RUSTAVI2 Rustavi2 TV News Portal RSS Feed Rustavi2 Broadcasting Company http://rustavi2.com/ ინდონეზიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი პითონის სხეულში იპოვეს http://rustavi2.com/ka/news/71844

ინდონეზიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი პითონის სხეულში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციელზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, 25 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. როგორც პოლიციამ BBC-ს განუცხადა, იპოვეს გველი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ პითონს ადამიანი ჰყავდა გადაყლაპული.

7 მეტრიანი პითონის გაჭრის შემდეგ კი, მის სხეულში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 

]]>
29-03-2017 18:15 +0400
ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებას დათანხმდა http://rustavi2.com/ka/news/71841

ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებას დათანხმდა. მომდევნო დღეებში ამერიკელ მუსიკოსს სტოკჰოლმში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი. სწორედ ამ პერიოდში შეხვდება ის აკადემიის წარმომადგენლებს და დიპლომსა და მედალს მიიღებს.

შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ნობელის პრემია ბობ დილანს ოქტომბერში მიანიჭეს, თუმცა ის დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. 75 წლის მუსიკოსს ამ დრომდე არ ჩაუტარებია ტრადიციული ლექციაც, რომელიც ფულადი ჯილდოს, 8 მილიონი კრონის მიღების აუცილებელი პირობაა.

]]>
29-03-2017 17:34 +0400
ჰოლივუდის ცნობილმა რეჟისორებმა საკუთარ კოლეგებზე ფილმი გადაიღეს http://rustavi2.com/ka/news/71840

ჰოლივუდის ცნობილმა რეჟისორებმა საკუთარ კოლეგებზე ფილმი გადაიღეს. სურათი სათაურით 5-ვე დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მოქმედებების გადასაღებად ჩასულ რეჟისორებზეა და მაყურებელს მოუთხრობს როგორ შეიცვალა კინოინდუსტრია მათი დამსახურებით.

ფილმზე მუშაობდა რამდენიმე რეჟისორი, მათ შორის სტივენ სპილბერგი და ფრენსის ფორდ კოპოლა, ტექსტს ოსკაროსანი მერილ სტრიპი კითხულობს. სურათის პრემიერა ნიუ იორკში გაიმართა, კომპანია ნეტფლიქსი კი მას ეთერში 31 დეკემბერს უჩვენებს.

]]>
29-03-2017 17:31 +0400
ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს http://rustavi2.com/ka/news/71836

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციის მუშაობა ყოფილმა კანდიდატმა პირველად სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლისას შეაფასა.

ჰილარი კლინტონმა კატასტროფული უწოდა რესპუბლიკელთა მიერ მომზადებულ სადაზღვევო გეგმას, რომლითაც ე.წ. ობამაქეარის ჩანაცვლებას აპირებდნენ და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დოკუმენტს კონგრესში მხარი არ დაუჭირეს.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის წარმომადგენელი შონ სპაისერიც გააკრიტიკა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტილი დაუწუნა.

]]>
29-03-2017 15:38 +0400
საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა http://rustavi2.com/ka/news/71827

საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელს დათვალიერებას დაუთმო.

ვიზიტის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვიქტორ დოლიძის თქმით, დღეს უკვე საქართველოს მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ევროპასთან საქართველოს სრული ინტეგრაცია მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან ბატონ იუნკერთან. ის, რომ ვიზის საკითხი გადაწყვეტილია ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა მეტი დახმარება, მეტი პროგრამა, მეტი პრაგმატული ელემენტი შევიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოში უკეთესი განათლება, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი აპრობირება მოხდეს იმ ინსტრუმენტების, რომელიც არსებობს აქ ბრიუსელში,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირთან უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც.

შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ევროპის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციის წევრები,  სტუდენტები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები და პროფესორ მასწავლებლები იმყოფებოდნენ.  ისინი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლეს. 

ქართული დელეგაცია ბრიუსელს დაახლოებით ერთ საათში დატოვებს.

]]>
29-03-2017 15:14 +0400
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს http://rustavi2.com/ka/news/71824

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კლიმატის ცვლილების პოლიტიკას აუქმებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბარაკ ობამას გეგმის მთავარ ელემენტებს აჩერებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ ნაბიჯით დაასრულებს ბრძოლას ქვანახშირზე და რეგულაციებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ანადგურებს.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ბიზნეს ჯგუფებში მოიწონეს, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკეს გარემოს დამცველებმა.

ასობით დემონსტრანტმა თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქციაც გამართა.

]]>
29-03-2017 14:39 +0400
მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც მიუსაჯა http://rustavi2.com/ka/news/71821

ალექსეი ნავალნის შემდეგ მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა საპროტესტო აქციის სხვა ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც მიუსაჯა. ისინი ციხეში ორ კვირას გაატარებენ.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველებს სასამართლოს ორდერის გარეშე ეჭვმიტანილის დაკავების უფლება მხოლოდ 48 საათის განმავლობაში აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად, დაკავებულთა ნაწილი სასამართლო პროცესს ამ დრომდე ელოდება.

კვირას გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მოსკოვის ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ადვოკატების ცნობით, ისინი პოლიციის 40-ზე მეტ განყოფილებაში გადაანაწილეს, რაც მათთვის იურიდიული დახმარების გაწევის პროცესს ართულებს. 

]]>
29-03-2017 14:33 +0400
ტრამპი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/71822

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტას რუსეთთან კავშირის გამოძიების ითხოვს.

"რატომ არ ლაპარაკობენ დეზინფორმატორები პოდესტას კავშირზე რუსეთთან ან ფულზე, რომელიც რუსეთმა კლინტონს კომპანია "ურანიუმის" გაყიდვასთან დაკავშირებით გადასცა? ტრამპის ისტორია რუსეთზე მოგონილია"- დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე.

პარალელურად, დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირის თაობაზე მორიგი განცხადება გაკეთდა მოსკოვშიც. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ტრამპის სიძისა და რუსული სახელწიფო ბანკის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა რუტინული ბიზნეს კომუნიკაცია იყო.

 

]]>
29-03-2017 14:33 +0400
ფრანსუა ფიონის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო http://rustavi2.com/ka/news/71820

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. პენელოპა ფიონს კორუფციასა და ფიქტიურ სამუშაო ადგილზე ათასობით ევროს მიღებაში ადანაშაულებენ. მას მოსამართლეები მთელი დღის განმავლობაში კითხავდნენ.

თავად ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ პროკურატურამ ოფიციალურად ორი კვირის წინ განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატს სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავებიან. 

]]>
29-03-2017 14:30 +0400
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო - ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერა http://rustavi2.com/ka/news/71815

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერა და მას ბრიუსელს დღეს გადასცემს. სავარაუდოდ მოლაპარაკებები ბრექსიტის ვადებსა და პირობებზე ორი წელი გაგრძელდება.

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. ტერეზა მეი მოგვიანებით ოფიციალურა განცხადებას გააკეთებს. 

ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედების პარალელურად შოტლანდიამ დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. ადგილობრივმა პარლამენტმა რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ ამ საკითხს კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ახალი რეფერენდუმის ჩატარება სავარაუდოდ 2018 წლის შემდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში იგეგმება, როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ზუსტი ვადები გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია ლონდონის პოზიცია. ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიელების წინადადებაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

]]>
29-03-2017 12:42 +0400
აშშ-მ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა http://rustavi2.com/ka/news/71803

შეერთებული შტატების სენატმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამჯერად რატიფიკაციის ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომელიც პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს. ტრამპის ადმინისტრაცია კი როგორც ცნობილია, ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. მონტენეგრომ უკვე მიიღო 25 ქვეყნის თანხმობა. ვაშინგტონი კი ერთ-ერთი ბოლოა, რომელსაც ნატოს წევრი 28 ქვეყნიდან ამ საკითხის მხარდაჭერა რჩება.

]]>
29-03-2017 09:03 +0400
პარიზში პაბლო პიკასოს გამოფენა გაიხსნა http://rustavi2.com/ka/news/71753

პარიზში პაბლო პიკასოს გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში ლეგენდარული მხატვრის ნამუშევრები და უნიკალური ფოტომასალაა წარმოდგენილი.

საგამოფენო დარბაზები ამჯერად პაბლო პიკასოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის იმ პერიოდს დაეთმო, როდესაც ხელოვანი აფრიკული კულტურით იყო გატაცებული და მეგობარ ჟორჟ ბრაკთან ერთად მხატვრობაში ახალი მიმდინარეობა - კუბიზმი დააფუძნა.

აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით პაბლო პიკასომ უამრავი შედევრი შექმნა. თუმცა, პარიზის მუზეუმში წარმოდგენილია აფრიკელი ხელოვანების ქანდაკებები, რომლებმაც პაბლო პიკასოს შთაგონების წყარო გახდა.

გამოფენაზე წარმოდგენილია არამხოლოდ პიკასოს ნახატები და ქანდაკებები, არამედ შედევრები, რომლებიც მისივე ეპოქის ხელოვანების მიერაა შექმნილი და წლების განმავლობაში პიკასოს კოლექციაში ინახებოდა.

გამოფენა სახელწოდებით პიკასო პრიმიტივი  23 ივლისამდე გაგრძელდება.

]]>
28-03-2017 18:55 +0400
ძლიერი ტროპიკული ციკლონი ავსტრალიის სანაპიროზე http://rustavi2.com/ka/news/71744

ავსტრალიის სანაპიროს ძლიერი ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. მეოთხე კატეგორიის შტორმმა დებიმ უკვე გადაუარა რამდენიმე კუნძულს და ახლა კი, ეპიცენტრი კვინსლენდის შტატია, სადაც გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აჭარბებს.

