26 თებერვალი 2017,   05:26
ვრცლად
მოძებნე გადაცემის ჩანაწერი
ნიჭიერი – მეათე გადაცემა – ფინალი (მეექვსე სეზონი)
  გადაცემის შესახებ

"ნიჭიერი" — მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგი, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის”ეთერში პირველად 2010 წლის 1 თებერვალს გავიდა. Got Talent ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც საიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადევნებენ თვალყურს.

პირველ სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" პროგრამირების და მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი,"პროფილის" ავტორი და წამყვანი - მაია ასათიანი და მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი.

მეორე სეზონზე ჟიურის შემადგენლობა ნაწილობრივ შეიცვალა. ახალ შემადგენლობაში პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და The ვანო`ს შოუს წამყვანი ვანო ჯავახიშვილი შევიდნენ. უცვლელ წევრად გეგა ფალავანდიშვილი დარჩა.

მესამე სეზონზე ჟიურიში ცვლილება არ მომხდარა.

მეოთხე სეზონის ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ: "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და გეგა ფალავანდიშვილი.

მეხუთე სეზონში ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ: ნიკა გვარამია, ია ფარულავა, ნანუკა ჟორჟოლიანი და ლევან წულაძე (ჭოლა).

წამყვანები ახალ სეზონში - გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი. ისინი კასტინგებზე კულისებში გულშემატკივრობენ მონაწილეებს, ნახევარფინალებზე კი შოუს უძღვებიან. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

    გადაცემების არქივი
    მონაწილეები
< ყველა გადაცემა