RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ დღეს ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/65602

დღეს ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო. დიდი სლემის ტურნირი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველობაზე ძირითად ბადეში იასპარეზებს საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ ეტაპზე ქართველის მეტოქე 33 წლის გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი თავის შეხვედრას ხვალ, 17 იანვარს დილის 04:00 საათზე გამართავს. მოგების შემთხვევაში ნიკას მომავალი მეტოქე ტომას ფაბიანოსა და დონალდ იანგს შორის გამარჯვებული გამარჯვებული იქნება.

ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 2016 წელთან შედარებით 14 %-ით გაიზარდა და 50 000 000 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს.

]]>
16-01-2017 09:24 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი http://rustavi2.com/ka/news/64733

]]>
31-12-2016 20:30 +0400
დელ პორტო http://rustavi2.com/ka/news/64734

]]>
31-12-2016 20:30 +0400
რაფაელ ნადალი http://rustavi2.com/ka/news/64729

]]>
31-12-2016 20:29 +0400
ენდი მარეი http://rustavi2.com/ka/news/64730

]]>
31-12-2016 20:29 +0400
მარია შარაპოვა http://rustavi2.com/ka/news/64731

]]>
31-12-2016 20:29 +0400
სერენა უილიამსი http://rustavi2.com/ka/news/64732

]]>
31-12-2016 20:29 +0400
როჯერ ფედერერი http://rustavi2.com/ka/news/64728

]]>
31-12-2016 20:28 +0400
ნიკოლოზ ბასიალშვილი ავსტრალიის ღია პირველობის გაამრჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/64688

]]>
31-12-2016 17:35 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა http://rustavi2.com/ka/news/64669

]]>
31-12-2016 16:38 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/64668

]]>
31-12-2016 16:37 +0400
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა საკუთარ სახლში მძარცველებმა დაჭრეს http://rustavi2.com/ka/news/63879

უიმბლდონის საჩოგბურთო გათამაშების ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მძარცველებმა დანით დაჭრეს.

ჩეხ სპორტსმენს თავდამსხმელებმა მარცხენა ხელზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დროისთვის კვიტოვა ჩეხეთის ქალაქ პროსტეიოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ექიმების განცხადებით სპორტსმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს.

პეტრა კვიტოვა ამ დროისთვის მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. კვიტოვამ 2011 და 2014 წლებში ყველაზე პრესტიჟული უილბდონის საჩოგბურთო გათამაშებაზე მოიპოვა გამარჯვება.

]]>
20-12-2016 17:44 +0400
2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელები - მარეი და კერბერი http://rustavi2.com/ka/news/63430

ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია) 2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად გერმანელი ანგელიკა კერბერი და ბრიტანელი ენდი მარეი დაასახელა.

მარეიმ 2016 წელს 9 ტიტული მოიპოვა, მათ შორის უიმბლდონი და რიოს ოლიმპიადა. ასევე, 2016 წელს ბრიტანელი პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

კერბერმა კი  ამერიკის ღია პიველობა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამ მიღწევას ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი დაუმატა და მსოფლიოს პირველი ქალი ჩოგანი გახდა.

 

წყარო: itftennis.com

]]>
14-12-2016 13:22 +0400
როჯერ ფედერერი http://rustavi2.com/ka/news/62392

]]>
30-11-2016 08:21 +0400
რაფაელ ნადალი http://rustavi2.com/ka/news/62391

]]>
30-11-2016 08:20 +0400
არგენტინის ნაკრები დევისის თასის გამარჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/62250

არგენტინის ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალი ზაგრებში გაიმართა და ერთმანეთს ხორვატიისა და არგენტინის საჩოგბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრებში ხუან მარტინ დელ პოტრომ 6:7, 2:6, 7:5, 6:4 6:3 დაამარცხა მარინ ჩილიჩი, ხოლო ფედერიკო დელბონისმა 6:3, 6:4, 6:2 გაიმარჯვა ივო კარლოვიჩთან და საერთო ჯამში სამხრეთ ამერიკელებმა 3:2 მოიგეს.

დევისის თასის ფინალში ხორვატია აქამდე ერთხელ 2005 წელს გავიდა, სადაც სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა, ხოლო არგენტინა ფინალში ოთხჯერ იყო და ოთხივეჯერ წაგაბული ჰქონდა.

]]>
28-11-2016 13:40 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა http://rustavi2.com/ka/news/59990

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს მეათე ჩოგანის, ტომაშ ბერდიხის დამარცხების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდა და ანგარიშით 2:6, 5:7 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათი და 17 წუთი გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი საკმაოდ იოლად წააგო, მეორეში კი 5:2 იგებდა, თუმცა ბასილაშვილმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს მეორე სეტის მოგების საშუალებაც მისცა.

ხაჩანოვი მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე იმყოფება, ბასილაშვილი კი 107-ე პოზიციას იკავებს.

 

]]>
27-10-2016 11:22 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/59830

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ATP-ის მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ის ტურნირის ძირითად ბადეში პირველ შეხვედრაში მსოფლიოს მეათე ჩოგანს, ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 3 სეტში - 6:4; 6:7, 7:5 გაიმარჯვა.

მერვედფინალში ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქართველ ჩოგბურთელსა და რუსეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს 63-ე ჩოგანს შორის 27 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბერდიხის დამარცხებამდე ბასილაშვილმა 2 საკვალიფიკაციო რაუნდის მოგება მოახერხა.

]]>
25-10-2016 01:30 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/59749

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ATP-ის მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.

ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი განთესვის ბრაზილიელი ტომას ბელუჩი 2 სეტში - 6:2; 7:5 დაამარცხა, მეორე საკვალიფიკაციოში კი რუმინელ რადუ ალბოტს 6:3; 0:6; 6:3 მოუგო.

ძირითადი ბადის პირველივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე განთესვის ტომას ბერდიხს დაუპირისპირდება. მატჩი 24 ოქტომბერს, თიბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო: msy.gov.ge

]]>
24-10-2016 13:44 +0400
რაფაელ ნადალი შანხაის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა http://rustavi2.com/ka/news/58977

მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა შანხაის მასტერსზე პირველივე მატჩი წააგო.

გუშინ, ესპანელი მეორე წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის ხვდებოდა და მატჩი უშანსოდ დათმო - 3:6, 6:7. შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ტროიცკიმ პირველად შეძლო ნადალის დამარცხება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნადალი  წლის შემაჯამებელ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13-20 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

]]>
13-10-2016 13:25 +0400
14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ევროპის ახალგაზრდული მასტერსი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/58836

14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა ევროპის 2016 წლის ახალგაზრდული მასტერსი მოიგო.

ტურნირში კონტინენტის რვა საუკეთესო 16-წლამდე ასაკის ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მესამე ნომრად განთესილმა დალაქიშვილმა ნახევარფინალში მასტერსის მთავარი ფავორიტი რუსი დანიელა მედვედევა ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. ფინალში კი სერბ ტამარა მალეშევიჩს ასევე ორ სეტში 7:6 6:3 მოუგო და თავის ასაკში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

]]>
11-10-2016 15:50 +0400
კარიერაში პირველად - ენდი მარეიმ პეკინის მასტერსი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/58749

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ კარიერაში პირველად პეკინის მასტერსი მოიგო. ტურნირის ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. 

მარეიმ კარიერაში მე-40 ტურნირი მოიგო. მან ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 663. 575 ამერიკული დოლარი მიიღო.

ტოკიოში კი იაპონიის ღია პირველობის გამარჯვებული ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ნიკ კირგიოსი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში, სამ სეტში 4:6, 6:3, 7:5 დაამარცხა 25 წლის ბელგიელი დევიდ გოფინი. 