წაქცეულია ხეები, შენობების ნაწილს კი ქარმა სახურავები ახადა. დასახლებებს არ მეორდება ელექტროენერგია, მათი ნაწილი კი დატბორილია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

მეტეოროლოგების განცხადებით, ასეთი სიძლიერის შტორმი ავსტრალიაში ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ქვეყნის პრემიერმა სანაპირო ზონებში მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა და სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის გეგმა აამოქმედა.

]]>
28-03-2017 15:12 +0400
"დემოკრატი" კონგრესმენები წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ტრამპის რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიებას გამოეთიშო http://rustavi2.com/ka/news/71733

დემოკრატი კონგრესმენები წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ტრამპის რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიებას გამოეთიშოს. მიზეზი რესპუბლიკელი დევინ ნუნესის თეთრ სახლში საიდუმლო ვიზიტი გახდა.

სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ განაცხადა ნუნესმა, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრებს დაზვერვის სამსახურები უნებლიედ უთვალთვალებდნენ.

დემოკრატი კონგრესმენების აზრით, ნუნესმა თეთრ სახლში საიდუმლო ვიზიტის შემდეგ გაკეთებული ამ შინაარსის განცხადებით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და მის მიერ ჩატარებული გამოძიება სანდო არ იქნება.

]]>
28-03-2017 12:32 +0400
აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას, ომის აქტს უწოდებს http://rustavi2.com/ka/news/71732

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ომის აქტს უწოდებს. განცხადება დიკ ჩეინიმ ინდოეთში, გლობალური ბიზნესის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, მისმა მთავრობამ და ორგანიზაციებმა სერიოზული ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩარეულიყო ფუნდამენტურ დემოკრატიული პროცესებში.

დიკ ჩეინიმ ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ელოდება, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ამგვარ პოლიტიკას. დიკ ჩეინის მიაჩნია, რომ მოსკოვის ჩარევის მცდელობის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.

]]>
28-03-2017 12:31 +0400
რა კავშირი აქვს დონალდ ტრამპის სიძეს რუსეთთან - ჯარედ კუშნერს სენატში დაკითხავენ http://rustavi2.com/ka/news/71731

რა კავშირი აქვს დონალდ ტრამპის სიძეს რუსეთთან - ჯარედ კუშნერს, რომელიც პრეზიდენტის თანაშემწის პოსტსაც ითავსებს, სენატის დაზვერვის კომიტეტში დაკითხავენ.

ირკვევა, რომ ჯარედ კუშნერი გასული წლის დეკემბერში რუსული სახელმწიფო ვნეშ-ეკონომ-ბანკის ხელმძღვანელს სერგეი გორკოვს შეხვდა. გორკოვს რუსეთის მთავრობასთან ახლო კავშირები აქვს და პოსტზე პირადად პრეზიდენტ პუტინის მიერაა დანიშნული.

კუშნერის შეხვედრა რუს ბანკირთან ვაშინგტონში დამატებით კითხვებს ბადებს, ვინაიდან ვნეშ-ეკონომ-ბანკი სამი წელია შეერთებული შტატების სანქციების სიაშია.

]]>
28-03-2017 12:28 +0400
იემენში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა http://rustavi2.com/ka/news/71724

11 ადამიანი დაიღუპა იემენში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. სავარაუდოდ, ტერაქტის უკან ალ ქაიდა დგას.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებლით დატვირთული მინი ავტობუსი მთავრობის შტაბის სიახლოვეს ააფეთქა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ისლამისტი მებრძოლები, რომლებმაც შენობაში შეღწევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე მოკლეს.

]]>
28-03-2017 09:33 +0400
უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო იერიშების შედეგად 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა http://rustavi2.com/ka/news/71723

უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო იერიშების შედეგად 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. სოფელ ავდეევკასთან სეპარატისტებმა იერიშები ამჯერადაც გრადის ტიპის რაკეტებიდან განახორციელეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სარაკეტო დარტყმების მახლობლად მშვიდობიანი მოსახლეობაც ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია მათ შორის დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

]]>
28-03-2017 09:30 +0400
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა http://rustavi2.com/ka/news/71722

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ჰასან როუჰანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. განხილვის თემა რუსეთის მიერ ირანული გაზის საბადოებში ჩადებული ინვესტიციის ფონზე, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა იქნება.

ჰასან როუჰანი მაისში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. სანამ ირანში ინვესტირებაზე დასავლური ნავთობ კომპანიები შეერთებული შტატებისგან მწვანე შუქს ელოდებიან, წინა საარჩევნოდ როუჰანი სწორედ რუსულ ინვესტიციებზე ამყარებს იმედებს.

]]>
28-03-2017 09:28 +0400
კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის თეთრ სახლში ყოფნაზე დამატებითი განმარტება არ კეთდება http://rustavi2.com/ka/news/71721

თეთრი სახლი დამატებით განმარტებას არ აკეთებს იმ შეხვედრის შესახებ თუ რატომ იმყოფებოდა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე თეთრ სახლში ტრამპის კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშრებთან გაკეთებულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე.

ამერიკული მედია წერს, რომ დევინ ნუნსი, სავარაუდოდ, თეთრ სახლში საიდუმლოდ თავის წყაროს შეხვდა, რომლისგანაც დოკუმენტები მიიღო.

თავად კონგრესმენი კი უარყოფს, რომ თეთრ სახლში ვინმეს რუსეთის თემაზე ესაუბრა.

]]>
28-03-2017 09:24 +0400
"ისიამოვნეთ ევროპით" - იოჰანეს ჰანი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს http://rustavi2.com/ka/news/71720

საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს, ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით," - წერს ევროკომისარი თავის ოფიციალურ Twitter-ზე

]]>
28-03-2017 09:14 +0400
ძარცვა ბერლინში - ბოდეს მუზეუმიდან 3 მილიონ 700 ათას დოლარად შეფასებული ოქროს მონეტა მოიპარეს http://rustavi2.com/ka/news/71691

ძარცვა ბერლინში - ბოდეს მუზეუმიდან ოქროს მონეტა მოიპარეს. ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის მონეტა, რომელიც 100 კილოგრამს იწონის, 3 მილიონ 700 ათას დოლარადაა შეფასებული.

გავრცელებული ცნობით, მძარცველები მუზეუმში ფანჯრიდან შევიდნენ და კიბე რომლითაც ისარგებლეს, შემთხვევის ადგილზე იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ოქროს მონეტის დიამეტრი 53 სანტიმეტრია და ერთ მხარეს დედოფალ ელისაბედ მეორის პროფილია გამოსახული. ის ბოდეს მუზეუმს საჩუქრად რამდენიმე წლის გადაეცა.


]]>
27-03-2017 18:47 +0400
არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ალექსეი ნავალნის 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს http://rustavi2.com/ka/news/71687

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ ცნეს. მას პატიმრობის გარდა 350 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ალექსეი ნავალნი გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მის გარდა დააპატიმრეს 1000-ზე მეტი დემონსტრანტი. მიტინგი ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მოეწყო და წინ უძღოდა ნავალნის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება, სადაც დიმიტრი მედვედევის ქონებასა და აქტივებზეა საუბარი.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

]]>
27-03-2017 18:31 +0400
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დიმიტრი მედვედევის დაკითხვას მოითხოვს http://rustavi2.com/ka/news/71668

რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი მედვედევის დაკითხვას მოითხოვს. ალექსეი ნავალნიმ ამის შესახებ სასამართლო დარბაზში განაცხადა, სადაც მის საქმეს განიხილავენ.

ოპოზიციის ლიდერს არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში ადანაშაულებენ და 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. სამართალდამცველებმა ნავალვის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის 70-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა. მოსკოვში ყველაზე მეტი, 1030 ადამიანი დააპატიმრეს. აქციებს წინ უძღოდა ნავალნის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება. დოკუმენტში საუბარი იყო დიმიტრი მედვედევის ძვირადღირებულ ბინებსა და აქტივებზე.

]]>
27-03-2017 14:37 +0400
"ევროკავშირი მოკვდება, რადგან ის ხალხს აღარ სჭირდება" - მარინ ლე პენი http://rustavi2.com/ka/news/71665

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს. განცხადება ნაციონალური ფრონტის ლიდერმა ქალაქ ლილში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

"ევროკავშირი მოკვდება, რადგან ის ხალხს აღარ სჭირდება," - აცხადებს ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერი.

მარინ ლე პენი ასევე დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის არჩევნები მთელს მსოფლიოში ადამიანების გლობალური წინააღმდეგობის მორიგი ნაბიჯი გახდება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მარინ ლე პენი მეორე ტურში გადასვლას შეძლებს.

]]>
27-03-2017 14:33 +0400
გერმანიის საარის რეგიონში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა http://rustavi2.com/ka/news/71663

გერმანიის საარის რეგიონში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ 40 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კი, რომლის რეიტინგიც ახალი ლიდერის, მარტინ შულცის პირობებში შედარებით გაიზარდა, ამომრჩევლის მხოლოდ 29 პროცენტი მიემხრო.

საყოველთაო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერსაა დაგეგმილი. ანგელა მერკელს კანცლერის პოსტის შენარჩუნება მეოთხე ვადითაც სურს, მისი მთავარი კონკურენტი კი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი იქნება.

