია საჭირო. თელასში ამბობენ, რომ დაზიანებული კაბელი, რომლითაც შენობას ელექტროენერგია მიეწოდება, მათ არ ეკუთვნით, შესაბამისად ისინი სამუშაოების შესრულებაზეც უარს აცხადებენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა კი პასუხისმგებლობას თელასს აკისრებს და პრეტენზიები აქვთ ხელისუფლებასთანაც.

განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა ავარიულიცაა. ექსპერტიზის დასკვნით, შენობას მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. განათლების სამინისტროში არც ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი 

]]>
10-01-2017 21:51 +0400
დუისის ინციდენტი - ძალოვანი უწყება გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს http://rustavi2.com/ka/news/65289

ამ დრომდე უცნობია, ვინ დგას დუისში მომხდარი ინციდენტის უკან. გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს ძალოვანი უწყება და არც ის არის ცნობილი, ჰყავთ თუ არა სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი, რომელმაც დუისში კულტურის ცენტრს ცეცხლი წაუკიდა.

დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციმ, რომელიც ამ ცენტრში ფუნქციონირებდა, მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

შეხვედრას პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიასი მონაწილოებას იღებდნენ არასამთავრობო და საერთასორისო ორგანიზაციები და პანკისიის მაცხოვრებლები. 

პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, არ გამორიცხავს, რომ ინციდენტები გარე ძალების მიერ იყოს მართული, რათა რეგიონი უფრო ჩაკეტილი გახდეს.

სახალხო დამცველის მოადგილე, ნატია კაციტაძე, აცხადებს, რომ პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონდეთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოკვლევა მიმდინარეობს და პოლიცია პრევენციული ღონისძიებების გატარებაზეა ორიენტირებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია რელიგიური ნიშნით დევნას გამორიცხავს.

კულტურის სახლის შენობის დაწვა დუისში გასულ კვირას სცადეს. ეს არის ცენტრი, სადაც პანკისელი ახალგაზრდები სხვადასხვა სპეციალობას უფასოდ ეუფლებიან.

 

 

ავტორები: ეკა გაგუა, ია გულიაშვილი.

]]>
10-01-2017 21:47 +0400