]]>
10-10-2016 14:32 +0400
ანგელიკა კერბერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა http://rustavi2.com/ka/news/56389

ოფიციალურად - გერმანელი ჩოგბურთელი ანგელიკა კერბერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. კერბერმა რეიტინგში სერენა უილიამს გადაუსწრო, რომელიც საუკეთესო ჩამონათვალს 186 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

(WTA) ქალ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი ასე გამოიყურება;

1. ანგელიკა კერბერი – 8730 ქულა. 
2. სერენა უილიამსი – 7050 ქულა.
3. გარბინე მუგურუზა – 5830 ქულა.
4. აგნეშკა რადვანსკა – 5815 ქულა.
5. სიმონა ჰალეპი – 4801 ქულა.
6. კაროლინა პლისკოვა – 4425 ქულა.
7. ვინუს უილიამსი – 3815 ქულა.
8. კარლა სუარეს-ნავარო – 3330 ქულა.
9. მედისონ ქისი – 3286 ქულა.
10. სვეტლანა კუზნეცოვა – 3250 ქულა.

 

წყარო: Eurosport

]]>
12-09-2016 18:45 +0400
ვავრინკამ ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობა მოიგო http://rustavi2.com/ka/news/56335

ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი სტაინსლავ ვავრინკა დაუპირისპირდნენ.

31 შვეიცარიელმა დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა მსოფლიო პირველი ჩოგბურთელი 6:7, 6:4, 7:5, 6:3. მატჩი 3 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.

ეს ვავრინკასთვის კარიერაში პირველად მოგებული ამერიკის ღია პირველობაა. მანამდე შვეიცარიელს ავსტრალიის ღია პირველობა (2014) და როლან გაროსი (2015) აქვს მოგებული.

 

]]>
12-09-2016 12:02 +0400
მორიგი სენსაცია - სერენა უილიამსი ოლიმპიადას გამოეთიშა http://rustavi2.com/ka/news/53904

მორიგი სენსაცია რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ოლიმპიადას ნაადრევად დაემშვიდობა.

ტურნირის მერვედფინალში უილიამსი უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან 4:6, 3:6 დამარცხდა. უილიამსმა 36 შეცდომა დაუშვა,რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნის გარეშე გრძელდება მამაკაცთა ტურნირი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გაეთიშა.

]]>
10-08-2016 16:05 +0400
რიო 2016 - ჯოკოვიჩი ასპარეზობას პირველივე რაუნდში გამოეთიშა http://rustavi2.com/ka/news/53714

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბრაზილიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებს სენსაციურად - პირველივე რაუნდში გამოეთშა.

ჯოკოვიჩი არგენტინელ ჩოგბურთელთან, ხუან მარტინ დე პოტროსთან 6:7, 6:7 დამარცხდა. დე პოტრო მსოფლიო რეიტინგში 141-ე ადგილზე იმყოფება და აქედან გამომდიონარე სერბის წაგებას არავინ მოელოდა.

მეთექვსმეტეფინალში დე პოტროს მეტოქე პორტუგალიელი ჯოაო სოუზა იქნება.

]]>
08-08-2016 11:22 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 30-ე მასტერსი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/53210

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კარიერაში 30-ე მასტერსი მოიგო.

სერბმა ჩოგბურთელმა ტორონტოს ტურნირის ფინალში კეი ნიშიკორი 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 23 წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა მასტერსის სერიის ტურინირი კარიერაში 30-ჯერ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. სერბის შედეგთან ყველაზე ახლოს რაფაელ ნადალი 28 მოგებული მასტერსით იმყოფება. 

გამარჯვბით ჯოკოვიჩმა 1000 სარეიტინგო ქულა და 685.200 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

]]>
01-08-2016 11:58 +0400
როჯერ ფედერერი ტრავმის გამო ოლიმპიადას გამოტოვებს http://rustavi2.com/ka/news/52851

დიდი მუზარადის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი, 34 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მუხლის ტრავმის გამო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფედერერი სეზონის ბოლომდე კორტზე გასვლას არ აპირებს.

"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ რიოს ოლიმპიადის გამოტოვება მომიწევს და ვერც სეზონის სხვა ტურნირებზე ვითამაშებ. ეს მძიმე გადაწყვეტილება ექიმებთან და ჩემი გუნდის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე. წლის დასაწყისში მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ახლა ინტენსიური რეაბილიტაცია მჭირდება," - განაცხადა ფედერერმა.

]]>
27-07-2016 11:13 +0400
სერენა უილიამსმა შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა http://rustavi2.com/ka/news/51411

სერენა უილიამსის ისტორიული მიღწევა - 34 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა და კარიერაში 22-ე დიდი სლემის ტიტული მოიგო.

უიმბლდონის გადამწყვეტ შეხვედრაში უილიამსის მეტოქე გერმანელი ანჟელიკა კერბერი იყო. მატჩი სერენას გამარჯვებით 7:5, 6:3 დასრულდა.

ხვალ კი კაცთა თანრიგის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს მილოშ რაონიჩი და ენდი მარეი დაუპირისპირდებიან.

]]>
09-07-2016 19:15 +0400
უიმბლდონის ფინალი - კერბერი უილიამსს დაუპირისპირდება http://rustavi2.com/ka/news/51250

უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ანჟელიკა კერბერი და სერენა უილიამსი დაუპირისპირდებიან.

კერბერმა ნახევარფინალში სერენას და, ვენუსი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 11 წუთი გაგრძელდა.

ანჟელიკა კერბერი დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიარაში მეორედ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ პირველად 28 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში ამჟამინდელი მეტოქე სერენა უილიამსი დაამარცხა.

ფინალური მატჩი 10 ივნისს გაიმართება.

]]>
07-07-2016 19:44 +0400
ფედერერმა დიდი სლემის ტურნირზე 306-ე გამარჯვება მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/50997

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უილბლდონის მერვედფინალში ამერიკელი, სტივ ჯონსონი სამ სეტში 6:2, 6:3. 7:5 დაამარცხა.

ფედერერმა დიდი სლემის ტურნირებზე 306-ე გამარჯვება მოიპოვა, რითაც მარტინა ნავრატილოვას გაუტოლდა.

მეოთხედფინალში როჯერის მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.

]]>
05-07-2016 11:28 +0400
უიმბლდონი - დები უილიამსები წარმატებით ასპარეზობენ http://rustavi2.com/ka/news/50995

უიმბლდონის ქალთა თანრიგში ასპარეზობას წარმატებით აგრძელებენ დები უილიამსები.

სერენა უილიამსისა და სვეტლანა კუზნეცოვას 7:5, 6:0 მოუგო, ვენუსმა კი კარლა სუარეს ნავარო 7:6, 6:4 დაამარცხა.

აგნეშკა რადვანსკამ დომინიკა ციბულკოვასთან 3:6,7:5, 7:9 წააგო . ანასტასია პავლუჩენკოვამ კოკო ვანდევეგეს მოუგო 6:3, 6:3, ხოლო ანჟელიკა კერბერმა მისაკი დოის 6:3, 6:1 სძლია. 

]]>
05-07-2016 11:17 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/50952

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის რიგით 38-ე ოლიმპიური ლიცენზიაა.

ბასილაშვილს საგზური მას შემდეგ მიაკუთვნეს, რაც რიოში რამდენიმე ქვეყნის ჩოგბურთელმა გამგზავრებაზე უარი განაცხადა, რამაც ქართველ ჩოგბურთელს ბრაზილიაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება პირველი ვაჟი ჩოგბურთელი, რომელიც საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გამოვა.