]]>
27-03-2017 14:31 +0400
აქციის დროს დაკავებული რუსი ოპოზიციონერის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა http://rustavi2.com/ka/news/71659

აქციის დროს დაკავებული რუსი ოპოზიციონერის ოფისებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანეს. თავად ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია, მას მოსკოვის სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს.

ოპოზიციის ლიდერი ერთ-ერთია იმ 1030 კაცს შორის, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ დედაქალაქში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. თავდაპირველად მიტინგზე, რომელზეც ხალხი სკანდირებდა ლოზუნგს - რუსეთი პუტინის გარეშე, 500 კაცი დააკავეს. დღეს დილით კი გაირკვა, რომ მათი რიცხვი 1000-ზე მეტია.

საპროტესტო აქცია რუსეთის 70 ქალაქში ჩატარდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი დედაქალაქში იყო. ხალხის ქუჩაში გამოსვლის საბაბი ალექსეი ნავალნის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის პუბლიკაცია გახდა, სადაც დიმიტრი მედვედევის საიდუმლო აქტივებზე და ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლებზე იყო საუბარი.

მომიტინგეები ტრადიციულად პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, ნავალნის ფონდის ინფორმაციით, აქციას 20-დან 25 ათასამდე ადამიანი დაესწრო, ასეთი მრავალრიცხოვანი მიტინგი 2012 წლის ოპოზიციური მსვლელობების შემდეგ, პირველად ჩატარდა.

დაკავებებით დასრულდა აქცია სანქტ-პეტერბურგში. პოლიციის განყოფილებებში 130 მომიტინგე გადაიყვანეს. 140 დააკავეს მახაჩკალაში, 200 კი კრასნოდარში.

მომიტინგეთა დაკავებები დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. უწყების წარმომადგენელმა მარკ ტონერმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ფაქტი დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობად შეაფასა და რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერთან ერთად, სხვა დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ავტორები:თამარ ჭავჭავაძე, გივი კაჭარავა

]]>
27-03-2017 12:32 +0400
ავიაკატასტროფას დონბასში 5 ადამიანი ემსხვერპლა http://rustavi2.com/ka/news/71657

ავიაკატასტროფას დონბასში 5 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის უკრაინული სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ კრამატორსკის მახლობლად ჩამოვარდა.

ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და 3 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იძიებს.

წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენი ელექტროგადამცემ კაბელებს გამოედო, რამაც კატასტროფა გამოიწვია. 

]]>
27-03-2017 12:26 +0400
აშშ რუსეთში საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას გმობს http://rustavi2.com/ka/news/71646

ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთში საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას გმობს.

"მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება დემოკრატიის ღირებულებების შეურაცხყოფაა" -ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Twitter-ის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ოფისის ყველა თანამშრომელი დააკავეს.

თავად აქციის ორგანიზატორი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ალექსეი ნავალნის 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.

]]>
27-03-2017 09:03 +0400
საქართველოს პრემიერი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სამიტს დაესწრება http://rustavi2.com/ka/news/71637

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სამიტს დაესწრება. 

გიორგი კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი.

სხდომის მონაწილეები სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ისაუბრებენ და სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი უმასპინძლებენ. გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. 

სუამ-ის სამიტი პირველად ტარდება კიევში, სადაც ასევე პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერმინისტრი.

]]>
27-03-2017 08:10 +0400
რეკორდი მექსიკაში - მეხიკოს ცენტრში 3 ათას 400-მა წყვილმა ერთდროულად იქორწინა  http://rustavi2.com/ka/news/71620

მექსიკელი შეყვარებულები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. მეხიკოს ცენტრში 3 ათას 400-მა წყვილმა ერთდროულად იქორწინა და ახალი რეკორდი დაამყარა. ახალდაქორწინებულებს შორის არიან ლგბტ პირებიც.

მეხიკომ ერთსქესიანი ქორწინებები ლეგალურად 2009 წელს გამოაცხადა. მასობრივი ქორწილი მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ცერემონიას კი ქალაქის მერი უძღვებოდა. შეყვარებულ წყვილებს ღვინით გაუმასპინძლდნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამგვარად მექსიკელებმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც გასულ წელს დაამყარეს. შარშან მასობრივ ქორწილში 2 ათას 16 წყვილი ჩაერთო.

]]>
26-03-2017 18:18 +0400
ანტისამთავრობო აქციებმა ლოზუნგით "ძირს ხელისუფლების განუკითხაობა" რუსეთის დიდი ქალაქები მოიცვა http://rustavi2.com/ka/news/71617

რუსეთის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები მომიტინგეთა დაკავებებით მიმდინარეობს. ადამიანები სახელისუფლებო წრეებში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ. დემონსტრაციები ლოზუნგით "ძირს ხელისუფლების განუკითხაობა" ალექსეი ნავალნიმ ყველა დიდ ქალაქში დაგეგმა, მათ შორის მოსკოვშიც, თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერს არც აქციის ჩატარების ნებართვა მისცა და არც მიტინგზე მისვლის საშუალება.

აქციების ორგანიზატორი სამართალდამცველებმა მიტინგის დაწყებამდე დააკავეს. ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებთან ერთად მოედანზე შეკრებილ ხალხთან შესახვედრად მიდიოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება ნავალნის მომხრეებმა ადგილზევე გააპროტესტეს და ავტობუსს წინ გადაუდგნენ. მიუხედავად ამისა სამართალდამცველებმა ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

საპროტესტო აქციები სახელისუფლებო კორუფციის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის ფონდმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც დიმიტრი მედვედევის ქონება შეისწავლა და აქტივები ქონებრივი დეკლარაციას შეადარა.

ყველაზე მეტი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში ვრცელდება, სადაც მიტინგი არასანქცირებულია. დედაქალაქის მერიამ დემონსტრაციის ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა და მსვლელობის მარშრუტის გასწვრივ პოლიციის კორდონები ჩააყენა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

]]>
26-03-2017 18:10 +0400
ოჰაიოს შტატის ღამის კლუბში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა http://rustavi2.com/ka/news/71613

ოჰაიოს შტატში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, 15 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს არკვევენ. წინასწარი ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, მისი ვინაობის შესახებ ძალოვანებს ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ. ასევე უცნობია დანაშაულის მოტივი და ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველი.

]]>
26-03-2017 15:33 +0400
ვაშინგტონმა სანქციების სიაში კიდევ 8 რუსული კომპანია შეიყვანა http://rustavi2.com/ka/news/71611

ვაშინგტონმა სანქციების სიაში კიდევ 8 რუსული კომპანია შეიყვანა. შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომელთა ქმედებებიც შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

2009 წელს მიღებული კანონით კატეგორიულად იკრძალება შეიარაღების მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირიაა. ვაშინგტონის სანქციები შეეხოთ როს-ობორონ-ექსპორტს, საავიაციო ქარხანას, აერო-ექსპორტს და სხვა კომპანიებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს, რომლებიც შეიარაღებაზე მუშაობენ.

რუსულ კომპანიებთან ერთად შავ სიაში ჩინეთის, ჩრდილო კორეის, თურქეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიებიც მოხვდნენ.

]]>
26-03-2017 15:22 +0400
25 წელი "დისნეილენდის" დაარსებიდან - პარიზში გრანდიოზული ღონისძებები იმართება http://rustavi2.com/ka/news/71603

დისნეილენდი დაარსების იუბილეს ზეიმობს. ზუსტად 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზის გარეუბანში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი პარკი გაიხსნა.

თარიღის აღსანიშნავად პარიზში გრანდიოზული აღლუმი მოეწყო, სადაც დამთვალიერებელმა დისნეის ცნობილი გმირები და სახალისო წარმოდგენები იხილეს. 25 წლის იუბილეს დისნეილენდი გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნავს და უახლოეს პერიოდში დამთვალიერებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

]]>
26-03-2017 12:42 +0400
საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში - ქვეყანა პრორუსულ და პროევროპულ ძალას შორის არჩევანს აკეთებს http://rustavi2.com/ka/news/71601

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე გაიხსნა. მოსახლეობამ არჩევანი ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას - მემარჯვენე ცენტრისტებსა და სოციალისტებს შორის უნდა გააკეთოს.

სოციალისტური პარტია მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებას ჰპირდება, რაც ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს.

გამოკითხვების თანახმად პრორუსული პარტია მხოლოდ მცირე სხვაობით ჩამორჩება მემარჯვენე ცენტრისტებს, რომლებსაც ყოფილი პრემიერი ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობს.

]]>
26-03-2017 12:38 +0400
ევროკავშირის საიუბილეო სამიტი - ევროპის დიდ ქალაქებში აქციები გაიმართა http://rustavi2.com/ka/news/71602

თურქეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების ახალი ინიციატივა, ევროკავშირის საიუბილეო სამიტს დაამთხვია. გაერთიანების დაარსების 60 წლის იუბილე ევროპელებმა მასშტაბური აქციებით აღნიშნეს. ევროკავშირის მომხრეთა დემონსტრაციები ევროპის დიდ ქალაქებში გაიმართა. ბრიუსელში ხალხი ევროპარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რომლებიც ევროპული პროექტის მთავარ ღირებულებებს დაიცავს. თანასწორობა, სოლიდარობა და სამართლიანობა - ამ ლოზუნგებით აქციები გაიმართა ბერლინში, ლონდონში, ბარსელონაში მადრიდში და სხვა ქალაქებშიც.

რომის ქუჩებში კი ევროკავშირის მომხრეებთან ერთად აქცია მოწინააღმდეგეებმაც გამართეს. დემონსტრაციები იტალიის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა.