]]>
04-07-2016 18:53 +0400
უიმბლდონის სენსაცია - ჯოკოვიჩი ტურნირს გამოეთიშა http://rustavi2.com/ka/news/50874

უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე სენსაცია დაფიქსირდა - მსფოლიო პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობას მოულოდნელად მესამე წრეში გამოეთიშა.

ჯოკოვიჩი ტურნირზე 28-ე ნომრად განთესილმა ამერიკელმა სემ ქუერმა 7:6, 6:1, 3:6, 7:6 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

28 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა 11 წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჯოკოვიჩი კი გასული წლის რონალ გაროსის  ფინალის შემდეგ პირველად წააგო.

]]>
03-07-2016 16:36 +0400
უიმბლდონი - ჯოკოვიჩი და ფედერერი ტურნირზე წარმატებით თამაშობენ http://rustavi2.com/ka/news/50638

უიმბლდონის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი  წარმატებით თამაშობენ.

ჯოკოვიჩმა ჯეიმს ვარდის დამარცხების შემდეგ მეორე წრეში ადრიან მანარინოს 6:4, 6:3, 7:6 მოუგო. პარალელურად დომინიკ ტიემმა ფლორან მაიერი 7:5, 6:4, 6:4 დაამარცხა, ხოლო ფედერერმა მარკუს ვილისს 6:0, 6:3, 6:4. ალექსანდრ ზვერევმა კი პოლ ანრი მაწიესთან 6:3, 6:4, 6:2 გაიმარჯვა.

 

]]>
30-06-2016 11:22 +0400
უიმბლდონი - ქალთა თანრიგი http://rustavi2.com/ka/news/50637

ბრიტანეთის ღია პირველობაზე - უიმბლდონის ტურნირზე ქალთა შორის აგნეშკა რადვანსკამ კატერინა კაზლოვას წინააღმდეგობა საკმაოდ იოლად ორ სეტში 6-2, 6-1 დაძლია, ხოლო ევგენიე ბუშარდმა მაგდალენა რიბარიკობას 6-3, 6-4 მოუგო.

პეტრა კვიტოვა 6:0, 6:4 სორანა კირსტი

ანდრეა პეტკოვიჩისა 3:6, 7:5, 6:2 ნაო ჰიბინო 

]]>
30-06-2016 10:31 +0400
ენდი მიურეიმ დევიდ ბექჰემის შვილს ჩოგბურთის გაკვეთილი ჩაუტარა http://rustavi2.com/ka/news/49335

ენდი მიურეიმ დევიდ ბექჰემის შვილს ჩოგბურთის გაკვეთილი ჩაუტარა.

13 წლის რომეო ბექჰემმა, რომელმაც ფეხბურთს ჩოგბურთი ამჯობინა, მსოფლიოს მეორე ჩოგანისგან ჯერ რამდენიმე რჩევა მიიღო, შემდეგ კი მასთან ერთი სეტი ითამაშა.

შვილის თამაშს ლონდონის დედოფლის სახელობის კლუბში დევიდ ბექჰემი ადევნებდა თვალს. მან სეტის დასრულების შემდეგ ენდი მიურეის მადლობა გადაუხადა. 

]]>
14-06-2016 13:33 +0400
როლან გაროსზე შესრულებული 5 საუკეთესო გათამაშება http://rustavi2.com/ka/news/48713

Eurosport-მა როლან გაროსზე შესრულებული 5 საუკეთესო ბურთის გათამაშება გამოარჩია. ვიდეორგოლში შესულია ენდი  მარეის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალის, ბარბორა სტრუცოვას და  დასტინ ბრაუნის დარტყმები. პირველი ადგილი კი გერმანელი ბრაუნის ტექნიკურმა დარტყმამ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის მოგებით დასრულდა. ქალთა თანრიგში კი გამარჯვება გარბინე მუგურუზამ მოიპოვა.

 

წყარო: Eurosport

]]>
06-06-2016 20:17 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის გამარჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/48701

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სერბმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსის ტურნირი. სერბმა ფინალში ენდი მარეი 3:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი 2011 წლიდან ცდილობს საფრანგეთის დიდი სლემის მოგებას, სამჯერ ფინალში გავიდა, მაგრამ 2-ჯერ ნადალთად და ერთხელ ვავრინკასთან დამარცხდა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში 64-ე ტიტული და მე-12 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. როლან გაროსის მოგებით კი 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

]]>
06-06-2016 09:19 +0400
"რაფაელ ნადალის არარეალური დარტყმა" http://rustavi2.com/ka/news/47706

"რაფაელ ნადალის დაუჯერებელი დარტყმა," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ესპანელი ჩოგბურთელის მიერ წარმატებით მოგერიებული ბურთი. ნადალმა უმაღლესი სათამაშო კლასი გამოავლინა.

შეხვედრაში კი ნადალმა გროტი იოლად 3 სეტში - 6:1, 6:1, 6:1 დაამარცხა.

ვიდეოში შესული როლან გაროსის გუშინდელი სათამაშო დღის კიდევ 2 გამორჩეული ეპიზოდი.

 

წყარო: Eurosport

 

]]>
25-05-2016 12:44 +0400
რომის მასტერსი ენდი მარეის გამარჯვებით დასრულდა http://rustavi2.com/ka/news/46847

რომის მასტერსის ფინალში შოტლანდიელმა ენდი მიურეიმ, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. მარეიმ 6-დან სამი ბრეიკი შეასრულა, ჯოკოვიჩმა კი სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა. 

ბრიტანელმა კარიერაში რიგით 36-ე ტიტული მოიპოვა, რომის მასტერსი კი პირველად და ამასთანავე 100ო სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 23:10-ს უგებს. 

]]>
16-05-2016 11:33 +0400
როჯერ ფედერერის ავტობიოგრაფიული წიგნი ივნისში გამოვა http://rustavi2.com/ka/news/46852

როჯერ ფედერერის ავტობიოგრაფიული წიგნი გაყიდვაში 2 ივნისს გამოვა. წიგნის ავტორი ბრიტანელი ჩოგბურთის ექსპერტი, მარკ ჰოდჟინსონია და მისი სახელწოდება ფედეგრაფიკა იქნება.

წიგნში შესულია ფედერერის ექსკლუზიური ინტერვიუ, ფოტოები საოჯახო არქივიდან, როჯერის მშობლების მოგონებები, ასევე, ჩოგბურთელის სამწვრთნელო შტაბის და მისი მეგობრების მოსაზრებები.

 

წყარო: Eurosport

]]>
16-05-2016 11:17 +0400
როჯერ ფედერერი რომში 2 სეტში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა http://rustavi2.com/ka/news/46566

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, რომის მასტერსზე 2 სეტში დომენიკ ტიმთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრა 1 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. ტიმმა გამოცდილი მეტოქე 6:7, 4:6 დაამარცხა და მასტერსის მეოთხედფინალში გასკე-ნიშიკორის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფედერერს ეს წაგება ATP-ის რეიტინგში დაქვეითების ფასად დაუჯდება. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში შვეიცარიელი მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მარცხის შემდეგ კვლავ მესამე ადგილს დაუპრუნდება. დომენიკ ტიმი კი მე-13 საფეხურზე იმყოფება.

 

წყარო: Eurosport

]]>
12-05-2016 17:32 +0400
იტალიის ღია პირველობის მეორე რაუნდი http://rustavi2.com/ka/news/46454

იტალიის ღია პირველობაზე მეორე რაუნდის მატჩები გაიმართა.

თავისი შეხვედრა მოიგო სტანისლას ვავრინკამ, რომელმაც  5:7, 6:2, 6:1 დაამარცხა ფრანგი ბენოიტ პაირი. ბელგიელმა დევიდ გოფინმა კი ამერიკელი ჯეკ სოკს 2 სეტში 6:4, 6:4 მოუგო, ხოლო არგენტინელმა ხუან მონაკომ სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან გაიმარჯვა 3:6, 6:3, 6:2. ესპანელმა დევიდ ფერერმა იტალიელ ფილიპო ვოლანდრის აჯობა 4:6, 7:5, 6:1. იაპონელი კეი ნიშიკორისა და სერბი ვიქტორ ტროიცკის დაპირისპირება 5:7, 6:2, 6:3 დასრულდა.

]]>
11-05-2016 13:15 +0400
ფედერერი რეიტინგში დაწინაურდა http://rustavi2.com/ka/news/46318

მსოფლიოს მამაკაცთა ჩოგბურთის ასოციაციამ ATP-მ,  ახალი რეიტინგი გამოქვეყნა. ჩამონათვალის პირველ ათეულში ცვლილებებია. ATP-ს ვერსიით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია, როჯერ ფედერერმა კი ენდი მარეის გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.


1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) -16 550 ქულა.
2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია)-7 525 ქულა.
3. ენდი მარეი (ბრიტანეთი) -7 525 ქულა.
4. სტენ ვავრინკა (შვეიცარია) -6 380 ქულა.
5. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) -5 675 ქულა.
6. კეი ნიშიკორი (იაპონია)- 4 290 ქულა.
7. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)- 3 400 ქულა.
8. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) -2 940 ქულა.
9. დავიდ ფერერი (ესპანეთი) -2 920 ქულა.
10. მილოშ რაონიჩი (კანადა) -2 740 ქულა.

გუშინ, ასევე ცნობილი გახდა ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგიც.

]]>
10-05-2016 11:41 +0400
WTA-ს განახლებული რეიტინგი - შარაპოვა ათეულში აღარ არის http://rustavi2.com/ka/news/46245

მსოფლიოს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ სერენა უილიამსი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ათეულს მიღმა აღმოჩნდა მარია შარაპოვა, რომელიც დოპინგ სკანდალის გამო,დისკვალიფიცირებულია. რუსი სპორტსმენი 12-ე პოზიციაზე იმყოფება.

სერენა უილიამსი (აშშ) – 8234 ქულა.

ამგელიკა კერბერი (გერმანია) – 5740 ქულა.

აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – 5665 ქულა

გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) – 4847 ქულა.

სიმონა ჰელაპი (რუმინეთი) – 4650 ქულა.

ვიქტორია აზარენკო (ბელორუსი) – 4530 ქულა.

რობერტა ვინჩი (იტალია) 3505 ქულა.

ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) – 3330 ქულა.

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) – 3067 ქულა.

ტიმი ბაჩინსკი (შვეიცარია) – 3065 ქულა.

]]>
09-05-2016 14:19 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის გამარჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/46228

მსოფლიოს პირველმა ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მადრიდის მასტერსის გამარჯვებულია.

ტურნირის ფინალში, სერბმა პლანეტის მეორე ჩოგბურთელი შოტლანდიელი, ენდი მიურეი 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში რიგით 29-ე ტიტული მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში სერბისთვის ეს უკვე მე-5 ტიტულია, ყატარის ღია პირველობის, ინდიან უელსის, მაიამისა და ავსტრალიის ღია პირველობების შემდეგ, სადაც მან ასევე მიურეი დაამარცხა ფინალში.

 

]]>
09-05-2016 11:36 +0400
მადრიდის მასტერსზე ნოვაკ ჯოკოვიჩი წარმატებულ თამაშს აგრძელებს http://rustavi2.com/ka/news/45933

მადრიდის მასტერსზე წარმატებით თამაშობს ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ორ სეტში 6:2, 6:4 დაამარცხა ბორნა გორიჩი.

ფელიციანო ლოპესი რობერტო ბაუტისტასთან დამარცხდა 3:6, 7:5, 5:7, ხოლო ტომაშ ბერდიხმა დენის ისტომინს სძლია 6:3, 6:3. სტანისლას ვავრინკამ კი ნიკ კირგიოსთან წააგო 6:7, 6:7, კეი ნიშიკორისა და ფაბიო ფონინის დაპირისპირება 6:2, 3:6, 7:5 დასრულდა.

 

]]>
05-05-2016 08:53 +0400
რაფაელ ნადალმა ბარსელონას ტურნირი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/45209

რაფაელ ნადალი თანდათან ძველ ფორმას იბრუნებს. ესპანელი ჩოგბურთელი ბარსელონას ტურნირის გამაჯვებული გახდა და 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ფინალში ნადალმა იაპონელი კეი ნიშიკორი 2 სეტში - 6:4, 7:5 დაამარცხა და კარიერაში რიგით 69-ე (49 თიხაზე) ტიტული მოიგო. 

შეგახსენბთ, რომ დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა გასულ კვირას მონტე კარლო მასტერსის მოგებაც მოახერხა.

 

წყარო: Eurosport

]]>
25-04-2016 14:19 +0400
რაფაელ ნადალი წარმატებულ თამაშს განაგრძობს http://rustavi2.com/ka/news/44888

ბარსელონას საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებული სტარტი ჰქონდათ ესპანელრაფაელ ნადალს და იოაპონელ კეი ნიშიკორის.

ნადალმა მარსელ გრანოლე საკმაოდ იოლად 2 სეტში - 6:3, 6:2 დაამრაცხა. ნიშიკორიმ კი კიტიე მოდებეკერს 6:4, 6:2 მოუგო. 

ასევე, მიხაილ იუჟნიმ ფაბიო ფონინისთან 6:3, 0:6, 1:6 წააგო, ხოლო პაბლო კარენომ ფილიპ კოლშრაიბერთან 2:6, 1:6 დამარცხდა. ალბერტ მონტანესისა და ჟოაო სოუზას დაპირისპირება 6:1, 6:3 დასრულდა.

 

]]>
21-04-2016 10:34 +0400
რაფაელ ნადალი მონტე-კარლოს მასტერსის გამარჯვებულია http://rustavi2.com/ka/news/44575

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის მე-5 ნომერმა ესპანელმა, რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი კარიერაში მეცხრედ მოიგო.

ნადალმა ფინალში ფრანგი გაელ მონფისი 7:5, 5:7, 6:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ორი სეტი დაძაბული გამოდგა და ორივე ჩოგბურთელი რიგ ეპიზოდებში საოცრად თამაშობდა, თუმცა მესამე სეტში მონფისმა ფეხის ტრავმა მიიღო და ესპანელმაც სეტი იოლად მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

ნადალმა ამ გამარჯვებით კარიერაში რიგით 68-ე ტიტული მოიპოვა.

]]>
18-04-2016 09:41 +0400
როჯერ ფედერერი - "რაც ტოტიმ ფეხბურთისთვის გააკეთა - შეუფასებელია" http://rustavi2.com/ka/news/44109

შვეიცაელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან საუბარში ფრანჩესკო ტოტიზე და ვალენტინო როსიზე გააკეთა კომენტარი. ფედერერის თქმით, სპორტის განვითარებაში მათი ღვაწლი შეუფასებელია.

"რაც ფრანჩესკომ და ვალენტინომ ფეხბურთისა და მოტოსპორტის განვითარებისთვის გააკეთეს - შეუფასებელია. ისინი მომავალი თაობისთვის მაგალითი იქნებიან. თუ ტოტი კიდევ გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას, მაშინ მე მის გვერდით ვიქნები. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს," - განაცხადა ფედერერმა.