]]>
26-03-2017 12:35 +0400
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს http://rustavi2.com/ka/news/71599

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს. პრეზიდენტის ინიციატივით, საყოველთაო გამოკითხვა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 16 აპრილს დანიშნული რეფერენდუმის შემდეგ ჩატარდეს.

ოფიციალური ანკარა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ბრიუსელთან 2005 წლიდან აწარმოებს. წლების განმავლობაში, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვიპროსისა და ადამიანის უფლებების საკითხები იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ანკარასა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. უთანხმოებების გამო თურქეთი ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ, ევროკავშირთან მიგრანტების კრიზისზე მიღწეული შეთანხმების გადახედვასაც არ გამორიცხავს.

]]>
26-03-2017 12:31 +0400
აფეთქება დიდ ბრიტანეთში - დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი http://rustavi2.com/ka/news/71600

დიდ ბრიტანეთში აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მერსისაიდის საგრაფოში, ლივერპულის მახლობლად, ცეკვის სტუდიაში მოხდა. შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა, დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც.

დაშავებულებს შორის არიან რიგითი გამვლელები და ადამიანები, რომლებიც ახლოს მდებარე ჩინურ რესტორანში იმყოფებოდნენ.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

]]>
26-03-2017 12:31 +0400
აშშ-მ ბელარუსის ხელისუფლება აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებების გამო გააკრიტიკა http://rustavi2.com/ka/news/71597

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებების გამო ბელარუსის ხელისუფლებამ ვაშინგტონის კრიტიკა დაიმსახურა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონმა ოფიციალურ მინსკს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მედიის მონაცემებით, ე.წ. ნების დღეს სამართალდამცველებმა არასანქცირებული მიტინგების 200-მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის 25 ჟურნალისტია. ბელარუსის სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ დაკავებულების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. პროტოკოლების შედგენის შემდეგ კი დანარჩენებსაც გაათავისუფლებენ.

]]>
26-03-2017 12:25 +0400
ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერის დაკავების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაპირიპირებაში გადაიზარდა http://rustavi2.com/ka/news/71596

ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერის დაკავებას არეულობა მოჰყვა. ყოფილი დეპუტატის ასობით მომხრე უსაფრთხოების სამსახურის შტაბბინასთან შეიკრიბა და სადირ ჟაფაროვის გათავისუფლებას ითხოვდა. სადირ ჟაფაროვის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მუქარისა და მძევლად აყვანის ბრალდებებით აღძრული.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული ყოფილმა დეპუტატმა 2013 წელს ჩაიდინა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი მძევლად აიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ამ პროცესებს სწორედ ჟარაფოვი ხელმძღვანელობდა. ყოფილი დეპუტატის მომხრეები მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს, რომ სადიკ ჟაფაროვმა ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 70-მდე ადამიანი დააკავეს.

]]>
26-03-2017 12:22 +0400
მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს http://rustavi2.com/ka/news/71568

მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს. წელს გლობალურ ინიციატივას, რომელიც პლანეტის დაცვას ემსახურება, 10 წელი შეუსრულდა.

პირველი ქვეყანა, რომელიც აქციას შეუერთდა, ინიციატივის ავტორი, ავსტრალია, გახდა. ორგანიზატორებმა სიდნეის ხიდზე, ოპერის სახლთან და სხვა ღირშესანიშნაობებზე განათებები გამორთეს.

დედამიწის საათის მეათე წლისთავზე აქციას მსოფლიოს 172 ქვეყნის 7 ათასი ქალაქი უერთდება.

]]>
25-03-2017 18:25 +0400
ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა - ევროკავშირის საიუბილეო სამიტზე რომის დეკლარაციას ხელი მოეწერა http://rustavi2.com/ka/news/71573

ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა - ეს არის რომის დეკლარაციის მთავარი გზავნილი, რომელსაც ევროკავშირის საიუბილეო სამიტზე მოეწერა ხელი.

ევროპელი ლიდერები ევროკავშირის დაარსების მესამოცე წლისთავის აღსაღნიშნავად სიმბოლურად ისევ იტალიის დედაქალაქში შეიკრიბნენ, სადაც 1957 წელს გაფორმდა ე.წ. რომის შეთანხმება ხალხის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი მიმოსვლის შესახებ.

პოლიტიკურ დეკლარაციაში საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ და მომდევნო ათი წლით ევროკავშირის მუშაობის სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

]]>
25-03-2017 18:24 +0400
ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით მიმდინარეობს http://rustavi2.com/ka/news/71564

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით მიმდინარეობს. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი ე.წ. ნების დღეს არასანქცირებულ მიტინგებზე შეიკრიბა.

ყველაზე ხალხმრავალი აქცია მინსკში გაიმართა. ოპოზიციის მომხრეებმა მსვლელობა გამართეს და დამოუკიდებლობის მოედანზე სცადეს შეკრება, თუმცა მათ გზა ძალოვანებმა გადაუღობეს.

სამართალდამცველებმა ათობით მონაწილე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის არიან უცხოელი ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. მათ შორის კი ორი ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენელია.

]]>
25-03-2017 18:22 +0400
რომში ევროკავშირის საიუბილეო სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს http://rustavi2.com/ka/news/71566

ევროკავშირის საიუბილეო სამიტი რომში მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პროფკავშირების წარმომადგენლები, ფერმერები და რიგითი მოქალაქეები რომის ქუჩებში გამოვიდნენ და ევროპელ ლიდერებს ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენეს.

მომიტინგეები სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვენ.

სამიტის მსვლელობისას რომში 6 სხვადასხვა აქციაა დაგეგმილი, მათ შორის მიგრანტების მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეებისაც.

წესრიგის დასაცავად ქუჩებში 5 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.

]]>
25-03-2017 18:22 +0400
საპროტესტო აქცია ლონდონში - მოსახლეობამ ბრექსიტის პროცედურის დაწყება გააპროტესტა http://rustavi2.com/ka/news/71567

ლონდონი ევროკავშირის მომხრეთა საპროტრესტო აქციამ მოიცვა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ბრექსიტის პროცედურის დაწყება გააპროტესტა.

4 დღეში ტერეზა მეიმ ევროკავშირს წესდების 50 მუხლის ამოქმედების შესახებ დოკუმენტები უნდა გადასცეს, რის შემდეგაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლარაკებების პროცესი დაიწყება.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს.

აქციის მონაწილეთა მსვლელობა პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციით დასრულდება, სადაც რამდენიმე დღის წინ ტერაქტი მოხდა.

მომიტინგეები თავდასხმის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

]]>
25-03-2017 18:20 +0400
თავდასხმა ლას-ვეგასში - თავდამსხმელები სამორინესა და როლექსის მაღაზიაში შეიჭრნენ http://rustavi2.com/ka/news/71556

რამდენიმე საათის წინ ლას-ვეგასში თავდასხმა მოხდა. მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამორინე ბელაჯიოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანი თავდამსხმელები შენობაში მდებარე როლექსის მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით თანხა და საათები წაიღეს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ერთი თავდამსხმელი დააკავა, დანარჩენმა ორმა კი გაქცევა მოახერხა.

თავდასხმის მომენტში შენობაში პანიკა და ჭყლეტვა დაიწყო, შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

პოლიციამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელები მძარცველები არიან.

]]>
25-03-2017 15:20 +0400
აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა http://rustavi2.com/ka/news/71551

შეერთებულ შტატებში მომხდარ ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ კობში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი თვითმფრინავის პილოტია. მოსახლეობას შორის კი ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. განიხილება პილოტის შეცდომისა და ტექნიკური გაუმართაობის ვერსიები. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

]]>
25-03-2017 12:45 +0400
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა http://rustavi2.com/ka/news/71550

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. სამართალდამცველების ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია.

სანაპირო დაცვის სამსახურმა არალეგალების ნავი კუშადასის სანაპიროსთან შენიშნა. მცირე ზომის ნავით 22 ადამიანი მგზავრობდა. მაშველებმა მხოლოდ 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამს კი ამ დრომდე ეძებენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი სირიელი დევნილები არიან, რომლებიც საბერძნეთში მდებარე დევნილთა ბანაკში მოხვედრას ცდილობდნენ.

]]>
25-03-2017 12:41 +0400
ლონდონის პოლიციამ ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან კიდევ 7 ადამიანი გაათავისუფლა http://rustavi2.com/ka/news/71549

ლონდონის პოლიციამ ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან კიდევ 7 ადამიანი გაათავისუფლა. პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიებას 2 პირი ჰყავს დაკავებული.

ძალოვანები ცდილობენ, დაადგინონ, რა კავშირი ჰქოდათ მათ ხალიდ მასუდთან, რომელმაც ვესტმისტერის ხიდზე და პარლამენტის შენობასთან მოაწყო თავდასხმა და 4 ადამიანი მოკლა.

ისლამურმა სახელმწიფომ ის საკუთარ მებრძოლად გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მასუდი რამდენჯერმე იმყოფებოდა საუდის არაბეთში და არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებთან კავშირი სწორედ იქ დაამყარა.

საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 52 წლის ხალიდ მასუდი წლების განმავლობაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 

]]>
25-03-2017 12:36 +0400
ჩეჩნეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო http://rustavi2.com/ka/news/71539

ჩეჩნეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციის განცხადება ფრანს პრესმა გაავრცელა.