39 წლის ფრანჩესკო ტოტის მიმდინარე სეზონში რომას შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა თითქმის აღარ აქვს. ვეტერან ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და ჯერ-ჯერობით უცნობია, დაასრულებს თუ არა საფეხბურთო კარიერას "რომაელი იმპერატორი".  

 

წყარო: Eurosport

ფოტო: არქივი

]]>
12-04-2016 13:45 +0400
მონტეკარლოში როლექსის მასტერსი დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/44090

მონტეკარლოში, როლექსის მასტერსზე, რიჩარდ გასკემ და გაელ მონფისმა ტურნირის პირველი სათამაშო დღე წარმატებით დაიწყეს.

გასკემ 6:4, 6:0 დაამარცხა ნიკოლას ალმაგრო, ხოლო მონფისმა 7:5, 6:0 მოუგო ჟილ მიულერს. პარალელურად ალბერტ რამოსმა 4:6, 6:7 დათმო რობერტო ბაუტისტასთან, ტომას ბელუჩიმ კი 5:7, 1:6 წააგო გილერმო გარსიასთან. სტეფან რობერტისა და პაბლო კარენოს დაპირისპირება 3:6, 1:6 დასრულდა.

]]>
12-04-2016 10:03 +0400
სპონსორებმა მარია შარაპოვასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს http://rustavi2.com/ka/news/41279

რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვა, სპეციალურად გაამრთულ პრესკონფერენციაზე თავად აღიარა, რომ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა და მის ორგანიზმში აკრზალული პრეპარატი აღმოაჩინეს.

ამ განცხადების შემდეგ PORSCHE AG-მა, Nike-მა და  Tag Heuer-მა ჩოგბურთელთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

"სანამ ყველა დეტალი არ გახდება ცნობილი, მანამდე შარაპოვასთან ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებას გადავდებთ," - ნათქვამია გერმანულმა საავტომობილო კონცერნის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვას დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის დროა გაიარა დადებითი იყო. ჩოგბურთელის ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოაჩინეს.

 

]]>
09-03-2016 10:02 +0400
მარია შარაპოვა დოპინგ სკანდალში გაეხვა http://rustavi2.com/ka/news/41194

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, დოპინგ სკანდალში გაეხვა. შარაპოვას დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის დროა გაიარა დადებითი იყო. ჩოგბურთელის ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოაჩინეს.

შარაპოვამ ლოს ანჯელესში პრესკონფერენცია მოიწვია და ამის შესახებ თავად განაცხადა. თავდაპირველად უცხოური მედია ვარაუდოდა, რომ ბოლოდროინდელი ხშირი ტრავმებიდან გამომდინარე რუსი კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა ჩოგბურთელის განცხადება იმაზე სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც წელს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვამ საკუთარი დანაშაული აღიარა და ბოდიში მოიხადა, რადგან ყურადღება არ მიაქცია პრეპარატის აკრძალვის შესახებ მიღებულ წერილს. 

"ცოტა ხნის წინ ანტისადოპინგო ასოციაციიდან წერილი მივიღე, რომელშიც აკრძალული პრეპარატების სია იყო, თუმცა მე ამას ყურადღება არ მივაქციე. ეს ჩემი შეცდომაა. მე ჩემი გულშემატკივრები დავაღალატე. არ მინდა კარიერის მსგავსი მიზეზით დასრულება. იმედი მაქვს, მეორე შანს მომცემენ. ამ პრეპარატს 2006 წლიდან ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ვიღებდი და მე უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ის აკრძალული იყო," - განაცხადა შარაპოვამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციებს დააკისრებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მარია შარაპოვას.

 

წყარო: Eurosport

]]>
08-03-2016 13:16 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი - "ყაზახეთის ნაკრები ჩოგბურთს მაღალ დონეზე თამაშობდა" http://rustavi2.com/ka/news/41089

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დევისის თასზე ყაზახეთის ნაკრებთან რთული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯოკოვიჩის თქმით, ყაზახი ჩოგბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობდნენ და გამარჯვებასაც კი იმსახურებდნენ.

"ყაზახი ჩოგბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობდნენ და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ნედოვესოვა და გოლუბევა ერთმანეთთან შეთამაშებული წყვილია და ამიტომაც გაგვიჭირდა მათი დამარცხება," -განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბეთმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

წყარო: Eurosport

]]>
07-03-2016 14:41 +0400
დევისის თასი - სერბეთი ბრიტანეთს დაუპირისპირდება http://rustavi2.com/ka/news/41056

დევისის თასის გათამაშებაში სერბეთის ჩოგბურთელთან ნაკრებმა ყაზახეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. სერბეთი მეოთხედფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული დიდი ბრიტანეთის ნაკრები იქნება.

თავის მხრივ ბრიტანეთმა იაპონიის ბარიერი დაძლია. სერბეთი-ბრიტანეთის დაპირისპირებას დამატებით ინტერეს სძენს ნოვაკ ჯოკოვიჩის და ენდი მიურეის შეხვედრა. მატჩებს ბელგრადი უმასპინძლებს.

მეოთხედფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა.

იტალია - არგენტინა

ჩეხეთი - საფრანგეთი

აშშ - ხორვატია

]]>
07-03-2016 08:44 +0400
საქართველო VS დანია - ხვალ დევისის თასის პირველი შეხვედრა გაიმართება http://rustavi2.com/ka/news/40830

სამი დღის მანძილზე თბილისის ახალი სპორტის სასახლე დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დანიის გუნდს მასპინძლობს

დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, გათამაშების პირველი შეხვედრა ხვალ, 4 მარტს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და კრისტიან სიგსგარდი დაუპიისპირდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე ზიმბაბვესა და ფინეთს შორის გამარჯვებული იქნება.

 

]]>
03-03-2016 22:01 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩს იმედი აქვს, რომ დევისის თასზე იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/40808

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, იმედი გამოთქვა, რომ დევისის თასზე ყაზახეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობს მიიღებს. ჯოკოვიჩს მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, რის გამოც მან დუბაის ტურნირი ნაადრევად დატოვა.

"ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ. ყაზახეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ მეტოქე და მათ წინააღმდეგ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რადგან ყაზახეთის შემადგენლობაში კარგი ჩოგბურთელები ასპარეზობენ,"- განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგბურთელმა.

დევისის თასის შეხვედრა სერბეთი-ყაზახეთი 4-დან 6 მარტის ჩათვლით ქალაქ ბელგრადში გაიმართება.  

წყარო: Eurosport

]]>
03-03-2016 17:48 +0400
ენდი მიურეი - "მინდა, რომ ჩემმა შვილმა ჩემით იამაყოს" http://rustavi2.com/ka/news/40716

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ენდი მიურეიმ, Eurosport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მის ქალიშვილზე ისაუბრა. მიურეის სურს, რომ მისმა ქალიშვილმა მამის მიღწევებით იამაყოს.

"როცა ჩემი ქალიშვილი გაიზრდება და გაიგებს, თუ რას მიაღწია მამამისმა მინდა, რომ ჩემით იამაყოს," - განაცხადა ბრიტანელმა.

ამჟამად ენდი მიურეი ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნული ტურნირი სწორედ ბრიტანეთის გუნდმა მოიგო.

]]>
02-03-2016 16:09 +0400
ფედერერის უცნაური ინტერვიუ - ჟურნალისტმა ჩოგბურთელს ტეკილას დალევა შესთავაზა http://rustavi2.com/ka/news/40695

შვეიცარიელი ჩოგბურთელი ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა.

ღონისძიების დაწყებამდე წითელ ხალიჩაზე ფედერერს მექსიკელმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ტეკილას დალევა შესთავაზა. შეთავაზებაზე როჯერმაც თანხმობა განაცხადა და 1 ჭიქა სასმელი დალია.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღის წინ განაახლა ვარჯიში.

 

ვიდეო: Youtube/mostlysport

]]>
02-03-2016 13:31 +0400
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის შეხვედრისთვის ემზადება http://rustavi2.com/ka/news/40526

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩისთვის ემზადება.

ახალ სპორტის სასახლეში ჩვენი გუნდი დანიას უმასპინძლებს. დევისის თასის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ირაკლი მეტრეველი ითამაშებენ.

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული გუნდი ზიმბაბვესა და ფინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

]]>
29-02-2016 22:12 +0400
ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირი თვალის პრობლემების გამო დატოვა http://rustavi2.com/ka/news/40208

დუბაიში გამართული პირველობის მეოთხედფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩი ფელისიანო ლოპესის დაპირისპირების დროს, სერბმა ჩოგბურთელმა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ტურნირი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯოკოვიჩს მარჯვენა თვალში ინფექცია აქვს და ჩოგბურთელს მხედველობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები.

ნახევარფინალში ლოპესი მარკოს ბაგდატისს შეხვდება.  

წყარო: Eurosport

]]>
25-02-2016 23:32 +0400
როჯერ ფედერერმა ვარჯიში დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/40190

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, მუხლის ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაცია ფედერერმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ბედნიერი ვარ, რომ ვარჯიშს დავუბრუნდი," - დაწერა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა.

ფედერერი კორტზე მარტის დასაწყისში დაბრუნდება.

]]>
25-02-2016 19:03 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა http://rustavi2.com/ka/news/40115

დუბაის ღია პირველობაზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კარიერაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა ტუნისელ მალეკ ჯაზირის 2 სეტში - 6:1, 6:2 მოუგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

"ჩემთვის ეს მიღწევა დიდი პატივია. როდესაც დიდ სპორტში ხარ ცდილობ, რომ რეკორდებს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ფელისიანო ლოპესს დაუპირისპირდება. 

]]>
25-02-2016 08:35 +0400
რიო დე ჟანეიროს ტურნირი პაბლო კუევასმა მოიგო http://rustavi2.com/ka/news/39847

ურუგვაელმა ჩოგბურთელმა, პაბლო კუევასმა, რიო დე ჟანეიროს ტურნირის ფინალში არგენტინელი, გუიდო პელა 6:4, 6:7, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ATP ტურის მეოთხე ტიტული მოიგო.

შეხვედრა 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კუევასმა ტურნირზე რაფაელ ნადალის დამარცხებაც შეძლო.

ურუგვაელი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს.

]]>
23-02-2016 15:33 +0400
ალექსანდრე მეტრეველი საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებს http://rustavi2.com/ka/news/39886

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მოთამაშე ალექსანდრე მეტრეველი ნაკრებში ასპარეზობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. მეტრეველი ნაკრებში თამაშზე უარს საპრემიო სისტემის გამო ამბობს. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დაფინანსება, რომელიც ფედერაციამ ნაკრების წევრებს გამოუყო არასაკმარისია და ჩოგბურთელებს ტურნირებისთვის მომზადებაში ხელს ვერ შეუწყობს.

ნაკრების დანარჩენი წევრები თანაგუნდელის მოსაზრებას არ იზიარებენ და მარტში დანიის წინაარმდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ითამაშებენ.

ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, რომელიც ამავდროულად ჩოგბურთელის ბიძაა, ნაკრებს დევისის თასისთვის მოსამზადებლად 150 ათასი ლარი გამოეყო, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

4-6 მარტს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე თბილისში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება.

]]>
22-02-2016 18:53 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი - "ჩემი წარმატებები არ მიკვირს" http://rustavi2.com/ka/news/39851

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა.

"ჩემი წარმატებები არ მიკვირს, მე ბევრს ვმუშაობ და საკუთარი თავისგანაც მაქსიმუმს ვითხოვ. ყოველი მატჩს ოპტიმიზმით ვხვდები. ვიცი, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შემიძლია. ჩემი შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს," - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის 11 ტიტული აქვს მოგებული.

 

წყარო: atpworldtour.com

]]>
22-02-2016 16:00 +0400
ნიკ კირგიოსმა ATP-ის პირველი ტიტული მოიგო http://rustavi2.com/ka/news/39848

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირგიოსმა, მარსელის ტურნირის ფინალში ხორვატი მარენ ჩილიჩი 6:2, 7:6 დაამარცხა და ATP ტურის პირველი ტიტული მოიგო.

შეხვედრა 1 საათი და 27 წუთი გაგრძელდა.

კირგიოსი რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. 

]]>
22-02-2016 14:21 +0400
სერენა უილიამსმა მარტინა ნავრატილოვას მიღწევა გააუმჯობესა http://rustavi2.com/ka/news/39845

ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, ზედიზედ 157 კვირაა ქალთა რეიტინგს ლიდერობს, რითაც მარტინა ნავრატილოვას მიღწევა გააუმჯობესა.

ეს ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. რეკორდი შტეფი გრაფს ეკუთვნის რომელიც WTA-ის რეიტინგს 186 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

სერენა უილიამსს დიდი სლემის 21 ტიტული აქვს მოგებული.

 

წყარო: eurosport

]]>
22-02-2016 13:38 +0400
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/39717

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დუბაის ტურნირის კვალიფიკაციის პირველ წრეში ბელგიელი, იანიკ მერტენსი 7:6, 6:0 დაამარცხა.

შეხვედრა 1 საათი და 22 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რუსი მიხაელ იუჟნი იქნება. შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.

 

ფოტო: არქივი

]]>
20-02-2016 17:54 +0400
დელ პოტრო - "ჩემი თავით გაკვირვებული ვარ" http://rustavi2.com/ka/news/39707

არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, დელრეის ტურნირის მეოთხედფინალში ჟერემი ჩარდი 6:2, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

"ჩემი თავით გაკვირვებული ვარ. ამჟამად ვცდილობ საუკეთესო ფორმაში შევიდე. ჩოგბურთი კვლავ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს," - განაცხადა დელ პოტრომ.

არგენტინელ ჩოგბურთელს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მას 11 თვე გაუცდა.

 

წყარო: atpworldtour.com

]]>
20-02-2016 16:29 +0400
რაფაელ ნადალი - "როლან გაროსის მოგება მინდა" http://rustavi2.com/ka/news/39693

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა თავის მიზნებზე ისაუბრა.

"ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. რომელი ტურნირის მოგება მინდა? როლან გაროსის. მისგან არასდროს დაიღლები. რა თქმა უნდა ოლიმპიადაც უმნიშვნელოვანესი ტურნირია, თუმცა ჩოგბურთში განსაკუთრებული ყურადრება დიდ სლემებს ექცევა," - განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

რაფაელ ნადალს დიდი სლემის 14 ტიტული აქვს მოგებული.

 

წყარო: eurosport

]]>
20-02-2016 15:26 +0400
WTA-მ ქალთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა http://rustavi2.com/ka/news/39210

WTA-ის განახლებულ რეიტინგში, 18 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, ბელინდა ბენჩიჩმა, მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

საუკეთესო ათეულში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. ჩეხი პეტრა კვიტოვა ერთი პოზიციით დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგს კვლავ ამერიკელი სერენა უილიამსი, 9245 ქულით ლიდერობს.

 

]]>
15-02-2016 14:59 +0400
რობერტა ვინჩი - "შესაძლოა ეს ჩემი ბოლო სეზონი იყოს" http://rustavi2.com/ka/news/39212

იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ განაცხადა, რომ ეს სეზონი შესაძლოა მის კარიერაში უკანასკნელი იყოს.