ბოლო ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზაზე თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბაზაზე შეჭრა 8-კაციანმა დაჯგუფებამ სცადა, თუმცა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ყველა მებრძოლი მოკლეს. ამ დროისთვის საავადმყოფოში 3 დაშავებული გვარდიელი რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

]]>
25-03-2017 12:27 +0400
აშშ-ის კონგრესში დაზვერვის კომიტეტის მაღაჩინოსნებს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე იბარებენ http://rustavi2.com/ka/news/71535

ამერიკელი კონგრესმენები ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელებს კონგრესის დახურულ მოსმენაზე იბარებენ.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მაღაჩინოსნებთან კითხვები აქვს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე.

დემოკრატი კონგრესმენები დამოუკიდებელი პანელის შექმნასაც ითხოვენ, რომელმაც დონალდ ტრამპის რუსეთთან სავარაუდო კავშირის არსებობას გამოძიებს.

დეტალების გასარკვევად დაზვერვის კომიტეტი დაკითხვაზე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერსაც იბარებს. 

]]>
25-03-2017 12:21 +0400
რომში ევროკავშირის დაარსებას აღნიშნავენ http://rustavi2.com/ka/news/71538

ევროკავშირის ლიდერები რომში იკრიბებიან, სადაც ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო სამიტი გაიმართება.

ზუსტად 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა რომის შეთნხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ადამიანების, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ მიმოსვლას ეხება. 

საიუბილეო სამიტი რომის კაპიტოლიუმში გაიმართება. 27 წევრი ქვეყნის ლიდერი პოლიტიკურ დეკლარაციას მოაწერს ხელს, რომელშიც საუბარი იქნება ევროკავშირის მიღწევებზე და თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის განვითარებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ.  

საიუბილეო სამიტს წელს პირველად არ დაესწრება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

]]>
25-03-2017 11:45 +0400
ტრამპმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი კონგრესიდან გაიწვია http://rustavi2.com/ka/news/71537

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი კონგრესიდან გაიწვია.

გადაწვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდნტმა მას შემდეგ მიიღო, რაც წარმომადგენელთა პალატამ განხილვის მეორე დღესაც პოზიციები ვერ შეაჯერა.

დონალდ ტრამპის კანონპროექტს, რომელმაც ე.წ. ობამაქეარი უნდა ჩაანაცვლოს, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. 6-საათიანი ხმაურიანი დებატების შემდეგ, კონგრესმენებმა შესვენება გამოაცხადეს. შესვენების დასრულების შემდეგ კი, როდესაც კანონმდებლები დარბაზში კენჭისყრის გასამართად ბრუნდებოდნენ, დონალდ ტრამპმა კანონპროექტი გაიწვია და "ობამაქეარი" ძალაში დატოვა.

]]>
25-03-2017 11:22 +0400
პუტინი ტრამპის გამოცდას ბევრჯერ შეეცდება - ჯონ მაკკეინი http://rustavi2.com/ka/news/71536

"პუტინი რუსეთის იმპერიის აღდგენას ცდილობს და ამ მიზნით შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს," - ეს განცხადება ჯონ მაკკეინმა მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ამერიკელ სენატორის თქმით, პუტინი ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზებს მიმართავს. მან მაგალითად უკრაინის კრიზისი მოიყვანა და აღნიშნა, რომ აგრესიული პოლიტიკით პუტინმა უკვე მიიტაცა ყირიმი, გავლენა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში და ახლა ბალტიის პირეთზე სურს გავლენის დამყარება. პოლიტიკური თვალსაზრისით კი საარჩევნო პროცესებში ერევა.

სენატორ მაკკეინს მიაჩნია, რომ პუტინი იმპერიის აღდგენის მცდელობისას საკუთარი ქმედებებით დონალდ ტრამპის გამოცდას ბევრჯერ შეეცდება. 

]]>
25-03-2017 11:06 +0400
ლონდონის პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 9 ეჭვმიტანილი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/71491

ლონდონის პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 9 ეჭვმიტანილი დააკავა. ორი მათგანი დღეს აიყვანეს.

უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. ის 52 წლის ხალიდ მასუდი იყო. მან ქალაქის ცენტრში გამვლელებს მანქანა შეაჯახა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა დაცვის წევრმა ადგილზე მოკლა.

გამოძიების ცნობით, რამდენიმე წლის წინ მასუდმა სახელიც და სარწმუნოებაც შეიცვალა. რამდენჯერმე იყო გასამართლებული, თუმცა ტერაქტის ბრალდებით არცერთხელ დაუკავებიათ.

ის დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ თავის მებრძოლად გამოაცხადა და თავდასხმაზე პასუხისმგელობაც აიღო. ბოლო მონაცემით, ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 

 

]]>
24-03-2017 14:59 +0400
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მოსკოვში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს http://rustavi2.com/ka/news/71490

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მოსკოვში იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ულტრამემარჯვენე პარტიის ნაციონალური ფრონტის ლიდერი პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად იბრძოლებს.

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ შავი სიები ძალაში მხოლოდ ბრიუსელის ზეწოლის გამო რჩება. ნაციონალური ფრონტის ლიდერი რუსული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. მან 2014 წელს მოსკოვის ბანკიდან 9 მილიონი ევროს კრედიტი აიღო, რაც ევროპაში კრიტიკის საგანი გახდა.

ექსპერტებმა ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ევროპელებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასეს.

]]>
24-03-2017 14:57 +0400
ჩეჩნეთში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა http://rustavi2.com/ka/news/71484

ჩეჩნეთში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ნაურის რაიონში მდებარე, რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეჭრა სცადეს და სამხედროებს გაუხსნეს ცეცხლი.

ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე, ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი, ორმა კი გაქცევა მოახერხა. ძალოვანების ცნობით, თავდასხმა გამთენიისას მოხდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შაჰიდის ქამრების მულიაჟები აღმოაჩნდათ.

მათ თანამზრახველებს მთელი რეგიონის მასშტაბით ეძებენ. დეტალების დასადგენად ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ ჩეჩნეთში ოპერატიული ჯგუფი გაგზავნა. 

]]>
24-03-2017 14:46 +0400
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა http://rustavi2.com/ka/news/71479

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა, რომელმაც ე.წ. ობამაქეარი უნდა ჩაანაცვლოს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ განიხილა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, დოკუმენტს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ხმაურიანი დებატების ფონზე კონგრესმენებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს და კენჭისყრა გადადეს.

დონალდ ტრამპმა კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე უარი განაცხადა და კონგრესს ულტიმატუმი წაუყენა. პრეზიდენტის განცხადებით, თუ კონგრესი დოკუმენტს არსებული სახით არ დაამტკიცებს, ის 2012 წელს ობამას ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ კანონს ძალაში დატოვებს.

კონგრესის ქვედა პალატაში განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ობამაქეარის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ და თეთრ სახლთან შეიკრიბნენ. აქცია დაკავებებით დასრულდა.

]]>
24-03-2017 12:26 +0400
ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია - უკრაინის შს სამინისტრო http://rustavi2.com/ka/news/71478

უკრაინელი ძალოვანები რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატის მკვლელობას იძიებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დენის ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში იყო ჩანერგილი.

ანტონ გერაშენკოს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მედიის ცნობით, ის 28 წლის პაველ პარშოვია. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა დაადასტურა, რომ მკვლელი უკრაინის მოქალაქეა, ეროვნულ გვარდიაში წელიწადზე მეტია მსახურობს და რუსეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და უკრაინაში ითხოვა თავშესაფარი, კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. თავდასხმის დროს საპასუხო ცეცხლი გახსნა დენის ვორონენკოვის მცველმაც, შედეგად მკვლელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

უკრაინელი ძალოვანების ინფორმაციით, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის ძებნაში იმყოფება.

]]>
24-03-2017 12:23 +0400
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს http://rustavi2.com/ka/news/71477

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს. CNN turkey-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხდა, რომ რეფერენდუმის შემდეგ არალეგალური მიგრაციის შეჩერების შეთანხმების ჩათვლით, ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ადმინისტრაციული კავშირებიც გადაიხედება.

ევროკავშირის მიმართ ბოლო პერიოდში ერდოღანის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, ევროკომისიაში ახსნა-განმარტებისთვის თურქეთის ელჩი დაიბარეს.

]]>
24-03-2017 12:22 +0400
ხმელთაშუა ზღვაში ნავები ჩაიძირა, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა http://rustavi2.com/ka/news/71475

ხმელთაშუა ზღვაში ნავები ჩაიძირა, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროებთან მოხდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

ამ დროისთვის ნაპოვნია 5 გარდაცვლილის ცხედარი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ნავებით ასობით არალეგალი მგზავრობდა.

ყველა მათგანი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან დევნილები არიან, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

]]>
24-03-2017 12:20 +0400
ბელგიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც დიდი სიჩქარით ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გადავიდა http://rustavi2.com/ka/news/71466

ბელგიის ქალაქ ანტვერპში მამაკაცი დააკავეს, რომელიც დიდი სიჩქარით ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გადავიდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული საფრანგეთის 39 წლის მოქალაქეა, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდანაა.

პოლიციამ მის ავტომობილში დანები და უცნობი სითხით სავსე კონტეინერი აღმოაჩინა. ერთი წლის წინ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

]]>
24-03-2017 09:17 +0400
დიმიტრი პესკოვი დენის ვორონენკოვის მკვლელობასთან კრემლის კავშირს აბსურდულს უწოდებს http://rustavi2.com/ka/news/71467

რუსი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კრემლის მისამართით ბრალდებას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აბსურდულს უწოდებს.