"შესაძლოა ეს ჩემი ბოლო სეზონია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გადავიფიქრო. ჩოგბურთის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ვნახოთ მომავალში რა იქნება, ვეცდები რეიტინგში კიდევ უფრო წინ წავიწიო", - განაცხადა ვინჩიმ.

იტალიელი ჩოგბურთელი WTA-ის რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.

 

წყარო: sport-express.ru

]]>
15-02-2016 14:51 +0400
მარტინ კლიჟანმა როტერდამის ტურნირი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/39208

სლოვაკი ჩოგბურთელი მარტინ კლიჟანი, როტერდამის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში მან ფრანგი გაელ მონფილსი 6:7, 6:3, 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათი და 2 წუთი გაგრძელდა. კლიჟანის კარიერაში ეს მეოთხე მოპოვებული ტიტულია.

]]>
15-02-2016 14:07 +0400
ბუენოს აირესის ტურნირი დომინიკ ტიმმა მოიგო http://rustavi2.com/ka/news/39205

მსოფლიოს მეცხრამეტე ჩოგანი, დომინიკ ტიმი, ბუენოს აირესის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, ესპანელი ნიკოლას ალმაგრო 7:6, 3:6, 7:6 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ტიმის კარიერაში ეს მეოთხე მოპოვებული ტიტულია.

]]>
15-02-2016 13:59 +0400
ტებერვალს ჩეხეთში ევროპის ტასის ფინალურ ეტაპზე გამოვლენ. http://rustavi2.com/ka/news/38936

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა 3-6 თებერვალს ისრაელში, ქალაქ ელიატში ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაშიიტამასა. ჩვენმა გუნდმა 2 სეხვედრა მოიგო და ერტხელ დამარცხდა რის სედეგადაც ხორვატიასტან ერტად მეხუტე მეექვსე ადგილი გაიყო და ფედერაციის თასის ევრო-აფრიკულ ზონის I ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველმა ცოგბურტელებმა სამხრეთ აფრიკა 3-0 დაამარცხეს, ინგლისტან კი 1-2 დამარცხდნენ.5 ადგილისატვის სეხვედრაში კი ბულგარელებს 2-1 მოუგეს. წარმატებას მიაღწიეს 16 წლამდე ასაკის გოგონებმა-მათ საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახეს და 19 ტებერვალს ჩეხეთში ევროპის ტასის ფინალურ ეტაპზე გამოვლენ.

]]>
11-02-2016 20:57 +0400
როჯერ ფედერერის რეკორდი - 600 კვირა საუკეთესო სამეულში http://rustavi2.com/ka/news/38819

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, ჩოგბურთში ახალი რეკორდი დაამყარა.

ფედერერი ზედიზედ 600 კვირის განმავლობაში საუკეთესო ჩოგბურთელების რეიტინგის სამეულში შედის. შვეიცარიელმა ჯიმი კონორსის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც საუკეთესო სამეულში 595 კვირა იმყოფებოდა.

ფედერერს დიდი სლემის 17 ტიტული აქვს მოგებული.  

 წყარო: Tennis World

]]>
10-02-2016 18:58 +0400
რიშარ გასკემ მონპელიეს ტურნირი მოიგო http://rustavi2.com/ka/news/38573

ფრანგმა ჩოგბურთელმა, რიშარ გასკემ, მონპელიეში დასრულებული ტურნირის ფინალში თანამემამულე პოლ ანრი მატიო ორ სეტში - 7:5, 6:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრა 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდა.

გასკეს კარიერაში ეს მეცამეტე მოგებული ტიტულია.

]]>
08-02-2016 13:47 +0400
რაფაელ ნადალი - "კარიერის დასრულების შემდეგ ჩოგბურთში გავაგრძელებ საქმინაობას " http://rustavi2.com/ka/news/38571

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, თავის მომავალზე ისაუბრა.

"როდესაც კარიერას დავასრულებ, მალიორკაზე გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. მე ჩოგბურთის საკუთარი აკადემია მაქვს, რომელიც ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზეა. ეს საშუალებას მომცემს მუდმივად ჩართული ვიყო საქმეში. ჩოგბურთს ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს," - განაცხადა ნადალმა.

29 წლის ჩოგბურთელს დიდი სლემის 14 ტიტული აქვს მოგებული.

 

წყარო: tennisworldusa.org

]]>
08-02-2016 13:17 +0400
მარია შარაპოვა რუსეთის სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა http://rustavi2.com/ka/news/38459

რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ, მარია შარაპოვას სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. 

"ასეთ ჯილდოს არ ველოდი. მე იშვიათად ვარ ხოლმე მოსკოვში და, როდესაც შესაძლებლობა მომეცა, ფედერაციის თასზე სათამაშოდ ჩამოვედი. წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს. რიოს ოლიმპიადაზე თამაში მინდა და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება," - განაცხადა შარაპოვამ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შარაპოვა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი სიმართლე არ აღმოჩნდა.

 

წყარო: მარია შარაპოვას Twitter-ის ოფიციალური გვერდი.

]]>
06-02-2016 16:53 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი - "გრუნტის მეფედ კვლავ ნადალი რჩება" http://rustavi2.com/ka/news/38436

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალის შესახებ ისაუბრა.

"გრუნტის მეფე კვლავ ნადალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან ისტორია დაწერა და 9-ჯერ მოიგო როლან გაროსი. საინტერესოა ამ სეზონში რა მოხდება, თუმცა მანამდე "ჰარდზე" ბევრი ტურნირი გველის", - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

დიდი სლემის ტიტული რაფაელ ნადალს 14-ჯერ, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩს 11-ჯერ აქვს მოგებული.

 

წყარო: sbs.com.au

]]>
06-02-2016 13:35 +0400
ფედერერმა ოპერაცია გაიკეთა http://rustavi2.com/ka/news/38433

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

ამის შესახებ 34 წლის შვეიცარიელმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა.

ტრავმის გამო ფედერერი როტერდამში და დუბაიში დაგეგმილ ტურნირებს გამოტოვებს, რის გამოც მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

შვეიცარიელ ჩოგბურთელს დიდი სლემის 17 ტიტული აქვს მოგებული.

 

]]>
06-02-2016 13:16 +0400
როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა http://rustavi2.com/ka/news/38320

შვეიცარიელი ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

სამედიცინო გამოკვლევლევების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფედერერს მენისკი ჰქონდა გაღიზიანებული და ქირურქიული ჩარევა აუცილებელი იყო.

"ექიმებმა დამარწმუნეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ვარჯიშს მალე დავუბრუნდები," - განაცხადა ჩოგბურთელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედერერი ვარჯიშის განახლებას თვენახევარში შეძლებს.

 

წყარო: Eurosport

 

 

]]>
04-02-2016 20:17 +0400
კერბერი - "ბოლო დროს საკუთარ თავთან კითხვები მიჩნდებოდა" http://rustavi2.com/ka/news/38062

ავტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა, ანგელიკა კერბერმა, განაცხადა, რომ ტურნირზე მეტი თავდაჯერებულობა ბელორუსელ, ვიქტორია აზარენკასთან გამარჯვებამ შესძინა.

"რა თქმა უნდა საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის მქონდა, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მიჩნდებოდა კითხვები - ნუთუ მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ ან ოდესმე მივაღწევ კი ჩემს მიზნებს? ვფიქრობ, გასულ 2 კვირაში ყველაფერი შეიცვალა. აზარენკას დამარცხების შემდეგ მე მჯეროდა, რომ ტურნირის მოგება შემეძლო," - განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა.

კერბერმა ავსტრალიის პირველობის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო.

 

]]>
02-02-2016 18:07 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი - "მიურეის ისევ ექნება ტურნირის მოგების შანსი" http://rustavi2.com/ka/news/37922

ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ენდი მიურეიზე ისაუბრა.

"მიურეი პატივისცემას იმსახურებს. მან მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. ის კარგი ადამიანი და მეგობარია. ენდის ამ ტურნირის მოგების შანსი კიდევ ექნება," - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ენდი მიურეი 6:1, 7:5, 7:6 დაამარცხა.

 

წყარო: eurosport

]]>
01-02-2016 14:50 +0400
ანგელიკა კერბერი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა http://rustavi2.com/ka/news/37913

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა, ანგელიკა კერბერმა, WTA-ის განახლებულ რეიტინგში 5700 ქულით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგს კვლავ სერენა უილიამსი ლიდერობს, ხოლო მესამე პოზიციას რუმინელი, სიმონა ჰალეპი იკავებს.

 

წყარო: wtatennis.com

 

]]>
01-02-2016 14:01 +0400
"დედა" - ჯოკოვიჩის შვილი მამის მატჩს უყურებს http://rustavi2.com/ka/news/37893

რამდენიმე დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ როდესაც მისი შვილი ტელევიზორში მის მატჩებს უყურებს "დედას" ეძახის.

ამის მტკიცებულებად, სერბი ჩოგბურთელის მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალს ჯოკოვიჩის შვილი უყურებს და მამის დანახვისას ამბობს - "დედა".

ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ენდი მიურეი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეექვსედ მოიგო.

 

წყარო: Twitter.com

]]>
01-02-2016 11:38 +0400
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო http://rustavi2.com/ka/news/37880

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი დაუპირისპირდნენ.

სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 3 სეტში - 6:1, 7:5, 7:6 მოუგო. შეხვედრა 2 საათი და 56 წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში რიგით 61-ე, ხოლო დიდი სლემის მე-11-ე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, როდ ლეივერს და ბიონ ბორგს გაუტოლდა.

"მადლობა ორგანიზატორებს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ისეთი ლეგენდარული ჩოგბურთელების გვერდით მაყენებენ, როგორებიც არიან: ბიონ ბორგი და როდ ლეივერი,"- განაცხადა სერბმა.

ჯოკოვიჩმა ტურნირის მოგებით 3 400 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

]]>
01-02-2016 08:23 +0400
სერენა უილიამსი - "სხვა ჩოგბურთელებმა მაგალითი კერბერისგან უნდა აიღონ" http://rustavi2.com/ka/news/37798

სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ანგელიკა კერბერთან დამარცხების შემდეგ გააკეთა კომენტარი.

"ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. ანჟელიკას გამო მოხარული ვარ, რადგან ის წლების განმავლობაში საუკეთესო ჩოგბურთელებში შედის და დიდი სლემის ტურნირის მოგება ნამდვილად დაიმსახურა. სხვა მოთამაშეებმა მაგალითი მისგან უნდა აიღონ. ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყვნენ და არასდროს დანებდნენ," - განაცხადა უილიამსმა.

ანგელიკა კერბერმა სერენა უილიამსი 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტიტული.

 

წყარო: eurosport

]]>
30-01-2016 18:48 +0400
ავსტრალიის ღია პირველობა ანგელიკა კერბერმა მოიგო http://rustavi2.com/ka/news/37771

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი დაამარცხა.

კარბერმა მეტოქეს 3 სეტში - 6:4, 3:6, 6:4 მოუგო.  შეხვედრა 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა.

გერმანელმა დიდი სლემის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

]]>
30-01-2016 15:43 +0400
მარია შარაპოვა - "იმ ქვეყნის ნაკრებში არ ვითამაშებ, რომლის პრეზიდენტიც პუტინია" http://rustavi2.com/ka/news/37769

ავსტრალიის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ, რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

"მე არ ვითამაშებ იმ ქვეყნის ნაკრებში, რომლის პრეზიდენტიც პუტინია,"- განაცხადა ჩოგბურთელმა.

ეს ინფორმაცია რუსულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, შამილ ტარპიშევმა, სპორტსმენს ულტიმატული წაუყენა. მისი განცხადებით, თუ შარაპოვა ნაკრებს დატოვებს, მაშინ ის ოლიმპიადაზეც ვერ იასპარეზებს.

]]>
30-01-2016 14:53 +0400
ენდი მიურეი - "ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც არ შემიძლია ჯოკოვიჩის დამარცხება" http://rustavi2.com/ka/news/37759

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, შეხვედრის წინ გააკეთა კომენტარი.

"თუ ნოვაკთან ჩემს საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებ, შანსები მექნება. ეს რთული იქნება და ჩემი ცოტას თუ სჯერა, თუმცა მე სხვა გეგმები მაქვს. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც არ შემიძლია ჯოკოვიჩის დამარცხება", - განაცხადა მიურეიმ.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 31 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

 

]]>
30-01-2016 13:40 +0400
ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ფედერერი დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/37587

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 4 სეტში - 6:1, 6:2, 3:6, 6:3. შეხვედრა 2 საათი და 23 წუთი გაგრძელდა.

 

ფინალში ჯოკოვიჩი მარეი-რაონიჩის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

]]>
28-01-2016 15:00 +0400
სერენა უილიამსი ფინალში გავიდა http://rustavi2.com/ka/news/37564

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგში სერენა უილიამსმა აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 სეტში - 6:0, 6:4 მოუგო. მატჩი 1 საათი და 4 წუთი გაგრძელდა.

ფინალში უილიამსი გერმანელ ანგელა კერბერს დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 44 მილიონ დოლარს შეადგენს.

]]>
28-01-2016 10:42 +0400
ნოვაკ ჯოკოვიჩი - "ჩემი შვილი დედას მეძახის" http://rustavi2.com/ka/news/37560

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა კეი ნიშიკორი დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შედეგ სერბმა ჩოგბურთელმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ როდესაც მისი შვილი ტელევიზორში მის მატჩებს უყურებს "დედას" ეძახის.

"როდესაც ჩემი შვილი ტელევიზორში ჩემს მატჩებს უყურებს მე "დედას" მეძახის", - ჯოკოვიჩის ამ სიტყვებმა გულშემატკივრები გაამხიარულა.

ნახევრაფინალში სერბი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

 

წყარო: eurosport

]]>
28-01-2016 10:31 +0400
ენდი მარეი ნახევარფინალში იასპარეზებს http://rustavi2.com/ka/news/37479

ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარეიმ ესპანელი დავიდ ფერერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ბრიტანელმა მეტოქეს 4 სეტში - 6:3, 6:7, 6:2, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათი და 25 წუთი გაგრძელდა.

მარეი ნახევარფინალში რაონიჩ-მონფილსის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

]]>
27-01-2016 14:20 +0400
უილიამსმა შარაპოვა დაამარცხა http://rustavi2.com/ka/news/37395

ავსტრალიის ღია პირველობაზე სერენა უილიამსმა რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 სეტში -  6:4, 6:1 მოუგო. შეხვედრა 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა.

ნახევარფინალში უილიამსი აგნეშკა რადვანსკას დაუპირისპირდება.

 

]]>
26-01-2016 18:27 +0400
ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ფედერერს დაუპირისპირდება http://rustavi2.com/ka/news/37364

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა კეი ნიშიკორი დაამარცხა და ნახევარფინალში იასპარეზებს.

სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 3 სეტში - 6:3, 6:2, 6: 4 მოუგო. შეხვედრა 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩი როჯერ ფედერს დაუპირისპირდება.

]]>
26-01-2016 14:57 +0400