ყოფილი დეპუტატი კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. ის პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საქმეში მთავარი მოწმე იყო.

ვორონენკოვი მის მიმართ შესაძლო ანგარიშსწორებაზე ადრეც საუბრობდა, თუმცა მოსკოვისგან არ იმალებოდა.

]]>
24-03-2017 09:16 +0400
ლონდონის ტერაქტის ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდია http://rustavi2.com/ka/news/71465

ლონდონის ტერაქტის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. ის ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ექსტრემისტულ ქმედებაში მანამდეც ჰყავდათ შემჩნეული. მასთან იდეოლოგიური კავშირი უკვვე აღიარა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომაც.

თავდასხმიდან ერთი დღის თავზე გარდაცვლილებს პატივი მიაგეს პარლამენტის შენობასთან და საკანონმდებლო ორგანოშიც, სადაც სიტყვით ბრიტანეთის პრემიერი გამოვიდა.

ბოლო მონაცემებით, ლონდონის ტერაქტის 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებას 7 ადამიანი ჰყავს დაკავებული.

]]>
24-03-2017 09:14 +0400
რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი - პეტრო პოროშენკო ყოფილი რუსი დეპუტატის მკვლელობას ეხმაურება http://rustavi2.com/ka/news/71430

კიევის ცენტრში ყოფილი რუსი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობას, ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. პრეზიდენტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი უწოდა.

დენის ვორონენკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და უკრაინაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ის უკრაინის ექს პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის მთავარი მოწმე იყო. უკრაინის პროკურატურის ვერსიით მომხდარი შეკვეთილი მკვლელობაა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო პრემიერ-პალასთან ყოფილი რუსი დეპუტატი დენის ვორონენკოვი ჩაცხრილეს. ის ადგილზე დაიღუპა. თუმცა, მისმა დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა თავად დაცვის წევრიც. ორივე საავადმყოფოში იმყოფება.

]]>
23-03-2017 17:41 +0400
ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" იღებს http://rustavi2.com/ka/news/71427

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას ე.წ. ისლამური სახელმწიფო იღებს, ამის შესახებ BBC წერს.

ISIS-ის ტერორისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე, ე.წ. ისლამური სახლემსიფოს ჯარისკაცი იყო.

როგორც ცნობილია, გუშინ ტერორისტი ავტომობილით ვესტმისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა და შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ცდილობდა შეჭრას.

თავდასხმის შედეგად უკვე 5 ადამიანი დაიღუპა, 7 მოქალაქის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

]]>
23-03-2017 16:54 +0400
ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული რეკორდული სისწრაფით დნება http://rustavi2.com/ka/news/71424

ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული რეკორდული სისწრაფით დნება. ამ დასკვნამდე მეცნიერები ბოლო ორი თვის განმავლობაში მოგროვილი ფოტო - მასალის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მათი შეფასების თანახმად, წყლის მოცულობა არქტიკაში მკვეთრად არის გაზრდილი, ყინულის მასები კი შემცირებულია, რასაც გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

მეცნიერებმა ბოლო 38 წლის განმავლობაში გადაღებული თანამგზავრული ფოტოებიც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ არქტიკის ზღვაში ყინული დღეს ყველაზე მცირე ტერიტორიას ფარავს. მათი ვარაუდით მომდევნო ათწლეულებში შესაძლოა ყინული მთლიანად დადნეს.

]]>
23-03-2017 15:27 +0400
კიევის ცენტრში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს http://rustavi2.com/ka/news/71423

კიევის ცენტრში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი სასტუმრო პრემიერ პალასთან გახსნეს, სადაც ბიზნესმენთა ჯგუფი იდგა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ის სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვია. ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და შარშან მოქალაქეობაც მიიღო. რუსეთის დატოვების მიზეზად კი იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებდა.

]]>
23-03-2017 15:26 +0400
შეერთებულ შტატებში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა http://rustavi2.com/ka/news/71420

შეერთებულ შტატებში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ვისკონსინის სამ სხვადასხვა რაიონში რამდენიმე წუთიანი ინტერვალით მოხდა.

დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია. პოლიციამ თავდამსხმელი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავა. მომხდარის გამო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, თუმცა, ადგილობრივებს სამართალდამცველებმა შეტყობინებები გაუგზავნეს და აცნობეს, რომ საფრთხე აღმოფხვრილია.

]]>
23-03-2017 15:20 +0400
დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება მიმდინარეობდა http://rustavi2.com/ka/news/71416

შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თვალთვალი შემთხვევით ხორციელდებოდა - ეს განცხადება კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. დევინ ნუნესის თქმით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება მიმდინარეობდა.

სპეცსსამსახური კი მხოლოდ უცხოელ პირებზე ახორციელებდა თვალთვალს და პრეზიდენტი ამ საქმეში შემთხვევით აღმოჩნდა. პარალელურად CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ნამდვილად ფლობს ცნობებს, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთის სპეცსამსახურთან კოორდინაციაზე მიუთითებს.

მიზანი სავარაუდოდ არჩევნების წინ ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვა იყო.

]]>
23-03-2017 15:09 +0400
უკრაინაში საბრძოლო მასალის ყველაზე დიდი საწყობი იწვის http://rustavi2.com/ka/news/71407

უკრაინაში საბრძოლო მასალის ყველაზე დიდი საწყობი იწვის. ქალაქ ბალაკლეაში ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საწყობის ირგვლივ, 50 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, განსაკუთრებულ საფრთხეს მიწისქვეშა საცავები წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები ინახება. ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები მომხდარს დივერსიად აფასებენ. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

]]>
23-03-2017 12:49 +0400
ლონდონში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავა http://rustavi2.com/ka/news/71405

ლონდონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. ბოლო მონაცემით, თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა 40-ზე მეტი კი დაშავდა. თავდამსხმელის მთავარი იარაღი ავტომობილი იყო, რომლიც მან ქუჩაში გამვლელებს შეაჯახა. გამოძიება მის მოტივთან ერთად ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა თანამზრახველები.

ბრიტანეთის პოლიციამ პირველი სპეცოპერაცია ჩაატარა და ბირმინგემში ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 7 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით თავდამსხმელმა მანქანა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ხალხს შეაჯახა სწორედ ბირმინგემში ჰქონდა დაქირავებული. პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს მის ვინაობას და მოტივს, თუმცა მომხდარს ტერაქტად აფასებს.

თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. პარლამენტის შენობასთან თავდამსხმელმა მანქანით ხალხს გადაუარა. შემდეგ ის საკანონმდებლო ორგანოს დამცავ ღობეს შეაჯახა. რამდენიმე წუთში კი შენობაში შეჭრა სცადა. მან დანით ერთი პოლიციელი დაჭრა, რასაც სროლა მოყვა. თავდამსხმელი მეორე პოლიციელმა ადგილზე მოკლა. ინციდენტს შემთხვევით შეესწრო პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მომხდარი ტელეფონით გადაიღო.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

]]>
23-03-2017 12:43 +0400
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა http://rustavi2.com/ka/news/71395

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი.

ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს. ვრცელდება პირველი კადრები, რომლებიც ხიდზე უშუალოდ ტერაქტს და შემდეგ ხალხის პანიკას ასახავს.

მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა პრემიერმა ტერეზა მეიმ, შემდეგ კი ქვეყანას მიმართა. მისი თქმით, სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.

]]>
23-03-2017 10:27 +0400
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან http://rustavi2.com/ka/news/71371

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თქმით, დიპლომატიურ უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამ დრომდე არ ხმაურდება თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, აზიური გარეგნობის მამაკაცს, სავარაუდოდ, საერთაშორისო ისლამისტურ ქსელთან ჰქონდა კავშირი.

თავდამსხმელმა ჯერ ვესტმისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს მანქანით გადაუარა, შემდეგ კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები დანით დაჭრა. საბოლოოდ ის პოლიციამ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

„არ არის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ. საკონსულოში ტრადიციულად მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და ჩვენ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაგვიკავშირდნენ,“-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა.

 

]]>
23-03-2017 08:07 +0400
ოფიციალური ლონდონი მსოფლიო ლიდერებისგან სამძიმარს იღებს http://rustavi2.com/ka/news/71370

ოფიციალური ლონდონი მსოფლიო ლიდერებისგან სამძიმარს იღებს. ერთ-ერთი პირველი ვინც მომხდარის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერს ესაუბრა დონალდ ტრამპი იყო.

ამერიკის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში ტერეზა მეის მიუსამძიმრა და გამოძიების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ტერაქტი დაგმო სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც. ბრიტანეთის მთავრობას სამძიმრის გზავნილები გაუგზავნეს საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანელი ხალხის სახელით ის დიდი ბრიტანეთის გვერდით იდგება როცა საქმე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. ფრანსუა ოლანდმა ტერორიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანებაზე გაამახვილა ყურადღება.

გლოვის ნიშნად წუხელ პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ბრიტანეთს უსამძიმრებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

]]>
23-03-2017 08:01 +0400
ტერაქტი ლონდონში - გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა http://rustavi2.com/ka/news/71369

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი.

ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს.

ვრცელდება პირველი კადრები, რომლებიც ხიდზე თავდასხმის მომენტს და შემდეგ ხალხის პანიკას ასახავს.

პრემიერმა ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა, შემდეგ კი ქვეყანას მიმართა. მისი თქმით, სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.

“ამ თავდასხმის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტმა სცადა იერიში მიეტანა ჩვენი დედაქალაქის გულზე, სადაც ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანი იყრის თავს რათა იზეიმოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები. ვესტმინსტერი უძველესი პარლამენტის ადგილსამყოფელია. ყველა მცდელობა რომ ეს ღირებულებები ძალადობის გზით გაანადგურონ, განწირულია წარუმატებლობისთვის,”-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

პარლამენტი, რომელიც გუშინ მთელი ღამე დახურული იყო, ჩვეულ მუშაობას დღეს დილიდან შეუდგება.

„თავდამსხმელის ვინაობაზე კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ, თუმცა ჩვენი დასკვნით ის შთაგონებული იყო საერთაშორისო ტერორიზმით. ბოლო მონაცემებით დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს, მათ შორის ზოგის მდგომარეობა სერიოზულია. გამოძიების პროცესში ასობით ოფიცერია ჩართული და ისინი ადგენენ ეჭვმიტანილის მოტივსა და კავშირებს,“-აცხადებს კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელი მარკ როული.

]]>
23-03-2017 07:55 +0400
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეტანილი "იგლა" ამოიღო http://rustavi2.com/ka/news/71366

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან სომხეთში კონტრაბანდული გზით შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი იგლა ამოიღო.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია სომხეთის 3 მოქალაქე, მათ შორის თვითაღიარებული ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სომეხი ძალოვანები ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ქართველ კოლეგებს არ დაკავშირებიან.

]]>
22-03-2017 21:48 +0400
ახალი დეტალები ლონდონიდან - თავდამსხმელის მიერ დანით დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა http://rustavi2.com/ka/news/71365

2 გარდაცვლილი და სულ მცირე 10 დაშავებული - ასეთია ლონდონში მომხდარი ტერაქტის წინასწარი მონაცემები. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ბრიუსელის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.

ვესტმისტერის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანით ჯერ ხალხს გადაუარა, შემდეგ ავტომობილით ვესმისტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, პარლამენტის ეზოში შეიჭრა და პოლიციელი დანით დაჭრა, რის შემდეგაც მას სამართალდამცველებმა ესროლეს.

დაჭრილი პოლიციელი მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა, თავდამსხმელი კი სავარაუდოდ გადარჩა.

ძალოვანებმა პარლამენტარების შენობის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობის დატოვება აუკრძალეს, პრემიერმინისტრი კი ტერიტორიას გაარიდეს და დაუნინგ სთრითზე გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

თავდამსხმელი სავარაუდოდ, 40 წლამდე აზიური გარეგნობის მამაკაცია. პოლიციამ თვითმხილველებს ვიდეო და ფოტო მასალის მიწოდება სთხოვა და ქალაქის ცენტრში გადაადგილებისაგან თავის შეკავება ურჩია. ლონდონის მასშტაბით უსაფრთხოების საგანგებო ზომებია ამოქმედებული, დაიხურა მეტრო, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს BBC ავრცელებს.

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 21:38 +0400
ლონდონში თავდამსხმელი მოქალაქეებს მანქანით დაეჯახა - BBC-ს ცნობით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი http://rustavi2.com/ka/news/71354

ლონდონში, ვესტმისტერის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამნაშავემ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრის მცდელობის განხორციელებამდე, ხიდზე მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

როგროც BBC იუწყება, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დამნაშავე დაეჯახა, გარდაცვლილია, დაახლოებით 12 ადამიანი კი დაშავდა. მათ მედიკოსები ადგილზე დახმარებას უწევენ, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ მომხდარს, ამ დროისთვის, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დამნაშავე ლიკვიდირებულია, თუმცა ვიდრე სამართალდამცველების მას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდნენ, ერთ-ერთი პოლიციელი დანით დაჭრა.

მამაკაცი პარლამენტის ტერიტორიაზე შეაჩერეს. თავდასხმის დროს, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი იმყოფებოდა, რომლის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 20:21 +0400
ლონდონში შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია http://rustavi2.com/ka/news/71353

დანით შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრა სცადა, ლიკვიდირებულია, ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა, დევიდ ლივინგტონმა, პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ პოლიციამ შეიარაღებულ თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ასევე BBC-ის ცნობით, თავდამსხმელმა, სიკვდილამდე დანით ჭრილობა ერთ-ერთ პოლიციელს მიაყენა. 

სროლის დროს პარლამენტის შენობაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეიც იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.

ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს.

]]>
22-03-2017 19:58 +0400
„ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი!“ – Independent-ის რედაქტორი ლონდონის მოვლენებზე http://rustavi2.com/ka/news/71347

ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი. არეულობა... შემდეგ გასროლის რამდენიმე ხმა. ყველგან შეიარაღებული პოლიციაა,“ - ეს ინფორმაცია  გამოცემა Independent-ის პოლიტიკურმა კორესპოდენტმა, ტომ პეკმა, ლონდონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ის ამბობს, რომ კოლეგების თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან დაჭრილი პოლიციელი და ასევე დაშავებული მამაკაცი დაინახეს, რომელიც სავარაუდოდ ის პიროვნებაა, რომელიც დანით ხელში შენიშნეს.

 

]]>
22-03-2017 19:22 +0400
სროლა ლონდონში პარლამენტთან - არიან დაშავებულები http://rustavi2.com/ka/news/71343

დიდი ბრიოტანეთის პარლამენტთან სროლა ისმის, ამის შესახებ BBC იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობასთან 15 დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დანით არის დაჭრილი.

პარლამენტის თანამშრომლებს სამართალდამცველები შენობაში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ხელში დანა ეჭირა.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თავდასხმა მოხდა და პოლიციელებმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ესროლეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადააგილება აკრძალულია. პოლიციელებმა ადგილზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.

 

]]>
22-03-2017 19:00 +0400
ბრიუსელში ერთი წლის წინ ტერაქტების შედეგად დაღუპულ ადამიანებს იხსენებენ http://rustavi2.com/ka/news/71325

ბრიუსელში ერთი წლის წინ ტერაქტების შედეგად დაღუპულ ადამიანებს იხსენებენ. ცერემონიები ქალაქის აეროპორტსა და მეტროს სადგურში მიმდინარეობს, სადაც ტერორისტებმა აფეთქებები მოაწყვეს. ღონისძიებებს ესწრებიან ბელგიის სამეფო ოჯახი და ქვეყნის პრემიერი. ზუსტად ერთი წლის წინ სამმა ტერორისტმა ჯერ ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი, შემდეგ კი თავდასხმა მეტროს სადგურში მოხდა. შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული და ყველა ტერორისტი ბელგიელი იყო.

]]>
22-03-2017 15:43 +0400
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი დონალდ ტუსკს დიპლომატიურ ღალატში ადანაშაულებს http://rustavi2.com/ka/news/71324

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დიპლომატიურ ღალატში ადანაშაულებს. საქმე ეხება 7 წლის წინ ლეხ კაჩინსკის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას, რომლის დროსაც პრეზიდენტთან ერთად მთავრობის წევრები და პარლამენტარები დაიღუპნენ.

თავდაცვის უწყებამ პროკურატურის სამხედრო დეპარტამენტს აცნობა, რომ ყოფილმა პრემიერმა დონალდ ტუსკმა სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, რადგან მისმა ქმედებებმა ავიაკატასტროფის გამოძიებაში პოლონეთის სათანადო მონაწილეობას ხელი შეუშალა. პროკურატურამ 30 დღეში უნდა გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა გამოძიებას დონალდ ტუსკის წინააღმდეგ. პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დიპლომატიური ღალატის ბრალდება 10 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

]]>
22-03-2017 15:37 +0400
ევროპული საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი http://rustavi2.com/ka/news/71299

ევროპული საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ ევროპული საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა. მან ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეგრედ წოდებული არჩევნების ჩატარების ფაქტი და სამხრეთ ოსეთში აპრილში დაგეგმილი რეფერენდუმი დაგმო. 

]]>
22-03-2017 09:22 +0400
ოკუპირებული ყირიმის ტერიოტორიაზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა http://rustavi2.com/ka/news/71297

ოკუპირებული ყირიმის ტერიოტორიაზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა. სწავლებაში 2 ათასამდე მედესანტე მონაწილეობდა. ასევე გამოყენებული იყო 600-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაც.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით სამხედრო სწავლება რეგიონში გაზრდილი ტერორისტული საფრთხეების გამო ჩატარდა.

]]>
22-03-2017 09:20 +0400
ნატო-ს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერთმანეთს პენტაგონში შეხვდნენ http://rustavi2.com/ka/news/71296

ნატო-ს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერთმანეთს პენტაგონში შეხვდნენ. ჯეიმს მატისისა და იენს სტოლტენბერგის საუბრის მთავარი თემა ძლიერი ნატო და შეერთებული შტატების მიერ ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა იყო. ჯეიმს მატისმა ტრანს-ატლანტიკური კავშირის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ნატო-ს გენერალურ მდივანს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

]]>
22-03-2017 09:16 +0400
რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა http://rustavi2.com/ka/news/71289

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვს შორის მოკავშირეობითი ურთიერთობა საბაზისო შეთანხმების საფუძველზე ვითარდება. მისი თქმით უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებსთან ერთად დღის წესრიგში დგას ასევე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.

ლეონიდ თიბილოვის განცხადებით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთთან გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პოზიტიურ შედეგებს ხედავს და რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ პუტინმა ლეონიდ თიბილოვს 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატება უსურვა. 

]]>
22-03-2017 08:19 +0400
ნიუ იორკში ანიმაციური კომედია "პატარა ბოსის" პრემიერა გაიმართა http://rustavi2.com/ka/news/71236

ნიუ იორკში პატარა ბოსის პრემიერა გაიმართა. ჩვენებამდე წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოჩდნენ, რომლებიც ახალ საბავშვო ანიმაციას ახმოვანებენ. ნიუ იორკში ფილმის პრემიერაზე ალეკ ბოლდუინი ოჯახთან ერთად მივიდა. დიდ ეკრანზე საბოლოო შედეგის ნახვამდე, წითელ ხალიჩაზე ფილმზე მომუშავე სხვა ვარსკვლავებიც გამოჩდნენ.

ახალი ანიმაციური კომედია მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით შეიქმნა. პატარა ბოსის ნახვა კინოთეატრებში 31 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

]]>
21-03-2017 19:03 +0400
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს http://rustavi2.com/ka/news/71217

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მიემგზავრება. რექს ტილერსონს რუსეთის დედაქალაქში აპრილის დასაწყისში ელოდებიან. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში გამგზავრების გამო, ტილერსონი ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს გამოტოვებს.

ამ გადაწყვეტილების გამო, სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კრიტიკა დაიმსახურა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ნატოს სამიტის გამოტოვებას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის პარტნიორების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან დაახლოების მცდელობად იქნება აღქმული.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ტილერსონი ჯერ იტალიაში გაემგზავრება, სადაც დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, რის შემდეგაც უკვე მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებებს.

]]>
21-03-2017 15:07 +0400
ნატო ბალტიისპირეთის რეგიონის დაცვას აძლიერებს http://rustavi2.com/ka/news/71205

რუსეთის შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ნატო ბალტიისპირეთის რეგიონის დაცვას აძლიერებს. ალიანსის მეთაურობით რუმინეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ამერიკელი და რუმინელი სამხედროები სწავლებას შავი ზღვის სანაპირო ქალაქში გადიან, მოგვიანებით კი, შავ ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებს შეუერთდებიან.

გაზაფხულის შტორმი 2017-ში ალიანსმა შავი ზღვის აკვატორიის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დაგეგმა. ამავე პროექტის თანახმად, საფრანგეთმა ესტონეთში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა.

ფრანგი სამხედროები ნატოს 1200 კაციან ბატალიონში გაერთიანდნენ, რომელიც ტაპას სამხედრო ბაზაზე განლაგდება. ალიანსის გადაწყვეტილებით, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში სულ 4000-მდე სამხედრო განლაგდება.

 

]]>
21-03-2017 14:37 +0400
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება სავარაუდოდ მაისში დაიწყება http://rustavi2.com/ka/news/71204

ტერეზა მეიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბრექსიტის პროცედურის დაწყების შესახებ გააფრთხილა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ლონდონი ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლს 29 მარტს აამოქმედებს.

ბრიუსელში აღნიშნეს, რომ პროცედურის დასაწყებად მზად არიან. დონალდ ტუსკი 27 წევრ ქვეყანას ოფიციალურ შეტყობინებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაუგზავნის. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება სავარაუდოდ მაისში დაიწყება.

]]>
21-03-2017 14:36 +0400
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება http://rustavi2.com/ka/news/71202

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება. საუბარია ძვირფას ქვაზე სახელწოდებით ვარდისფერი ვარსკვლავი, რომელიც 60 კარატს იწონის.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვა 60 მილიონ დოლარად გაიყიდება, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ ეს ბრილიანტი 83 მილიონად გაიყიდა. ის ნიუ იორკელმა მილიონერმა ისაკ ვულფმა შეიძინა, თუმცა თანხა ვერ გადაიხადა. ამის გამო სოთბიმ ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე განმეორებით გაიტანა.

ვაჭრობა ჰონგ კონგის სოთბის აუქციონის სახლში 4 აპრილს გაიმართება. 

]]>
21-03-2017 14:35 +0400
საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატებმა პირველი სატელევიზიო დებატებისას რუსეთზე ისაუბრეს http://rustavi2.com/ka/news/71195

რუსეთთან ურთიერთობა იყო ერთერთი მთავარი თემა საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული პირველი სატელევიზიო დებატების დროს. მემარცხენე პარტიის ლიდერმა, ჟან ლიუკ მელაშონმა განაცხადა, რომ ევროპაში საზღვრების საკითხი უნდა გადაიხედოს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არასაიმედო ვითარება შეიქმნა და მაგალითად რუსეთი და უკრაინა მოიყვანა.

ყირიმის ანექსიაზე ლაპარაკისას კონკურენტის პოზიციას დაეთანხმა ფრანსუა ფიონი. მან კოსოვოს პრეცედენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავად შეცვალა საზღვრები და ამით დაიცვა დემოკრატიის ფუნდამენტური პრონციპი, რომელიც ხალხის თვითგამორკვევის უფლებას ეხება.

კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია მათ ემანუელ მაკრონმა. მან ოპონენტებს მიუთითა, რომ ევროპამ და კერძოდ, საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებაზე უარი უნდა თქვას. 

]]>
21-03-2017 12:40 +0400
ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილი დონალდ ტრამპისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს http://rustavi2.com/ka/news/71194

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თეთრი სახლი ეხმაურება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრეს სპიკერის განცხადებით, გამოძიება არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს რუსეთის მთავრობასთან კავშირი ჰქონდა.

მოსმენა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში 4 საათი გრძელდებოდა. არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის გარდა, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ფარული მოსმენებიც იყო, რაშიც დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადანაშაულებს.

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი მოითხოვს, დონალდ ტრამპმა ბოდიში მოიხადოს. დაზვერვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებები დემოკრატმა კონგრესმენებმა გააკეთეს.

კანონმდებლები ბოდიშს ელოდებიან ტრამპის იმ განცხადების გამო, რომ ობამას დავალებით მის ოფისს უსმენდნენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს Twitter-ში მისი განცხადების გამო. ის ნათლად მიანიშნებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ და FBI-მ დანაშაუილი ჩაიდინეს. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა და მან ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,“ - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ქაფუანომ.

დაზვერვის კომიტეტის სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო და საღამომდე გრძელდებოდა. კომიტეტის დასრულების შემდეგ, საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა კომიტეტის თანათავმჯდომარემ უმცირესობიდან, ადამ შიფმა.

]]>
21-03-2017 12:39 +0400
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავს დაესხნენ http://rustavi2.com/ka/news/71183

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავს დაესხნენ და სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ინციდენტი ციმბირის ქალაქ ბარნაილში მოხდა, სადაც ოპოზიციის ლიდერმა შტაბი გახსნა და მხარდამჭერებს ხვდებოდა.

თავდასხმა ნავალნის თანმხლებმა პირმა ტელეფონით გადაიღო. თავდამსხმელი მიიმალა, მისი ვინაობა უცნობია.

ოპოზიციის ლიდერებისთვის ბრილიანტის მწვანეს სახეში შესხმა რუსეთში, ანტი პუტინურ აქციებზე მანამდეც არა ერთხელ მომხდარა.

]]>
21-03-2017 09:21 +0400
უკრაინაში სარაკეტო იერიშის შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა http://rustavi2.com/ka/news/71182

2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 7 დაშავდა ქვეყნის აღმოსავლეთში სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც სეპარატისტებმა გრადის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებამ იერიშების ამსახველი კადრებიც წარმოადგინა.

დღემდე ურკაინის კრიზისის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო პერიოდში ყველაზე მწვავედ ვითარების ესკალაცია კი თებერვალში მოხდა. 

]]>
21-03-2017 09:15 +0400
თეთრი სახლი FBI-ს დირექტორის ჯეიმს კომის განცხადებებს უარყოფს http://rustavi2.com/ka/news/71181

თეთრი სახლი FBI-ს დირექტორის ჯეიმს კომის განცხადებებს უარყოფს. პრეს მდივანი შონ სპაისერი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ ტრამპისა და მისი თანაგუნდელების მოსმენების საქმე რეალურია და მასში უამრავი საინტერესო დეტალიც იკვეთება.

სამაგიეროდ, სპაისერი უარყოფს ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირს.

გუშინ წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტზე FBI-ს დირექტორმა პირველად აღიარა, რომ ამერიკულ არჩევნებზე რუსეთის გავლენების შესასწავლად გამოძიება მართლაც დაწყებულია.

]]>
21-03-2017 09:14 +0400
აშშ-ის კონგრესში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს http://rustavi2.com/ka/news/71166

შეერთებული შტატების კონგრესში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში კონგრესმენთა შეკითხვებს ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელები პასუხობენ.

FBI​-ის დირექტორმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლების რუსებთან კავშირის დადგენასაც მოიცავს.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა დონალდ ტრამპის მიერ, twitter-ის საშუალებით გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებთ, თითქოს ბარაკ ობამას დავალებით, მის ნიუ-იორკის ოფისს უსმენდნენ.   

„იუსტიციის დეპარტამენტმა უფლება მომცა დავადასტურო, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო აწარმოებს გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მთავრობის ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ტრამპის კამპანიასთან ასოცირებულ პირებსა და რუსეთის მთავრობას შორის ნებისმიერი სახის კავშირების გამოძიებასაც. შეფასდება ისიც, გვაქვს თუ არა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან,“ - განაცხადა ჯეიმს კომიმ.

დაზვერვის კომიტეტის მოსმენის დაწყებამდე twitter-ში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონგრესმა და ფედერალური გამოძიების ბიურომაც უნდა გამოიკვლიონ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა.

]]>
20-03-2017 21:52 +0400